ბოლო SMS

ტელეფონში ერთ კონკრეტულ ადამიანთან მიმოწერის ამსახველი 800–ზე მეტი SMS მაქვს შენახული. ვიცი, ავადმყოფურად ჟღერს, მაგრამ მინდოდა ეს ურთიერთობა თავიდან ბოლომდე დამრჩენოდა, პირველი შეხვედრიდან უკანასკნელ SMS–ამდე. სამწუხაროდ, მის მიერ მოწერილი პირველი SMS შემთხვევით წამეშალა, მაგრამ მაინც მახსოვს.

უკვე რამდენიმე თვე გავიდა. მინდოდა გადამეხედა და პირველი SMS–ების კითხვისას ავღნავლდი. როგორ იცვლება საუბრის ტონი, სითბო დროთა განმავლობაში. მეტკინა…

თავიდან მხოლოდ სითბოა, ერთად ყოფნის სურვილი, თმაში ცხვირის ჩაყოფა და ერთად სუნთქვა. მერე დილის ჩაი, შოკოლადი და ჩახუტების ნატვრები… ბოლოს აღარც ჩაია, აღარც შოკოლადი და ბოლო მიმოწერა მხოლოდ შეხვედრაზე შეთანხმებებით შემოიფარგლება.

თავიდან თუ საუბარი არ წყდება SM–ებითა და facebook_ით, ახლა მხოლოდ დღეშ ერთხელ მოკითხვა და შეხვედრაზე შეთანხმებაა. მეტკინა…

ბოლო SMS რა იქნება ნეტავ? ჩვენ როგორ დავშორდებით? მარტივად, უბრალოდ აღარ დავეკონტაქტებით ერთმანეთს, თუ  საუბარი და განხილვა მოგვიწევს?

მგონი უკვე ვხვდები…

P.S. რამდენიმე საათი ვფიქრობდი, გამომექვეყნებინა თუ არა ეს ბლოგზე, პაროლი დამედო თუ არა… ბოლოს ისევ ჩვეულებრივი პოსტის სახით დატოვება გადავწყვიტე, ის მაინც არ კითხულობს ჩემს ბლოგს :) ხოლო ჩემს მეგობრებს რაც შეეხებათ, დიახ, ასეა, არ ვამბობდი, მაგრამ ყველაფერი უკვე ცუდადაა.

ვიწველით გუდიაშვილისთვის

იყავით დღეს ამ მანიფესტზე? არა? სირცხვილი თქვენ!
ფეხებზე დაგიკიდებიათ გუდიაშვილის სკვერის რაობა და არსებობის პრობლემა :) პროტესტი არ გამოგიხატავთ და ახლა აკრიტიკებთ ხალხს :) უტრაკოებო!

დაახლოებით ეს პათოსი იგრძნობა ახლა ფეისბუქზე. ვირუსულად გავრცელდა ვიდეოც

ვისაც რა ჰქონდა, იმას ყიდიდაო, ასეთი აზრი დევს თურმე ამ პერფორმანსში. აი, ვინც სვამდა ამ რძეს, იმან რა აზრი ჩააქსოვა თავის ქმედებაში, მაგას ნამდვილად ვერ გეტყვით.

ზოგი უფრო მაღალ მატერიებს გადასწვდა და ასე განმარტა ეს ქმედება

“ ეს პერფორმანსი ერთგვარად ეპირისპირდება მთელს თანამედროვე კულტურასა და აზროვნებას, რამდენადაც მთელი მოძრაობის იდეა ადამიანურ ურთიერთობებსა და პრიმიტიულ, თუმცა ამავდროულად ღრმა გრძნობებზე დაჰყავს :) ადამიანისა და იდეის დამოკიდებულებას ქალბატონი რაიმე რკინის კონსტრუქციით ან წინასწარ მომზადებელი ინტელექტუალური სფიჩით კი არ გამოხატავს, არამედ დედისა და შვილის ურთიერთობით :) ის საკუთარ შვილად, საკუთარ ნაწილად იღებს ყველას, ვინც იმავე იდეით მიდის სკვერში და ყველას სიმბოლურად ასმევს თავის რძეს, რომელიც თავისმხრივ ამ კავშირს ამყარებს და საბოლოოდ ყველა იქ მყოფს აერთიანებს :)

