ჰიფსტერულად

ჰიფსტერებით სავსე ახალი ქართული სარეკლამო/ბრენდინგ/კრეატივ/დიჯითალ მარკეტინგ კომპანიები 😀


tengo-miedo-a-que-se-acaben-las-ideas-pero-los-modernos-existiran-siempre-moderna-de-pueblo_150514_1400152141_71_ (1).jpg

  1.  ვაკანსიების ტექსტებს წერენ აუცილებლად ორიგინალურაააად, განსხვავებული ტექსტებეეთ, ხუმრობებიიით… :დ
  2. უმეტესობას საიტი ან არ აქვს, ან Under construction-აა (არსებობის 2 წლის მანძილზე ერთი თვე ვერ დახარჯეს იმენა, რომ საიტი გააკეთონ), ან აქვთ, მაგრამ ფაქტობრივად არანაირი ინფო არ უდევთ
  3. ოფისს ქირაობენ საცხოვრებელი კორპუსების რომელიმე შუა სართულზე. რა თქმა უნდა, უმჯობესია, თუ სახურავ/მანსარდის პონტში იპოვიან გასაქირავებელ ფართს. უფრო ჰიფსტერულია
  4. იქ დასაქმებული ადამიანების პოზიციები განსხვავებული და ორიგინალური დასახელების უნდა იყოს. აბა შეადარეთ მაგალითისთვის: სად ვებ დეველოპერი/პროგრამისტი ან რამე მსგავსი და სად code jedy რომ გიწერია კაცს Facebook-ზე პოზიციაში 😀
  5. უმეტესად აქვთ მცდელობა მიბაძონ უცხოურ კომპანიებს და ოფისში 1 ოთახი გამოყონ განტვირთვისთვის. PS, დარტსი, პუფები – ასეთი ოთახების ძირითადი ატრიბუტიკაა… 😀 (აქ მინდოდა მომეყოლა რამდენად არ აქვთ მერე თანამშრომლებს დრო და სურვილი განტვირთვის ოთახის გამოყენების, მაგრამ არ ვიცნობ ყველას პრაქტიკას, შესაბამისად არ ავიღებ საკუთარ თავზე ამ ცოდვას და არ განვაზოგადებ :დ )
  6. არასდროს აღიარებენ, თუ რამე კამპანია წარუმატებელი გამოდგა და ