სექსი 3 ლარად! 100$-ის ნაცვლად

 შეიძინე 2 დღით ადრე მხოლოდ 3 ლარად სექსი ჩვენს პროფესიონალ მეძავთან, 100 $-ის ნაცვლად! აქცია მოქმედებს მხოლოდ 3 დან 4 საათამდე.
ხომ კარგად ჟღერს? მოდიხარ 2 დღით ადრე, იხდი მხოლოდ 3 ლარს და 3 საათზე გაქვს სექსი. არაჩვეულებრივი რეკლამაა. მაგრამ რომ მოხვალ, გეტყვიან, უკვე ყველა დღე დაჯავშნილია 3 საათზეო და შენც რაღას იზამ, გაბრუნდები უკან. სინამდვილეში კი არაფერიც არაა დაჯავშნილი. უბრალოდ, ეს სარეკლამო ფრაზაა და იმავე დღეს რომ სტანდარტულ ფასად ისარგებლო, თავისუფალი იქნება შენთვის 100$-იანი მეძავი.

სწორედ ასეთ მარკეტინგულ ხერხს მიმართავს “კინო რუსთაველი/ამირანის” ადმინისტრაცია. გეუბნებიან, რომ არსებობს ბუნებაში “ეკონომ ბილეთები”. თუ 2 დღით ადრე იყიდი, მესამე რიგში მხოლოდ 3 ლარს გადაიხდი ბილეთში. მაგრამ ამ 2 დღით ადრე მისულს გეუბნებიან, რომ ყველა ბილეთი აწ და მარადის მესამე რიგში უკვე გაყიდულია. არადა, იმავე დღეს, სტანდარტულ ფასად ჩვეულებრივ მოგყიდიან ე.წ. ეკონომ ბილეთების ადგილებს 🙂 არა, არ გატყუებთ, მართლა ასეა. მე რომ არ გადამხდენოდა, არც დავწერდი ბლოგზე.

 მოკლედ, მივედი სამშაბათ დღეს, მინდოდა ეკონომ ბილეთების ყიდვა ხუთშაბათისთვის, პარასკევისთვის, შაბათისთვის ან როდესმე, მაგრამ ბილეთების გამყიდველმა გოგონამ არაო, გაყიდულია უკვეო. რომ გამიხსნა ტაბლოზე დარბაზი, ეს მესამე რიგი განაცრისფრებული იყო მართლაც. მაგრამ არა ისეთ ნაცრიფსრად, როგორც გაყიდული ბილეთების შემთხვევაში. უფრო ღია ფერის იყო., მაგრამ დავიკიდე. ალბათ, სააქციო რიგი რომაა, ამიტომ არის სხვა ფერი – მეთქი. ხუთშაბათს ისევ მომიხდა კინოში გავლა და მე რომ სეანსი და რიგი მინდოდა, ჩემს წინ მდგომმა ბიჭმა ჩვერულებრივ იყიდა სტანდარტულ ფასად. გავცოფდი! ანუ, მე 2 დღით ადრე მითხრეს რომ გაყიდულია უკვეო, დაბალ ფასად რომ არ მეყიდა და ხუთშაბათს ჩვეულებრივ, სტანდარტულ ფასად გაყიდეს!

d28ac7b3b608

ბევრი მიზეზის გამო მე “კინო რუსთაველი/ამირანის” მადლობელი ვარ. მაგალითად, მათ Facebook page-ზე საკუთარი ტრაკით მოვიგე 3 თვიანი უფასო აბონიმენტი და ყველა ფილმზე ერთხელ წასვლის ბედნიერი უფლებით ვსარგებლობდი. ბევრჯერ ვყოფილვარ დახურულ ჩვენებებზე სხვადასხვა კომპანიების თუ საკუთრივ კინო რუსთაველის მიწვევით და სწორედ ამ მიზეზების გამო ვიკავდები ამდენ ხანს თავს, რომ ეს პოსტი არ დამეწერა, მაგრამ უკვე ყელში ამოვიდა რა!

