გზაში

ახალი ბლოგი მაქვს – გზაში! რატომ? ქვემოთ მოგიყვებით.

Read More »

მოგზაურობაზედ

Little boy with a map on the street

რომელიღაც პოსტში მეწერა, დროს მოგზაურობიდან მოგზაურობამდე ვითვლი-მეთქი. ახლაც ასეა. აგერ უკვე 2 თვეზე მეტია ახალ ქალაქში არ ვყოფილვარ. ვილნიუსი და ტალინი ბოლო უცხო წერტილებია, რომელიც ჩემთვის ჩუმად დავსვი უზარმაზარ რუკაზე. შემდეგი გაჩერება: სტოკჰოლმი!

ამ ბოლო 2 თვის მანძილზე ყოველ ოთხშაბათს ვგეგმავთ ჰელსინკში წასვლას და ვერცერთხელ ვერ გავაღწიეთ 😀 ხან სამეცადინო აქვს გიოს, ხან გვეზარება დილის 7-ზე ადგომა, ხან რა და ხან რა, მოკლედ 😀 თუმცა, სტოკჰოლმის ბილეთები უკვე შეძენილია და 14-ში გემით მივემგზავრებით ^_^ (მე კი  ჯერ ისიც არ დამიგუგლავს, რა უნდა დავათვალიეროთ -_- ) ასე რომ, ახლა სტოკჰოლმს ველოდები, შემდეგ კი იანვრის დიდ მოგზაურობამდე დავიწყებ დროის ათვლას ^_^

იანვრის გეგმაც შევადგინეთ, ავიაბილეთებიც შევიძინეთ. გზა ასეთია:
ტალინი > რიგა > ბერლინი > რომი > ბრიუსელი > ბრიუგე > ტალინი

არცერთ ამ ქვეყანაში ნამყოფი არ ვარ (რიგა რომ გავიარე ღამით მძინარემ, არ ითვლება 😀 ), ჰოდა ახლა უნდა მოვივოდიალო. მართალია, ეციება, მაგრამ ესტონური სიცივის მერე არამგონია გერმანულმა შემაშინოს 😀

დრო ცოტაა, სანახავი ბევრი!

ის ულამაზესი შადრევანიც აღადგინეს რომში ❤

გაიგეს ალბათ, ჩასვლას რომ ვაპირებ და ძალიან რომ მიყვარს მსგავსი რამეები 😀 აქვე, ყველაფერი ის, რაც უნდა ვნახო ❤
საკუთარი თავის მშურს ^_^

This slideshow requires JavaScript.

ტალინში vol2

ესტონეთში ცხოვრება ბევრ შესაძლებლობას რომ გაუხსნიდა გზას ვიცოდი, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი ასე მალე თუ დამატყდებოდა – ნამდვილად არა.
11751462_498231213666814_7388791704741099442_nრამდენიმე დღის წინ, 3 სექტემბერს გიორგისთან ვიყავი უნივერსიტეტში და შემთხვევით ბანერი ვნახე, სადაც ეწერა, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტი ატარებს ტრენინგებს 4-6 სექტემბერს კიბერ უსაფრთხოების თემაზე. რა თქმა უნდა, დავინტერესდი, მოვიძიე ინფორმაცია და სამწუხაროდ, Facebook ივენთმა მამცნო, რომ რეგისტრაცია კარგა ხანია რაც დასრულდა და მით უმეტეს, არასტუდენტებისთვის დასრულდა 😀 მთელი 2 თვით დავაგვიანე 😀
ცდა ბედის მონახევრეაო და ტვიტერზე მაინც მივწერე. ტრენინგის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ვნახე პასუხი, რომ მეც დამრთეს ნება დავსწრებოდი 😀 ასე აღმოვჩნდი მსოფლიოს N3 უნივერსიტეტის ორგანიზებულ ძალიან საინტერესო ტრენინგებზე 3 დღით ^_^ ძალიან ბევრი საინტერესო ამბავი განვიხილეთ: basics of computer science-დან დაწყებული, კიბერ თავდასხმებითა და ომით დასრულებული. სხვათა შორის, ერთ-ერთ case study-დ რუსეთის მიერ ჩვენზე თავდასხმა იყო მოყვანილი -_-

ესტონურ გამოცდილებასაც გავეცანით. ჯერ კიდევ 1993 წელს, სსრკ-ს დაშლისთანავე ელექტრონულ ამბებზე დაიწყეს ამათ ფიქრი და e-government-ის შექმნაზე -_- :შურიდაბოღმა: ახლა ფაქტობრივად ყველაფერი ელექტრონული და გამარტივებულია. ჯანდაცვაც, მომსახურების სფეროც, ბიუროკრატიული ამბებიც და ა.შ. თუმცა რა ბიუროკრატია, ყველაფერს ონლაინ აგვარებენ :))

