Tbilisi Beer Fest – თბილისის ლუდის ფესტივალი

ლუდი – ალაო, სვია, წყალი… ნაკლებადალკოჰოლური სასმელი, რომელიც ჩემნაირ “მალალიტრაშკას” მაინც ათრობს. 😀
ოდნავ მომწარო გემო, მეგობრებთან ერთად დასალევი. კიდევ? თქვენ რა გახსენდებათ “ლუდის” გაგონებაზე?

ლუდის დიდი ფანატი არ ვარ. საერთოდ არ ვსვამდი რამდენიმე წლის წინ. მეგობრებმა ნელ-ნელა მიმაჩვიეს 🙂 თუმცა, დღემდე 1 კათხა ლუდი მყოფნის თრობის პირველ ეტაპზე გადასასვლელად 😀

მიუხედავად ამისა, Tbilisi Beer Fest-ზე მაინც ყოველ წელს დავდივარ. ფესტივალი ჩემთვის მხოლოდ ბევრი ლუდის დალევის საშუალება არაა. ვნახულობ ძალიან ბევრ ახალ თუ ძველ ნაცნობს, ვუსმენ უმეტესწილად სასიამოვნო მუსიკას, ვიღებ ფოტოებს, ვსვამ ცოტას, ვერთობი და ა.შ. წელს სასიამოვნო მუსიკა აშკარად გარანტირებულია, ისეთი ჯგუფები უკრავენ: მელოუ, სვანსიხი, ლაუდსფიქერსი, ზურგი… კიდევ რამდენიმე შემსრულებელია, უბრალოდ ისინი ჩემთვის ვერ ფავორიტობენ და აღარ შეგაწუხებთ 😀 ფესტივალის მთლიანი ლაინაფი ამ ბმულზე იხილეთ.

ფოტო შარშანდელი ბირფესტიდან –

  • ლუდის ფესტივალის ბლოგის კითხვისას დამემსხვრა მითი, რომ ლუდი კალორიულია და ასუქებს 😀
  • ბევრი მომხმარებელვით არ მეგონა, რომ სადმე ლუდის უფასო ფესტივალი არსებობს და რომ ოქტობერფესტზე ლუდს დიდძუძუებიანი გოგოები მხოლოდ ლამაზი თვალებისთვის არიგებდნენ. ასე რომ, მოეშვით წუწუნს. ლუდი უფასო არსად არაა 😀
  • არც ფესტივალზე ლუდის ფასი მაწუხებს. ბარში რომ შედიხართ და სვამთ, დავიჯერო, 1,5 ლარზე ნაკლებს იხდით? 🙂 + ამას მუსიკას უნდა მოუსმინოთ, გაერთოთ… and again: ნუ წუწუნებთ ხალხო! 😀
  • ზოგადად, ძალიან მომწონს ის ფაქტი, რომ ასეთი აქტიურია ფესტივალი სოც. ქსელებში. ფეისბუქზე, ვორდპრესზე, ტვიტერსა თუ ინსტაგრამზე.

ჩემი რჩევა იქნებოდა, არ გამოტოვოთ წლევანდელი ბირფესტი. ბევრი გათამაშება, კარგი მუსიკა, ლუდი, მეგობრები და გართობა იქნება :3

მე მივდივარ ლუდის ფესტივალზე, შენ? 😛

Advertisements

მიმართვა ახალბედა ბლოგერებს

ამას წინათ ბლოგერების ჯგუფში კამათი გამოიწვია ჩემმა პოსტმა, როცა ვიღაც ახალბედას ხუმრობით მივმართე ბლოგერი როგორ ხარ, როცა ბლოგზე ერთადერთი პოსტი გიწერია–მეთქი 😀
ეწყინა 🙂
მოდი, ბლოგერობის “კრიტერიუმები” შევადგინოთ.

