ამბებზედ

უცნაური ძილის რეჟიმი მაქვს. უფრო სწორად, უცნაურად ყალიბდება ხოლმე და ძალიან მარტივად. თუ დილით ერთხელ რამემ გამაღვიძა, მერე ყოველ დილით იმავე დროს მეღვიძება უმიზეზოდ. სანამ რამე ახალს არ მივეჩვევი. ჰოდა ახლა დილით 6:30-ზე ვიღვიძებ უმიზეზოდ და ვუყურებ ჭერს. მერე მობილურის ეკრანს. მერე ისევ ვიძინებ და 8-ზე სამსახურისთვის ვიღვიძებ. უაზრობაა სრული.

Minimalistic-Wallpaper-22ახალი სამსახური შემომთავაზეს. არადა, არსად წასვლის სურვილი არ მაქვს. უცნაურია მგონი ცოტა: საქართველოში თითქმის ყოველთვის ვეძებდი ახალ და საინტერესო საქმეებს, ახლა რატომღაც მინდა რომ უბრალოდ ვიყო იქ, სადაც ვარ. არა, ისე ნუ გაიგებთ, რომ ქართულ კომპანიებში არ მომწონდა მუშაობა და ახლის ძებნას ვიწყებდი, არა, უბრალოდ ინტერესი მაინც მქონდა ახლის. ან დამატებითი საქმის აღების. ამჟამად კი უბრალოდ არ მაინტერესებს. თუმცა, შეხვედრაზე უარი მაინც არ ვუთხარი, ძალიან მონდომებული ჩანდა ეს კაცი :)) ჰოდა, აი ასე ვხვდები დღეს (დიდი ალბათობით, გაცილებით) კარგ ოფერს, მაგრამ სურვილი მაინც არ მაქვს.

მგონი ესტონური ზაფხული ისე ჩაივლის, ტალინის პლიაჟზე ბიკინით წამოგორება არ მეღირსება. 2 დღეა ესპანეთიდან დავბრუნდი და აქ  უბრალოდ ქარიანი ამინდი დამხვდა. არადა, აქაურები მამშვიდებდნენ ივლისი ყველაზე ცხელი და ზაფხულური თვეა, მოახერხებ ზღვის ნაპირზე გარუჯვასო. თვალში ნაცარი შემაყარეს მგონი :)) დავდივარ  ამ შუა ივლისში დღისით ჟაკეტ და ღამით პლედშემოხვეული. არა, არ ვწუწუნებ, მზეზე დნობას ეს მირჩევნია, თუმცა ვიქენდზე უქარო მზიან ამინდს და პლიაჟს ნამდვილად არ დავიწუნებდი. მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ზღვა სწორედ საჩემოა, სამოთხე ცურვის არმცოდნესათვის – მიდიხარ, მიდიხარ ზღვაში და არ ღრმავდება. მაქსიმუმ წელამდე მოგწვდეს, თუნდაც 400მ გაიარო 😀

გიო თბილისშია, მე – ტალინში. საღამოობით საქმე არ მაქვს, ამიტომ ვზივარ და ფილმებს ვარჩევ, რას ვუყურო. მგონი მალე მსოფლიოს ყველა ფილმი მექნება ნანახი. სერიალებიც. ახლა მარკო პოლოს ვუყურებ. ასე მგონია საქართველოს ისტორიის გაკვეთილზე ვარ, მამუკა მასწავლებელი კი რამე საინტერესოს ყვება მონღოლეთზე. მართალია, ბატონი მამუკა სკოლის ბოლო წლებში მასწავლიდა  და შესაბამისად, მხოლოდ უახლესი ისტორია ჰქონდა ჩვენთვის თავში ჩასაბეჭდი, მაგრამ დრო და დრო ძალიან საინტერესო გადახვევები ჰქონდა ხოლმე.

ძალიან მიყვარს ფილმები/სერიალები, სადაც სხვა ქვეყნის მაცხოვრებლების დღიური ყოფაა აღწერილი. (ამერიკულები, ბრიტანულები და ფრანგულები უკვე მოვიყირჭე. ესპანურებს მივდევ ამწუთას :)) ) ამიტომ ვერ ვწყდები ამ მარკო პოლოსაც და ამიტომ მომწონდა ბავშვობაში ის ბრაზილიური სერიალი, მაროკოელ გოგონაზე. ჰადე? ჰო, ჰადე. ერთი ეს ინდური სერიალები ვერ მოვიწონე 😀 საქართველოში ყოფნისას, ბოლოს რაღაც პერიოდი ჩემებთან ვცხოვრობდი. დედაჩემი ხშირად უყურებდა ამ შტერობებს და მეც რამდენიმე სერიის ნახვა ძალაუნებურად მომიხდა. ჰოდა, იმის თქმა მსურდა, რომ ან ძალიან შტერად გამოჰყავთ ინდოელი ხალხი, ან მართლა ეგეთები არიან :/ პირველი ვარიანტი მირჩევნია 😀 ადრე თუ გვიან, მინდა ინდოეთის მონახულებაც და იმედია, მართლა ისეთი გამოშტერებული ხალხი არ დამხვდება, როგორც ამ სერიალებში აღწერენ. აი ესპანეთში სწორედ ის ვნახე, რასაც ველოდი. თუმცა აქ და ახლა არ დავიწყებ შთაბეჭდილებების გაზიარებას. გზაში მინდა დავწერო. 🙂

 

 

 

 

 

Advertisements

2 thoughts on “ამბებზედ

  1. „მარკო პოლოს“ მარტო პირველი სეზონი მომეწონა. ან მეორემ იმდენად დაიგვიანა, გემოვნება შემეცვალა.

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s