ზიზღი

ჩემს დღევანდელ სამსახურში, ბოლო გადამწყვეტ გასაუბრებაზე ყველაფერი გამომკითხეს ჩემ შესახებ. რა მომწონს? როგორ მუსიკას ვუსმენ? ჰობი? რატომ მიყვარს ფენტეზი ან ჰარი პოტერი? როგორი ვარ გაბრაზებული? როდის დავწერე ბლოგზე ბოლო პოსტი? და ა.შ.

ყველა კითხვაზე გულწრფელად და ამომწურავად ვუპასუხე. გაბრაზებაზე შევჩერდი ერთადერთი და ბოლოს მოკლე პასუხი გავეცი. მარტივი, უბრალო ბრაზის დროს როგორიც ვარ, ის მოვუყევი. რომ რამდენიმე წუთი მჭირდება ჩასასუნთქ-ამოსასუნთქად და შესაბამისი ადეკვატური ქცევის მოსაფიქრებლად 😀

მაგრამ წეღან Facebook-ის ფიდმა გამახსენა, რომ როცა ძალიან, ძალიან მაბრაზებენ  პირადად მე ან ჩემს რომელოიმე მეგობარს უშავებენ რამეს, გაბრაზების რამდენიმე ეტაპი მემართება. პირველად კივილი და ირგვლივ ყველაფრის მსხვრევა მინდა, დამნაშავისთვის კი რამის დაშავება და თავზე რამის გადამტვრევა. ამ ეტაპის მერე მოდის გულგრილობა, როცა იგნორირება მსურს მხოლოდ და არანაირი კონტაქტი. ბოლოს კი ყველაფერს ზიზღი ცვლის. აუტანელი საშინელი ზიზღის გრძნობა. დაახლოებით ისეთი, რამე ლორწოვან, საზიზღარ მატლს რომ უყურებ და გული გერევა. და თან გეცოდება იმისთვის, რომ ასეთია.

ცხოვრებაში სულ რამდენჯერმე მივედი ამ ბოლო ეტაპამდე. ჩემთვის, ადამიანისთვის, რომელსაც image2.pngსაშინელი მახსოვრობა აქვს და ფაქტობრივად უნდა გაახსენო, რომ რამე დააშავე, არსებობენ ადამიანები, რომელთა დანახვაზეც დღემდე საშინელი ზიზღის გრძნობა მიჩნდება. აი, უბრალოდ გული მერევა თითოეული მათგანის დანახვაზე და თან მეცოდება, რომ ისეთია, როგორიც არის და ვერასდროს შეიცვლება. ყოველთვის საზიზღარი, ლორწოვანი მატლის მსგავსი არსება იქნება.

ალბათ გამივლის ოდესმე ეს ზიზღის გრძნობა. და ყველაჯერზე მათ დანახვაზე ან რაიმე გადაკვეთაზე მოფუთფუთე მატლები არ გამახსენდება.

ფუ

 

Advertisements

One thought on “ზიზღი

  1. ფაქტობრივად უნდა გაახსენო, რომ რამე დააშავე, არსებობენ ადამიანები, რომელთა დანახვაზეც დღემდე საშინელი ზიზღის გრძნობა მიჩნდება. აი, უბრალოდ გული მერევა თითოეული მათგანის დანახვაზე და თან მეცოდება, რომ ისეთია, როგორიც არის და ვერასდროს შეიცვლება. ყოველთვის საზიზღარი, ლორწოვანი მატლის მსგავსი არსება იქნება. – ესე ზუსტად რას ვგრძნობ, დიდი ხანია არავის არ დაუწერია 🙂 “ფუ”-კვადრატში))!

    Liked by 1 person

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s