შენ არ ხარ ბლოგერი, თუ:

  • Facebook–ზე განთავსებული შენი ფოტოების 80 %  ბლოგერების შეხვედრებზე არაა გადაღებული 😀
  • ნებისმიერი FB ფრენდი, რომელთანაც 100 + მეგობარი გყავს, ბლოგერია 🙂
  • არ გიბირჟავია ვერის ბაღში
  • არ გითამაშია ჩგმ
  •  არ გიზასავია რომელიმე ბლოგერთან 😀 (თამაშის ფარგლებში მაინც 😀 )
  • დადებითად არ ხარ განწყობილი ჰომოსექსუალების მიმართ 😀
  • ვლოგერის ოფისში ყავა  არ დაგილევია
  • ბანკებს (და ზოგადად რაღაც ორგანიზაციებს)  შეხვედრებზე არ დაუპატიჟებიხარ
  • და არც მათ მიერ ორგანიზებულ რაღაც ივენთებს დასწრებიხარ 😀
  • არ მოგსვლია მოწვევა ვერა ქობალიასგან და თუ ერთხელ მაინც არ ყოფილხარ ეკონომიკის სამინისტროში განხილვაზე “როგორ გადავარაჩინოთ ტურიზმი სოც. მედიის მეშვეობით”
  • არ დასწრებიხარ არცერთ კვარიათულ  “ქართული ბლოგინგის დღეებს” GBD
  • არ იყავი აქტიური წევრი ფბ–ს ბლოგერების ჯგუფისა და არ გიკაიფია ახალწვეულებზე
  • არ მიგიღია მონაწილეობა ბლოგერების რომელიმე კონკურსში და არ მოგიგია
  • არ დაგიწერია შეკვეთილი პოსტი
  • არ დაუთაგიხარ არავის თაგ–პოსტებში
  • ლეონსიოსგან ბლოგერების ექსკურსიის ივენთის მოწვევა არ მოგსვლია
  • არ მოგისმენია ზურიუსის სტვენა / არ გინახავს მისი ვიდეო–პოსტები
  • არ გინახავს სიყვარულოვნას ძუძუები
  • ვლოგერში სოც. მედიის შესახებ სერიოზული სახით არ გიმსჯელია 😀
  •  ნებისმიერ ბლოგერთან, თუნდაც მის შეხედულებებს არ იზიარებდე, შეხვედრისას უფრო მეტი სალაპარაკო თემა არ გაქვს, ვიდრე სხვა რიგით, ჩვეულებრივ ნაცნობთან 🙂
  • როცა ორი, მითუმეტეს, რამდენიმე ბლოგერის შეხვედრისას და ბლოგოსფეროს გარჩევისას, გარშემომყოფები იწყებენ თქვენს ინტერესით თვალიერებას – მათ ძირითადად თქვენი ახლობლების უცნაური მეტსახელები აოცებთ 🙂
  • და ბოლოს: ნებისმიერ არაბლოგერს ჩვენს გაცნობაზე ასეთ რეაქცია უნდა ჰქონდეს: თქვენ ვაფშე რა სასტავი ხართ? :O
P.S. ეს ყველაფერი ხუმრობით 😀 სერიოზულად ნუ მიიღებთ.
მადლობა იდეისთვის ჰექსეს და გასტოს 😀

როგორ არ უნდა მართო ფეიჯი

სოციალური მედიის მნიშვნელობის ზრდაზე არ დავიწყებ საუბარს, ისე მეჩქარება იმ მთავარ ამბავზე გადასვლა, რაც ბოლო წუთებში მოხდა ფეისბუქზე, თუმცა, აუცილებელია ხაზი გაესვას ჩემი მხრიდან, კომპანიების მიერ ფეისბუქის გამოყენება აქტიური კი არა, აუცილებელი გახდა. ამ “მოდის” შესახებ სამწუხაროდ, ყველა კომპანიამ იცის უკვე და ზრუნავენ კიდეც ფბ–ს “დაპყრობაზე”.თუმცა, ავიწყდებათ, რომ ფეისბუქზე ადმინისტრატორი ისეთივე მნიშვნელოვანი პირია, როგორც PR მენეჯერი 🙂 ავიწყდებათ და სრულიად უვიც ტიპებს უვარდებათ Facebook–ს ფეიჯი ხელში, ხდება კამათი, კომპანიის სახელის  დაკნინება და ა.შ.

