ჰიფსტერულად

ჰიფსტერებით სავსე ახალი ქართული სარეკლამო/ბრენდინგ/კრეატივ/დიჯითალ მარკეტინგ კომპანიები 😀

Read More »

Advertisements

ახალ ამბებზე

ახალი ბლოგის დაწყების გარდა, რამდენიმე მნიშვნელოვანი ამბავი ხდება, რომელზეც საკუთარ თავს და თქვენ უნდა გამცნოთ. მაგალითად: ახალი სამსახური მაქვს, სადაც სულ მალე გავალ და მომიწევს მთელი დღის განმავლობაში არა გიოს, არამედ უცხო ადამიანებს ვეკონტაქტო. დიიიდი ცვლილებაა 😀

ეგეც რომ არ იყოს, თითქმის 1 წელია full time work არ მქონია და ახლა ცოტა შეშინებული ვარ, რომ გამიჭირდეს შეგუება? -_- თან, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ აქ (ესტონეთში) ჯერ არ მიმუშავია და რომ არ მომეწონოს? I mean, ესტონელებთან მუშაობა 😀 იმედია, ყველაფერი მშვიდად ჩაივლის. არადა, გასაუბრებაზე ისიც კი მკითხეს, გაბრაზებულს როგორი ხასიათი გაქვსო 😀 იმედია, ამ ცივსისხლიან ესტონელებს არასდროს მოუწევთ ნახონ, როგორი ვარ გაბრაზებული 😀

უკვე 7 თვეა ტალინში ვცხოვრობ და აქაურ ცივ ჰავას და ადამიანებს ასე თუ ისე შევეგუე. ენის შესწავლაც კი დავიწყე, მაგრამ მერე 1 თვიანი მოგზაურობა დაემთხვა და ვერ მივედი მთლად ბოლომდე. უცნაური ენაა, უფრო სწორად: უცნაური კი არა, განსხვავებული. არ ჰგავს ჩემთვის ნაცნობ არცერთ ენას და ამიტომ მერთულა თავიდან. ყველა სიტყვა უცხოა და ყველას დამახსოვრება მიწევდა. ხომ შეიძლება 1 მაინც ჰქონდეთ რამე საიდანმე მოთრეული? არა! (ჰო, კარგი, რამდენიმე გერმანული სიტყვა აქვთ ენაში შემოჭრილი. დიდი შეღავათი, გერმანული არ ვიცი). ფინურს ჰგავსო, ამბობენ. არც ეგ მეხმარება არაფერში, არც ფინური ვიცი 😀

ჰავაზე: წეღან დეიდაჩემს ველაპარაკებოდი, რომელიც საბერძნეთში ცხოვრობს. ჰოდა, მეუბნება: აცივდა, გათბობა ჩავრთე დღეს ისევო. თან გამოაცხადეს, რომ შაბათ-კვირას კიდევ უფრო აცივდებაო, 10°-ზე ჩამოვა ტემპერატურაო 😀 გამეცინა და ვკითხე, ახლა რამდენია ტემპერატურა, რომ შეგცივდა -მეთქი და 17° იყო დღესო 😀 😀 😀 ტალინში 1°; 0° ან -2°-ია და გვიხარია, რომ დათბა 😀 მზე ჩანდა ხშირად და მეთქი, გვეშველა, გაზაფხული მოდის, თოვლი დადნება. მეტი არაა ჩემი მტერი – წუხელ მოთოვა 😀

ძალიან გადავერთე გზაშიზე. მსიამოვნებს პოსტების მოფიქრებაც, წერაც, რედაქტირებაც, ფბ ფეიჯის და ინსტაგრამის მართვაც. ჯერ ძალიან ცოტა მკითხველი გვყავს, მაგრამ ენთუზიაზმი არ მაკლია 😀

5.png

ჩემს მოგზაურობაზეც მინდა მოგიყვეთ: ბერლინი, რომი, ბელგია შემოვირბინეთ. მერე თბილისში წავედი და იქ გავატარე თითქმის ორი კვირა, მაგრამ ამ ყველაფერს ალბათ უკვე მხოლოდ ახალ ბლოგზე დავწერ 😀

გზაში

ახალი ბლოგი მაქვს – გზაში! რატომ? ქვემოთ მოგიყვებით.