მე მომიტევეთ და ვერც აზრს ვხედავ ამაში, ვერც ესთეტიურობას და ვერც ქველმოქმედებას. რითი უკავშირდება გუდიაშვილის სკვერის გადარჩენის იდეა ქალის მიერ რძის წველას? უბრალო გამვლელი რომ ვიყო და ეს დავინახო, რამით დავაკავშირებ ამ ქმედებას გუდიაშვილთან და სკვერთან?

საინტერესოა, შემდეგი პერფორმანსი რა იქნება? მამრები გაიღებენ სპერმას თუ ისევ ქალებს მოგვიწევს ზრუნვა? ჰმმ.. რა შეიძლება გავცე? მაქსიმუმ ყოველთვიურად რასაც ვკარგავ, ის :)

მადლობა ყურადღებისთვის

საზიზღრობაა.

რუსთავი, Rustavi, Рустави

რუსთავი – თვითმმართველი ქალაქი, ქვემო ქართლის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქი 1948 წლის 19 იანვრიდან. მდებარეობს ქვემო ქართლის ვაკეზე, მდინარე მტკვრის ორივე ნაპირას, ზღვის დონიდან 370 მ სიმაღლეზე. რუსთავი თბილისის აგლომერაციაში მყოფი ქალაქებიდან უდიდესია. თბილისსა და რუსთავს შორის უმოკლესი მანძილია 7,66 კილომეტრი. ქალაქის ტერიტორია 60 კვ. კმ-ს შეადგენს, მოსახლეობა 138 ათასი. რუსთავი საქართველოს უმთავრესი სამრეწველო ქალაქია თბილისის შემდეგ.

შენიშვნა: ზემოთ მოყვანილი ტექსტი მხოლოდ ამონარიდია ვიკიპედიიდან.

რუსთავი ერთი არც თუ ისე პატარა ქალაქია თბილისთან ახლოს. აქ ბევრად სწრაფად და მარტივად მოხვდებით თბილისის ცენტრალური უბნებიდან,  ვიდრე თბილისის გარეუბნებში (მაგ: ვარკეთილი, გლდანი… :D ).

ქალაქის შესასვლელი მთავარი გზა მთლიანად წითელი/თეთრი ზოლებით შეაფერადეს და წარწერაც დაურთეს: Welcome tu Rustavi. ასე, რომ შეუძლებელია ქალაქში შემოხვიდე და არ გაგეღიმოს. welcome–ო ხომ გითხრეს, რაც მთავარია :) ეს ტექსტი ჩემი აზრით, იმ სამენოვანი სტენდების ჩასანაცვლებლად გააკეთეს, სამ ენაზე რომ ამცნობდა  შემომსვლელს ქალაქის სახელს “რუსთავი”, “Rustavi”, “Рустави”.

Read the rest of this entry

2012 მართლა?

შეშინებულს გაგღვიძებიათ? მე – ხშირად. ახლაც იგივე მომენტია.  დრო 3:22

2012. წარღვნა, სახლების ნგრევა, უბედურება. აი რა იდიოტიზმი ვნახე ახლა სიზმარში და სანამ დამვიწყებია, უნდა დავბლოგო.

ამას დაუმატეთ წყლით დაფარული ქუჩები და შენობის ძირები

ფაქტები, რაც მახსოვს:   Read the rest of this entry

2011 on my mind

2011?

2010 < 2011 < 2012

იგულისხება, რომ 2011 წელი უკეთესი იყო, ვიდრე 2010 და იმედია, 2012–ზე უარესი იქნება.

2010–ის შემაჯამებელი პოსტი არ დამიწერია, რადგან მასეთი ცუდი წელი არასდროს მქონია.  2011–ს უბრალოდ თავი ვერ მოვაბი. თუმცა ჩემს ნებაზე არაა? ახლა დავწერ :D

Read the rest of this entry

მარტივი გამოსავალი

თვითმკვლელობა– სუიციდი (suicide), საკუთარი სიცოცხლის ხელყოფა.

