T(რ)ag-იზმი

ბოლო პერიოდში ცოტას ვწერ, უფრო ცოტას ვკითხულობ და კიდევ უფრო ცოტას ვმეცადინობ…

მოახლოებულმა გამოცდებმა – წიგნის გადაშლის, უსაქმურობამ – სხვების ბლოგების კითხვის, რამდენიმე მკითხველის წერილმა კი ბლოგზე პოსტის დაწერის აუცილებლობა დამანახა.

ბლოგზე უძრაობის პერიოდში 5–მდე თაგ–თამაშში ჩამაბეს. მაგრამ მე ხომ საქვეყნოდ ცნობილი ზარმაცა ვარ და ამიტომ ყველას ერთად  პოსტში თავმოყრა და ერთი პოსტით მოცილება გადავწყვიტე 😀

მაშ ასე: ტ(რ)აგიზმი#1:

8 რამ, რაც არ იცით ჩემს შესახებ (დამთაგა მაცომ)

  • სავარაუდოდ, თქვენ არ იცით, რომ მე დედისერთა ვარ, მაგრამ 2 დის მქონე დედისერთა 🙂 Read More »
Advertisements

ჩემი 2010

მგონი ყველამ დაწერა ეს საახალწლო პოსტი და მეც არ გამოვაკლდები…. ძირითადად შეჯამების სახით… როგორ წელი ჰქონდათ, ის მიმოიხილეს. ანგარიშს ჩაბარებასავით გამოდის, მაგრამ … დაე, იყოს ასე, ანგარიშს გაბარებთ, ძვირფასებო.

მაშ ასე…

Read More »

სამართლებრივი გზამკვლევი ქალებისთვის ”ქარავანში”

შესავლის ნაცვლად: პოსტი იწერება ექსტრემალურ პირობებში. კერძოდ, უ-Word-ოდ, უ-ქართულ შრიფტოდ…… მოკლედ, ყოვლად უ-დ .. ))


ადრე დავდე პირობა, დასაპოსტი მასალა რომ შემომაკლდება, იმ ივენთების შესახებ დავწერ, რომლესაც დავესწრები ხოლმე-მეთქი. ჰოდა, მგონი, მიწევს პირობის შესრულება 🙂
გუშინ (24-11-10) ლიტერატურულ კაფე ”ქარავანში” ვიყავით. იდეაში, მე, ნათია და ანა მივდიოდით, თანაც როგორც მომავალი იურისტები. 🙂 საბოლოოდ, ჩვენს გარდა თიკო, ნიკოლო, ბექა და ჩემი ჯგუფელიც იქ აღმოჩნდნენ. მოკლედ, მინი ბლოგ-სხოდკა გამოგვივიდა 😀

(ყველაზე საინტერესო: როცა ვწერდით ვინ ვიყავით და საიდან, ყველამ სტუდენტი მივუთითეთ ორგანიზაციის, ან მედია საშუალების ნაცვლად. ცოტა ხანში იქ მყოფი პირი მოვიდა და თქვენ სოციალური მედიიდან არ ხართო, გვეკითხება, ჩვენც შევიფერეთ ნაგლად :D)

“ალა-ფურშეტ” 😀

ლიტერატურულ კაფე “ქარავანში”, ახალი წიგნის – “სამართლებრივი გზამკვლევი ქალებისთვის”, პრეზენტაცია გაიმართა.ღონისძიების მასპინძლები იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება (GTZ).Read More »

ბოდიალი-წაუკითხავად გადადით შემდეგ პოსტზე

ღამის 3 საათზე რა პოსტის დამწერი ვარ, მაგრამ რა ვაკეთო არ ვიცი, არც მეწერინება… ვიბოდილაებ, მერე წავშლი და  სულ ეგ იქნება რა.

დავწყოთ იმით, რო კბილი მტკივა გაუჩერებლად რამდენიმე დღეა. + ამას ემატება ყურის ტკივილიც (მგონი კბილს ბრალია ეგეც), ჰოდა ვარ ასე… არ ვიმჩნევ,  მაგრამ ზოგჯერ ისე მტკივდება ან 1, ან მე-2, ან ორივე ერთად, რომ ჩემდა დაუკითხავად ჩამომდის ცრემლები. ასე რომ, თუ თქვენს თვალიწინ მოულოდნლად წამსკდა მოღალატე ცრემლები, ე.ი. თქვენ არაფერ შუაში ხართ, უბრალოდ კბილმა შემაწუხა.

+ ამას დამემატა რაღაც სანერვიულო, რომელსაც Read More »

ვეძებ სამუშაოს

ქალბატონებო და ბატონებო….
ახლაგაზრდებო  და  უფრო მოხუცებო (ამათ უფრო ექნებათ, რაც მე მინდა და იმიტომ)

მიშველეთ, სამუშაო მჭიირდება : ))

ეს დიდი ხანია გაცნობიერებული მაქვს, მაგრამ, რადგან ორ ადგილას ვსწავლობდი, ვერ მოვასწრებდი ფიზიკურად მუშაობასაც და ამიტომ მივყუჩდი ეს წელი. მაგრამ დღეს, როცა დაპირებული რაღაცის ყი

დვა მოვთხოვე დედაჩემს და უარი მივიღე, ასევე უარი მთხლიშეს, რაღაც ჩემთვის საჭირო თანხაზე, მივხვდი, რომ აუცილებელია მქონდეს საკუთარი ჯიბის ფული მაინც  😀 რათა აღარ აღმოვჩნდე ხოლმე მსგავს იდიოტურ სიტუაციებში. ამასთან, თქვენ არ იცით, როგორ მეზიზღება ვინმესთვის რამის თხოვნა 😐

წეღან ადოს ფბ-ზე სტატუსზე დაახლოებით მსგავსი რამ ეწერა და ახლა , ორივეს სახელით გთხოვთ, დაგვასაქმეთ!!!

დაგვხარჯეთ,  ბატონო ))
იურიდიულად მოაზროვნე და ცხოველების გადამჯიშებელი ითხოვენ დახმარებას დასაქმების სფეროში : D

საქმე ან ELSE 😀

ნაჩქარევ-ბედნიერული პოსტი ^^

ვაიმე, თქვენ რომ იცოდეთ ახლა რა ბედნიერი ვარ 🙂

დიპლომი ავიღე საიაშიიიიიიიიიიიიიიიიიი

ყველას გილოცავთ ბავშვებოოო, ყვეეეეელას.

უკვე იმედი მქოდნა გადაწურული, რომ სერთიფიკატს მაინს მომცემდნენ, მაგრამ დიპლომიც კი ამიღიაა   ^_^


თქვნ არ იცით ახლა რა კარგად ვარ.

წავედი ახლა მე ვიმეცადინო, გამოცდა მაქვს ხვალ და ის თუ ვერ დავწერე, მერე ნახეთ გლოვა 😀

law

მზე…

დღეს იცით რა კარგი დღე იყო??
ყველაზე დამღლელი დღე მთელი გაზაფხულის განმავლობაში , მაგრამ ყველაზე ბედნიერი 🙂
მოგიყვეთ??

ვის რაში აინტერესებს, ისე 😀 მაინც მოვყვები :ბეეე: ჩემი ბლოგია, თქვენ ვინ გეკითხებათ 😛

ჰოდა.. იმით დავიწყებ, რომ ბოლო 4 დღე დასვნება მქონდა… უზარმაცესი პერიოდი. წესით, ვაპირებდი მემეცადინა. რომ ჩამოგითვალოთ რამდენი მქონდა სამეცადინო, შეგეცოდებით. ეს კვირა ხომ საგამოცდო კვირაა თეუსუში, ამას დამატებული ტესტირება თომაძესთან საიაში, + ალიენტეს კითხვები დასაწერი, + დებატების 4 თემა მოსამზადებელი , + საკონფერენციო სისხლის სამართალში… განვაგრძო??? არ ღირს, ალბათ…

ჰოოდა, მოკლედ. პირველი ვალდებულებითში მქონდა გამოცდა. ნასწავლი მართლა არ მქონდა , მაგრამ … მივედი და რაღაც იდიოტური საკითხები შემხვდა და დავწერე. 10-დან 1-მდე უნდა გავჩერებულიყავი შემდეგი ლექციისთვის, რა თქმა უნდა დამეზარა და გამოვიპარე 😀

ზურასთან ერთად რატომაღაც ონკოლოგიურთან აღმოვჩნდი, ლისის ტბაზე :)) დავ”წრე”თ (ნაცვლად და”კრუგვ”ისა 😀 , ზურას დავესესხე =)) ), გავთბით მზით, მე პირადად მზით დავიმუხტე… გავთბი… (ცოტა კი შემცივდა ისე :შ )


თუმცა მერე მომიხდა დაბრუნება ამ სულელურ თბილისში, სულეLურ ტესტირებაზე, სადაც ისევ მეზარებოდა აზროვნება…

ესაა ცხოვრება? 😦

დილით გამოცდა, შუადღეს სითბო, საღამოს ისევ გამოცდა :((
ეეჰ…

OFF