ყველაფერი, რაც ბოლო 2 წელიწადში ვისწავლე

ბოლო 2 წელი საკმარისი აღმოჩნდა, რომ იმაზე მეტი მესწავლა, ვიდრე წინა 2 წელიწადში, მაგალითად. ჰოდა ანგარიშს ვაბარებ ბლოგს და საკუთარ თავს, როგორ გავიზარდე. ამასთან: განვლილი წლის შეჯამებებს სულ ვწერდი ხოლმე მგონი. წელს გამომრჩა და ამ პოსტით ავანაზღაურებ. 

giphy

მე ვისწავლე

  • სასმელებზე 
    • ღვინო – ერთმანეთისგან ვანსხვავებ მშრალ, ტკბილ, ნახევრადტკბილ ღვინოებს 😀 აქამდე ყველა ღვინოს უბრალოდ ცუდი გემო ჰქონდა 😀 ახლა კი სიამოვნებით ვწრუპავ მოტკბო წითელ ღვინოებს
    • ყავა – თუკი ორ წლის წინ ყავას ახლოსაც არ ვეკარებოდი, ახლა თავისუფლად გირჩევთ სად სჯობს დილით შევლა, თუ გემრიელი ყავის ყიდვა გსურთ სამსახურში მისვლამდე. და დიახ, ყავას გემოებითაც კი ვანსხვავებ 😀 მართალია ჯერ ისევ ყავიან რძეს ვსვამ, ვიდრე რძიან ყავას, მაგრამ ვნახოთ მომდევნო 2 წელში რა იქნება 😀
  • სამსახურისთვის 
    • PPC მარკეტინგი და SEM იმაზე უკეთ, ვიდრე სავარაუდოდ ნებისმიერმა სხვა ქართველმა იუზერმა
    • თეორიების დაფასება – სიამოვნებით ვკითხულობ უზარმაზარ კვლევებს ან ვუყურებ ვებინარებს/ ვიდეოებს და ვუსმენ პოდკასტებს
    • ვიმეცადინე ბევრი, ავიღე საკმარისზე მეტი სერტიფიკატები შესაბამის სფეროებში, მაგრამ არ ჩავთვალე საჭიროდ, რომ საჯაროდ მეფრიალებინა. ლინკდინზე ჩავამატებ მერე 😀
  • ადამიანებზე
    • ოჯახის წევრების დაფასება
    • რომ ყველა, ვინც გიღიმის, შენი მეგობარი არაა
    • და რომ ყველა, ვინც არ გიღიმის, არაკეთილმოსურნეც არაა
  • საკუთარი თავის შესახებ 
    • რომ თოვლი არ მძულს და რომ სიცივე არც ისეთი ცუდია, როგორც მანამდე მეგონა. თბილისური ზამთარი არა, ოღონდ. აი როგორც ყაზბეგში ან სვანეთშია, მართლა რომ ცივა და თოვლი რომ დიდ ხანს დევს :)) შემიყვარდა დიდი თბილი ქურთუკები, უზარმაზარი შარფები და თბილი, ღუნღულა ქუდები. ვისწავლე როგორ უნდა მეცვას, რომ არ შემცივდეს, რა ტემპერატურაც არ უნდა იყოს გარეთ. თუნდაც -25-ს აჩვენებდეს თერმომეტრი.
    • შოტლანდიური/ ახალ ზელანდიური / ბრიტანული / ესპანური / ესტონური / რუსული / ამერიკული / ნოგერიული და ა.შ. ინგლისურის აქცენტების განსხვავება და გაგება 😀 ძალიან დიდი მიღწევაა ჩემი გადმოსახედიდან. თუ გინდათ, ნუ დამეთანხმებით
    • საკუთარი ამბების საკუთარი თავისთვის დატოვება. მანამდე რატომღაც უზომო სურვილი მქონდა ხოლმე გაზიარების და ვყვებოდი ყველაფერს. ხან აქ, ხან მეგობრებთან, ხან ნაკლებად მეგობრებთან – ახლა ძალიან მიკვირს, რატომ ვიქცეოდი მასე
    • გავერკვიე რა მიყვარს ყველაზე მეტად – data analysis, დიდი ცხრილებში ძრომიალი, ციფრების შედარება, ლაფსუსების აღმოჩენა და გადაჭრა 😀

 

მაგრამ ჯერ მაინც ვერ გადავწყვიტე, რა მსურს ზოგადად.

სასწავლი ჯერ კიდევ ბევრია. 🙂

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s