მიზეზი მრავალგვარია. სოციალურ კვლევებს თუ დავუჯერებთ ყველაზე ხშირი დეპრესია, დანაშაულის განცდა, გაუსაძლისი ფიზიკური ტკივილი და ფინანსური პრობლემებია.   ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით ყოველწლიურად ერთ მილიონზე მეტი ადამიანი იკლავს თავს. სიკვდილიანობის ყველაზე დიდი წილი მოზარდებსა და 35 წელს ქვევით ახალგაზრდების თვითმკვლელობაზე მოდის.

გასულ წლებთან შედარებით, თვითმკვლელობის პროცენტულმა რაოდენობამ საქართველოში ზღვარს მიაღწია. 2010 წლის მონაცემებით მტკვარში თვითმკვლელობის მიზნით 26 ადამიანი გადახტა, რომელთა უმრავლესობამაც განზრახვა სისრულეში მოიყვანა.

მიზეზი მრავალგვარია, შედეგი – ერთი!

იქნებ უბრალოდ მარტივი გამოსავალია? მაგრამ, ნუთუ იმდენად სუსტები და უსუსურები ვართ, პრობლემის გადაწყვეტის გზას ვერ ვხედავთ. ეს კი მხოლოდ პიროვნების სისუსტეზე მეტყველებს.

იქნებ ესეც ნების თავისუფლებაა? ეს ხომ ჩემი სიცოცხლეა.

არ ვიცი, მე ჯერ ვერ ჩამოვყალიბდი.

წავალ, ჩემი პრობლემებიდან მარტივ გამოსავალს მოვძებნი  :)

“არტისტერიუმი” ქარვასლაში

4 ნოემბერს “არტისტერიუმზე” გახლდით. ღო­ნის­ძი­ე­ბა 2008 წელს და­ფუძ­ნდა და წელს უკ­ვე მე­ოთ­ხედ ტარ­დე­ბა. იგი ქართველ და უც­ხო­ელ ხე­ლო­ვან­თა ექ­სპო­ზი­ცი­ებს, დის­კუ­სი­ებს, მრა­ვალ­ფე­რო­ვან სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და კულ­ტუ­რულ პროგრამებს აერ­თი­ა­ნებს. გამოფენის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად გაეცანით ტაბულას სტატიას, მე კი ჩემი თვალით დანახულ “არტისტერიუმზე” მოგიყვებით.

თანამედროვე ხელოვნების გამოფენა იშვიათად, რომ მომეწონოს და უფრო იშვიათად, რომ მასზე დაწერის სურვილი გამიჩნდეს.  ”არტისტერიუმიც” არ აღმოჩნდა გამონაკლისი, ვერ აღმაფრთოვანა, მაგრამ დაწერის სურვილი გამიჩნდა :)

წლე­ვან­დელ არ­ტის­ტე­რი­უმ­ში 18 ქვე­ყა­ნა და 80-ზე მე­ტი არ­ტის­ტი მო­ნა­წი­ლე­ობდა. გა­მო­ფე­ნის თე­მა „თა­ვი­სუ­ფა­ლი ვარდნა” გახლდათ. ქარვასლაში შესვილისას თქვენს ყურადღებას პირველად  ბოროტად მოხითხითე ვამპირის ხმა მიიპყრობდა. :D საინტერესო ჩანაფიქრია, მით უმეტეს, რომ ჰელოუინი ახლახანს გავაცილეთ :)

ზევით ახედვისას “შერეკილების” თანამედროვე საფრენი აპარატი დაგხვდებოდათ

სამწუხაროდ, გადაღება ვერ მოვახერხე :(

ჩემი გამოფენაზე ყოფნა სხვა არაფერი იყო, თუ არა

Read the rest of this entry

ქალთმოძულე კაცები

41 ენაზე თარგმნილი მსოფლიო ბესტსელერი

წიგნი, რომელიც 21-მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა და 70 000 000–ზე მეტმა მკითხველმა წაიკითხა


ავტორი: სტიგ ლარსონი
ჟანრი: დეტექტივი
გამოცემის თარიღი: 2004
გამოცემის ქართული თარიღი: 2011

ინცესტი, გაუპატიურება, ბოზი,  ყლე, მინეტი… << თუ ეს სიტყვები თვალს/ყურს გჭრით, ეს წიგნი თქვენთვის ნამდვილად არაა, რადგან შინაარსი მრავლად მოიცავს გაუპატიურების, ინცესტის და სხვა მსგავსი სცენების აღწერებს.