  • ძვირი ბილეთები! – კი, ბილეთები ძალიან ძვირია. 10.50-12.50-ის ფარგლებში მოგიწევთ გადახდა, რომ 1 სეანსს დაესწროთ
  • ძვირი და უგემური პოპკორნი! – დიდი ხნის წინ გამზადებული, ცივი, უგემური პოპკორნი, რომელშიც მინიმუმ 3-4 ლარს იხდი, იგიევ პორციაში, როცა გარეთ 50 თეთრს გადაიხდიდი იგივე რაოდენობა უფრო გემრიელ პოპკორნში
  • ძვირი სასმელები! – 1 ლარის ღირებულების პეპსი სულ რაღაც 4 ლარად კინოში
  • ფასიანი 3D სათვალე! – კი, ინდივიდუალურია და ერთხელ უდნა იყიდო, მაგრამ ყოველ ჯერზე რომ გავიწყდება სახლიდან წამოღება, რადგან სპონტანურად დადიხარ იდეაში კინოში და არა დაგეგმილად. ყოფილიყო არჩევანი. მინდა უფასო ბანძს ავიღებ და მინდა ფასიანს ვიყიდი. რა მოხდებოდა?
  • უტუალეტობა! – რუსთაველში იყო საზიზღარი, სუნიანი, უბანძესი ტუალეტები და გააკეთეს იდეაში კარგი, მაგრამ სულ 3 კაბინიანი ტუალეტი. გეკითხებით: 3 კაბინა ეყოფა 5 დარბაზ ხალხს???
  • უპარკინგობა! – არ აქვს არცერთ შენობას საკუთარი პარკინგი. არც ამირანს, არც რუსთაველს. გიწევს სადღაც ჯანდაბაში გაჩერება და უარეს შემთხვევაში, სითი პარკი დაგაჯარიმებს
  • გახმოვანება! – ინგლისური სეანსები ორჯერ გვაქვსო, მთლიანად ფილმი რაც გადის კინოთეატრებში, მაგ დროის განმავლობაშიო. კვირაში ერთხელ ინგლისური სეანსების დღე დანიშნეთ, სჯობს. და ქართული გახმოვანება? ბავშვი თუ მულტფილმზე მიგყავთ, მოემზადეთ, რომ ყურებიდან სისხლი უნდა წამოგივიდეთ ფილმის ყურება/მოსმენისას. რას გადაეკიდეთ ამ კომედი შოუს? საზიზღრად ახმოვანებენ. დავიჯერო, 2 ნორმალური მსახიობი არ გვყავს საქართველოში, ვინც კარგად გაახმოვანებს ფილმებს?
  • მონოპოლია! – ყველაზე დიდი პრობლემა მონოპოლიაა. ეს არის სწორედ ის მიზეზი, რის გამოც მომხმარებელი ჰკიდიათ! სხვაგან ვერ წახვალ, რადგან ალტერნატივა არ არსებობს და შენც მიდიხარ ძვირი ბილეთების, უგემური პოპკორნის და ფასიანი სათვალის შესაძენად მათთან.

გამოსავალი? მომბაძეთ და აღარ იაროთ კინოში! მე ჩემი ჯიბიდან ამათ ფულს აღარ გადავუხდი.
მონოპოლისტი ღორები 😐

დიდი გოგო რომ გავიზრდები და ბევრი ფული მექნება, მერე კი აუცილებლად გავხსნი საკუთარ კინოთეატრს! ვოტ ტაკ

Advertisements

C ჰეპატიტი – ალერსიანი მკვლელი

ტერმინი “ჰეპატიტი” გამოიყენება ღვიძლის დაზიანების ყველაზე ხშირი ფორმის აღსაწერად. ჰეპატიტი ნიშნავს ღვიძლის ანთებას, რომლის გამომწვევი მიზეზებიც შესაძლოა იყოს სხვადასხვა: ალკოჰოლის ჭარბი გამოყენება, გარკვეული მედიკამენტები, ტოქსინები (მაგ შხამიანი სოკო), ვირუსები.

C ჰეპატიტი გამოწვეულია ვირუსით, რომლის გადაცემა ხდება სისხლით და სხეულის სხვა სითხეებით. ქრონიკული C ჰეპატიტი არის ყველაზე ხშირი ღვიძლის ქრონიკული დაავადება, რის გამოც მსოფლიოში ყოველწლიურად იღუპება 8 000 დან 13 000-მდე ადამიანი.

C ჰეპატიტს მთელ მსოფლიოში “ალერსიან მკვლელსაც” უწოდებენ. იმის გამო, რომ დაავადება სიმპტომების გარეშე ვითარდება, ათი პაციენტიდან ცხრამ არც კი იცის, რომ C ჰეპატიტი აქვს.

