ვიქენდებზედ

ყოვლად ბედნიერი შაბათ-კვირების მადლი გეწეოდეთ! 🙂

გვიან გაღვიძებების, საწოლში გდების, მშვიდი ძილის და მზიანი ამინდის.

შაბათ დღის ქალაქგარეთ გასეირნების, გემრიელი კერძების მომზადების და მირთმევის.

ფეხით სეირნობის, ფერადი ფოტოების და ბარბექიუს.

შოპინგის და სახლის ლაგების.

ასწორებს

ამინ!

Advertisements

ყველაფერი, რაც ბოლო 2 წელიწადში ვისწავლე

ბოლო 2 წელი საკმარისი აღმოჩნდა, რომ იმაზე მეტი მესწავლა, ვიდრე წინა 2 წელიწადში, მაგალითად. ჰოდა ანგარიშს ვაბარებ ბლოგს და საკუთარ თავს, როგორ გავიზარდე. ამასთან: განვლილი წლის შეჯამებებს სულ ვწერდი ხოლმე მგონი. წელს გამომრჩა და ამ პოსტით ავანაზღაურებ. Read More »

აუდიოწიგნები

აუდიო წიგნები ჩემი ბოლო სიყვარულია. ძალიან მარტივია: გადმოწერე/იყიდე აუდიო წიგნი, ჩაწერე ტელეფონში, გაიკეთე ყურსასმენები და მორჩა. დავდივარ და ვიღაც ნარნარი და მშვიდი ხმის პატრონი ადამიანი მიკითხავს წიგნს, რომლის წასაკითხადაც თავად მე დრო არ მეყოფოდა.

audio-storiesყოველთვის ვამბობდი, რომ აუდიოწიგნების დამუღამება ძალიან გამიჭირდებოდა, რადგან ზოგადად ვინმე რამეს რომ მიკითხავს, ვერ აღვიქვამ კარგად. მირჩევნია ჩემით ავიღო ხელში, წავიკითხო და გავიგო რა ხდება. ამიტომ კარგა ხანი არც კი ვცდილობდი რამის მოსმენას. მეგობარმა ჰარი პოტერი აუდიო წიგნის სახით გამომიგზავნა და რადგან აწ უკვე ყველაჯერ მქონდა წაკითხული, ვიფიქრე გამიმარტივდებოდა ჰარით დაწყება. ასეც მოხდა. Read More »

სუნებზე

ადამიანებს, შემთხვევებს და ადგილებს სუნებით ვიმახსოვრებ. მერე თვალებდახუჭულსაც შემიძლია მივაგნო და გავიხსენო ის კონკრეტული დღე ან პიროვნება.
მაგალითად, დედაჩემს ოდნავ მოტკბო, ვანილის სუნი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ვანილი არ უყვარს და არასდროს იყენებს ცხობის დროსაც კი, ჩემთვის დედას ვანილის სუნი აქვს.

ტალინი ჩემთვის ახლადმოჭრილი ბალახის სუნთან ასოცირდება. პრინციპში, ლოგიკურია, ლამის ყოველ მეორე დღეს კრეჭენ ბალახს. შესაბამისად ქალაქში გადაადგილებისას ალაგ-ალაგ აუცილებლად შეგეფეთება ეს ბედნიერი და ფრეშ სურნელი. მეც ნესტოებს სიამოვნებით ვბერავ და ხარბად ვისუნთქავ. ძალიან მიყვარს.

tumblr_mctiobcp491qeoetoo4_250ჰერმიონასი არ იყოს, ამორტენსიას ჩემთვის ახლადმოჭრილი ბალახის და ახალი წიგნების სუნი ექნებოდა. მესამე ალბათ მზის სუნია. სახეს რომ მიუშვერ, გაგითბება და ამ დროს თმაზე აგდის, აი ეგ სუნი. ან მზეზე დატოვებულ თივის ნახევრად გამხმარ ზვინს რომ ასდის, ის სუნი.

საკვებსაც სუნით ვაფასებ. ალბათ უცნაური დასანახია, როგორ ვსუნავ კაფეტერიაში საჭმელს, რადგან სწორედ სუნით ვაფასებ ხოლმე, რამდენად მომეწონება ესა თუ ის კერძი. ასეთ დროს, ვცდილობ შემუჩნეველი დავრჩე 😀 უხერხულია მაინც.

სუნამოების მაღაზიები არ მიყვარს. იმდენი სუნია ერთმანეთში არეული, რომ თავი მტკივდება და ცუდად ვხდები. შერჩევაც ძალიან მიჭირს ჩემთვის სუნამოსი შესაბამისად. იმდენი სუნი ირევა ხოლმე ჰაერში, რომ აღარაფერი მომწონს და გარეთ გამოღწევის გარდა, არაფერი მინდა.

გიოც სუნით დავიმახსოვრე და შევიყვარე. დღემდე ვგიჟდები მის კისერში ცხვირის ჩაყოფასა და გაყურსვაზე.

