აუდიოწიგნები

აუდიო წიგნები ჩემი ბოლო სიყვარულია. ძალიან მარტივია: გადმოწერე/იყიდე აუდიო წიგნი, ჩაწერე ტელეფონში, გაიკეთე ყურსასმენები და მორჩა. დავდივარ და ვიღაც ნარნარი და მშვიდი ხმის პატრონი ადამიანი მიკითხავს წიგნს, რომლის წასაკითხადაც თავად მე დრო არ მეყოფოდა.

audio-storiesყოველთვის ვამბობდი, რომ აუდიოწიგნების დამუღამება ძალიან გამიჭირდებოდა, რადგან ზოგადად ვინმე რამეს რომ მიკითხავს, ვერ აღვიქვამ კარგად. მირჩევნია ჩემით ავიღო ხელში, წავიკითხო და გავიგო რა ხდება. ამიტომ კარგა ხანი არც კი ვცდილობდი რამის მოსმენას. მეგობარმა ჰარი პოტერი აუდიო წიგნის სახით გამომიგზავნა და რადგან აწ უკვე ყველაჯერ მქონდა წაკითხული, ვიფიქრე გამიმარტივდებოდა ჰარით დაწყება. ასეც მოხდა. 
ყველაფერს აქვს თავისი პლიუსები თუ მინუსები, ამიტომ აუდიოწიგნებიც არაა გამონაკლისი, რა თქმა უნდა.

 აუდიოწიგნი – დადებითი მხარეები:

  • დროს ვზოგავ ძალიან, ძალიან ბევრს. ის დრო, რაც ტრანსპორტში, მაღაზიებში თუ უბრალოდ სეირნობისას ან უაზროდ უნდა გამეტარებინა ან/და Facebook მესქროლა, ახლა უკვე წიგნითაა დაკავებული.
  • უცხო ენას ვივარჯიშებ. წიგნებს ძირითადად ინგლისურად ან რუსულად ვუსმენ. შესაბამისად, მშვენივრად ვავარჯიშებ და ვამდიდრებ ორივე ენის ცოდნას
  • აწ უკვე დიდი წარმატებით ვარჩევ ბრიტანულ, შოტლანდიურ, ირლანდიურ, უელსურ, კანადურ და ავსტრალიურ აქცენტებს 😀 არამხოლოდ ვარჩევ, არამედ უკვე მესმის კიდეც რაზე საუბრობენ :v (განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შოტლანდიური აქცენტი რომ მესმის :დ აქამდე 1 დიდი ბურტყუნი მესმოდა ინგლისური ენის ნაცვლად ხოლმე)

 

უარყოფითები:

  • კარგი, გარე ხმაურის ჩამხშობი ყურსასმენების არარსებობის შემთხვევაში აუდიოწიგნის მოსმენა მეტროში/მატარებელში/თვითმფრინავში და ზოგადად, ხმაურიან ტრანსპორტში, ფაქტობრივად შეუძლებელია.
  • ზოგი წამკითხველი ისეთი ტემბრის მფლობელია, ჩემი ერთი ლქტორივით ზემოქმედებს და პირდაპირ მაძინებს 😀 ვითიშები მარტივად. თუმცა, ეს გარკვეულწილად დადებითი ფაქტორიცაა 😀 ძილის წინ შესანიშნავია 1-2 თავის მოსმენა და მშვიდად გათიშვა 😀

 

ამჟამად ვუსმენ ამ წიგნს: პატრიკ რუფუსი, “ბრძენკაცის შიში” (ქარის სახელი, მე-2 ნაწილი). უზარმაზარია და ძალიან გამეწელა. 30 საათი მოსმენილი მაქვს და 13 დამრჩა კიდევ 😀

აუდიოწიგნების გადმოწერა არც ისე რთულია სხვადასხვა წყაროებიდან. პირველი წიგნი, რასაც მოვუსმინე, როგორც უკვე აღვნიშნე, ჰარი პოტერის შვიდივე ნაწილი იყო ინგლისურად. შემდგომ რაღაც უფასო რუსული აპლიკაციები ვიპოვე ტელეფონისთვის და იქ ვუსმენდი. ზოგს 1 კვირიანი ან 1 თვიანი trial ვერსია ჰქონდა და იმას ვიყენებდი და ასე, აპლიკაციიდან აპლიკაციაზე ხტუნვისას მივადექი audible-ს, რომელიც ამაზონის საკუთრებაა.

1 თვიანი საბსქრაიბი 17$ ღირს და თვეში მხოლოდ 1 წიგნის გადმოწერა შეგიძლია ამ ფასად, რაც რა თქმა უნდა ძალიან ძვირია, მაგრამ მაინც დავრეგისტრირდი. ამაზონის ექაუნთის მქონე იუზერებს აუდიბლი 1 თვიან კრედიტს (1 წიგნს) უფასოდ ანიჭებს, შემდეგი თვიდან კი იწყებს თანხის ჩამოჭრას. მშვიდად გამოვიყენე ჩემი და გიორგის ექაუნთები და ორი წიგნი გადმოვწერე.
აქვე სამწუხარო ამბავიც დამემართა: დამავიწყდა დაქენსელება და თურმე 2 თუ 3 თვე მეჭრებოდა ფული 😀 გვიან აღმოვაჩინეთ, მაგრამ მივწერე საფორთს და როგორც ამაზონს ეკადრება, ფული მეორე დღესვე დამიბრუნეს (რადგან კრედიტების გამოყენებაზე უარი ვთქვი).

თუ ამდენი ბოდიალი გეზარებათ, კარგად ნაცად ტორენტებს მიმართეთ, იქაც უამრავი აუდიო წიგნი დევს სრულიად უფასოდ.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s