წიგნი სტიგ ლარსონის ტროლოგიის პირველი ნაწილია და შვედურ ორიგინალში “ქალთმოძულე კაცები” ჰქვია. ეს სათაური რეალურად ასახავს წიგნში განვითარებულ მოვლენებს, თუმცა ქართული ვარიანტიც “გოგონა დრაკონის ტატუთი”, სრულიად ჯდება წიგნის სათაურად, ჩემი აზრით (თუმცა, მაინც უცნობი რჩება ჩემთვის, რატომ გადაწყვიტა გამომცემლობამ სათაურის ასე რადიკალურად შეცვლა).  განაგრძე კითხვა

შენი ისტორია…

არ გკითხავ, როგორ ხარ. ვიცი, რომ ისევ გეშინია მომავლის. უკვე 20– ხარ, სამ თვეში 21–ის…

 უკან იხედები და რას ხედავ ? 13 წლის ხარ, ლამაზი, ლაღი, ძალიან ბევრი მეგობარი გყავს. ბევრს უყვარხარ. ცეკვავ… ეს საქმე ძალიან გიყვარს. შეყვარებული ხარ: სკოლაში ყველაზე ლამაზ ბიჭს უყვარხარ და გიყვარს. ეს მთელმა სკოლამ იცის და ყველა თქვენზე ლაპარაკობს. სკოლის პოპულარული წყვილი ხართ. ხშირი ჩხუბი და ხშირი ეჭვიანობა გაქვთ.

შენ უკვე 15 ის ხარ. შენს ანსამბლში სოლისტი ხარ და ბევრ გოგოს შურს შენი. ძალიან გამხდარი ხარ და მოკლე ჩოლკას ატარებ. მკერდი უაზროდ გეზრდება. ამისდა მიუხედავად, არანაირ დისკომფორტს არ განიცდი, სხვა გოგოებისგან განსხვავებით და ულიფოდაც დადიხარ. სულ დაქალებთან ერთად მოძრაობ: თქვენ საუკეთესო 4–ული ხართ.  შეყვარებულთან ისევ ჩხუბობ: შენ ნაკლებად გიყვარს, მას – მეტად. შენ იცი ეს, მან – არა.  4–ულიც იშლება: ერთ-ერთი დაქალი სიმსუქნის დეპრესიაში ვარდება და მსუქან გოგოებს უმეგობრდება, დანარჩენი 2 rock სამყაროში ეშვება.
.
შენ 17 ის ხარ: მამაშენი ცუდად ხდება და აქ ასრულებ ყველაფერს. ასრულებ ცეკვას, ასრულებ სიყვარულის თამაშს, ასრულებ დაქალობას, ასრულებ სწავლას… გეწყება დეპრესია, თვეობით სახლში ჯდომა. მამა აგრესიულია, ის გონზე არაა. ის ცემს, ის ჩხუბობს, ის ყვირის. მამა დილით დაიღუპა. ამის შემდეგ შენ 7 დღე ოთახიდან არ გამოდიხარ. შენთვის არ არსებობს არანაირი სამძიმარი, გასვენება. ბნელ ოთახში ზიხარ, ტირიხარ, ლოცულობ.. ცხოვრებაში მესამედ მამას უკითხავ ლოცვებს. შენთვის ის ლოცვა ბოლო იყო, შენ მას მერე აღარ გილოცია. Read the rest of this entry

მიმართვა ახალბედა ბლოგერებს

ამას წინათ ბლოგერების ჯგუფში კამათი გამოიწვია ჩემმა პოსტმა, როცა ვიღაც ახალბედას ხუმრობით მივმართე ბლოგერი როგორ ხარ, როცა ბლოგზე ერთადერთი პოსტი გიწერია–მეთქი :D
ეწყინა :)
მოდი, ბლოგერობის “კრიტერიუმები” შევადგინოთ.

