ტვიტერის მოყვარულთა საყურადღებოდ

დასრულდა ტვიტერომანია, ლეპტოპომანია თუ რა ვიცი, რა ვუწოდო.  ანუ კონკურსი ბლოგერებისათვის, რომლის შესახებაც ეკონომიკის სამინისტროში, tweet.ge-ს პრეზენტაციაზე გვამცნეს.

მე საერთოდ არ მიმიღია მონაწილეობა ჩემი სიზარმაციდან გამომდინარე. არც წერა მეხალისებოდა და არც, მით უმეტეს, მერე იმის ხვეწნა, ამ ბმულზე შედით და მომაგებინეთ-მეთქი.

კონკურსის პირობებს, გამარჯვებულებს, დადებითებსა და პრეტენზიებს არ აღვწერ, დარწმუნებული ვარ, ამაზე უკვე ძალიან ბევრი პოსტი წაიკითხეთ, მაგრამ უკვე იმდენად დამღალა ამ tweet.ge-ს მიერ მიცემული საშუალებით ბევრი ჭიკჭიკას მიერ გამოქვეყნებულმა იდიოტურმა ტვიტებმა, რომ ამ პოსტის წერა დავიწყე.

გასაგებია, რომ ქუჩაში ხართ, გასაგებია , რომ გინდათ ისევ ნეტში ჯდომა, გასაგებია, რომ გინდათ ყველას მოუყვეთ რასაც იმ წამს ხედავთ, მაგრამ შეიგნეთ, რომ უკვე ყელშია მსგავსი ტვიტები- ჩემს წინ მგზავრი ზის და ლამაზი მაისური აცვია, ან “ნასკი” გაეხა, ან მათხოვარი დავინახე და ა.შ. (შემეძლო სასაცილო ტვიტები მომეფიქრებინა, მაგრამ ესენი ჩემი მეგობრების მიერ გამოქვეყნებული ტვიტებიდან ავიღე, გამაღიზიანა ბოლოს).

ზოგიერთი ისე მიეჯაჭვა აქაურობას, რომ ყოველ წამს ტვიტავს დასასვებლად მყოფი : მეგობართან მივდივარ, იქ ვარ, წყალს გადამესხა, საღამოს ცეცხლი ავანთეთ… და რაღაც მსგავსი.  კაცო, დასასვენებლად ხარ შენ თუ სატვიტაოდ? ერთობი თუ ჩვენ გვახარბებ რასაც იქ აკეთებ?

მეც ვიყავი დასასვენებლად, მეც  ვტვიტავდი, მაგრამ მაშინ, როცა მარტო ვიჯექი და მოწყენილობისგან მახსენდებოდა, აქაურებისთვის შემეხსენებინა თავი და არა ყოველ წამს მომეყოლა- რას ვაკეთებ.
(თუ ეს სხვა პრობლემაა , არ უკავშირდება ტვიტერომანებს და უბრალოდ ინტერნეტზე მიჯაჭვულთა და კომუნიკაცია რომ უჭირთ, იმ პირების კონტექსტში უნდა განმეხილა?
მაგაზეც დავწერ მერე.)

უბრალოდ დავიღალე რა.

კარგია tweet.ge, მართლა, ბევრჯერ გამომადგა, ყაზბეგში არც ნეტია, არც კომპ და აშ. მხოლოდ ტელეფონი იჭერს და ისიც ხანდახან. ამიტომ დიდი მადლობა, რომ კონტაქტის საშუალება მქონდა,.მაგრამ ხალხო, დავიღალეთ რა ამ დებილური ტვიტებით. ელემენტარულად , თუ sms-ს ხარჯავ, ცოტა ნორმალური რამ მაინც დაწერე, ნაცვლად იმისა, რომ   გვაიძულო, unfollow გაგიკეთოთ.

შესაძლოა ვიღაცას ეწყინოს ეს პოსტი , ან თავის თავზე მიიღოს,  მაგრამ უკაცრავად და მკიდია. დავიღალე. გადამიჭრელდა კედელი.

პატივისცემით- გაბრაზებული კნუტი!

(რომელიც მალე იურისტ კნუტობის ტიტულს დაიბრუნებს და გიჩივლებთ, თუ არ მოეშვებით :D)

Like This!