სრულიად შემთხვევით ევროპარკის ფეიჯზე მოვხვდი და სტატუსმა კომენატრებით იმდენად გამაოცა, მეც დავპოსტე და პასუხად მივიღე ბლოკი :))) ჰო, ალბათ შავ სიაშიც შემიყვანეს და აკვაპარკში აღარ შემესვლება :შ

ყველაფერი დაიწყო უწყინარი სტატუსით : აკვაპარკი მომხმარებლებს წყვილად შესვლაზე დისქაუნთს სთავაზობდა. თამუნას კითხვაზე, შეუძლია თუ არა გოგო იყოს მისი მეწყვილე, ფეიჯის ადმინისტრატორი გაღიზიანდა და დაიწყო პირადი  აგრესიის გამოვლენა თამუნასადმი.

ვინაიდან და რადგანაც მე უბრალოდ სქრინებს ვერ ვიღებ ამ ლეპტოპით, შებრძანდით თამუნასთან და იხილეთ სრული მიმოხილვა.

მითხარით, რატომ წერს კომპანიის წარმომადგენელი ასე ჩვეულებრივ იუზერს? რატომ მიმართავს ისე, თითქოს საკუთარ ვოლზე შევიდა პოლემიკაში? ან რა მიმართვებია საერთოდ “ვიცი ვინც ხარ , შე ლესბოსელო, ნწ ნწ ნწ, აბა სასწრაფოდ გადაისწორე ინტერესები, შე ღვთისმგმობელო” და მსგავსი ლეღვობები.

ვინ აიყვანა საერთოდ ასეთი ტიპი სამუშაოზე?

უი ჰო, მეც დამბლოკეს, როცა მივუთითე რომ

  • ა) უნიკოდით წეროს;
  • ბ) სექსისტურ გამოხტომებს მოეშვას ფეიჯზე’
  • გ)ეს მისი პირადი პროფილი არაა და კომპანიის სახელით კლიენტს შავი სიით და საჯაროდ მისი ფოტოს გამოქვეყნებით არ უნდა ემუქრებოდეს;
ამის მერე მე დამბლოკა ამ არაჩვეულებრივმა ადმინკამ 🙂 ჩემი ბედი გაიზიარა ყველა იმ მომხმარებელმა, რომელსაც თამუნა მეგობრებში ჰყავდა და გვერდი იმ წუთებში დაალაიქა. რა მნიშვნელობა აქვს რამე დაწერეს თუ არა, მთავარია, რომ თამუნა ჰყავთ ფრენდებში! ე.ი. ისინიც პროვოკატორი, გეი, ღვთისმგმობელი ხალხი არიან და არ იმსახურებენ აკვაპარკის დიად ფეიჯზე ფეხის შედგმას :)))))
რჩევა კომპანიებს: როცა ფეიჯისთვის ადმინისტრატორის ძიებას დაიწყებთ, შეუმოწმეთ არამხოლოდ სამუშაო გამოცდილება, უნივერი და მსგავსი დებილობები, რაც CV–ში წერია, არამედ ვრაითინგ სქილები, კონფლიქტურ გარემოში ადმინისტრირების უნარი და საერთოდაც: გაარჩიეთ ვინ აზროვნებს და ვინ უბრალოდ პირადი კონფლიქტის მოსაგვარებლად გამოიყენებს თქვენს გვერდს 🙂
ამას წინათ, ერთი სასტუმროს ფეიჯის ადმინისტრატორი მიმტკიცებდა, როგორც მინდა ისე დავწერ ჩემს ფეიჯზე, როგორც მიდნა ისე მოგმართავ და ა.შ. ეს ოჯახური სასტუმრო და ოჯახური გარემოაო/. იცი რა? ჩემთვის  სულერთია შენ როგორი გარემო გაქვს სასტუმროში, მარტივია მგონი იმის შეგნება, რომ უცნობ ადამიანს შენობით არ უნდა ესაუბრო 🙂
ქართულ უნიკოდზე გაჭედვა ალბათ სნობიზმად შემერაცხება, მაგრამ რატომ? ესეც აუცლებელი პირობაა ფეიჯის მართვისას. წერ ქართულად? წერე ქართული უნიკოდით. ინგლისურს მაშინ მიმართე, როცა I love you ტიპის ენაზე გადახვალ :)))

Hostel VS others

ცხელა.
ცხეელა…

ცხელააააააა…

იღებ ზურგჩანთას, მიდიხარ ბათუმში და გხვდება „ოჯახური სასტუმრო“, სადღაც გადაკარგულში რომელიღაც სართულზე შეყუჟული 1 ოთახი, სადაც არ უნდა იხმაურო, არ მოწიო, გვიან არ დაბრუნდე, სექსიც კი არ უნდა გქონდეს….