ადამიანებს, ვინც არ მომწონს სუნი არ აქვთ. აი ასე, არ აქვთ უბრალოდ. სუნამოები, ჰიგიენური სუნები და ა.შ. არ იგულისხმება. საკუთარი, დამახასიათებელი სუნი არ აქვთ. :/

რისი თქმა მსურდა?
არც არაფრის. წვიმის სუნი დგას ქალაქში და გამახსენდა. 🙂

 

 

 

უსაქმურობასა და ვარჯიშზედ

ხანდახან არის დღეები, როცა უბრალოდ გინდა, რომ იწვე და არაფერი აკეთო. უბრალოდ უყურო ჭერს ან ყოვლად უშინაარსო ფილმებს ან სერიალებს. ახლა სწორედ ეგ დღეებია. ახლაც, ამ პოსტის წერისას ფონზე კიდევ ერთი უშინაარსობაა ჩართული, მე ვუსმენ.

ყველაჯერ ავდექი არეული სახლის დასალაგებლად და ყველაჯერ უფრო მეტად ავურიე. ყველაჯერ დავიწყე გასაკეთებელი საქმეების შესრულება და ყველაჯერ მივატოვე.

რამდენჯერმე წამოვდექი სავარჯიშოდ ან სასეირნოდ გასასვლელად და ყველაჯერ უკან დავბრუნდი. ვარჯიშის ხსენებაზე: ხანდახან ვამჩნევ, რომ ადამიანები, ვინც ვარჯიშს იწყებენ, ბოლოს ამით შეპყრობილები ხდებიან. ნებისმიერ თავისუფალ წუთს სარბენად გარბიან გარეთ ან დარბაზში. მეც მასე დამემართება ნეტავ? წაგიკითხავთ წიგნი Me before you? იქ არის მთავარი პერსონაჟის შეყვარებული, რომელიც ერთი ჩვეულებრივი ბიჭი იყო, მერე ვარჯიში დაიწყო და ბოლოს მხოლოდ ამ თემაზე შეეძლო სხვა ადამიანებთან კონტაქტი. საუბრობდა მხოლოდ დიეტასა და ვარჯიშზე, შეყვარებულთან კონტაქტისთვის დრო არ ჰქონდა, რადგან მუდმივად დარბოდა და ა.შ. მგონი, ზედმეტი არაფერი ვარგა. ჯანსაღი ცხოვრებაც კი 😀

როდის ან როგორ გადადის ჰობი დამოკიდებულებაში?

running-quotes

 

ამბებზედ

უცნაური ძილის რეჟიმი მაქვს. უფრო სწორად, უცნაურად ყალიბდება ხოლმე და ძალიან მარტივად. თუ დილით ერთხელ რამემ გამაღვიძა, მერე ყოველ დილით იმავე დროს მეღვიძება უმიზეზოდ. სანამ რამე ახალს არ მივეჩვევი. ჰოდა ახლა დილით 6:30-ზე ვიღვიძებ უმიზეზოდ და ვუყურებ ჭერს. მერე მობილურის ეკრანს. მერე ისევ ვიძინებ და 8-ზე სამსახურისთვის ვიღვიძებ. უაზრობაა სრული.

Minimalistic-Wallpaper-22ახალი სამსახური შემომთავაზეს. არადა, არსად წასვლის სურვილი არ მაქვს. უცნაურია მგონი ცოტა: საქართველოში თითქმის ყოველთვის ვეძებდი ახალ და საინტერესო საქმეებს, ახლა რატომღაც მინდა რომ უბრალოდ ვიყო იქ, სადაც ვარ. არა, ისე ნუ გაიგებთ, რომ ქართულ კომპანიებში არ მომწონდა მუშაობა და ახლის ძებნას ვიწყებდი, არა, უბრალოდ ინტერესი მაინც მქონდა ახლის. ან დამატებითი საქმის აღების. ამჟამად კი უბრალოდ არ მაინტერესებს. თუმცა, შეხვედრაზე უარი მაინც არ ვუთხარი, ძალიან მონდომებული ჩანდა ეს კაცი :)) ჰოდა, აი ასე ვხვდები დღეს (დიდი ალბათობით, გაცილებით) კარგ ოფერს, მაგრამ სურვილი მაინც არ მაქვს.

მგონი ესტონური ზაფხული ისე ჩაივლის, ტალინის პლიაჟზე ბიკინით წამოგორება არ მეღირსება. Read More »

ზიზღი

ჩემს დღევანდელ სამსახურში, ბოლო გადამწყვეტ გასაუბრებაზე ყველაფერი გამომკითხეს ჩემ შესახებ. რა მომწონს? როგორ მუსიკას ვუსმენ? ჰობი? რატომ მიყვარს ფენტეზი ან ჰარი პოტერი? როგორი ვარ გაბრაზებული? როდის დავწერე ბლოგზე ბოლო პოსტი? და ა.შ.

