ომი

ომის თემას არასდროს შევხებივარ ჩემს ბლოგზე. ალბათ იმიტომ, რომ როცა ბლოგს დავუბრუნდი, ომიც კარგა ხნის გავლილი იყო და ომის წლისთავიც 🙂 არადა, გორიდან ვარ წარმოშობით, სახლიც მაქვს სოფელ ქიწნისში და მამის მხრიდან ძალიან ბევრი ნათესავიც იქ ცხოვრობს, რომლებმაც საკუთარ ზურგზე იწვნიეს ამ ომის მთელი ავ–კარგიანობა…

როგორ გადავიტანე აგვისტოს ომი პირადად მე, ცალკე მოგიყვებით, მაგრამ ზოადად ამ თემას საქართველოში ვერ გაექცევი. ომი, გადატრიალება, რევოლუციები იმდენად ხშირად ხდება, ნებისმიერ არჩევნების  დასრულებისას კი იმაზე უნდა ვილოცოთ, სამოქალაქო ომი არ დაიწყოს.

ამ პოსტში უბრალოდ ჩემი თაობის დამოკიდებულებაზე მინდა მოგიყვეთ…

teen.ge ახალგაზრდული ფორუმია, სახელზევე ეტყობა,ძირითადად 13–22 წლის ახალგაზრდებისთვის. ჰოდა, ამ ფორუმზე ისე მარტივად შეიძლება ბავშვების აზრის გაგება სხვადასხვა თემებზე, მათი აზროვნების დონე და ა.შ. უბრალოდ გახსენით თემა და დაელოდეთ გამოხმაურებებს 🙂

ამას წინათ ამ თემას წავაწყდი, წახვიდოდით ომში? იქვე გამოკითხვა. შედეგებს ალბათ ხედავთ ფოტოზე

აქვე ამონარიდები კომენტარებიდან

კი მივრბივარ უკვე

ეგღა მაკლია

მშვიდობა მშვიდობაო თორე აფხაზეთის ომში და ასე შემდეგ არც მე არ წავიდოდი

მე ეგრე ვფიქრობ..მაგრამ ეგ ეგოცენტრიკობა გამოდის…რაც არ მგონია ვიყო

არანაირად არ ვიზიარებ სამშობლოსთვის თავგანწირვას.. (დააფიქსირა, მე ვიყო კარგად და…)

დღემდე ვეკიდეთ მე და ჩემთვის ძვირფასიანი ადამიანები ამ სამშობლოს და ახლა სამაგიეროდ უნდა მომთხოვოს რამე ?!

მე ვიყო კარგად და .. . გოგო ვარ

მარტო ორი სახის ომში წავიდოდი

1. უიარაღოები იარაღიანებზე როცა ხალხი საქმეს თავის ხელსი იღებს
2.დედამიწელები უცხოპლანეტელებზე

დალშე პოხ ქვეყნისათვის ომი კაი ხანია აღარ არსებობს

2008 წელს ერქვა უაზრო ომი!

ამისთვის უაზრო იყო გორის მოსახლეობას რასაც უკეთებდნენ, უაზრო იყო ამდენი დაცხრილული უბრალო სოფლელი… და ის ჯარისკაცები, ვინც ომ ომში დაიღუპნენ.

იმ სახელმწიფოსთვის ვიბრძოლო რომლის ხელშეწყობითაც სახლში კარადაც კი არ მაქვს რომ დავიმალო შიგნით ?! ))

კარგი პასუხი გასცეს ამაზე, სახელმწიფო და სამშობლო სხვადსხვა ფასეულობებიაო.

მტერი ის კი არაა ვინც ავტომატით მოადგება შენს საზღვრებს, ჩემი მტერი ისაა ვინც ჩემთვის ძვირფას ადამიანებზე აწევს ხელს

ამათთვის ყველაფერი მხოლოდ “მე”–სთან რატომ ასოცირდება?  აუცილებლად ვინმემ დედა ან და თვალწინ უნდა გაუბახონ, რომ მიხვდნენ, უი, მტერი შემოსულა ქვეყანაში და მგონი დროა ვიბრძოლოთო?

9 ძმა ხერხეულიძეობას, 300 არაგველობას ან დემეტრე თავდადებილობას არავინ გთხოვთ. რეალურად რომ ცუდ დღეში აღმოვჩნდებით, არ მინდა რომ ის ბიჭები, გუშინ საქართველოს სადღეგრძელოს რომ სვამდნენ, დღეს დედიკოს კალთის უკან დაიმალონ… არ მიდნა მათი მაგარი ბიჭობა კომპიუტერულ თამაშებში ვლინდებოდეს მარტო… არ მინდა რომ  საკუთარი ოჯახის იქით ვინცაა, მათ მიმართ არ იყვნენ ასეთი ინდეფერენტულები.. ფეხებზე არ ეკიდოთ გორში ვიღაც გოგოს როგორ აუპატიურებენ რუსი ჯარისკაცები, ან მოხუც ქალს როგორ უწვავენ სახლს…

იქნებ გაიგოთ რომ სამშობლო მარტო მიწა, წყალი ან მარტო საკუტარი ოჯახი და მეცხრე სართიულზე შეყუჟული თბილისის ბინა არაა. სამშობლო ადამიანებია პირველ რიგში… ადამიანები არიან საკუთარი დედაც და მეზობელი მამედაც…

მე მხოლოდ ის მაწუხებს, მართლა რომ ომი დაიწყოს, ამათ იმედზე ვრჩებით?

პ.ს. ფოტო მათთვის, ვინც იკიტხა, გოგოებს რა გინდათ ომშიო.

პ.ს. წახვიდოდით ომში?

8 thoughts on “ომი

  1. რატო დააციტირე მარტო არწამსვლელთა პოსტები? ურიგო არ იქნებოდა იქვე იმათი პოსტების დაწერაც ვინც ომს აპირებს….

    რაც შეეხება გამოკითხვას, პასუხი: კი _ 2008შიც ვიყავი და მერეც წავალ

    Like

      • ეგ გასაგებია, მარა ეხლა ისე გამოგივიდა, თითქოს არავინ აპირებს ბრძოლას ქვეყნისთვის… ცოტა მეტი პოზიტივ გამოუშვი –)))

        Like

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.