კარვით წახვალ? უკომფორტობით, აბაზანისა და ინტერნეტის გარეშე მოკვდები…

სასტუმროს მოძებნი? ვერა… მაგდენი ფული არ გაქვს, რომ ერთ ღამეში 100 ან 200+ ლარი გადაიხადო…

ეძებ ალტერნატივას.

Hallulah!

Hostel Read More »

ბათუმის იუსტიციის სახლი

იუსტიციის სახლი ერთ–ერთ ყველაზე საინტერესო ადგილად დამამახსოვრდა ჩვენი ვოიაჟებიდან.  ვაღიარებ, არ ვიყავი კეთილგანწყობილი ამ რაღაც უფორმო შენობის მიმართ (რომელიც თეფშზე თავდაყირა დადგმულ ბოთლს მაგონებდა რატომღაც) .

იუსტიციის სახლი, ქვემოდან უკეთესი ჩანს 😀

წინასწარ ვემზადებოდით  გაოცებული სახეების მისაღებად და ტექსტიც მოვამზადეთ ბირმანის ხელმძღვანელობით  საოცარი ინტონაციით:  “ვაიიმეეე, რა მაგარიაააააააა” 😀 არ დაგვჭირდა. მართლა სასიამოვნოდ გავოცდით 🙂 Read More »

Georgian Blogging Days

შარშანდელი Georgian Blogging Days-ის მიმოხილვას არ დავიწყებ, ამაზე ისედაც ბევრი დაიწერა და უფრო მეტი ითქვა(მით უმეტეს, რომ მასში მონაწილეობა არ მიმიღია). პირდაპირ წლევანდელზე გადავალ:

Georgian Blogging Days 2011–ის ჩატარებამდე 2–იოდე კვირით ადრე გამოცხადდა კონკურსი “სოციალური მედია განვითარებისთვის”. მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ აქტიურ ბლოგერს შეეძლო. მონაწილეობის სქემა მარტივი გახლდათ: გააგზავნიდით პროექტს, ჟიური შეარჩევდა და მოწონების შემთხვევაში, თქვენ კვარიათში მოხვდებოდით 🙂 ეზ აი დიდ.

საბედნიეროდ, მე მოვხვდი 🙂   Read More »

T(რ)ag-იზმი

ბოლო პერიოდში ცოტას ვწერ, უფრო ცოტას ვკითხულობ და კიდევ უფრო ცოტას ვმეცადინობ…

მოახლოებულმა გამოცდებმა – წიგნის გადაშლის, უსაქმურობამ – სხვების ბლოგების კითხვის, რამდენიმე მკითხველის წერილმა კი ბლოგზე პოსტის დაწერის აუცილებლობა დამანახა.

ბლოგზე უძრაობის პერიოდში 5–მდე თაგ–თამაშში ჩამაბეს. მაგრამ მე ხომ საქვეყნოდ ცნობილი ზარმაცა ვარ და ამიტომ ყველას ერთად  პოსტში თავმოყრა და ერთი პოსტით მოცილება გადავწყვიტე 😀

მაშ ასე: ტ(რ)აგიზმი#1:

8 რამ, რაც არ იცით ჩემს შესახებ (დამთაგა მაცომ)

  • სავარაუდოდ, თქვენ არ იცით, რომ მე დედისერთა ვარ, მაგრამ 2 დის მქონე დედისერთა 🙂 Read More »

FaceBook-მა რა ჰქმნა?!

ახლა 20 თებერვალია, 2011 წელი, დრო: 00.36 …

 

სახლში ვარ, ვწევარ ჩემს პატარა, თბილ ლოგინში, მუხლებზე ლეპტოპი მიდევს, ვუსმენ ბითლზებს და ამ სისულელეს ვკრეფ ვორდში, რადგან ინტერნეტი არ მაქვს ჩემი მოხერხებულობიდან გამომდინარე 😐 ინტერნეტის კაბელი გამიწყდა, როგორც ხშირად მემართება ხოლმე და გადავწყვიტე ისევ თავად შემეკეთებინა. ვითხოვე ჯეკმეიკერი, ვიყიდე 2 ცალი ჯეკი.. დავჯეკე კიდეც, მაგრამ, უკაცრავად ამ სიტყვებზე და ჩემი ფეხები… არაფერიც არ მოხდა. ინეტი არ ჩაირთო 😦 ისიც არ ვიცი, როდის მეღირსება ხელოსნის გამოძახება.  😀 მოკლედ, დამერხა…