შენ არ ხარ ბლოგერი, თუ:

  • Facebook–ზე განთავსებული შენი ფოტოების 80 %  ბლოგერების შეხვედრებზე არაა გადაღებული :D
  • ნებისმიერი FB ფრენდი, რომელთანაც 100 + მეგობარი გყავს, ბლოგერია :)
  • არ გიბირჟავია ვერის ბაღში
  • არ გითამაშია ჩგმ
  •  არ გიზასავია რომელიმე ბლოგერთან :D (თამაშის ფარგლებში მაინც :D )
  • დადებითად არ ხარ განწყობილი ჰომოსექსუალების მიმართ :D
  • ვლოგერის ოფისში ყავა  არ დაგილევია
  • ბანკებს (და ზოგადად რაღაც ორგანიზაციებს)  შეხვედრებზე არ დაუპატიჟებიხარ
  • და არც მათ მიერ ორგანიზებულ რაღაც ივენთებს დასწრებიხარ :D
  • არ მოგსვლია მოწვევა ვერა ქობალიასგან და თუ ერთხელ მაინც არ ყოფილხარ ეკონომიკის სამინისტროში განხილვაზე “როგორ გადავარაჩინოთ ტურიზმი სოც. მედიის მეშვეობით”
  • არ დასწრებიხარ არცერთ კვარიათულ  ”ქართული ბლოგინგის დღეებს” GBD
  • არ იყავი აქტიური წევრი ფბ–ს ბლოგერების ჯგუფისა და არ გიკაიფია ახალწვეულებზე
  • არ მიგიღია მონაწილეობა ბლოგერების რომელიმე კონკურსში და არ მოგიგია
  • არ დაგიწერია შეკვეთილი პოსტი
  • არ დაუთაგიხარ არავის თაგ–პოსტებში
  • ლეონსიოსგან ბლოგერების ექსკურსიის ივენთის მოწვევა არ მოგსვლია
  • არ მოგისმენია ზურიუსის სტვენა / არ გინახავს მისი ვიდეო–პოსტები
  • არ გინახავს სიყვარულოვნას ძუძუები
  • ვლოგერში სოც. მედიის შესახებ სერიოზული სახით არ გიმსჯელია :D
  •  ნებისმიერ ბლოგერთან, თუნდაც მის შეხედულებებს არ იზიარებდე, შეხვედრისას უფრო მეტი სალაპარაკო თემა არ გაქვს, ვიდრე სხვა რიგით, ჩვეულებრივ ნაცნობთან :)
  • როცა ორი, მითუმეტეს, რამდენიმე ბლოგერის შეხვედრისას და ბლოგოსფეროს გარჩევისას, გარშემომყოფები იწყებენ თქვენს ინტერესით თვალიერებას – მათ ძირითადად თქვენი ახლობლების უცნაური მეტსახელები აოცებთ :)
  • და ბოლოს: ნებისმიერ არაბლოგერს ჩვენს გაცნობაზე ასეთ რეაქცია უნდა ჰქონდეს: თქვენ ვაფშე რა სასტავი ხართ? :O
P.S. ეს ყველაფერი ხუმრობით :D სერიოზულად ნუ მიიღებთ.
მადლობა იდეისთვის ჰექსეს და გასტოს :D

სწავლა უფასოდ

რა კითხვას უსვამენ ყველაზე ხშირად ბავშვს?

5 წლამდე:
კითხვა #1: –დედა უფრო გიყვარს თუ მამა? (ბავშვი პასუხად იშმუშნება და “ორივეო”, გპასუხობს)
კითხვა #2: – რა უნდა გამოხვიდე? (ბავშვი ბედნიერი სახით გიყვება მშობლებისგან ჩაგონებულ “ექიმს”, ან რაიმე მსგავსს)

10 წლამდე: (კითხვა #2 ხდება კითხვა #1:)
–რა გინდა გამოხვიდე?