ყველა კითხვაზე გულწრფელად და ამომწურავად ვუპასუხე. გაბრაზებაზე შევჩერდი ერთადერთი და ბოლოს მოკლე პასუხი გავეცი. მარტივი, უბრალო ბრაზის დროს როგორიც ვარ, ის მოვუყევი. რომ რამდენიმე წუთი მჭირდება ჩასასუნთქ-ამოსასუნთქად და შესაბამისი ადეკვატური ქცევის მოსაფიქრებლად 😀

მაგრამ წეღან Facebook-ის ფიდმა გამახსენა, რომ როცა ძალიან, ძალიან მაბრაზებენ  პირადად მე ან ჩემს რომელოიმე მეგობარს უშავებენ რამეს, გაბრაზების რამდენიმე ეტაპი მემართება. პირველად კივილი და ირგვლივ ყველაფრის მსხვრევა მინდა, დამნაშავისთვის კი რამის დაშავება და თავზე რამის გადამტვრევა. ამ ეტაპის მერე მოდის გულგრილობა, როცა იგნორირება მსურს მხოლოდ და არანაირი კონტაქტი. ბოლოს კი ყველაფერს ზიზღი ცვლის. აუტანელი საშინელი ზიზღის გრძნობა. დაახლოებით ისეთი, რამე ლორწოვან, საზიზღარ მატლს რომ უყურებ და გული გერევა. და თან გეცოდება იმისთვის, რომ ასეთია.

ცხოვრებაში სულ რამდენჯერმე მივედი ამ ბოლო ეტაპამდე. ჩემთვის, ადამიანისთვის, რომელსაც image2.pngსაშინელი მახსოვრობა აქვს და ფაქტობრივად უნდა გაახსენო, რომ რამე დააშავე, არსებობენ ადამიანები, რომელთა დანახვაზეც დღემდე საშინელი ზიზღის გრძნობა მიჩნდება. აი, უბრალოდ გული მერევა თითოეული მათგანის დანახვაზე და თან მეცოდება, რომ ისეთია, როგორიც არის და ვერასდროს შეიცვლება. ყოველთვის საზიზღარი, ლორწოვანი მატლის მსგავსი არსება იქნება.

ალბათ გამივლის ოდესმე ეს ზიზღის გრძნობა. და ყველაჯერზე მათ დანახვაზე ან რაიმე გადაკვეთაზე მოფუთფუთე მატლები არ გამახსენდება.

ფუ

 

რაღაც

Everything you see is a part of your imagination 

წამის წინ მთელი პოსტის დედააზრი რომ ჩამოიყალიბე თავში, მაგრამ უცებ ჩართული თრექის გამო თავიდან რომ ამოგივარდა, ეგ არის კარგი მუსიკა. 

ყოველ დილით ერთსა და იმავე გზას გავდივარ სამსახურამდე. ვდგები 8 საათზე, ან ცოტა უფრო გვიან, ვემზადები და ვცდილობ 8:40-ზე გაჩერებაზე ვიყო. გაჩერებამდე გზაში ყოველ დილით მხვდება ახალგაზრდა გოგო,რომელიც პატარა ყვითელ წიწილას მიაწიალებს ბაღისკენ, რომელიც ზუსტად ჩემი სახლის უკან მდებარეობს. გაჩერებაზე ყოველთვის დგას წითელთმიანი გოგო, (თუ არ დგას, ე.ი. დამაგვიანდა 🙂 ) ავტობუსშიც ყოველთვის ერთი და იგივე ხალხი მხვდება. გრძელთმიან ბიჭს, რომელიც ყოველთვის სქელტანიან წიგნებს კითხულობს ინგლისურად, მუდმივად ტყავის ქურთუკი და ბათინკები აცვია, სიცხის მიუხედავადაც. სათვალიანი და შორტებიანი ბიჭი, უხერხულად რომ უდევს ხელები მუხლებზე და ლამაზტანსაცმლიანი, ქერა ქალბატონი. ყოველთვის გემოვნებით უხამებს კაბას ფეხსაცმელს. რამდენი ფეხსაცმელი აქვს, უკვე სათვალავი ამერია. 

უკვე ზეპირად ვიცი, რომელი რომელ გაჩერებაზე ჩავა. მხოლოდ კითხვის მოყვარული ბიჭი მოდის ჩემს გაჩერებამდე. ჩამოდის, ყავისფერ სიგარეტს იღებს, დიიიდ ხანს ეწევა და ნელა მომყვება ხოლმე უკან. 

უკანა გზაზეც ერთად ვმგზავრობთ. თუ არ ვმგზავრობთ, ე.ი. საღამოს სახლის ნაცვლად სეირნობა გადაწყვიტეს.

მე არაფერი ვიცი ამ ხალხზე. სახელებიც კი. იშვიათად საუბრობენ ტელეფონზე ან სხვა მგზავრთან. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, მაინც ვერ გავიგებდი. 

მე არაფერი ვიცი ამ ხალხზე, მაგრამ ყოველ ჯერზე შემიძლია მშვიდად მოვუყვე საკუთარ თავს მათი ისტორიები. 

რა დროს ესაა, ბარგი მაქვს ჩასალაგებელი. ხვალ სხვა ავტობუსით უნდა ვიმგზავრო 🙂😊