უსაქმურობასა და ვარჯიშზედ

ხანდახან არის დღეები, როცა უბრალოდ გინდა, რომ იწვე და არაფერი აკეთო. უბრალოდ უყურო ჭერს ან ყოვლად უშინაარსო ფილმებს ან სერიალებს. ახლა სწორედ ეგ დღეებია. ახლაც, ამ პოსტის წერისას ფონზე კიდევ ერთი უშინაარსობაა ჩართული, მე ვუსმენ.

ყველაჯერ ავდექი არეული სახლის დასალაგებლად და ყველაჯერ უფრო მეტად ავურიე. ყველაჯერ დავიწყე გასაკეთებელი საქმეების შესრულება და ყველაჯერ მივატოვე.

რამდენჯერმე წამოვდექი სავარჯიშოდ ან სასეირნოდ გასასვლელად და ყველაჯერ უკან დავბრუნდი. ვარჯიშის ხსენებაზე: ხანდახან ვამჩნევ, რომ ადამიანები, ვინც ვარჯიშს იწყებენ, ბოლოს ამით შეპყრობილები ხდებიან. ნებისმიერ თავისუფალ წუთს სარბენად გარბიან გარეთ ან დარბაზში. მეც მასე დამემართება ნეტავ? წაგიკითხავთ წიგნი Me before you? იქ არის მთავარი პერსონაჟის შეყვარებული, რომელიც ერთი ჩვეულებრივი ბიჭი იყო, მერე ვარჯიში დაიწყო და ბოლოს მხოლოდ ამ თემაზე შეეძლო სხვა ადამიანებთან კონტაქტი. საუბრობდა მხოლოდ დიეტასა და ვარჯიშზე, შეყვარებულთან კონტაქტისთვის დრო არ ჰქონდა, რადგან მუდმივად დარბოდა და ა.შ. მგონი, ზედმეტი არაფერი ვარგა. ჯანსაღი ცხოვრებაც კი 😀

როდის ან როგორ გადადის ჰობი დამოკიდებულებაში?

running-quotes

 

Advertisements

4 thoughts on “უსაქმურობასა და ვარჯიშზედ

  1. მე მქონდა ახლა ეგეთი შაბათ-კვირა. მარტო ვიყავი სახლში და ვიყურე ალბათ 6 ფილმს. 😀 სამაგიეროდ ძალიან დავისვენე, იმიტომ რომ ასეთი უსაქმური დღეები მენატრება მუდმივად. ხოდა სულაც არ განვიცდი ასეთ ვიქენდებს. 😀

    Liked by 1 person

  2. ერთი ეგეთი “საძმოს სიძე” გაიჩითა, ტიპს ვერანაირად ვერ გავუგე ცოტა მეც მესმის ვარჯიშის, მაგრამ სულ ერთი და იგივე რა უბედურებაა, მაგიდასთანაც სტეროიდებზე საუბარი არაა კაი.
    p.S გაცილდა ცოლი ჰეჰ…

    Like

    • უჰუ, ეგეთებს ვგულისხმობ. ყოველი მეხუთე წინადადება რომ ვარჯიშს ეხება
      ან დიეტას. ან სტეროიდებს. ან გამოშრობას. ან რა ვიცი, ლატექსის სარბენ ფორმებს 😞

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s