ერთადერთი კვლევის მიხედვით, რომელიც შიდსის ცენტრმა 2008 წელს ჩაატარა, საქართველოში C ჰეპატიტი გამოკვლეულთა 6.7%-ს დაუდგინდა, რაც მსოფლიოში ანალოგიურ საშუალო მაჩვენებელს 2-ჯერ და მეტად აღემატება. თუ ქვეყნის მთელ მოსახლეობაში გავრცელება ასეთია, მაშინ, სავარაუდოდ C ჰეპატიტი საქართველოს 200 000-მდე მოქალაქეს უნდა ჰქონდეს. ეს კი შემაშფოთებელი ციფრია.

Read More »

ქართული ლაიქომანია

სოციალური მედიის მნიშვნელობაზე საუბარი უკვე ზედმეტად მიმაჩნია ხოლმე, მაგრამ მაინც აღვნიშნავ, რომ მისი როლი და მნიშვნელობა მსოლფიოში უფრო და უფრო იზრდება, ფეხს იკიდებს და ფაქტობრივად, აღარაფერი ხდება სოციალურ მედიაში გაშუქების გარეშე. საქართველოშიც ნელ–ნელა გააქტიურდა და  სათვალავში ჩასაგდები გახდა.

პოლიტიკურმა ძალებმაც ყური მოჰკრეს სადღაც, ფეისბუქის ფეიჯის, ტვიტერის ექაუნთის ქონა აუცილებელია, ობამას ხომ არ ჩამოვრჩებითო და ერთი–მეორეს მიყოლებით გაიხსნა ფეისბუქზე სამინისტროებისა და კონკრეტული პოლიტიკოსების ფეიჯები.

გახსნას აქტივობა მოჰყვა, ლაიქების მატების მანია გაჩნდა, ლაიქებისა და აქტივობისთვის კი კონკურსებია საჭირო, სამწუხაროდ. თავდაპირველად სამთავრობო სექტორიდან ყველაზე აქტიური დავით ბაქრაძის ფეიჯი იყო, რომელმაც ონლაინ აქტივობები ოფლაინს მიაბა. ყველაზე აქტიურ წევრებისთვის თავად პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრები ეწყობოდა. შემდგომ კონკურსი ონლაინ პარლამენტის არჩევნები, რომელში გამარჯვებულიც პარლამენტის ნამდვილ თავმჯდომარესთან ერთად ატარებდა მთელ დღეს, ესწრებოდა შეხვედრებს და ა.შ. კარგი ინიციატივებია, ვერაფერს იტყვით,. მაგრამ შემდგომში ფეისბუქი პოლიტიკური სექტორისთვის ბრძოლის არენად იქცა, ლაიქები კი გამარჯვების გასაზომად.

მარაზმის მატება ამ ბოლო დროს უფრო შესამჩნევი გახდა. მოსწავლეები PM მიმოწერასა და “დამილაიქე, დამიშეარე” თხოვნებიდან რეალურ ბრძოლაში გადმოვიდნენ. ქუჩაში ფლაერებს არიგებენ “აქ შედი, 8989 სკოლა მოძებნე და დაალაიქე” ტექსტით. ან პირდაპირ სახლის კარზე გიკაკუნებენ, ან მაღაზიაში გადგებიან თავზე ლეპტოპით ხელში და გთხოვენ, შეხვიდე შენს Facebook ექაუნთზე, დაულაიქო განათლების სამინისტროს კონკურსში სკოლის ლოგო, რომ სამინისტრომ სკოლას “მომავლის კლასი” აჩუქოს.

თბილისი ცენტრალში ლეპტოპით მოსიარულე მოსწავლე
თბილისი ცენტრალში ლეპტოპით მოსიარულე მოსწავლე

ლეპტოპით მოსიარულე მოსწავლეებსა და დამრიგებლებს აიტანდა კაცი,  პოლიტიკური სექტორი დავალების მიცემაზე რომ არ გადასულიყო:  გააკეთეთ ფეისბუქი, დაიმატეთ ფრენდები, დაალაიქეთ სამინისტროების გვერდები და ა.შ. მსგავსი ფაქტების შესახებ უკვე არაერთი მეგობრის ვოლზე წავიკითხე ინფორმაცია.