15 წლიდან ყველაზე აქტუალური საკითხი:
–რაზე აბარებ?

ეს კითხვა ყველაზე აქტუალურია შენი მომდევნო რამდენიმე წლიანი ცხოვრების მანძილზე. ფიქრობ, ეძებ, ოჯახის ბიუჯეტს უთანხმებ შენს “სასურველ” პროფესიას. გადასახადი ხომ ყველაზე მნიშვნელოვანია, როცა ერთი რიგითი ოჯახიდან ხარ.

სწავლა ძვირია.

ამ ფრაზის ჭეშმარიტებაში აბიტურიენტობისას დავრწმუნდი, როცა პირველად ავიღე ხელში გაზეთი და სასურველ ფაკულტეტებს დავუწყე ძებნა.

კერძო უნივერსიტეტებს რომ ვერ შესწვდებოდა ჩემი ოჯახის მწირი ბიუჯეტი, მალევე დავრწმუნდი და ისევ სახელმწიფოების იმედად შევავსე მთელი ჩამონათვალი.

გამიმართლა და პირველსავე სასურველ ფაკულტეტზე მოვხვდი. მეორე გამართლება: 100 %–იანი გრანტიც ავიღე. მაშინ ნამდვილად არავინ იძლეოდა 1 წუთიანი ვიდეოს გადაღებაში 5 000, 3 000 ან 2 000 ლარს. არც მაკბუქს გაჩუქებდა ვინმე ისე, შენი ჭკვიანი სიტყვებისთვის :) Read the rest of this entry

კოშმარები

დილის 4 საათზე გაღვიძებული დედაჩემთან შევტანტალდი, როგორც ბავშვობაში და გვერდით მივუწექი.

ისევ ტიროდი.

–მე?

ჰო, მთელი ღამე ტიროდი. შენი ტირილის ხმამ გამაღვიძა. დაგიძახე კიდეც, მაგრამ ვერ გაიგე, ალბათ. რა ნახე სიზმარში?

–არ ვიცი, არ მახსოვს. არც ვტიროდი, მოგეჩვენა ალბათ.

ეს ცრემლებიც მომეჩვენა? – ხელს სწრაფად მისვამს სახეზე. წამწამები ჯერ ისევ სველი მქონია, ვერც კი შევამჩნიე.

თითქმის ასეა ყოველ ღამე. ღამეული კოშმარები ისევ დაიწყო.  ყოველ ღამე ერთი და იგივე სიზმრები, ცრემლები. მგონი, ძილში ვლაპარაკობ კიდეც. იმედია, რაიმე მაკომპრომეტირებელი არ წამომცდება :D

ახლაც ვცდილობდი დამეძინა და 10 წუთში გაოფლილმა და ნამტირალევმა გავიღვიძე… გულთან ისევ ჩხვლეტას ვგრძნობ დაძაბულობისგან. FML :|

კოშმარების განსამეორებლად 1 sms, 1 მოგონება, 1 შემთხვევითი კადრიც კი საკმარისი აღმოჩნდა. რა იქნება ახლა? ისევ რამდენიმე თვე უნდა ვეწამო, ძილის უნდა მეშინოდეს და ისევ საკუთარ თავს ვუმკურნალო?


დავიღალე

მაწ ტერეზა

ცხოვრებაში სულ ორჯერ მიყვარდა. მიყვარდა რა, მაშინ ვთვლიდი, რომ მიყვარდა, თორემ დღევანდელი გადმოსახედიდან სიყვარულს სრულიად სხვაგვარად აღვიქვამ და შესაბამისად ვფიქრობ, რომ არც მყვარებია.

ორჯერ მიყვარდა, მაგრამ სხვებსაც ვხვდებოდი. ნუ, ორზე ბევრად მეტს :) ყველა ჩემი ბიჭისთვის “მაწ ტერეზა” ვხდები ხოლმე. მაშინვე მერთვება ზრუნვის ღილაკი ტვინში და ერთად ყოფნის პერიოდში ყველაფერში ვეხმარები, ვამხნევებ, ქონფიდენსს ვუმაღლებ და ბლა ბლა.