დღეს ბოლო, შემაჯამებელი დღე იყო პრაქტიკული, simulation game-ითა და პერსონალური წერებით. წესით, მალე შესაბამისი სერტიფიკატიც უნდა მივიღო ^_^ :fingerscrossed:

სხვა საინტერესო ამბებშიც უნდა გავყო თავი აუცილებლად. ეს მხოლოდ პირველი ეტაპი იყო და ისიც შემთხვევითი 😀

ტალინში

უკვე 7 დღეა მე და გიო ტალინში ვცხოვრობთ. ჯერ კიდევ ადაპტაციის მომენტი გვაქვს: ერთმანეთთან, სახლთან, ქალაქთან, ქვეყანასთან, ხალხთან, წესებთან და ა.შ. ჯერ კიდევ პატარ-პატარა რაღაცეებს ვამჩნევთ და გვიკვირს: ფეხით მოსიარულეებს მანქანა გზას გვითმობს :O ანდა, სახლის მეპატრონე კონტრაქტში წერს, რომ შემოსვლისას ფეხზე გაიხდი და ფეხსაცმელს კორიდორში დატოვებ… o.O

სახლი, სადაც უნდა გვეცხოვრა
სახლი, სადაც უნდა გვეცხოვრა

ჩვენი პირველი ესტონური გამოცდილება არც ისე წარმატებული იყო. სახლის ძიება საკმაოდ რთული პროცესი აღმოჩნდა. არ სურდათ წინასწარ დაჯავშნა, მეორე დღესვე გავაქირავებთო და ა.შ. როგორც იქნა, წამოსვლამდე 1 დღით ადრე შევუთანდმით ერთ-ერთ მაკლერს, კონტრაქტიც გამოვაგზავნინეთ, ხელიც მოვაწერეთ. უნდა დაგვხვედროდა დიდი სახლი, დორმის ტიპის, 2 სართულიანი + გრაუნდ ფლორი. დიდი ოთახიც დავჯავშნეთ, რადგან ორნი ვართ და ვსიო, შაბათს ქუთაისიდან ვილნიუსში წყნარად გავფრინდით. ვილნიუსის ამბებს მერე ცალკე მოვყვები. ძალიან მომეწონა ეგ ქალაქიც.

ვილნიუსიდან ღამით ავტობუსით წამოვედით და დილის 7 საათზე ჩავაღწიეთ ტალინში, ავტობუსების გაჩერებაზე. მაშინვე მივხვდით, რომ ცივ ქვეყანაში ვართ 😀 მომიწია ზამთრის თბილი ბათინკები და სქელი ქურთუკი ამომეძრო ჩანთიდან. პირველი ნახევარი საათი გაჩერების ძებნაში გავატარეთ 😀 Google maps გვიჩვენებდა, რომ სადღაც 400 მეტრში უნდა ყოფილიყო გაჩერება, საიდანაც ქალაქის შიდა ავტობუსი სახლთან მიგვიყვანდა. ვურბინეთ წინ და უკან ამ სადგურს და ძლივს ვიპოვეთ გაჩერება 😀 თურმე ზუსტად 2 ფეხის ნაბიჯზე იყო ჩვენი ვილნიუსის ავტობუსიდან 😀

მივაღწიეთ სახლამდე და არ დაგვხვდა ის, რასაც ველოდით. სახლის გრაუნდ და მეორე სართულებზე მუშები დარბოდნენ, რემონტი მიდიოდა ისევ. ამის შესახებ ბროკერს არაფერი უთქვამს. ოთახი ვნახეთ ჩვენ მიერ დაჯავშNლი, ბარგი შევიტანეთ და ის ბროკერიც გამოჩნდა. უიო, ეს თქვენი ოთახი არააო, სხვას მივაქირავე, ხომ მოგწერეთო -_- და შეგვიყვანა ნახევარ ბეწო ოთახში, სადაც ნამდვილად ვერ დავეტედით, თან იგივე ფასად გვთავაზობს. მეილები ამოვუქექე, რომ არაფერი მოუწერია, ჩანთები ავიღეთ გაბრაზებულებმა და წამოვედით. თურმე, ევროპაშიც გადაგაგდებს ბროკერი და ბინის გამქირავებელი კონტრაქტის მიუხედავად. გაითვალისწინეთ 🙂

ჰოდა, მოვდივართ მე და გიორგი სადღაც ტყე-პარკში ამ ჩემოდნებით და გვეცინება სიტუაციაზე, რომ დავრჩით შუა ტალინში უსახლკაროდ მთელი “ოჯახი” 😀 ჰო, ახლა ხომ უკვე ოჯახი ვართ და 😀

