აუდიოწიგნები

აუდიო წიგნები ჩემი ბოლო სიყვარულია. ძალიან მარტივია: გადმოწერე/იყიდე აუდიო წიგნი, ჩაწერე ტელეფონში, გაიკეთე ყურსასმენები და მორჩა. დავდივარ და ვიღაც ნარნარი და მშვიდი ხმის პატრონი ადამიანი მიკითხავს წიგნს, რომლის წასაკითხადაც თავად მე დრო არ მეყოფოდა.

audio-storiesყოველთვის ვამბობდი, რომ აუდიოწიგნების დამუღამება ძალიან გამიჭირდებოდა, რადგან ზოგადად ვინმე რამეს რომ მიკითხავს, ვერ აღვიქვამ კარგად. მირჩევნია ჩემით ავიღო ხელში, წავიკითხო და გავიგო რა ხდება. ამიტომ კარგა ხანი არც კი ვცდილობდი რამის მოსმენას. მეგობარმა ჰარი პოტერი აუდიო წიგნის სახით გამომიგზავნა და რადგან აწ უკვე ყველაჯერ მქონდა წაკითხული, ვიფიქრე გამიმარტივდებოდა ჰარით დაწყება. ასეც მოხდა. Read More »

კათარზისი

გაფრთხილება: პოსტი წარმოადგენს კიდევ ერთ ფიქშენს და რეალობასთან ნებისმიერი დამთხვევა უბრალო შემთხვევითობაა

– პატარაა, – სასოწარკვეთილი დაჰყურებს
– არა, რატომ… – ვცდილობ კედელს არ გასცდეს ჩემი მზერა. მეშინია, სახეზე არ მეწეროს სათქმელი
– ჩემი ერთადერთი კომპლექსია
– არაუშავს, ზომა მთავარი არ არის… – მზერა ისევ კედელზე. ვის ვატყუებ?

ვუყურებ და ვფიქრობ, რატომ ვარ ადამიანთან, რომელიც არც გარეგნობით მომწონს, ვერც სექსუალურად მაკმაყოფილებს. კათარზისს ვგავარ? ჯერ არა.


Read More »

მობილური სიყვარული

Miyvarxar…– SMS-ს სინათლის სიჩქარით ვკრეფ ჩემს დამტვრეულ მობილურზე და პასუხს სუნთქვაშეკრული ველოდები…

 

გადის 30 წამი, 31, 32…. „რად უნდა 1 SMS–ის აკრეფას ამდენი ხანი?“– ვბრაზობ ჩემთვის და მობილურის ეკრანს ჩაქრობას არ ვაცდი. „იქნებ SMS-ის მოსვლა გამომეპარა?“ მერე ზარს ვუშვებ მამაჩემის ტელეფონზე, რომელიც იქვე მიდევს. ვამოწმებ, –„იქნებ სწორედ ახლა გაფუჭდეს ჩემი საწყალი ტელეფონი? თან ისე, რომ ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი SMS გამომაპაროს…“ Read More »

უბის ლექსები VOL3

******

ვიქნები შენი არაბულის მასწავლებელი

და გასწავლი,

როგორ აუღლო სიყვარული სამივე დროში

უმარტივესად,

რადგან არაბულს

დროის გრამატიკული კატეგორია არა აქვს

და, შესაბამისად,

არაფერი

წარსულად, აწმყოდ და მომავლად არ ნაწილდება…Read More »

9 შეკითხვა სიყვარულის შესახებ

1
– უკაცრავად. თქვენი სახელი?
– გოჩა.
– გვარი?
– ჩიფიკაშვილი.
– რამდენი წლისა ხარ, გოჩა?
– თექვსმეტის.
– შეყვარებული თუ გყავს?
– შეყვარებული?
– ჰო, რა იყო, რაზე გეცინება?
– რავი აბაა!
– რა ჰქვია?
– ვის?
– შენს შეყვარებულს.
– არ ვიცი.
– როგორ, სახელი არ იცი?
– არა, მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი და ისიც შორიდან.
– როგორ ფიქრობ, რა არის სიყვარული?
– რავი აბაა! მე მგონი მარადიული მონატრებაა. . .
2
– მართა პირველი.Read More »

პუდრი,რომელიც სევდას დაფარავს

ყველა დაფიქრებულა იმაზე, თუ რომელია უფრო მნიშვნელოვანი,გარეგნული მხარე თუ შინაგანი სილამაზე… ჩემთვის 16 წლამდე რომ გეკითხათ,  აუცილებლად ასეთ პასუხს მიიღებდით (ყურადღებით გათამამებული, პრანჭია , თავში ავარდნილი სახით): ” რა თქმა უნდა გარეგნული ბრწყინვალება , შენ რა სხვანაირად ფიქრობ? “

ეს ის პერიოდი იყო,როცა მეგონა, რომ თუკი სკოლის ყველაზე მაგარ ბიჭებს მოწონდი და შენი თმის ბზინვარებით ყველა აღფრთოვანებული იყო , ან თუ კლასში ყველა გოგო ცდილობდა შენთვის მოებაძა, სხვა რა პრობლემა შეიძლება გქონოდა… როცა სარკის გამომგონებელი გენიოსად მიმაჩნდა და სხვა ბევრად უფრო ღირეულს არ ვაფასებდი… როცა ჩემი ცხოვრების სირთულეს ის წარმოადგენდა, უძილო სახე მექნებოდა თუ აჩეჩილი თმა…

 

 

გახსოვთ მია? ))

 

Read More »

ხელებს ვითბობ შენზე…

შემოდგომაა… ჩემი დრო…
ალბათ იმიტომ მიყვარს ეს დრო, რომ შემოდგომას დავიბადე, ოქტომბრის ერთ წვიმიან დღეს.

ამინდი იმ დღესაც ისეთი იყო. დიდი სიცხეების შემდეგ უცებ რომ აცივდება და ყველა სახლში რომ არის შეყუჟული… მე და შენ.. ჰო, მე და შენ და არა ჩვენ ეგ ადრე იყო,ახლა მე და შენ ვართ. მახსოვს ბევრნი ვიყავით და მე და შენ წინ მოვხვდით. უცებ ყველანი დაგვემშვიდობნენ და მარტო შენ მოგიწია ჩემი გაცილება. ალბათ არცერთს არ გვწყენია ეს,გაგვიხარდა კიდეც.

მეგობრებად დავრჩეთო და შენ ხელი მაინც ჩამკიდე. იმიტომ, რომ გაყინული მქონდა,  როგორც ყოველთვის.. გაყინული მქონდა და შენ მითბობდი… მეგობრები ვიყოთო და უბრალოდ,მეგობრულად კი არ დამემშვიდობე სახლში მიცილების შემდეგ,ისევ ჩვენ ადგილას დავდექით და ვლაპარაკობდით… მეგორები ვართ, ვამტკიცევბდით და ვერ გაძელი, ჩამეხუტე და იმწამსვე დამავიწყდა სიამაყე,შენი სითბო ვიგრძენი და იმ დროს მეტი არაფერი მინდოდა… ვხვდებოდი შენც.. ისე ძლიერად მეხუტებოდი, გამიკვირდა კიდეც, ასე როდის მოასწრო ჩემი მონატრება-მეთქი… ვიცი მეგობრები როგორც კოცნიან ერთმანეთს და ისიც ვიცი გოგო და ბიჭი როგორ კოცნიან… ჩვენ მეგობრები ვიყავით, მაგრამ გოგო და ბიჭივით ვაკოცეთ იმ დღეს.. ჰო,ვაკოცეთ და ჩვენი მოგონილი ფრაზაც გავიხსენეთ ,მერე ვიცინეთ. აღარც მახსოვს რაზე,მაგრამ ის მახსოვს, რომ ერთმანეთს მთელი ძალით ვეხუტებოდით. როგორ არ მინდოდა დამთავრებულიყო… როგორ არ მინდოდა გამხსენებოდა, რომ ჩვენ ახლა მეგობრები ვართ… არც შენ არ გინდოდა,ვიცი! არ გინდოდა!


მეგობრები ერთმანეთზე არ ეჭვიანობენ,მაგრამ შენ მაინც იეჭვიანე იმ დღეს, თუმცა ეს არ გჩვეოდა, მე გამიკვირდა კიდეც შენგან, რომ მეკითხებოდი ვინ მირეკავდა… მარტო შენ კი არა მეც ვიეჭვიანე , როგორ არ მინდოდა ჩემ გარდა ვინმესთვის გაგეთბო ხელები… მე ხომ იმდენად ეგოისტი ვარ, რომ იმასაც განვიცდი, ჰაერი რომ გეხება..

ჰო, ახლაც განვიცდი, ყველა შენ დანახვას განვიცდი… ქუჩაში რომ შემხვდები შენი ჩახუტების სურვილი თავაწეული ამაყი სახით რომ უნდა დავფარო, ამას განვიცდი ყველაზე მეტად… მე ხომ ყველაზე ემოციური გოგო ვარ მსოფლიოში და ეს ემოცია რომ უნდა დავფარო,  ეს მატირებს ახლა.. გითხარი, ახლა წერა მინდა და მერე წაგაკითხებ-მეთქი, მაგრამ როგორ წაგაკითხო ეს, ჩემ მეგობარს.. მე ხომ ისე თავდაჯერებულად გითხარი მაშინ მეგობრები ვიყოთ-მეთქი..

 

პ.ს.  ეს ჩანახატი ჩემს მეგობარს ეკუთვნის. ❤ რადგან მოგეწონათ, კიდევ დავდებ ხოლმე ❤

მე შენს გამო სამყარო მინდა….

ძალიან მიყვარს… შენახული მაქვს და ვუსმენ ხოლმე… ხმა მამშვიდებს, მუსიკაც… ლექსი კი….ჩემია მართლაც.

აუდიო ჩანახატი სიყვარულზე

ავტ : ბექა ელბაქიძე.
ხმის რეჟისურა და მასტერინგი: ალექსანდრე ღონღაძე

განწყობის ლექსი

გადიწვებიან კაბადონები
და ავტორდები,
რადგან შენი კაბა დანებდა
ჩემს ამქვეყნიურ, უბრალო შარვალს…

შენ ყვავილებით ამოავსე სიჩუმის კუბო
და ნება დამრთე მეწერა შენზე…

შენს ნაზ მაჯებზე მოაბჯენენ კბილებს დანები…

ლაშა ბრეგაძე.

ფორუმიდან

ორი მოდებილო ელემენტის საუბრიდან ფორუმზე

:თემის სათაური: ნატაშა როსტოვა ომი და მშვიდობიდან
შევედი.
ორი ფორუმელის განიხილავს რუსულ ლიტერატურას 🙂

ასეთ მდგომარეობაში იყოს ნეტავ ამათი წიგნები((

x:დავაჯვი თავზე.
x:ნატაშა როსტოვა მიდის ქუჩაში რა. ხან იქით გაივლს ხან აქეთ. მოკლედ ქალიშვილია და უხარია… ამ დროს მოდის ვიღაც უზრდელი ბიჭი და შუა ქუჩაში აუპატიურებს. ნატაშა როსტოვა იმედგაცრუებული სახით იხედება და ამბობს ეჰ რა ვქნა ცხოვრება გრძელდებაო.ნატაშა როსტოვას აქ სექსი ერთდროულად ორ მამაკაცთან. ამ დროს შემოდის ბოროტი ბიჭი და კლავს ნატაშა როსტოვას. ნატაშა დაღვრემილი სახით იყურება დ ამბობს ეჰ რას იზამ ცხოვრება გრძელდებაო.

y:შევეცი ნატაშასRead More »