აგვისტო

დავიღალე უაზროდ ყოფნით და
სახლი–სამსახური–სახლი მარშრუტით

წელს (ისევე, როგორც შარშან) შვებულება არ მაქვს, ზაფხულის თბილისში გატარება მიწევს. თან ისევ მარტოს, რადგან  მშობლები გავისტუმრე უკვე დასასვენებლად. ამიტომ გადავწყვიტე, ყოველ საღამოს სადმე წავიდე/რამე დამამახსოვრდეს. თუნდაც რამე ადგილი, ან ქუჩაში გამვლელი, რომელზეც საინტერესო ისტორიას მოვიფიქრებ, ან რაიმე მსგავსი… at least, ბევრ კაფეს მაინც მოვივლი წიგნით ხელში : ) და მცირე რევიუებს შემოგთავაზებთ. ა ჰო, ამ ყველაფრის ფოტოების შეკრებას ვგეგმავ კიდევ : ) და სავარაუდოდ, ბლოგის facebook page-ზე განთავსებას.

This slideshow requires JavaScript.

ქუჩაში გამვლელებზე ისტორიების მოფიქრება ჩემი ერთ–ერთი ჰობია, მგონი. ფეხით ბოდიალი მიყვარს მარტოს, შემხვედრ გამვლელ–პერსონაჟებზე საკუთარ თავს ისტორიებს ვუთხზავ ხოლმე და ვუყვები. თუმცა, ყოველთვის მავიწყდება ეს ისტორია სახლში მისვლამდე. 😀 ამჯერად, ვეცდები დავიმახსოვრო და თქვენამდეც მოვიტანო.

ასე, რომ თუ თქვენც მოგბეზრდათ უაზრო დღის განრიგი და არ იცით სად/როგორ/ვისთან ერთად გაატაროთ საღამო, join me 🙂 Let’s have ცოტათი უფრო საინტერესო აგვისტო 🙂

 

8 thoughts on “აგვისტო

  1. საღამოს სასეირნოდ თუ პარტნიორი დაგჭირდება მზად ვარ, შეგიძლია ყოველთვის მომმართო)) ზაფხულის საღამოს სახლში ჯდომაზე ცუდი არაფერია :დ

    Like

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.