ყველაფერი, რაც ბოლო 2 წელიწადში ვისწავლე

ბოლო 2 წელი საკმარისი აღმოჩნდა, რომ იმაზე მეტი მესწავლა, ვიდრე წინა 2 წელიწადში, მაგალითად. ჰოდა ანგარიშს ვაბარებ ბლოგს და საკუთარ თავს, როგორ გავიზარდე. ამასთან: განვლილი წლის შეჯამებებს სულ ვწერდი ხოლმე მგონი. წელს გამომრჩა და ამ პოსტით ავანაზღაურებ. Read More »

ამბებზედ

უცნაური ძილის რეჟიმი მაქვს. უფრო სწორად, უცნაურად ყალიბდება ხოლმე და ძალიან მარტივად. თუ დილით ერთხელ რამემ გამაღვიძა, მერე ყოველ დილით იმავე დროს მეღვიძება უმიზეზოდ. სანამ რამე ახალს არ მივეჩვევი. ჰოდა ახლა დილით 6:30-ზე ვიღვიძებ უმიზეზოდ და ვუყურებ ჭერს. მერე მობილურის ეკრანს. მერე ისევ ვიძინებ და 8-ზე სამსახურისთვის ვიღვიძებ. უაზრობაა სრული.

Minimalistic-Wallpaper-22ახალი სამსახური შემომთავაზეს. არადა, არსად წასვლის სურვილი არ მაქვს. უცნაურია მგონი ცოტა: საქართველოში თითქმის ყოველთვის ვეძებდი ახალ და საინტერესო საქმეებს, ახლა რატომღაც მინდა რომ უბრალოდ ვიყო იქ, სადაც ვარ. არა, ისე ნუ გაიგებთ, რომ ქართულ კომპანიებში არ მომწონდა მუშაობა და ახლის ძებნას ვიწყებდი, არა, უბრალოდ ინტერესი მაინც მქონდა ახლის. ან დამატებითი საქმის აღების. ამჟამად კი უბრალოდ არ მაინტერესებს. თუმცა, შეხვედრაზე უარი მაინც არ ვუთხარი, ძალიან მონდომებული ჩანდა ეს კაცი :)) ჰოდა, აი ასე ვხვდები დღეს (დიდი ალბათობით, გაცილებით) კარგ ოფერს, მაგრამ სურვილი მაინც არ მაქვს.

მგონი ესტონური ზაფხული ისე ჩაივლის, ტალინის პლიაჟზე ბიკინით წამოგორება არ მეღირსება. Read More »

ჰიფსტერულად

ჰიფსტერებით სავსე ახალი ქართული სარეკლამო/ბრენდინგ/კრეატივ/დიჯითალ მარკეტინგ კომპანიები 😀

Read More »

ბოროტები

ყოველთვის მიჭირს იმის დაჯერება, რომ არსებობენ სერიალიდან გადმოსული ადამიანები, სხვების ბედნიერება რომ აღიზიანებთ და მათ გაუბედურებაზე ზრუნავენ.

თურმე, არსებობენ!

ხლართავენ რაღაც უაზრო ინტრიგებს, იგონებენ ჭორებს და ავრცელებენ, ბუზისხელა ამბავს სპილოს ტოლად აქცევენ და ბოროტად ხითხითებენ…. სრულიად გაუგებარია ჩემთვის ეს “გასართობი”. რატომ უნდა მოგინდეს სხვის ცხოვრებაში ჩაჰყო ცხვირი? რატომ უნდა შეგშურდეს სხვისი ბედნიერების?

image

მიზეზის პოვნა მიჭირს. შემიძლია, მხოლოდ ვივარაუდო. ალბათ ამით საკუთარ უსახურ ცხოვრებას ემალებიან, საკუთარ პრობლემებს. რადგან საკუთარი ვერ აიწყვეს, სხვისასაც ემტერებიან. იქნებ უბრალოდ სარკეს ჰკითხოთ, მეგობრებო, თქვენ რატომ არ გაგიმართლათ? იქნებ სჯობს საკუთარ საქციელში იპოვოთ შეცდომა და მუდმივად სხვებს არ დააბრალოთ თქვენი “უბედურება”? იქნებ თქვენშია პრობლემა და სჯობს მის მოგვარებაზე იზრუნოთ, იმის მაგივრად, რომ სხვა შეაწუხოთ და სცადოთ, ისიც თქვენსავით უბედური იყოს 🙂

სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს.