Read More »

არაფერზე

ჩვენი საძინებლის ფანჯრები საბავშვო ბაღის ეზოს უყურებს. დღისით პატარები გარეთ გამოჰყავთ და ერთობიან თავისთვის. თამაშობენ რაღაც თამაშებს, წრეზე დარბიან, ბურთს აწვდიან ერთმანეთს და ა.შ. ძალიან სასაცილოები არიან. ქერები, პატარები, ფერად-ფერად ქურთუკებსა და შარფებში შეფუთულები.

ავტობუსში ან ტროლეიბუსში ხშირად გვხვდებიან ჯგუფ-ჯგუფად ბავშვები. აუცილებლად სპეციალური ფორმები აცვიათ, სტაფილოსფერი ან ფოსფორისფერი. აი ისეთი, ჩვენთან მეეზოვეებს რომ აცვიათ ხოლმე. ჰოდა, ეს ფერები კიდევ უფრო აყვითლებს ამ ისედაც ქერა ბავშვებს. ამოდიან ავტობუსში ორ-ორად დაწყობილები, ხელჩაკიდებულები. ამოდიან, სხდებიან და ჟივჟივს იწყებენ. ამათი ენა ისედაც ბეღურა ჩიტების ჟივჟივივით ჩამესმის და ეს პატარა ყვითელი წიწილები რომ ლაპარაკობენ ხომ საერთოდ. სხვა სიტყვას ვერ შევუსაბამებ: ჟივჟივებენ :)))

ისეთი საყვარლები და სასაცილოები არიან გზაზე გადასვლას რომ ასწავლიან, დაკვირვებისგან დაძაბული სახეებით, ერთმანეთს ჩაჭიდებულები, ორ-ორად დაწყობილები, ყვითლები,  მოჟივჟივე წიწილები.

ძალიან ვნანობ, რომ ფერად ხეებს ბევრი ფოტო არ გადავუღე. ახლა უკვე დასცვივდათ ლამაზი ფოთლები, გატიტვლდნენ, ცოტა აიბუზნენ და გოროზად იყურებიან. არადა, ორიოდე კვირის წინ ისეთი ფერებით იყვნენ შემოსილები, კარნავალზე მეგონა თავი.

თავისუფლების მოედანზე ეკლესიაა. არ ვიცი კათოლიკურია თუ მართლმადიდებლური, არ შევსულვარ. თუმცა, აქაურ პანაშვიდ-გამოსვენებას უკვე ორჯერ შევესწარი. იდგნენ მოხუცები, მხრებაწურულები, მუქ ფერებში ჩაცმულები, ფოთოლგაცვენილი ხეებივით, დამწუხრებული სახეებით. მე კი მრცხვენოდა, რომ ფერადი ხეები მიხაროდა იმ წუთს. ვიღაც გლოვობდა, მე კი მიხაროდა.

D:DCIM100DICAMDSCI3734.JPG

სიკვდილთან ყოველი შეჯახება მტკივნეულია. უფრო მტკივნეულია, როცა შენ კარგავ ვინმეს. ვინმეს, ვისთვისაც ვერ მოასწარი გეთქვა როგორი კარგი იყო, როგორ გსიამოვნებდა მასთან ურთიერთობა. ახლა უკვე გვიანია ბოდიშის მოხდა ნათქვამი თუ არ ნათქვამი სიტყვების გამო. ბოდიში შეწყვეტილი საუბრების და ბოლომდე არ მოსმენილი აზრების გამო. ბოდიში ნაჩქარევი და არასწორი საქციელების გამო. ბოდიში შეუსრულებელი პირობების გამო.
გვიანია.

ყოველი ასეთი მტკივნეული შეჯახების მერე ხვდები რა ძვირფასია ის თითოეული ადამიანი, ვისთანაც ყოველდღე გაქვს ურთიერთობა. ან არ გაქვს. ისინი, ვისაც იცნობ. ან არ იცნობ. ვინც უბრალოდ გაიგე, რომ უცხოვრებლად, მოხუცებულიბას მიუღწევლად გამოემშვიდობა სიცოცხლეს.

მოგზაურობაზედ

Little boy with a map on the street

რომელიღაც პოსტში მეწერა, დროს მოგზაურობიდან მოგზაურობამდე ვითვლი-მეთქი. ახლაც ასეა. აგერ უკვე 2 თვეზე მეტია ახალ ქალაქში არ ვყოფილვარ. ვილნიუსი და ტალინი ბოლო უცხო წერტილებია, რომელიც ჩემთვის ჩუმად დავსვი უზარმაზარ რუკაზე. შემდეგი გაჩერება: სტოკჰოლმი!

