რა სურთ ქალებს?

თავადაც არ ვიცით, მგონი.

ვამბობთ:  “წავედი, ჩემი ძილის დროა” და ამ დროს საშინლად გინდა გითხრას: ” არა, დარჩი, ძალიან მომწონს შენთან საუბარი”
ვამბობთ: “არა, არ მიყიდო ეგ ყელსაბამი” და ამ დროს ვიმედოვნებთ, რომ მეორე დღეს სწორედ ამ აქსესუარს დაგვახვედრებს საჩუქრად.

გაბრაზებულები ფეხების ბაკუნს ვიწყებთ და ამ დროს მხოლოდ ერთი რამ გვინდა: დასამშვიდებლად ჩაგვეხუტონ და ბავშვივით დაგვამშვიდონ.

image

ჰო, ყველაფერი პირიქითაა. სადღაც წავიკითხე ადრე:

თუ ლედი ამბობს “არას”, გულისხმობს “შეიძლებას”.
თუ ლედი ამბობს “შეიძლებას”, გულისხმობს “არას”.
თუ ლედი ამბობს “კის”, ის ლედი არაა 🙂

არადა, რა დამღლელია ეს თამაშები და როგორ მეზარება…