სუნებზე

ადამიანებს, შემთხვევებს და ადგილებს სუნებით ვიმახსოვრებ. მერე თვალებდახუჭულსაც შემიძლია მივაგნო და გავიხსენო ის კონკრეტული დღე ან პიროვნება.
მაგალითად, დედაჩემს ოდნავ მოტკბო, ვანილის სუნი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ვანილი არ უყვარს და არასდროს იყენებს ცხობის დროსაც კი, ჩემთვის დედას ვანილის სუნი აქვს.

ტალინი ჩემთვის ახლადმოჭრილი ბალახის სუნთან ასოცირდება. პრინციპში, ლოგიკურია, ლამის ყოველ მეორე დღეს კრეჭენ ბალახს. შესაბამისად ქალაქში გადაადგილებისას ალაგ-ალაგ აუცილებლად შეგეფეთება ეს ბედნიერი და ფრეშ სურნელი. მეც ნესტოებს სიამოვნებით ვბერავ და ხარბად ვისუნთქავ. ძალიან მიყვარს.

tumblr_mctiobcp491qeoetoo4_250ჰერმიონასი არ იყოს, ამორტენსიას ჩემთვის ახლადმოჭრილი ბალახის და ახალი წიგნების სუნი ექნებოდა. მესამე ალბათ მზის სუნია. სახეს რომ მიუშვერ, გაგითბება და ამ დროს თმაზე აგდის, აი ეგ სუნი. ან მზეზე დატოვებულ თივის ნახევრად გამხმარ ზვინს რომ ასდის, ის სუნი.

საკვებსაც სუნით ვაფასებ. ალბათ უცნაური დასანახია, როგორ ვსუნავ კაფეტერიაში საჭმელს, რადგან სწორედ სუნით ვაფასებ ხოლმე, რამდენად მომეწონება ესა თუ ის კერძი. ასეთ დროს, ვცდილობ შემუჩნეველი დავრჩე 😀 უხერხულია მაინც.

სუნამოების მაღაზიები არ მიყვარს. იმდენი სუნია ერთმანეთში არეული, რომ თავი მტკივდება და ცუდად ვხდები. შერჩევაც ძალიან მიჭირს ჩემთვის სუნამოსი შესაბამისად. იმდენი სუნი ირევა ხოლმე ჰაერში, რომ აღარაფერი მომწონს და გარეთ გამოღწევის გარდა, არაფერი მინდა.

გიოც სუნით დავიმახსოვრე და შევიყვარე. დღემდე ვგიჟდები მის კისერში ცხვირის ჩაყოფასა და გაყურსვაზე.

ადამიანებს, ვინც არ მომწონს სუნი არ აქვთ. აი ასე, არ აქვთ უბრალოდ. სუნამოები, ჰიგიენური სუნები და ა.შ. არ იგულისხმება. საკუთარი, დამახასიათებელი სუნი არ აქვთ. :/

რისი თქმა მსურდა?
არც არაფრის. წვიმის სუნი დგას ქალაქში და გამახსენდა. 🙂

 

 

 

Advertisements

2 thoughts on “სუნებზე

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s