ამ ბოლო 2 თვის მანძილზე ყოველ ოთხშაბათს ვგეგმავთ ჰელსინკში წასვლას და ვერცერთხელ ვერ გავაღწიეთ 😀 ხან სამეცადინო აქვს გიოს, ხან გვეზარება დილის 7-ზე ადგომა, ხან რა და ხან რა, მოკლედ 😀 თუმცა, სტოკჰოლმის ბილეთები უკვე შეძენილია და 14-ში გემით მივემგზავრებით ^_^ (მე კი  ჯერ ისიც არ დამიგუგლავს, რა უნდა დავათვალიეროთ -_- ) ასე რომ, ახლა სტოკჰოლმს ველოდები, შემდეგ კი იანვრის დიდ მოგზაურობამდე დავიწყებ დროის ათვლას ^_^

იანვრის გეგმაც შევადგინეთ, ავიაბილეთებიც შევიძინეთ. გზა ასეთია:
ტალინი > რიგა > ბერლინი > რომი > ბრიუსელი > ბრიუგე > ტალინი

არცერთ ამ ქვეყანაში ნამყოფი არ ვარ (რიგა რომ გავიარე ღამით მძინარემ, არ ითვლება 😀 ), ჰოდა ახლა უნდა მოვივოდიალო. მართალია, ეციება, მაგრამ ესტონური სიცივის მერე არამგონია გერმანულმა შემაშინოს 😀

დრო ცოტაა, სანახავი ბევრი!

ის ულამაზესი შადრევანიც აღადგინეს რომში ❤

გაიგეს ალბათ, ჩასვლას რომ ვაპირებ და ძალიან რომ მიყვარს მსგავსი რამეები 😀 აქვე, ყველაფერი ის, რაც უნდა ვნახო ❤
საკუთარი თავის მშურს ^_^

This slideshow requires JavaScript.

მეგობრებზე

ყოველდღე ვაპირებ რამის დაწერას და ყოველდღე სხვა რამეს ვარჩევ ხოლმე, რომ გავაკეთო და დრო არ დავხარჯო ამაში, მაგრამ გუშინ შუა ქუჩაში რომ თვალები ცრემლებით ამევსო, მაშინ მივხვდი, რომ დიახ, ეს ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელზეც უნდა მოვყვე.

ციფრული სამყაროს ეპოქაში მანძილს და დისტანციას აღარ აქვს ის დატვირთვა, როგორც ადრე. არ გიწევს თვეობით ელოდო წერილს, რომელსაც ან მოიტანს მტრედი და ან ვერა. საყვარელი ადამიანების სანახავადაც არ გიწევს ცხრა მთისა და ცხრა ზღვის გადალახვა. ჩართავ სკაიპს და ბრახ! მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მყოფ მეგობარს ისე ნახავ და ესაუბრები, თითქოს გვერდით გეჯდეს იმ წუთას. დიახ, ასეა, თუმცა ეს მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი ჩემნაირი ნაკლებკონტაქტური ადამიანისთვისაც კი.

ძალიან მიყვარს გიო. ის არის ჩემთვის ქმარიც, შეყვარებულიც და საუკეთესო მეგობარიც, მაგრამ არის მომენტები, როდესაც გვერდით უბრალოდ გოგო მეგობარი გჭირდება. გოგო, რომელსაც შეგიძლია ეჭორაო სისულელეებზე, ისაუბრო ყველანაირ გოგოურ თემაზე, წახვიდე მასთან ერთად სადმე საცეკვაოდ, იმღერო კარაოკე მიუხედავად იმისა, რომ არცერთს არ გიწყობთ ხმა ხელს და ა.შ. ამაში კი ციფრული სამყაროს მიღწევები დღესდღეობით ვერ მეხმარება. black-and-white-friend-girl-girls-laughing-Favim.com-126151

მე ტალინში ვარ და თავს მარტო არ ვგრძნობ. ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო ეტაპია ახლა და თავს იმდენად ბედნიერად ვგრძნობ, ხანდახან მეშინია კიდეც. თუმცა მაქვს მომენტები, როცა ბარიდან გამოსული წუწუნს ვიწყებ, რადგან იმ წუთას მინდა გვერდით იყოს ჩემი მეგობარი, გოგო, რომელსაც უკან შევაბრუნებ საცეკვაოდ.

ქეთო, ანა, ნათია – მენატრებით -_-

ცხოვრების ამ ეტაპზე რამდენიმე ადამიანი მაკლია სრული ბედნიერებისთვის, მაგრამ აბა რა არის ამ ქვეყნად სრულყოფილი? ჰოდა, მეც ვზივარ აქ, ვწერ და ვწუწუნებ, როგორ მჭირდება მეგობრები გვერდით. 🙂

708017

ტალინში vol2

ესტონეთში ცხოვრება ბევრ შესაძლებლობას რომ გაუხსნიდა გზას ვიცოდი, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი ასე მალე თუ დამატყდებოდა – ნამდვილად არა.
11751462_498231213666814_7388791704741099442_nრამდენიმე დღის წინ, 3 სექტემბერს გიორგისთან ვიყავი უნივერსიტეტში და შემთხვევით ბანერი ვნახე, სადაც ეწერა, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტი ატარებს ტრენინგებს 4-6 სექტემბერს კიბერ უსაფრთხოების თემაზე. რა თქმა უნდა, დავინტერესდი, მოვიძიე ინფორმაცია და სამწუხაროდ, Facebook ივენთმა მამცნო, რომ რეგისტრაცია კარგა ხანია რაც დასრულდა და მით უმეტეს, არასტუდენტებისთვის დასრულდა 😀 მთელი 2 თვით დავაგვიანე 😀
ცდა ბედის მონახევრეაო და ტვიტერზე მაინც მივწერე. ტრენინგის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ვნახე პასუხი, რომ მეც დამრთეს ნება დავსწრებოდი 😀 ასე აღმოვჩნდი მსოფლიოს N3 უნივერსიტეტის ორგანიზებულ ძალიან საინტერესო ტრენინგებზე 3 დღით ^_^ ძალიან ბევრი საინტერესო ამბავი განვიხილეთ: basics of computer science-დან დაწყებული, კიბერ თავდასხმებითა და ომით დასრულებული. სხვათა შორის, ერთ-ერთ case study-დ რუსეთის მიერ ჩვენზე თავდასხმა იყო მოყვანილი -_-

ესტონურ გამოცდილებასაც გავეცანით. ჯერ კიდევ 1993 წელს, სსრკ-ს დაშლისთანავე ელექტრონულ ამბებზე დაიწყეს ამათ ფიქრი და e-government-ის შექმნაზე -_- :შურიდაბოღმა: ახლა ფაქტობრივად ყველაფერი ელექტრონული და გამარტივებულია. ჯანდაცვაც, მომსახურების სფეროც, ბიუროკრატიული ამბებიც და ა.შ. თუმცა რა ბიუროკრატია, ყველაფერს ონლაინ აგვარებენ :))

დღეს ბოლო, შემაჯამებელი დღე იყო პრაქტიკული, simulation game-ითა და პერსონალური წერებით. წესით, მალე შესაბამისი სერტიფიკატიც უნდა მივიღო ^_^ :fingerscrossed:

სხვა საინტერესო ამბებშიც უნდა გავყო თავი აუცილებლად. ეს მხოლოდ პირველი ეტაპი იყო და ისიც შემთხვევითი 😀

უსაქმურად

საკმარისია Facebook გახსნა და მიხვდები: ვის ვინ მოსწონს, ვინ ვის დაშორდა, ვინ მიატოვეს, ვინ ცალმხრივი სიყვარულით იტანჯება და ვინ ვის ტ&*%$ს. პარდონ მაი ფრენჩ 🙂

ჩამოშლი კომენტარებს ან ლაიქებს და ფიქრობ:

  • “აა, ეს ისევ ამაზე ანძრევს. ჰმ, ეს ბიჭი კიდევ ვერ დაგეთოვერდა ამ *&^ქალაზე?
  • უი, ამათ სექსი აქვთ?
  • ამ ორ *&^ქალას ახალი საკბილო ჰყოლიათ გასაჭორად. ჰმ, ნეტავ აქ რომ ‘ლამაზი ხარო’ დაუწერეს, პმ-ში რა მიწერეს ერთმანეთს: მოკლე ფეხები რომ აქვს თუ კეხიან ცხვირზე გააკეთეს აქცენტი?”… და ა.შ.