არასდროს, არასდროს გაიმეოროთ ჩემი შეცდომა!  სულელი ვარ და საკუთარ შეცდომებზე ვიწყებ მე სწავლას, თქვენ კი ჩემი შეცდომა გაითვალისწინეთ და არასდროს არ დაეხმაროთ არაფერში! არ დააყენოთ საკუთარი თავი უკან მის გამო. არ მისცეთ მაქსიმუმი, ის უბრალოდ ამას ვერ დააფასებს. მიეჩვევა ამ დახმარებას, მერე სავალდებულოდაც ჩაგითვლით და მოითხოვს თქვენგან მასზე ზრუნვას.    განაგრძე კითხვა

სალონური VOიაჟი

მესამე დღეა ზღვაზე ვარ და მგონი უკვე დავიწვი :D ცხვირი საშინლად წითელი მაქვს.. იმედია , გაივლის.

აქ ჩამოსვლამდე  ცოტა ვიგოგოშკურე და გარეგნობას მივხედე. მადლობა VOVOVO.ge-ს ამისთვის ^_^

VOVOVO.ge ელექტრონული კომერციის მულტი სისტემაა, რომლის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი სერვისებით:

- ამანათების გამოწერა და ჩამოტანა ამერიკიდან და ევროპიდან

-ჯგუფური შეძენების შედეგად მიღებული ფასდაკლებების სერვისი 

- სერვისი :შეიძინე ჩემთვის (Buy for me) -თუ თქვენ არ გაქვთ ბანკის პლასტიკური ბარათი ან თქვენი პლასტიკური ბარათით ვერ ხერხდება გადახდის განხორციელება, ვებ გვერდზე არსებულ შესაბამის განყოფილებაში(შეიძინე ჩემთვის) ჩააგდებთ იმ  ნივთის ბმულს რისი გამოწერაც გსურთ და VOVOVO.GE იზრუნებს თქვენთვის ამ ნივთის შეძენაზე.

ეს ბოლო სერვისი ჩემნაირი ჩაინიკებისთვისაა :D რაღაცის შეძენა/ გამოწერა რომ მინდა და ვერ ვბედავ, ვაითუ რაიმე არასწორად შევავსო–მეთქი.  Read the rest of this entry

fight

არის  მომენტები, როცა განწყობა იმდენად საშინელია, არავის დანახვა არ გსურს. ფეხებს იქნევ, ყვირიხარ, ყველა გძულს და ყველას აგდებ შენი ცხოვრებიდან.

ვიცი, რომ ეს ფოტო არ შეეფერება ტექსტს,. უბრალოდ ჩხუბის მეტი არაფერი აღმომაჩნდა
ვიცი, რომ ეს ფოტო არ შეეფერება ტექსტს,. უბრალოდ ჩხუბის მეტი არაფერი აღმომაჩნდა

თქვენი არ ვიცი და მე ხშირად მემართება. ხშირად რა, მხოლოდ მაშინ, როცა ბევრი დაგროვილი წყენა ერთად დიდ ბურთად იქცევა, ყელში მებჯინება, ცრემლებად მაწვება და საკუთარი სისუსტე რომ არ შევიმჩნიო, ყველას კარისკენ მივუთითებ.

მე კი ადვილად მწყინს, მით უემტეს, მათგან, ვინც ჩემთვის გულთან “ახლოა”. ჰოდა მათვე რომ არ ვეჩხუბო და გული არ ვატკინო, სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩემთვის მარტო ცხოვრება და მხოლოდ საკუთარი თავისთვის დრამების მოწყობს. არავისთან ურთიერთობა არ უნდა შეიწიროს ამან.

ან უკვე შეიწირა.

უკეთესიცაა.

გაურკვეველი– უნდა გაირკვეს, წასასვლელი – უნდა წავიდეს….

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 276 other followers