რუსთავი, Rustavi, Рустави

რუსთავი – თვითმმართველი ქალაქი, ქვემო ქართლის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქი 1948 წლის 19 იანვრიდან. მდებარეობს ქვემო ქართლის ვაკეზე, მდინარე მტკვრის ორივე ნაპირას, ზღვის დონიდან 370 მ სიმაღლეზე. რუსთავი თბილისის აგლომერაციაში მყოფი ქალაქებიდან უდიდესია. თბილისსა და რუსთავს შორის უმოკლესი მანძილია 7,66 კილომეტრი. ქალაქის ტერიტორია 60 კვ. კმ-ს შეადგენს, მოსახლეობა 138 ათასი. რუსთავი საქართველოს უმთავრესი სამრეწველო ქალაქია თბილისის შემდეგ.

შენიშვნა: ზემოთ მოყვანილი ტექსტი მხოლოდ ამონარიდია ვიკიპედიიდან.

რუსთავი ერთი არც თუ ისე პატარა ქალაქია თბილისთან ახლოს. აქ ბევრად სწრაფად და მარტივად მოხვდებით თბილისის ცენტრალური უბნებიდან,  ვიდრე თბილისის გარეუბნებში (მაგ: ვარკეთილი, გლდანი… 😀 ).

ქალაქის შესასვლელი მთავარი გზა მთლიანად წითელი/თეთრი ზოლებით შეაფერადეს და წარწერაც დაურთეს: Welcome tu Rustavi. ასე, რომ შეუძლებელია ქალაქში შემოხვიდე და არ გაგეღიმოს. welcome–ო ხომ გითხრეს, რაც მთავარია 🙂 ეს ტექსტი ჩემი აზრით, იმ სამენოვანი სტენდების ჩასანაცვლებლად გააკეთეს, სამ ენაზე რომ ამცნობდა  შემომსვლელს ქალაქის სახელს “რუსთავი”, “Rustavi”, “Рустави”.

რამდენიმე წლის მანძილზე ქალაქს ცხენების ეს გრაციოზული და ამაღელვებელი სკულპტურა ამშვენებდა (გამოგიტყდებით, უბრალო მოკვდავი ვარ და ჯერაც ვერ ჩავწვდი ამ დიადი ქანდაკების დადგმის იდეას). ტრაკით რუსთავისკენ მიმართული ცხენები თბილისისკენ გარბოდნენ რუსთავის ყველა მაცხოვრებელივით, თუ თბილისისდან მომსვლელებს ეგებებოდნენ სამენოვანი წარწერის შემდგომ? არ ვიცი, ვერ გეტყვით. BTW, გაგიმხელთ ჩემს მოკრძალებულ ეჭვსაც და მგონი ამ ცხენებმა დაუდო საფუძველი ორიგინალური ქანდაკებების ეპოქას საქართველოში (დაგრეხილი ბოთლი, შლოპანცები და ა.შ).

სინამდვილეში კი რუსთავი ის ქალაქია, სადაც 9 საათის შემდგომ ყველაფერი კვდება: აღარ მოძრაობს ტრანსპორტი, ხალხი, იკეტება მაღაზიები, ყველაფერი ჩუმდება.  ის ქალაქია, სადაც ყველაზე დიდ სუპერმარკეტშიც კი ვერ გადაიხდი საკრედიტო ბარათით (აქ ჩამოსვლისას ქეში მოიმარაგეთ),  სადაც 138 000 მაცხოვრებელია და სულ 3 ცალი ბანკომატი დგას, სადაც ღამის კლუბი სამჯერ გაიხსნა და სამივეჯერ კლიენტურის არყოლის გამო დაიხურა, სადაც უკლებლივ ყველა გამყიდველი საჭიროებს მომხმარებელთან ურთიერთობის ტრენინგებს, სადაც 2012 წლის დამდეგსაც კი აბრაზე წარწერაა “გილოცავთ ახალ 2012 წელს”…

სადაც ყველა ბიჭს შავი ფერის ქურთუკი აცვია, შავი სათვალე უკეთია და “ბირჟაზე”დგას. ავლა–ჩავლისას სტვენას ან რამე უაზრო კომენტარს გაყოლებს. სადაც გოგოები აუცილებლად მაღალქუსლებზე დგანან, მხოლოდ გათხოვებაზე ჭორაობენ და ელასტიკებზე გადაცმული ზედებით დადიან ეკლესიაში (აბა, შარვალი ხომ არ შეიძლება და… ელასტიკი “მოჟნა” :D)

I don’t want to live on this city any more… 😐

Advertisements

59 thoughts on “რუსთავი, Rustavi, Рустави

  1. სიწყნარე და სუფთა ჰაერი არ აკლია აქაურობას . მითუმეტეს თუ მე-17 – მე-19 მიკროებში ცხოვრობ აუცილებლად იგრძნობ ცხვრის ან ძროხის სუნს ღამით , ვითომდა სახლის გასანიავებლად რომ გააღებ ფანჯარას .
    ღამით , როცა ქარია ხოლმე ( აქ კიდე სულ ქარია) ჩერნობილს ემსგავსება აქაურობა . ყველა სადღაც გარბის , ცელოფნის პარკებს და ბოთლებს ხომ უხვად ვნახავთ ხეებზე , ჰაერში , ასფალტზე …

    Like

  2. cxenebze ro saubrobdi axalgazrdaa misgaan xelmarcxniv tu gaixedaav, iaglujis gora mochaans zed mwvervalze adi kargi razgonia aigee da gamoeqanee, tu ki rustavi ar mogwons me ki dablaa dagxvdebi da meree mixvdi raac moxdeba 😉 vin mogcaa imis ufleba vajkaac ro am sityvebit amkob amdeen xalxs she piblikanto sheen… P.s. G.Ferre

    Like

  3. getkoba rom an gldanshi cxovrob an da varketilshi da tavi Tbiliseli ggonia.neta bolos rodis ikavi rustavshi, ici ik kvela ertmanets icnobs da rame rom dagchirdes ar gagichirdeba… azrze modi lacirako….

    Like

    • რუსთავში ვცხოვრობ 🙂 ჩაგეკითხა პოსტი, კომენტარებიც და მიხვდებოდი 🙂 “ლაწირაკო”

      Like

  4. აუ როგორ მეცოდები, რომ იცოდე შენ თუ სახში ზიხარ 9 ის მერე ნაგდად არ ვიცი მარა 9 ის მერე კი არა 12 საათზეც კარგი “დვიჟენია” არის ხოლმე უბრალოდ შენ უნდა გამოხვიდე და გაიარო მეგობრებთან ერთად 🙂 ნაღდად არაა ეგეთი ჩაბანძებული ქალაქი 🙂 და თბი”ლ”ისში რომ გადახვა”ლ” შენ გგონია მთვრა”ლ”ი კაცები არ არიან ქუჩებში?.

    Like

  5. ძალიან მიკვირს რუსთავი თვით რუსთველებმა რომ დაიცვეს.ყველა ადამიანი ინდივიდია,მოდი აქ ჩემს აზრსაც გამოვთქვავ:),მეც რუსთველი ვარ,აქ ცხოვრება იმიტომ მიწევს რომ ფინანსები არ მიწყობს(ანუ მეტი გზა არაა).რაც შეეხება სიხალეებს რუსთავში მიხარია,რომ ცოტათი მაინც დაამსგავსეს რამეს,ვერც იმას ვიტყვი რომ თბილისი ჯობია და ვოცნებობ თბილისში ცხოვრებაზე,მაგრამ ფაქტია ჯობია.მთრგუნავს,მგრუზავს,მბოჩავს,მაღიზიანებს,მასევდიანებს,მაკომპლექსებს და ა.შ. რუსთვი..უბრალოდ აქ დავიბადე და გავიზარდე და როცა არდადეგებიდან ვბრუნდები სახლში თავისებურად 1საათიანი სიხარული მაქვს,შემდეგ ისევ ძველებური გრძნობა საშინელი.ყველაფერი სიმართლე წერია კიდევ ბევრ რამეს დავამტებდი მაგარ კნუტმა თავი შეიკავა ეტყობა.

    Like

  6. უი არ ვიცი ანრის გვერდით=)) კიდევ გაღმა არკასთან, ფანტანის უკან, კარგი აჭარული ვჭამე კაფეში,ოღონდ არც მე არ მახსოვს რა ერქვა 😀

    Like

  7. ღმერთო,დაგვეცი მეხი! 😀 ჰეი ფიფლ, ქალმ დაუნ =))
    რუსთავი არის კოლორიტი ქალაქი, ერთი დიდი საექსპონატო ნიმუში იმისა, თუ როგორ შეიძლება არაფერი არ შეიცვალოს ადამიანების ცნობიერებაში 50 წლის განმავლობაში=))
    პრობლემა ხალხშია და არა იმაში, რომ ბანკომატი არ დგას.ზუსტადაც იმიტომ არ დგას რომ მოსახლეობის 2 % სარგებლობს ალბათ უმეტესობა ისიც ხელფასის დღეს :დ
    ხო, კიდევ რა, მეც რუსთაველი ვარ და ყველაზე ,,ბნელ” უბანში,თოდრიაზე ვცხოვრობ=) სამარშუტო ტაქსი რომ არ გამოივლის გვიან, ტაქსით იარე =)) (იაფია).
    გასართობი ადგილები რომ არაა რუსთავში, ეგ მეც ძალიან მწყინს:( თუმცა რომ იყოს, ალბათ ძააან ფეის კონტროლის გამო (საჭიროა) მოხვდებოდა მხოლოდ ის, ვინც რუსთავს გარეთაც მშვენივრად ერთობა=)
    ისე გიმნაზიის ასახვევთან ნამცხვრის სახლი გაიხსნა,ძალიან გემრიელობებია,შეიარე ❤
    კიდევ ის,რომ რუსთავში, თითქმის ყველა ინგლისურენოვანი აბრა შეცდომითაა დაწერილი,ყოველ დილას გავდივარ ახლიდან ძველ რუსთავში და გზაზე 10 მდე საოცრებას ვპოულობ=))
    და ბოლოს, ,,მე მიყვარს რუსთავიი,ჩემი ქალაქიიი, მე აქ დავიუბადეეე და ვარ ამაყიიი'' =)) (by ,,ჯუჯები'') :დ

    Like

    • ერთადერთი ადეკვატური კომენტარი იყო ❤ მადლობა, რომ სწორად გამიგე 🙂 ყველაფერში გეთანხმები 🙂

      ჰო, აბრებზე მეც ვხალისობ ხოლმე 😀 seil ეწერა კარგა ხანი 1 მაღაზიას, ფოსტასთან 😀

      ჰმმ, ნამცხვრის სახლს მოვინახულებ 🙂 მე და ჩემს მეგობარს ერთადერთი კაფე მოგვწონს, ანრის გვერდითაა, არ მახსოვს სახელი. კარგი გარემოა, მუსიკასაც არაუშავს, მიმტანებიც კარგები ჰყავთ და ფასებიც ადეკვატურია 🙂

      Like

  8. ძალიან ბევრ რამეში ვეთანხმები ამ ადამიანს…..ყველამ კარგად იცით რომ ეს სიმართლეა მაგრამ აღიარება არ გინდათ სიმართლე ხომ მწარეა.
    პარიზი და თბილისი რო შეადარო ისე არის თბილისი და რუსთავი.

    Like

  9. hahaha :)))))) magari upontos dawerilia es yvelaferi :))) rustaveli tuxar uechveli 17 eshi an 6shi cxovrob da tbiliseli tuxar neta shen ra ici rustavshi raxdeba da ra ara :)))) pontis gachitva tu ginda ponts yvelgan gachitav prosta isaa ro albat kevis fuli argaq da pontsac tavistavad kevis bervit ver gachitav :)))) arc yvela shavi kurtkebit da satvaleebit dadis esec didi sisulelea da bankomatebic aris didixania :)) mara shen albat I LOVE NY maisurit dadixar da )))))))))

    Like

    • რუსთაველი ვარ, მე–7 მ/რ–ში ვცხოვრობ 🙂

      “კევის” ფული რა გითხრა აბა ) მე მყოფნის, რასაც ვიღებ ხელფასს ))) დავკონკრეტდე რამდენი მაქვს? 🙂

      სამწუხაროდ, უნდა გაცნობო, რომ I ❤ NY მაისური არ მაქვს, ჩემი თიშერთების სერია ჩემს გარდერობში ამოიწურება ტვიტჯის, სოციალური მედიის, ბლოგინგის დღეებისა და ფრისტაილ ივენთის მაისურებით 🙂

      Like

  10. Pirvel rigshi imas vityvi rom aq magari uazrobebi weria da ai gagonili ambebi rustavze .. piradad me magrad miyvars chemi qalaqi da vamayob , da adamians gaachnia ra mastia tore gartoba tu unda yvelgan gaertoba da me aqac dzaan magar dros vatareb …

    Like

    • გაგეცი ამაზე უკვე პასუხი ვოლზე და უბრალოდ დავაკოპირებ:

      ყველაფერი, რაც წერია, პირადი გამოცდილება და დაკვირვებაა, ნეკრო )))
      კარგია, თუ მასეა. იმედია, რუსთავის რაღაც ნაწილი მაინც სუნთქავს ნორმალურად 🙂 და შენ მათ შორის ხარ.

      Like

  11. ეჰ, ჩემო კნუტ. ტრანსპორტს რაც შეეხება, თბილისშიც ასეა. 11-საათის შემდგომ ქალაქი იძინებს. :/ ადრე 10 საათი იყო, ახლა ცოტათი წინ წავედით… იმედია, მამავალში…

    Like

  12. რა ცოტა გიწერია, ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს დასაწყისში გაწყვიტე… ცხრის მერე მარტო პატრული დვიჟენიობს 😀

    Like

  13. ხო რაც შეეხება მარკეტებს , კაფეე – ბარებს , ბანკომატებს შარტავაზე გამო კნუტ და მე დაგპატიჟებ ცხრის მერე ბარშიც , მარკეტშიც და სუპერ მარკეტში ბანკომატით გადაგიხდი რასაც აირჩევ იმის საფასურს :დ :)))

    Like

    • 1) სუპერმარკეტში ბანკომატით ვერ გადაიხდი, ალბათ გინდოდა გეთქვა, რომ ბარათით;
      2) სიამოვნებით. ხვალ, 9–ზე შარტავაზე, რომ მიცნო, ხელში მეჭირება სიტყვა და საქმე )

      Like

  14. მეც მიყვარს ჩემი ქალაქი და არ ვაქცევ ბევრ რამეს ყურადღებას 🙂 მაგალითად იმ ორ მაგალითს რაც ჩვენს “პატრიოტ” კნუტის მოჰყავს : ) რაც შეეხება ჩვენს ქალაქს გვაქვს ნამდვილად რაღაც ცუდი მაგრამ , ბევრ ქალაქზე კარგი ქალაქია და ბევრ ქალაქში მცხოვრებ ხალხზე უკეთესი ხალხი ვართ .. თითიდან გამოწოვილ თემად მიმაჩნია ეს პოსტი.. სოფოს თქმისა არ იყოს , საკმარისად მაქვს ფინანსები და ორი ამდენი რომ მქონდეს ნამდვილად არ ვიცხოვრებ თბილისში , იმის მიუხედავად რომ ყოველდღე მიწევს იქ ჩასვლა ჩამოსვლა , ტანსაცმლის შეძენა თუ სხვა უნდა ვიცოდე რომ უკან დავბრუნდები 🙂 ნამდვილად სოფლელებს მიაქვს თბილისი ოღონდ განა ისეთ სოფლელებს ბარზე რომ მუშაობენ და ამას თვლიან მათ სოფლელობად ? შინაგანად სოფლელები რომ არიან , სიგარეტს ტვალეტში ეწევიან და იმის ტრაკიც არ აქვს ოჯახში თქვან , მოკლე შორტებზე ზუსტად რომ გრძელი კაბები აცვიათ და ამოღებულ ზედებზე ყელიანი ჯემპრები 🙂 მე ვიტყვი ხოლმე : ვისაც არ ვევასები დაე სულ მე მიყუროს თქო , ხოდა კნუტ დაე სულ აქ გეცხოვროს :დ :)))))) თბილისელებზე ყველაზე მეტად იცი რაზე ვღადაობ ? ბოლო 5 ლარით სიგარეტს რომ ყიდულობენ , ტაქსით ადიან სახლში და იმ სახლში წყალი რომ ჩამოსდით ტაშტები უდგათ , მაცივარში ორი კვერცხი უგდიათ და ორ სადილად იყოფენ :დ ერთი სკამი და ერთი შავთეთრი ტელევიზორი რომ აქვთ :დ აი სასაცილო ესაა :))) თორე ის არაა სასაცილო ორი ბანკომატი რომ გვაქვს (თუმცა მეტი გვაქვს თუ რათქმაუნდა თვალთ არ აკლია ზოგს) :დ

    Like

    • არ ვიცი, სხვაგან რა ხდება, რადგან მე აქ ვცხოვრობ 🙂 ეს მაწუხებს და იმიტომ ვწერ ამ თემაზე. სასაცილოა, მაგრამ ფბ–ზე იმაში დამდეს ბრალი, ყველაფერი მოგონილია, რუსთავში ნამყოფიც კი არ ხარ შენო 😀

      არა, ძვირფასო, მადლობა 🙂 აქ ცხოვრება რომ არ მომწონს, დაეტყო ალბათ პოსტს. ჰოდა, წავალ სადმე 🙂 ჩემთვის მარტო და ბედნიერად.

      თავად დაწერე, რომ ტანსაცმლის შეძენა თბილისში გიწევს. რატომ? რუსთავში რატომ არ უნდა იყოს ნორმალური მაღაზია? ესეც მაწუხებს მე 🙂

      ვერ გეტყვი ვის რა აქვს სახლში და მაცივარში რა უდევს ( ან შენ როდის შეამოწმე ნეტავ), მე გარეგნულად რაც შევამჩნიე ამ ნაცრისფერ გოგო–ბიჭებს ის დავწერე,. ოჯხში ლობიოს აკეთებენ თუ ჩახოხბილს, ხაზი არ გამისვია მგონი და სულელური კონტრარგუმენტი იყო ეგ 🙂

      ბანკომატებს რაც შეეხება, დიახ, ნამდვილად 3–ია ჩემი ბანკის 🙂 და ერთხელ (როცა თანხა მხოლოდ ბარათზე მქონდა) სახლში ტრანსპორტით ვერ დავბრუნდი, რადგან მეგონა, რომ სადმე თანხას გამოვიტანდი. ვეჯინში ბარათით არ იხდიან, მის გვერდით მდებარე მაღაზიაში აპარატის გამოყენება არ იცოდა გამყიდველმა და ლამის ბარათი გამიტეხა, ექს “პოპულსა” და ახლანდელ “მადაგონში” (რომელიც ზომით ვაკის გუდვლის ზომის მაინცაა) საკრედიტო ბარათით ვერაფერი ვიყიდე, ძლივს შარტავამდე მოვაღწიე და აღმოჩნდა, რომ იქ მდებარე ბანკომატიც არ მუშაობდა 🙂 მადლობა ღმერთს, აფთიაქები ცოტა ცივილიზებული ყოფილა და წამლების შეძენა მაინც მოვახერხე PSP-ში:)

      ასეთი ისტორიის მერე, შენი აზრით, დადებითი აზრი მექნება რუსთავის მაღაზიებსა და ბანკომატებზე?

      Like

  15. მე ძალიან მიყვარს რუსთავი და ფინანსები კი არა რაც არ უნდა იყოს თბილისში არ ვიცხოვრებდი. ადამიანია და გუნება, მაგრამ მე კმაყოფილი ვარ და თან ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება, ამას ყველა ხედავს.

    Like

  16. ჰოდა შენნაირი სნობების ადგილი ნამდვილად არაა რუსთავში გენაცვალე და ან კარგად ვერ გიცხოვრია ან საერთოდ არ გიცხოვრია აქ. რას ლაპარაკობ თბილისში თუ ერთმანეთში ირევიან ათასი ადგილიდან ჩამოსული სოფლელები, ვისი სადაა, კაციშვილი რომ ვერ გაიგებს, ეგ უკეთესი ქალაქია. ვერავის ვაპატიებ ჩემს რუსთავზე ცუდის თქმას 🙂 ნუ დამაბრალებთ ბოღმობას,უბრალოდ სნობი ხალხი არ მიყვარს და პლიუს ჩემი ქალაქის დიდი პატრიოტი ვარ 🙂

    Like

      • კარგად ვიცი რასაც ნიშნავს, ცხოვრებაში კი სიტყვა “სნობის” ჩემეული, ცოტა განსხვავებული განმარტება მაქვს, რის მიხედვითაც შენი პოსტით სწორედ ადამიანების ამ კატეგორიას მიგაკუთვნე 🙂 მაგრამ გამარჯვებულად რომ ჩათვალო თავი, დაე არ ვიცი, რასაც ნიშნავს სნობი 🙂

        Like

    • “რას ლაპარაკობ თბილისში თუ ერთმანეთში ირევიან ათასი ადგილიდან ჩამოსული სოფლელები, ვისი სადაა, კაციშვილი რომ ვერ გაიგებს, ეგ უკეთესი ქალაქია.” ამ ფრაზის ავტორი ვინმეს რომ სნობს უწოდებს O.o დამწყევლეთ ვინმემ!

      Like

  17. რამდენადაც ვიცი, ძველ და ახალ რუსთავს შორის დიდი განსხვავება და ორივეგან ეგეთი ცუდი სიტუაციაა?
    ჰო, მაგ ყველაფრის მიზეზი ის მგონია, რომ რუსთავი თითქმის სულ თბილისზეა დამოკიდებული, თუნდაც ტერიტორიული სიახლოვის გამო და ვისაც რამის მიღწევა უნდა, მაინც თბილისში მოდის სასწავლად და სამუშაოდ. ამიტომ აღარავინ თვლის საჭიროდ, რომ რუსთავშიც განათავსოს თუნდაც ბანკომატები, ბანკის ფილიალები, ცნობილი ბრენდების მაღაზიები და ა.შ, რადგან შეიძლება არც იყოს მომგებიანი. მოკლედ, ფუნდამენტური გადაწყვეტა უნდა მაგ პრობლემას. ისე უნდა გაკეთდეს, რომ დამოუკიდებლად შეძლოს ქალაქმა არსებობა.

    Like

  18. მე მგონი შეცდომები გაგეპარა ტექსტში?

    ანუ welcome tu მართლა წერია თუ შენ შეგეშალა?

    და კიდევ 2012 წლის დადგომისას თუ 2011 წელს გილოცავენ, ეგ არის ალბათ აქ მოსატანი ფაქტი, თორემ ისე რავი :დ

    პ.ს. აი სტივ ჯობსის ძეგლს რომ დაგიდგამენ მალე, აშენდებით :დ

    Like

    • აუჰ კი, ეგ ჩემი შეცდომაა. to უნდა ეწეროს.

      2012 წლის დამდეგს 2009 წლის აბრით გვილოცავენ მანქ 🙂 გადავუღებ მერე ფოტოს. 🙂
      უჰ ველი სტივს ❤

      Like

  19. ხო მეც ეგ გითხარი რომ ფინანსები რომ არ გყოფნის მოგიწევს იცხოვრო საძულველ ქალაქში თქო. საიამოვნა პირდაპირ ამაზე მეტი დასჯა რა გინდა ახლა :დ ვიზიარებ შენ საწუხარს 😦 რაც შეეხება ძაღლების არ სიყვარულს ,მაგასაც ვიზიარებ :დ მეც არ ვცი რამ შემომიყვანა ამ ბლოღზე :დ კარქათ :)))

    Like

  20. ნუ არ არის შენი ქალაქი რუსთავი და რას იზამ 🙂 რატომ წვალობ და რატომ ცხოვრობ ამ “გარდაცვლილ ” რუსთავში არ ვიცი :)))) სამაგიეროდ ჩემი ქალაქია რუსთავი და მიყვარს ღამით ჩემს ძაღლთან ერთად სიარული. ელასტიკებს და მაღალ ქუსლებს რაც შეეხება , ეს თბილისში არაა ხომ ? არ არსებბოოოობსსსს , ნუუუუუთუუუუუ :))) მოკლედ ვეიკშია შენი ადგილი მაგრამ რას იზამ :დ

    Like

    • ფინანსები არ მყოფნის ჯერ, თორემ სიამოვნებით >.<

      ძაღლებს ვერ ვიტან :E

      უჰუმ, თბილისში[b]ც[/b]აა, აქ კი ყველა ასეა. 😛 feel the deferance 😀

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s