მე კი ვზივარ აქ, ვსქროლავ უაზროდ, ვფიქრობ ამათ არშემდგარ რელეიშენშიფებზე… ჰო, მართალი ხარ, მეტი საქმე არ მაქვს 😀

useless-facebook-scrolling

ტალინში

უკვე 7 დღეა მე და გიო ტალინში ვცხოვრობთ. ჯერ კიდევ ადაპტაციის მომენტი გვაქვს: ერთმანეთთან, სახლთან, ქალაქთან, ქვეყანასთან, ხალხთან, წესებთან და ა.შ. ჯერ კიდევ პატარ-პატარა რაღაცეებს ვამჩნევთ და გვიკვირს: ფეხით მოსიარულეებს მანქანა გზას გვითმობს :O ანდა, სახლის მეპატრონე კონტრაქტში წერს, რომ შემოსვლისას ფეხზე გაიხდი და ფეხსაცმელს კორიდორში დატოვებ… o.O

სახლი, სადაც უნდა გვეცხოვრა
სახლი, სადაც უნდა გვეცხოვრა

ჩვენი პირველი ესტონური გამოცდილება არც ისე წარმატებული იყო. სახლის ძიება საკმაოდ რთული პროცესი აღმოჩნდა. არ სურდათ წინასწარ დაჯავშნა, მეორე დღესვე გავაქირავებთო და ა.შ. როგორც იქნა, წამოსვლამდე 1 დღით ადრე შევუთანდმით ერთ-ერთ მაკლერს, კონტრაქტიც გამოვაგზავნინეთ, ხელიც მოვაწერეთ. უნდა დაგვხვედროდა დიდი სახლი, დორმის ტიპის, 2 სართულიანი + გრაუნდ ფლორი. დიდი ოთახიც დავჯავშნეთ, რადგან ორნი ვართ და ვსიო, შაბათს ქუთაისიდან ვილნიუსში წყნარად გავფრინდით. ვილნიუსის ამბებს მერე ცალკე მოვყვები. ძალიან მომეწონა ეგ ქალაქიც.

ვილნიუსიდან ღამით ავტობუსით წამოვედით და დილის 7 საათზე ჩავაღწიეთ ტალინში, ავტობუსების გაჩერებაზე. მაშინვე მივხვდით, რომ ცივ ქვეყანაში ვართ 😀 მომიწია ზამთრის თბილი ბათინკები და სქელი ქურთუკი ამომეძრო ჩანთიდან. პირველი ნახევარი საათი გაჩერების ძებნაში გავატარეთ 😀 Google maps გვიჩვენებდა, რომ სადღაც 400 მეტრში უნდა ყოფილიყო გაჩერება, საიდანაც ქალაქის შიდა ავტობუსი სახლთან მიგვიყვანდა. ვურბინეთ წინ და უკან ამ სადგურს და ძლივს ვიპოვეთ გაჩერება 😀 თურმე ზუსტად 2 ფეხის ნაბიჯზე იყო ჩვენი ვილნიუსის ავტობუსიდან 😀

მივაღწიეთ სახლამდე და არ დაგვხვდა ის, რასაც ველოდით. სახლის გრაუნდ და მეორე სართულებზე მუშები დარბოდნენ, რემონტი მიდიოდა ისევ. ამის შესახებ ბროკერს არაფერი უთქვამს. ოთახი ვნახეთ ჩვენ მიერ დაჯავშNლი, ბარგი შევიტანეთ და ის ბროკერიც გამოჩნდა. უიო, ეს თქვენი ოთახი არააო, სხვას მივაქირავე, ხომ მოგწერეთო -_- და შეგვიყვანა ნახევარ ბეწო ოთახში, სადაც ნამდვილად ვერ დავეტედით, თან იგივე ფასად გვთავაზობს. მეილები ამოვუქექე, რომ არაფერი მოუწერია, ჩანთები ავიღეთ გაბრაზებულებმა და წამოვედით. თურმე, ევროპაშიც გადაგაგდებს ბროკერი და ბინის გამქირავებელი კონტრაქტის მიუხედავად. გაითვალისწინეთ 🙂

ჰოდა, მოვდივართ მე და გიორგი სადღაც ტყე-პარკში ამ ჩემოდნებით და გვეცინება სიტუაციაზე, რომ დავრჩით შუა ტალინში უსახლკაროდ მთელი “ოჯახი” 😀 ჰო, ახლა ხომ უკვე ოჯახი ვართ და 😀