სკოლის მოსწავლეების ინფორმატიკის კაბინეტებში ჩაყვანა და დავით ბაქრაძის ფეისბუქ ფეიჯის დალაიქებაზე უკვე ბევრჯერ დაიწერა. მსგავსი ინფორმაციის სადმე დაპოსტვის შემთხვევაში კი პოსტს უპასუხოდ შლიან. არ მესმის, რისთვის აგროვებენ ლაიქებს, ატარებენ კონკურსებს და ავალებენ სკოლის დირექტორებსა და მასწავლებელებს ამდენ მარაზმს, თუ სოციალურ მედიაში ასეთ მოღვაწეობას აპირებენ? ვინ დაუგეგმა ასეთი კამპანია სახელმწიფოს? ნუთუ იმ “ჭკვიან” ადამიანს იმის გათვალისწინება დაავიწყდა, რომ სოციალურ მედიაში ყველაფერი ძალიან სწრაფად ვრცელდება, ივსება და ზვავის სახეს იღებს? რატომ ჩათალეს, რომ მსგავსი ინფო უყურადღებოდ დარჩებოდა და ლაიქომანია მშვიდად ჩაივლიდა?

მიმართვა იმ ჭკვიან ადამიანს, ვინც მსგავსი კამპანია მოიფიქრა: სოციალური მედია ნამდვილად დიდი ძალაა, სწორად მიმხვდარხართ, მის სწორად გამოყენებას ბევრი დადებითი რამის მოტანა ძალუძს, მაგრამ იმის გათალისწინება კი დაგავიწყდათ, რომ არასწორად მართვის შემთხვევაში უფრო მეტი ზიანის მოტანა შეუძლია.

მიმართვა იმ მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს, ვისაც ეს სისულელე დაავალეს: არ შექმნათ ყალბი ექაუნთები, ნუ აყვებით ამ სულელურ მოთხოვნებს,. მით უმეტეს, თქვენ, ბავშვებო. როგორც გოგიჩაიშვილი იტყოდა, ტეხავს… უბრალოდ, ტეხავს ხალხო… 😐

ქალთმოძულე კაცები

41 ენაზე თარგმნილი მსოფლიო ბესტსელერი

წიგნი, რომელიც 21-მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა და 70 000 000–ზე მეტმა მკითხველმა წაიკითხა


ავტორი: სტიგ ლარსონი
ჟანრი: დეტექტივი
გამოცემის თარიღი: 2004
გამოცემის ქართული თარიღი: 2011

ინცესტი, გაუპატიურება, ბოზი,  ყლე, მინეტი… << თუ ეს სიტყვები თვალს/ყურს გჭრით, ეს წიგნი თქვენთვის ნამდვილად არაა, რადგან შინაარსი მრავლად მოიცავს გაუპატიურების, ინცესტის და სხვა მსგავსი სცენების აღწერებს.

წიგნი სტიგ ლარსონის ტროლოგიის პირველი ნაწილია და შვედურ ორიგინალში “ქალთმოძულე კაცები” ჰქვია. ეს სათაური რეალურად ასახავს წიგნში განვითარებულ მოვლენებს, თუმცა ქართული ვარიანტიც “გოგონა დრაკონის ტატუთი”, სრულიად ჯდება წიგნის სათაურად, ჩემი აზრით (თუმცა, მაინც უცნობი რჩება ჩემთვის, რატომ გადაწყვიტა გამომცემლობამ სათაურის ასე რადიკალურად შეცვლა). Read More »

ასეთი ხარ?

პოსტი ფორუმის ისტორიიდან, რომელიც კონკრეტულად ერთ იუზერს მივუძღვენი, მაგრამ სრულიად ეხმიანება ჩემი თაობის მოდებილო სუბიექტთა რაობას:

ქართველი “ძაან” მაგარი ბიჭები , ყველა რომ ფეხებზე ჰკიდიათ, ყველა გოგოს რომ აბამენ და მხოლოდ ფორუმზე პოსტვაში არიან ენაგატლეკილები:

  • მათ ოჯახი ან არ ჰყავთ, ან ისეთ ოჯახში გაიზარდნენ, სადაც ყველა წაღმა-უკუღმა ატრიალებს ერთმანეთის მკვდარსა და ცოცხალს.
  • მერე ამიტომ აუცილებლად იძულებენ ოჯახს და ყველას, ვინც იტყვის, რომ შესაძლოა დედ-მამის ყოლა კარგი იყოს
  • სკოლაში მათ ყველა აჩმორებს. შესაბმისად ისინი სამუდამოდ იძულებენ “კაი ბიჭებს” რომ ეძახიან მომავალში, იმათ;
  • უნივერსიტეტში ვერ აბარებენ, რადგან სკოლაში არაფერი უსწავლიათ და ვერც ჩააბარებდნენ;
  • აუცილებლად მუსიკოსები ხდებიან, თან როკერები, მძიმე მეტალს “უკრავენ” . ჭუჭყისგან გაზიპული გრძელი თმითა და ტრაკზე გამოხეული შარვლით დადიან. ნუ , გამოხეულით თუ არა, გამოხევას რომ არაფერი უკლია, ისეთით;
  • ისინი, რომ ჰკითხო სექსში ყველაზე მაგრები არიან,და ყველა გოგო მათთან წევს, ვისაც კი იცნობენ.. <. sad.gif
  • თუმცა სექსისას რატომღაც ავიწყდებათ პორეზერვატივის არსებობა და რამე დაავადება თუ არ სჭირთ, 1-2 უკანონო შვილი ნამდვილად ეყოლებათ;
  • მათ მოსწონთ გოგოები გამოშტერებული სიფათით, ლუდისა და არყის სუნით აქოთებული, ამ ლუდისა და არყის ფულს რომ უხდიან კიდეც. იმიტომ, რომ თვითონ გადახდის ტრაკი არ აქვთ;
  • მათთვის ყველაფერი ქართული საშინელებაა. მერე რა, რომ თვითონაც ქართველია და მერე რა, რომ არ აქვს ტრაკი ის ცუდი ტრადიცია ცოტა უკეთესობისკენ შეცვალოს და წუწუნოს ნაცვლად რამე გააკეთოს;
  • მათთვის ქრისტიანი და მართლმადიდებელი თუ ხარ, ე.ი. შენ მაგარი “ბანძი და გოიმი” ხარ, აღარ გეკითხებიან იმის იქით რას აზროვნებ 🙂
  • ცხოვრების ბლომდე რჩებიან გამოშტერებულ ტიპებად, უტრაკოებად, არყისა და ჭუჭყის სუნით აქოთებულ 1-ოთახიან “ხრუშჩოვკებში”… ჩემი დაბადების წელს რომ კომპიუტერი გამოვიდა, იმას მიმსხდრებთან და ფორუმ-გე-ზე მაგარი პოსტების მწერლებად….

მეზარება კიდევ წერა/.

პატივისცემით, კნუტი
არაფერი პირადული
უბრალოდ ყელშია უკვე ეს მოწუწუნე თემები და პოსტები

იმედია, ამ პოსტმა აქტუალობა დაკარგა…

იმედია…. 😦 

ვალენტინობა

სანამ ყოველი მეორე ბლოგი ვალენტინობის თემით, გულებითა და “მედა ჩემი შეყვარებულიდღესკაფეშივიყავით” პოსტებით აჭრელებულა, დავასწრებ ხალხს და მოგახსენებთ ორიოდ სიტყვას:

Read More »

მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი

მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი თანამედროვე ქალის განუყრელი ატრიბუტია (მაგრამ, არა ჩემი :D, ვერ ვმეგობრობ მაღალ ქუსლიან ფეხსაცმელტან) თუმცა, ცოტამ თუ იცის მისი შექმნის ისტორია, დადებითი თუ უარყოფითი მხარეები.

 

თურმე, ყველაზე სექსუალურად წითელ ლანჩიანი ფეხსაცმელი ითვლება

ამერიკელი მწერლის, ქრისტოფერ მორლის აზრით, ქუსლიანი ფეხსაცმელი გამოიგონა ქალმა, რომელსაც ხშირად ჰკოცნიდნენ შუბლზე. 😀 სინამდვილეში, ქუსლიანი ფეხსაცმლის შექმნის იდეა ორლეანის ჰერცოგის მეუღლეს, ეკატერინე მედიჩის ეკუთვნოდა. 1533 წელს მან სპეციალურად შეუკვეთა რამოდენიმე ფეხსაცმელი ქუსლზე, რათა უფრო მაღალი გამოჩენილიყო და შთაბეჭდილება მოეხდინა საფრანგეთში, მომავალ მეფე ჰენრისთან ქორწინებისას. მისი ფეხსაცმელი ხის პლატფორმაზე იდგა. ქუსლიანი ფეხსაცმელი მალე გახდა მოდური მაღალ საზოგადოებაში. სასაცილოა, მაგრამ ევროპის მაღალი საზოგადოება ზედმეტადაც კი „ამაღლდა“ და მე–17 საუკუნეში მხოლოდ მათ ჰქონდათ უფლება ჩაეცვათ 6 დუიმის სიმაღლის მქონე ფეხსაცმელი, რაც 15.24 სანტიმეტრს უდრის. გადაადგილებისას კი ორივე მხარეს იყენებდნენ მსახურებს, რათა სიარულისას დაყრდნობოდნენ.