 

გუშინ ამ დროს კლუბ თუსაიდში ვიყავი 50–მდე სხვა ბლოგერთან ერთად და ალბათ, ვცეკვავდი (რადგან მთელი საღამო ცეკვის მეტი არაფერი მიკეთებია 😀 ) უუუუკარგესი საღამო იყო ^_^ დარწმუნებული ვარ, უკვე ბევრმა დაწერა პოსტი წუხანდელ ღამეზე, მაგრამ რადგან მე გამოვეთიშე ჩემს სამყაროს უინტერნეტობიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, ეს პოსტიც ცოტა მოგვიანებით იხილავს ვორდპრესის დეშბოარდს.

 

ჰოდა, მოკლედ, TBC-იმ რომ ამ კრებულის გამოცემაზე ბევრი გვაწვალა, ალბათ გახსოვთ. მე არ დამიწერია პოსტი, ჩემი სიზამრაციდან გამომდინარე, მაგრამ შესაძლოა სხვებთან წაიკითხეთ, როგორ გვაბითურებდნენ მონური ხელშეკრულებით და შემდეგ როგორ დააბრალეს საკუთარ იურისტებს უვიცობა 😐 ნუ , ასე იყო თუ ისე, კრებულმა მზის შუქი მაინც იხილა, გამოიცა და გუშინდელმა არაჩვეულებრივმა პრეზენტაციამ მე პირადად, ყველა წყენა დამავიწყა 😀 :ტორტითა და ცეკვებით მოსყიდული ბლოგერი:  😀Read More »

ნუ, რა აღარ მინახავს ცხოვრებაში…

ის პერიოდია, ცნობილ ქართულ გამოთქმას დავუჯერო და მახათის ძებნა დავიწყო. სხვა რა უნდა აკეთოს სტუდენტმა, რომელსაც სწავლა, ქსეროქსები და გამოცდები მოენატრება?

ყველაზე უარეს შემთხვევაში ბლოგერულ თაგ–თამაშს უნდა აჰყვეს და წერა დაიწყოს 🙂

ეს თაგ–იზმი ქილიფამ წამოიწყო ალუკარდის თხოვნით და მე  SUN–დრომ გადმომცა ესტაფეტა 🙂 ახლა ვწერ ამ პოსტს და ვფიქრობ, რა მინახავს საინტერესო და სასიამოვნო ცხოვრებაში? ხომ არ მივაფურთხო ამ თამაშსაც, როგორც სხვა უმრავლესობისთვის მიქნია,  გადავდო პოსტის დაწერა და დაველოდო რეალურისა და ღირებულის ნახვას?

ვიქექები ჩემს საშინელ მახსოვრობაში …. ნუ, მოკლედ, რა აღარ მინახავს ჩემი 19 წლიანი ცხოვრების მანძილზე:

Read More »

ბლოგერებს პირადში არ უმართლებთ

ბლოგერებს პირად ურთიერთობებში არ უმართლებთ.

ეს აქსიომაა მგონი უკვე , რადგან ბლოგერებს აუცილებლად “თავისუფალი” ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ (ასე ჰგონიათ  თვითონ, ყოველ შემთხვევაში), რაც გულისხმობს უსიყვარულო სექსს (გამონაკლის ბედნიერ შემთხვევებში სექსს + სიყვარულსაც),  წყვილის მიერ ერთმანეთის შეუზღუდაობას (რა დებილური სიტყვა გამომივიდა), არანაირ მოვალეობებს, ერთმანეთის ფეხებზე მალევე დაკიდებას და ერთად ყოფნის დროს – მაქსიმუმ 1 თვეს… (ნუ, თუ მეტი გაქაჩეთ, გილოცავთ, თქვენ ბედნიერი წყვილების ათეულში მოხვდით და მოიგეთ გახეხილი ყველის შესანახი კონტეინერი) და რაც მთავარია, ბლოგერთა მორიგი წყვილის დაშორებისას, აუცილებლად ანაცვლებენ ერთმანეთს მორიგი ბლოგერით… Read More »