მართალია ეს ფოტო ვილნიუსშია გადაღებული, მაგრამ ზუსტად ასახავს დაღლილობას :D სახიდან წამოსულები პარკში რომ დავეყარეთ ჩემოდნებიანად და მე მეძინა კიდეც ცოტა ხანი :D
მართალია ეს ფოტო ვილნიუსშია გადაღებული, მაგრამ ზუსტად ასე, სახლიდან წამოსულები პარკში დავეყარეთ ჩემოდნებიანად და მე მეძინა კიდეც ცოტა ხანი 😀

რაღაც პატარა კაფეში შევიყუჟეთ, სადაც ვაიფაი ჰქონდათ უფასო და დავიწყეთ ისევ ბინის ძებნა. Facebook-ზე გიოს ნაცნობს მივწერეთ თან, რომელიც ტალინში ცხოვრობს უკვე რამდენიმე წელია და მოვუყევით რაც დაგვემართა. სწორედ ამ კეთილმა ადამიანებმა შეგვიფარეს, სანამ ახალ ბინას ვიპოვიდით. :/

IMG_20150828_102625
დიდი სელფის სარკეც მაქვს ^_^

ახლა უკვე ყველაფერი კარგადაა, დავბინავდით. ძალიან მყუდრო სახლი გვაქვს, სადაც, კიდევ 3 ადამიანს დავიტოვებთ, რო რამე 😀 ამიტომ თუ აქეთ წამოსვლას გადაწყვეტთ, შეგვეხმიანეთ და ღამით დასარჩენი ნამდვილად გექნებათ 😀

ქალაქის დათვალიერება კარგად ვერ მოვახერხეთ. მხოლოდ ერთხელ გავედით ცენტრში და მაშინაც სულ რამდენიმე ქუჩაზე გავისეირნეთ. თან ტელეფონებიც დაგვიჯდა, ფოტოებს ვერ  ვიღებდით, დავიღალე კიდეც და მალე უკან გამოვრბუნდით. რაც დავათვალიერეთ, ყველაფერი მომეწონა. ძალიან ლამაზი არქიტექტურაა. იმედია, მერე საინტერესო მუზეუმებსაც მივაგნებ ^_^

IMG_20150828_001457

IMG_20150826_164043
სტუდენტური ლანჩი

გიოს უნივერსიტეტსაც ვემსტუმრეთ. Facebook-ზე სტატუსიც მეწერა, მაგრამ უნდა განვმეორდე: აქ შევეჩეხე ცხოვრებაში პირველად დისკრიმინაციას 😀 მოდიოდნენ სხვადასხვა ადამიანები, მიღიმოდნენ, მეკითხებოდნენ რომელ ფაკულტეტზე ვარ, საიდან ვარ და რომ იგებდნენ, არ ვარ სტუდენტი, ეგრევე დამშვიდობების გარეშე ცივად მშორდებოდნენ 😀  უნივერსიტეტი ძალიან დიდია, ბევრი კორპუსი აქვს და კიდევ უფრო მეტი დორმი 😀 სამწუხაროდ, იქ ადგილი არ შეგვხვდა. ეზო უმწვანესია, გარშემო ტყე აკრავს ფაქტობრივად უნივერსიტეტს.

ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი
უნივერრსიტეტის ეზო, ყველაზე ცუდი ნაწილია ეს. რაც ფანჯრიდან ჩანდა, გადავიღე უბრალოდ :E

ზოგადად, აქ ძალიან ბევრი სიმწვანე დამხვდა, ბევრი ხე და ეს მხიბლავს ყველაზე მეტად. სულ პარკებია, კორპუსებს შორისაც კი უამრავი ხეა, ტყე გეგონება. დღეს ვგეგმავ ჰამაკი, რომელიც საქართველოდან ჩამოვათრიე, გავიტანო აქვე კორპუსის უკანა ეზოში გავკიდო ხეებს შორის, წავიღო წიგნი (რომელიც სულ 3 ცალი მაქვს ქართული და ვიზოგავ :D), წავიფარო პლედი და დავტკბე სიმშვიდით ^_^

ერთადერთი, რისიც მართლა მეშინია, აქაური სიცივეა :/ უკვე გრილა. თოვლს მგონი ნოემბერში ველით. მე კი ვერ ვიტან სიცივეს, მძულს 😦 სადარბაზოს და სახლის ორმაგ კარებს რომ ვხედავ, მახსენდება, რომ მალე უნდა გავიყინო და წინასწარ გული მისკდება. ასე, რომ, თუ ერთხელაც თბილისში მიპოვით დათქმულ დროზე ადრე, ე.ი. ესტონურმა სიცივემ გამომაქცია 😀

რა ხდება ახალი?

