როცა არ გეწერინება… :)

დღეს მესამე ადამიანმა რომ მომწერა ფბ–ზე, პოსტები შემოგვაკლდაო, მივხვდი,რომ ვიღაცებს მართლა აინტერესებთ ჩემი ბლოგი,  პოსტები… ჰოდა,  (აი, ახლა ენთერმა გაჭედა კლავიატრაზე და 2 წუთი ვურტყამდი :D) მივხვდი, რომ ბლოგი მარტო მე აღარ მეკუთვნის, რადგან  (თუნდაც მხოლოდ) მათი “შეძახილებისდა” გამო გავხსენი ახალი პოსტის ფანჯარა და ამ უაზრო ტექსტის აკრეფა დავიწყე… 

არადა რამდენი პოსტის წერა მაქვს დაწყებული და რამდენი ყრია დრაფტებში…  რომ ჩაიხედოთ, პოსტების სასაკლაოდ მომინათლავდით 😀 მაგრამ რა ვქნა, რაღაც კრიზისია, ვერ ვწერ. უფრო სწორად, არ ვწერ, მეზარება, არ მცალია, სულ სადღაც ვარ, ვიღაცასთან. თუ კომპთან ვარ, მაშინაც მონატრებულს ხალხს ვესაუბრები…  თანაც გამოდები მაქვს და.. (გამოცდები, თორემ მეც თავს ვიკლავ მეცადინეობით, რა… მაგრამ რაც არის, ხომ არის? გამოცდები ხომ ჰქვია? 🙂

იმასაც მიმახვედრა ბოლო რამოდენიმე დღემ, რომ ბევრისთვის პირადი ფსიქოლოგი ვარ. ეს კარგია თუ ცუდი, აქ არ განვსჯი, უბრალოდ… ზოგჯერ ჩემთვის დამღლელი და პრობლემურია.

აი ისე…

აღარ მეწერინება 😀

გადავედით... გა_და_ვე_დიიიიიით.... 😀

დრაფტებში ჩაგდებული პოსტებიდან მოგაშველებთ ნაწყვეტებს:

მეგობრებიც კარგია, ნათესავებიც, შეყვარებულიც და საერთოდ ყველაფერი, რაც სახლს გარეთ ხდება, მაგრამ რაც არ უნდა კარგი დრო ატარო, დაღლილი რას ნატრულობთ ხოლმე? მე საკუთარ ბალიშთან ჩახუტებას, მეტს არაფერს…

სადაც არ უნდა დავრჩე, როგორ კარგადაც არ უნდა გავერთო და რაც არ უნდა ვაძაგო ჩემი სახლი, სადაც სრულიად მოკლებული ვარ თავისუფლებას, მაინც სულ სახლში მინდა ყოფნა… დაღლილს რომ მახსენდება ჩემი პატარა და თბილი საწოლი, საყვარელი ბალიში.. აწწ ♥

 

ძილი ♥

როგორ მინდოდა ეს ოხერი გამოცები ახალ წლებამდე მომეშორებინა, მაგრამ ამის ბედნიერება მარტო საერთაშორისოს ლექტორმა მომანიჭა 😀 დიდი მადლობა ქ–ნო ია, რომ მხოლოდ 4 საგანი დამიტოვეთ 10 იანვრისთვის. საგნის შეტენვის შიში არასდროს მქონია (ჯერ :D), მაგრამ სემესტრი რომ გასულია, გამოცდის წინა დღე რომაა და მხოლოდ მაშინ აღმოაჩენ რომ წიგნი 2 ნაწილისგან შედგება და შენ მხოლოდ პირველში გაქვს ჩახედული, მეორის არსებობის შესახებაც რომ არ იცოდი , ეს შიში აშკარად გაგიჩნდება 😀

საბედნიეროდ, როგორღაც გადავრჩი… (თუ გადარჩენად მოვიაზრებთ ძლივს დაწერილ 3 საკითხს გამოცდაზე) თან მხოლოდ გადავრჩი კი არა, B–იც გამომყვა ^_^ (არადა, პრეტენზია A-ზე მქონდა 1–ელ ხუთკვირეულში 😀 )

ნელ–ნელა ვრწმუნდები, ჩემი ყველა შეცდომა იქიდან გამომდინარეობს, რომ ყველა ადამინში მარტო კარგს ვხედავ თავიდან… ცუდზე თვალს ვხუჭავ, მგონია რომ რადგან მე არ ვექცევი ცუდად, ისინიც იგივეს იზამენ … მგონია, რომ როგორც მე ვუღიმი სულ და ვცდილობ დავეხმარო, ისინიც იგივეს გააკეთებენ .. არადა რას ვიღებთ პასუხად?????

ძილინებისა

P.S.მე TBC-ზეც კი არ დავწერე, იმდენად ზარმაცი ვარ 😀 ეს მაშინ, როცა მთელმა საბლოგეთმა აბრუნა ეს თემა… არც წიგნებისადმი ჩემი დამოკიდებულება გამომიხატავს ( არადა, ეგ ყველაზე კარგი საშუალება ყოფილა საკუთარი ინდივიდუალორობის დასამტკიცებლად, იცოდით? აძაგეთ ცნობილი ნაწარმოებები, თქვით რომ სრული იდიოტიზმია, სამაგიეროდ გაიქეცით და რომელიმე თანამდროვე მწერლის ბროშურა იყიდეთ ლექსებით, სადაც ყანჩას ცალ ფეხით უკავია დედამიწის სფერო 😀
p.p.s. ეგ დუმბაძიდან. თუ რაიმე, მკითხეთ და სიამოვნებით მიგითითებთ ნაწარმოებსაც 🙂 )

Advertisements

11 thoughts on “როცა არ გეწერინება… :)

  1. “..რომ ჩაიხედოთ, პოსტების სასაკლაოდ მომინათლავდით..”
    დღეს სკოლაში რაღაცას ვკითხულობდი და ეს ფრაზა გამახსენდა. ორი გაკვეთილი ვფიქრობდი, ვის ბლოგზე შეიძლებოდა წამეკითხა. მერე ის ბლოგები ჩამოვწერე, რომლებსაც ხშირად ვკითხულობ, გვერდით წერის ‘სტილი’ მივუწერე და შენზე ვერაფერი რომ ვერ მოვიფიქრე, მივხვდი შენი იქნებოდა. ასეც ყოფილა. გამიხარდა. 😀

    Like

    • 😀 ანუ სტილი არ მაქვს ერთი ^_^ სასიამოვნოა 😀

      და ისიც სასიამოვნოა, რომ ხშირად კითხულობ ჩემს ბლოგს :*

      Like

  2. ” აძაგეთ ცნობილი ნაწარმოებები, თქვით რომ სრული იდიოტიზმია, სამაგიეროდ გაიქეცით და რომელიმე თანამდროვე მწერლის ბროშურა იყიდეთ ლექსებით, სადაც ყანჩას ცალ ფეხით უკავია დედამიწის სფერო”

    +1

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s