უსაქმურად

საკმარისია Facebook გახსნა და მიხვდები: ვის ვინ მოსწონს, ვინ ვის დაშორდა, ვინ მიატოვეს, ვინ ცალმხრივი სიყვარულით იტანჯება და ვინ ვის ტ&*%$ს. პარდონ მაი ფრენჩ 🙂

ჩამოშლი კომენტარებს ან ლაიქებს და ფიქრობ:

  • “აა, ეს ისევ ამაზე ანძრევს. ჰმ, ეს ბიჭი კიდევ ვერ დაგეთოვერდა ამ *&^ქალაზე?
  • უი, ამათ სექსი აქვთ?
  • ამ ორ *&^ქალას ახალი საკბილო ჰყოლიათ გასაჭორად. ჰმ, ნეტავ აქ რომ ‘ლამაზი ხარო’ დაუწერეს, პმ-ში რა მიწერეს ერთმანეთს: მოკლე ფეხები რომ აქვს თუ კეხიან ცხვირზე გააკეთეს აქცენტი?”… და ა.შ.

მე კი ვზივარ აქ, ვსქროლავ უაზროდ, ვფიქრობ ამათ არშემდგარ რელეიშენშიფებზე… ჰო, მართალი ხარ, მეტი საქმე არ მაქვს 😀

useless-facebook-scrolling

To me you are PERFECT

Facebook-ზე ბევრ კონკურსს შეხვდებით. ქართული კომპანიები ძალიან გააქტიურდნენ ამ სივრცეში და მომხმარებლების წახალისების მიზნით ხშირად ატარებენ კონკურსებს პატარა ან სოლიდური პრიზებით. მონაწილეობას თითქმის არასდროს ვიღებ მსგავს competition-ებში, თუმცა სხვებს აქტიურად ვგულშემატკივრობ ყოველთვის, თუ მომეწონება მონაწილის მიერ მოსაგებად გაგზავნილი ფოტო, ვიდეო თუ სხვა ნებისმიერი რამ, რასაც წესები ითხოვს, ვუ-like-ებ და ჩემს მეგობრებშიც ვუვრცელებ ხოლმე 🙂

ასე წავაწყდი LG_ის კონკურსსაც Facebook-ზე. მარტივი კონკურსი  სოლიდური პრიზებით

ტელეფონით ან ფოტოაპარატით უნდა გადაიღოთ და მოარგოთ ფოტო სლოგანს To me you are perfect (შენ ჩემთვის სრულყოფილი ხარ). გაგზავნოთ თქვენი ფოტო მეილზე competitionlg@post.com და დაელოდოთ LG Mobile Georgia-ს ფეისბუქის გვერდზე გამოჩენას. თუ მომხმარებლების მოწონებას დაიმსახურებთ, მეორე ეტაპზეც გადახვალთ სხვა მონაწილეებთან ერთად და აქ უკვე ჟიური შეარჩევს 3 გამარჯვებულს, რომლებსაც საკმაოდ კარგი პრიზებით დააჯილდოვებენ.

  • I ადგილის მფლობელი საჩუქრად LG G2 32GB-ს მიიღებს,
  • II ადგილის მფლობელი LG G2 16 GB-ს, ხოლო
  • III ადგილზე გასული ფინალისტი LG G PRO Lite-ს.

თქვენი არ ვიცი და მე მართლა მეPerfectება ეს ტელეფონი :3

ფოტოების გასაგზავნად მხოლოდ 4 დღე დაგრჩათ! იჩქარეთ! (7 აპრილამდე)

P.S. ბოლოს როდის მოიგეთ ტელეფონი ფეისბუქზე? 😀