რა ხდება ახალი? ამას მეკითხებიან ყოველი “როგორ ხარ”-ის შემდეგ და აი, ვაღირსე ბლოგს პოსტი.

ყოველდღე, დღეში რამდენჯერმე ვაპირებ ამ პოსტის დაწერას და ყოველ დღე, დღეში რამდენჯერმე ვდებ. ხან დრო არ მაქვს, ხან წერის მუღამი, ხან აზრებს ვერ ვუყრი თავს და ასე…
BTW, რას ნიშნავს, როცა ერთი HR კომპანიის 4 თანამშრომელი გსტალკავს ლინკდინზე? სამსახური უნდა შემოგთავაზონ? სამწუხაროდ, გვიანია უკვე. ახალ ოფერებს აღარ განვიხილავ, რადგან უახლოესი 2 წელი აღარ ვაპირებ გურჯისტანში ცხოვრებას.

ჰო, აი ასე, მოკლედ და პირდაპირ. გიომ მასტერზე ჩააბარა, მე ბარგად მიყვები 😀 ბარგად რა, ცოლად.

ჰო, აი ასე, კიდევ უფრო მოკლედ: 1 კვირაში ქორწილი იგეგმება 😀

ყველაფერი ისე მოულოდნელად დაგვეცა თავზე, რომ დღემდე მიჭირს გააზრება. მექანიკურად ვაკეთებ რაღაცეებს და ჯერ კიდევ ვერ გავიაზრე, რომ აი, სულ მალე უნდა ავდგე და გადავბარგდე სადღაც შორს, ცივ ქვეყანაში (ეს ფაქტი ყველაზე მეტად მაშინებს, რაღა დაგიმალოთ. მძულს სიცივე). ვიზის საკითხის გარკვევას ველით და საბოლოოდ გვეცოდინება უკვე მივდივართ თუ არა. 90% ყველაფერი რიგზეა, მაგრამ რა იცი, რა მოუვლით თავში ამ ევროპელებს? 😀

ქორწილის შესახებ იმდენი იდეა გვქონდა იმდენი უარვყავით, რომ ჩამონათვალის გაკეთებაც კი მეზარება. ამ ეტაპზე მხოლოდ ხელმოწერის მოკრძალებულ ცერემონიაზე შევჩერდით. კაბას ანა მიკერავს ^^ ანა და ქეთო მეჯვარეების როლსაც მოირგებენ ქორწილში 😀 მოკლედ, მთელი ამბებია.

ესეც ასე, ფაქტები ჩამოვყარე. შემიძლია, ემოციურ მხარეზე გადავიდე.
აააააააააააა სრული დომხალია. მართლა! ყველა რაღაცას მეკითხება, ყველას რაღაც აინტერსებს, ყველა ცდილობს გაიგოს როდის/როგორ/რა/რატომ და ეს ამდენი კითხვა, შემოჭრა ჩემს პირად სივრცეში, სულ მაგიჟებს 😀 მერე გაბრაზებული მივდივარ და გიოსაც ვეჯუჯღუნები და ვართ ასე. ერთი-ორჯერ ლამის სულ გადავიფიქრეთ ყველაფერი, იმდენად დაგვღალა ამ სისულელეებმა. თუმცა იყოს, რას მიშლის ხელს ლამაზი ფოტოები? 😀

კარგი, იმაშიც გამოვტყდები, რომ იმდენად არაჩემებურ, უცხო რაღაცაში გავები, სადღაც სირცხვილის გრძნობაც კი მაქვს და მიტყდება ეს ყველაფერი 😀 მე საქორწილო კაბით? მაკიაჟით? გუშინ “ნიშნობა” გვქონდა, დამსწრე 5 კაცის ყურადღებამაც კი შემაწუხა და მერე რაღა იქნება 😀 არ მიყვარს ეს ეგოცენტრიზმი და ყურადღების ცენტრში ყოფნა. რა მინდოდა 😀

აქვე: IMG_1677

თუ მივიყვანეთ ბოლომდე საქმე, დანარჩენსაც გამცნობთ 😀