რაღაც

Everything you see is a part of your imagination 

წამის წინ მთელი პოსტის დედააზრი რომ ჩამოიყალიბე თავში, მაგრამ უცებ ჩართული თრექის გამო თავიდან რომ ამოგივარდა, ეგ არის კარგი მუსიკა. 

ყოველ დილით ერთსა და იმავე გზას გავდივარ სამსახურამდე. ვდგები 8 საათზე, ან ცოტა უფრო გვიან, ვემზადები და ვცდილობ 8:40-ზე გაჩერებაზე ვიყო. გაჩერებამდე გზაში ყოველ დილით მხვდება ახალგაზრდა გოგო,რომელიც პატარა ყვითელ წიწილას მიაწიალებს ბაღისკენ, რომელიც ზუსტად ჩემი სახლის უკან მდებარეობს. გაჩერებაზე ყოველთვის დგას წითელთმიანი გოგო, (თუ არ დგას, ე.ი. დამაგვიანდა 🙂 ) ავტობუსშიც ყოველთვის ერთი და იგივე ხალხი მხვდება. გრძელთმიან ბიჭს, რომელიც ყოველთვის სქელტანიან წიგნებს კითხულობს ინგლისურად, მუდმივად ტყავის ქურთუკი და ბათინკები აცვია, სიცხის მიუხედავადაც. სათვალიანი და შორტებიანი ბიჭი, უხერხულად რომ უდევს ხელები მუხლებზე და ლამაზტანსაცმლიანი, ქერა ქალბატონი. ყოველთვის გემოვნებით უხამებს კაბას ფეხსაცმელს. რამდენი ფეხსაცმელი აქვს, უკვე სათვალავი ამერია. 

უკვე ზეპირად ვიცი, რომელი რომელ გაჩერებაზე ჩავა. მხოლოდ კითხვის მოყვარული ბიჭი მოდის ჩემს გაჩერებამდე. ჩამოდის, ყავისფერ სიგარეტს იღებს, დიიიდ ხანს ეწევა და ნელა მომყვება ხოლმე უკან. 

უკანა გზაზეც ერთად ვმგზავრობთ. თუ არ ვმგზავრობთ, ე.ი. საღამოს სახლის ნაცვლად სეირნობა გადაწყვიტეს.

მე არაფერი ვიცი ამ ხალხზე. სახელებიც კი. იშვიათად საუბრობენ ტელეფონზე ან სხვა მგზავრთან. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, მაინც ვერ გავიგებდი. 

მე არაფერი ვიცი ამ ხალხზე, მაგრამ ყოველ ჯერზე შემიძლია მშვიდად მოვუყვე საკუთარ თავს მათი ისტორიები. 

რა დროს ესაა, ბარგი მაქვს ჩასალაგებელი. ხვალ სხვა ავტობუსით უნდა ვიმგზავრო 🙂😊 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s