მაგალითისთვის: ამასწინათ, ანნას ეწერა, არსებობენ ადამიანები, წყვილების დაშორება რომ უხარიათო და რამდენიმემ საკუთარი ხელით დაწერა: დიახ, მე ვარ მასეთი, მიხარიაო. რამდენმა არ აღიარა კიდევ. რატომ? რა არის იმაში სასიხარულო, რომ ვიღაც 2 ადამიანი თავს ცუდად გრძნობს?

გათხოვილი ხართ?

ჩემდა სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ექიმებთან აქტიური შეხება მაქვს. დავრბივარ სხვადასხვა ექიმებთან, გამოკვლევებზე, ანალიზებზე, აფთიაქებში და ა.შ და ა.შ.

იცით, როგორ სვამენ ჩვენთან ექიმები შეკითხვას სექსუალური ცხოვრების შესახებ? “გათხოვილი ხართ?” ამ მარტივი ფრაზით ცდილობენ გაიგონ გაქვს თუ არა სექსი/ხარ თუ არა ქალიშვილი. თითქოსდა შეუძლებელი იყოს სექსი გათხოვების გარეშე -_- ამ დროს გაბრაზებულმა, მაგრამ მაინც ღიმმორეულმა უნდა უპასუხოთ, რომ “არა, გათხოვილი არ ვარ. მაგრამ თუ იმას გულისხმობთ მაქვს თუ არა სექსი, კი – თქვენზე მეტი”

თუმცა რა მიკვირს? ჩვენთან სექსი აკრძალული თემაა. გასათხოვარი გოგოსთვის წარმოუდგენელია ფაქტი “სექსი”. რას იტყვის ოჯახი? და ხალხი? და უბანი? ან ბიძაშვილის ცოლის მამიდაშვილის მეზობელი?

 

სექსი აკრძალულია იმ წყვილებისთვისაც, ვინც თუნდაც 3-4 წელი ერთად არიან. მთავარია, ქორწინების საბუთი დაიჭიროთ ხელში, შემდეგ უკვე გზა ხსნილია. არ აქვს მნიშვნელობა შემდგომ შეეწყობით თუ არა ერთმანეთს, მოგეწონებათ თუ არა თქვენი პარტნიორი. სექსი მხოლოდ საბუთიანი წყვილებისთვისაა დაშვებული! (უნდა ვაღიარო, რომ ძალიან მიკვირს იმ წყვილების, ვინც რამდენიმე წელია ერთად არიან, უყვართ ერთმანეთი, ერთად სძინავთ და ა.შ. მაგრამ სექსს მაინც ვერ ბედავენ. რა უბედურებაა ეს?)

გათხოვდით, ქალიშვილი აღარ ხართ და გამოთხოვდით? ნუ გიხარია, შენ მაინც არ გაქვს სექსის უფლება. ბოზად ჩაითვლები 😀

და კიდევ ერთხელ მიკვირს, რატომ არ ვრცელდება ეს ნებისმიერი იარლიყი მამაკაცებზე? რელიგიითაც კი ვერ “ვაპრავებ” ამ აზროვნებას. ქრისტიანობა მოსთქვამს, კაცმაც თავი შეინახოს ქორწილამდეო 😀

ჰოდა.. იმის თქმა მსურდა. Fuck you bitches, get a life 🙂 მოეშვით ჩემი ქალიშვილობის რკვევას და მერე ამრეზილ გამოხედვებს თქვენთვის არასასურველი პასუხის მიღებისას.

სისულელე, ანუ Human v 0.8

ჩემი ბლოგი სტუმართმოყვარეობით არ გამოირჩევა. ეს პირველი გესთ–პოსტია კნუტის ბლოგზე. იხილეთ პროგრამისტის თვალით დანახული ადამიანის ფორმირების პროცესი 🙂 ამ გენიალური გიკური შედევრის ავტორი: ჭრელა.

პრეისტორია: ღმერთს მოსწყინდა ამდენი გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება და გადაწყვიტა შეექმნა არსება, რომელიც თვითონ განვითარდებოდა და მომავალში ბევრ რამეში დაეხმარებოდა მას. დაავალა თავის ანგელოზებს ამ პროექტზე მუშაობა. თავდაჯერებული ანგელოზებიც დაჯდნენ და პირველი ვერსია უკვე რამდენიმე კვირაში იყო მზად. პირველმა ტესტირებამ წარუმატებლად ჩაირა, მიღებული ნივთი მიწას დაენარცხა, დაიშალა და მალე მთლიანად გაუჩინარდა. ანგელოზ-ინჟინრები მხოლოდ ახლა მიხვდნენ, რომ უბრალოდ წყალი ამ ამოცანის ამონახსნად არ გამოდგებოდა. სულ რამდენიმე დღეში უკვე ახალი ვერსია ჰქონდათ – წყალს ჭურჭელი მოუძებნეს, თუმცა Read More »

offline Mode

სხვებს გაძლევდით რჩევებს და აგერ ამდენი თვეა ჩემი თავისთვის ვერ მიშველია. 😀


თითები თავისით გარბიან კლავიატურისკენ და ჩვეული სისწრაფით კრეფენ მის სახელს სერჩში.  მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, ახალი არაფერი დამხვდება, თვალის ჩავლება უკვე არგად ნაცნობ და შესწავლილ პოსტებზ,ე ჩვევად მექცა და მამშვიდებს. თითქოს ვიგებ, რომ კარგადაა და არაფერი უჭირს. შავ დღეში კი მაშინ ვვარდები, დეპრესიის მორიგი შემოტევა რომ ეწყება და facebook-ს აუქმებს. ვნერვიულობ, იმაზე ხშირად ვეძებ, ვიდრე მჩვევია და სხვა ყველაფრის მიმართ ყურადღება მიდუნდება.
დაბრუნდა? ე.ი. პრობლემა გადაუჭრია :ამოსუნთქვა:

ნუ მანერვიულებ : )

აგვისტო

დავიღალე უაზროდ ყოფნით და
სახლი–სამსახური–სახლი მარშრუტით

წელს (ისევე, როგორც შარშან) შვებულება არ მაქვს, ზაფხულის თბილისში გატარება მიწევს. თან ისევ მარტოს, რადგან  მშობლები გავისტუმრე უკვე დასასვენებლად. ამიტომ გადავწყვიტე, ყოველ საღამოს სადმე წავიდე/რამე დამამახსოვრდეს. თუნდაც რამე ადგილი, ან ქუჩაში გამვლელი, რომელზეც საინტერესო ისტორიას მოვიფიქრებ, ან რაიმე მსგავსი… at least, ბევრ კაფეს მაინც მოვივლი წიგნით ხელში : ) და მცირე რევიუებს შემოგთავაზებთ. ა ჰო, ამ ყველაფრის ფოტოების შეკრებას ვგეგმავ კიდევ : ) და სავარაუდოდ, ბლოგის facebook page-ზე განთავსებას.

This slideshow requires JavaScript.

ქუჩაში გამვლელებზე ისტორიების მოფიქრება ჩემი ერთ–ერთი ჰობია, მგონი. ფეხით ბოდიალი მიყვარს მარტოს, შემხვედრ გამვლელ–პერსონაჟებზე საკუთარ თავს ისტორიებს ვუთხზავ ხოლმე და ვუყვები. თუმცა, ყოველთვის მავიწყდება ეს ისტორია სახლში მისვლამდე. 😀 ამჯერად, ვეცდები დავიმახსოვრო და თქვენამდეც მოვიტანო.

ასე, რომ თუ თქვენც მოგბეზრდათ უაზრო დღის განრიგი და არ იცით სად/როგორ/ვისთან ერთად გაატაროთ საღამო, join me 🙂 Let’s have ცოტათი უფრო საინტერესო აგვისტო 🙂

 

ვიწველით გუდიაშვილისთვის

იყავით დღეს ამ მანიფესტზე? არა? სირცხვილი თქვენ!
ფეხებზე დაგიკიდებიათ გუდიაშვილის სკვერის რაობა და არსებობის პრობლემა 🙂 პროტესტი არ გამოგიხატავთ და ახლა აკრიტიკებთ ხალხს 🙂 უტრაკოებო!