მართალია ეს ფოტო ვილნიუსშია გადაღებული, მაგრამ ზუსტად ასახავს დაღლილობას :D სახიდან წამოსულები პარკში რომ დავეყარეთ ჩემოდნებიანად და მე მეძინა კიდეც ცოტა ხანი :D
მართალია ეს ფოტო ვილნიუსშია გადაღებული, მაგრამ ზუსტად ასე, სახლიდან წამოსულები პარკში დავეყარეთ ჩემოდნებიანად და მე მეძინა კიდეც ცოტა ხანი 😀

რაღაც პატარა კაფეში შევიყუჟეთ, სადაც ვაიფაი ჰქონდათ უფასო და დავიწყეთ ისევ ბინის ძებნა. Facebook-ზე გიოს ნაცნობს მივწერეთ თან, რომელიც ტალინში ცხოვრობს უკვე რამდენიმე წელია და მოვუყევით რაც დაგვემართა. სწორედ ამ კეთილმა ადამიანებმა შეგვიფარეს, სანამ ახალ ბინას ვიპოვიდით. :/

IMG_20150828_102625
დიდი სელფის სარკეც მაქვს ^_^

ახლა უკვე ყველაფერი კარგადაა, დავბინავდით. ძალიან მყუდრო სახლი გვაქვს, სადაც, კიდევ 3 ადამიანს დავიტოვებთ, რო რამე 😀 ამიტომ თუ აქეთ წამოსვლას გადაწყვეტთ, შეგვეხმიანეთ და ღამით დასარჩენი ნამდვილად გექნებათ 😀

ქალაქის დათვალიერება კარგად ვერ მოვახერხეთ. მხოლოდ ერთხელ გავედით ცენტრში და მაშინაც სულ რამდენიმე ქუჩაზე გავისეირნეთ. თან ტელეფონებიც დაგვიჯდა, ფოტოებს ვერ  ვიღებდით, დავიღალე კიდეც და მალე უკან გამოვრბუნდით. რაც დავათვალიერეთ, ყველაფერი მომეწონა. ძალიან ლამაზი არქიტექტურაა. იმედია, მერე საინტერესო მუზეუმებსაც მივაგნებ ^_^

IMG_20150828_001457

IMG_20150826_164043
სტუდენტური ლანჩი

გიოს უნივერსიტეტსაც ვემსტუმრეთ. Facebook-ზე სტატუსიც მეწერა, მაგრამ უნდა განვმეორდე: აქ შევეჩეხე ცხოვრებაში პირველად დისკრიმინაციას 😀 მოდიოდნენ სხვადასხვა ადამიანები, მიღიმოდნენ, მეკითხებოდნენ რომელ ფაკულტეტზე ვარ, საიდან ვარ და რომ იგებდნენ, არ ვარ სტუდენტი, ეგრევე დამშვიდობების გარეშე ცივად მშორდებოდნენ 😀  უნივერსიტეტი ძალიან დიდია, ბევრი კორპუსი აქვს და კიდევ უფრო მეტი დორმი 😀 სამწუხაროდ, იქ ადგილი არ შეგვხვდა. ეზო უმწვანესია, გარშემო ტყე აკრავს ფაქტობრივად უნივერსიტეტს.

ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი
უნივერრსიტეტის ეზო, ყველაზე ცუდი ნაწილია ეს. რაც ფანჯრიდან ჩანდა, გადავიღე უბრალოდ :E

ზოგადად, აქ ძალიან ბევრი სიმწვანე დამხვდა, ბევრი ხე და ეს მხიბლავს ყველაზე მეტად. სულ პარკებია, კორპუსებს შორისაც კი უამრავი ხეა, ტყე გეგონება. დღეს ვგეგმავ ჰამაკი, რომელიც საქართველოდან ჩამოვათრიე, გავიტანო აქვე კორპუსის უკანა ეზოში გავკიდო ხეებს შორის, წავიღო წიგნი (რომელიც სულ 3 ცალი მაქვს ქართული და ვიზოგავ :D), წავიფარო პლედი და დავტკბე სიმშვიდით ^_^

ერთადერთი, რისიც მართლა მეშინია, აქაური სიცივეა :/ უკვე გრილა. თოვლს მგონი ნოემბერში ველით. მე კი ვერ ვიტან სიცივეს, მძულს 😦 სადარბაზოს და სახლის ორმაგ კარებს რომ ვხედავ, მახსენდება, რომ მალე უნდა გავიყინო და წინასწარ გული მისკდება. ასე, რომ, თუ ერთხელაც თბილისში მიპოვით დათქმულ დროზე ადრე, ე.ი. ესტონურმა სიცივემ გამომაქცია 😀