 

ეკატრინე მედიჩის ქალის მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის შემქნის იდეას მიაწერენ, თუმცა მიიჩნევა, რომ რომ ქუსლის პროტოტიპი საფრანგეთში მეთექვსმეტე საუკუნის დასაწყისში გაჩნდა. იმ დროისთვის ფეხსაცმლის ხელოსნები საცხენოსნო ფეხსაცმელს პატარა ქუსლს უკეთებდნენ, რაც ცხენზე ჯდომას უფრო კომფორტულს ხდიდა. ვინაიდან საფრანგეთში ცხენზე ჯირითი კაცების პრივილეგია იყო, პირველი ქუსლიანი ფეხსაცმელიც სწორედ მათთვის შეიქმნა. საუკუნის შემდეგ მაღალი საზოგადოების წარმომადგენელი მამაკაცებისთვის ქუსლიანი ფეხსაცმელი ყოველდღიურ ხმარებაშიც გავრცელდა. იმ დროისათვის მამაკაცის ფეხსაცმლის ქუსლის სიმაღლე 6-8 სანტიმეტრს აღწევდა. Read More »

ომი

ომის თემას არასდროს შევხებივარ ჩემს ბლოგზე. ალბათ იმიტომ, რომ როცა ბლოგს დავუბრუნდი, ომიც კარგა ხნის გავლილი იყო და ომის წლისთავიც 🙂 არადა, გორიდან ვარ წარმოშობით, სახლიც მაქვს სოფელ ქიწნისში და მამის მხრიდან ძალიან ბევრი ნათესავიც იქ ცხოვრობს, რომლებმაც საკუთარ ზურგზე იწვნიეს ამ ომის მთელი ავ–კარგიანობა…

როგორ გადავიტანე აგვისტოს ომი პირადად მე, ცალკე მოგიყვებით, მაგრამ ზოადად ამ თემას საქართველოში ვერ გაექცევი. ომი, გადატრიალება, რევოლუციები იმდენად ხშირად ხდება, ნებისმიერ არჩევნების  დასრულებისას კი იმაზე უნდა ვილოცოთ, სამოქალაქო ომი არ დაიწყოს.

ამ პოსტში უბრალოდ ჩემი თაობის დამოკიდებულებაზე მინდა მოგიყვეთ…Read More »

ჰომოფობია

ტერმინი ჰომოფობია ნიშნავს უსაფუძვლო შიშს, განდგომას, ან დისკრიმინაციას ჰომოსექსუალობისა და ჰომოსექსუალთა მიმართ.

ევროპარლამენტის მიერ 2006 წლის 18 იანვარს მიღებულ რეზოლუციაში ტერმინი ჰომოფობია ასეა განმარტებული:

,,ჰომოფობია წარმოადგენს წინასწარგანწყობაზე დაფუძნებულ ირაციონალურ შიშსა და სიძულვილს ლესბოსელების, გეების, ბისექსუალებისა და ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ და მსგავსია რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და სექსიზმისა.”

Read More »

ჰაინრიხ შლიმანი

ჰაინრიხ შლიმანი 1822წლის 6იანვარს გერმანიაში, ქალაქ ნოიბუკოვში დაიბადა. იგი  თვითნასწავლი არქეოლოგი გახლდათ.  მან დაამტკიცა, რომ ცნობილი ბერძენი მწერლის, ჰომეროსის, პოემებს რეალური საფუძველი ჰქონდა. კერძოდ, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოაჩინა ლეგენდარული ქალაქი ტროა, ტროას მეფის, პრიამოსის განძი და ქალაქ მიკენის საგანძური.

ბავშობაში შლიმანს მამა უკითხავდა ჰომეროსის პოემებს. 7 წლის ჰაინრიხმა განაცხადა,რომ ტროას იპოვიდა და ნათქვამი აღასრულა კიდეც. Read More »