დაახლოებით ეს პათოსი იგრძნობა ახლა ფეისბუქზე. ვირუსულად გავრცელდა ვიდეოც

ვისაც რა ჰქონდა, იმას ყიდიდაო, ასეთი აზრი დევს თურმე ამ პერფორმანსში. აი, ვინც სვამდა ამ რძეს, იმან რა აზრი ჩააქსოვა თავის ქმედებაში, მაგას ნამდვილად ვერ გეტყვით.

ზოგი უფრო მაღალ მატერიებს გადასწვდა და ასე განმარტა ეს ქმედება

” ეს პერფორმანსი ერთგვარად ეპირისპირდება მთელს თანამედროვე კულტურასა და აზროვნებას, რამდენადაც მთელი მოძრაობის იდეა ადამიანურ ურთიერთობებსა და პრიმიტიულ, თუმცა ამავდროულად ღრმა გრძნობებზე დაჰყავს 🙂 ადამიანისა და იდეის დამოკიდებულებას ქალბატონი რაიმე რკინის კონსტრუქციით ან წინასწარ მომზადებელი ინტელექტუალური სფიჩით კი არ გამოხატავს, არამედ დედისა და შვილის ურთიერთობით 🙂 ის საკუთარ შვილად, საკუთარ ნაწილად იღებს ყველას, ვინც იმავე იდეით მიდის სკვერში და ყველას სიმბოლურად ასმევს თავის რძეს, რომელიც თავისმხრივ ამ კავშირს ამყარებს და საბოლოოდ ყველა იქ მყოფს აერთიანებს :)”

მე მომიტევეთ და ვერც აზრს ვხედავ ამაში, ვერც ესთეტიურობას და ვერც ქველმოქმედებას. რითი უკავშირდება გუდიაშვილის სკვერის გადარჩენის იდეა ქალის მიერ რძის წველას? უბრალო გამვლელი რომ ვიყო და ეს დავინახო, რამით დავაკავშირებ ამ ქმედებას გუდიაშვილთან და სკვერთან?

საინტერესოა, შემდეგი პერფორმანსი რა იქნება? მამრები გაიღებენ სპერმას თუ ისევ ქალებს მოგვიწევს ზრუნვა? ჰმმ.. რა შეიძლება გავცე? მაქსიმუმ ყოველთვიურად რასაც ვკარგავ, ის 🙂

მადლობა ყურადღებისთვის

საზიზღრობაა.

რუსთავი, Rustavi, Рустави

რუსთავი – თვითმმართველი ქალაქი, ქვემო ქართლის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქი 1948 წლის 19 იანვრიდან. მდებარეობს ქვემო ქართლის ვაკეზე, მდინარე მტკვრის ორივე ნაპირას, ზღვის დონიდან 370 მ სიმაღლეზე. რუსთავი თბილისის აგლომერაციაში მყოფი ქალაქებიდან უდიდესია. თბილისსა და რუსთავს შორის უმოკლესი მანძილია 7,66 კილომეტრი. ქალაქის ტერიტორია 60 კვ. კმ-ს შეადგენს, მოსახლეობა 138 ათასი. რუსთავი საქართველოს უმთავრესი სამრეწველო ქალაქია თბილისის შემდეგ.

შენიშვნა: ზემოთ მოყვანილი ტექსტი მხოლოდ ამონარიდია ვიკიპედიიდან.

რუსთავი ერთი არც თუ ისე პატარა ქალაქია თბილისთან ახლოს. აქ ბევრად სწრაფად და მარტივად მოხვდებით თბილისის ცენტრალური უბნებიდან,  ვიდრე თბილისის გარეუბნებში (მაგ: ვარკეთილი, გლდანი… 😀 ).

ქალაქის შესასვლელი მთავარი გზა მთლიანად წითელი/თეთრი ზოლებით შეაფერადეს და წარწერაც დაურთეს: Welcome tu Rustavi. ასე, რომ შეუძლებელია ქალაქში შემოხვიდე და არ გაგეღიმოს. welcome–ო ხომ გითხრეს, რაც მთავარია 🙂 ეს ტექსტი ჩემი აზრით, იმ სამენოვანი სტენდების ჩასანაცვლებლად გააკეთეს, სამ ენაზე რომ ამცნობდა  შემომსვლელს ქალაქის სახელს “რუსთავი”, “Rustavi”, “Рустави”.

Read More »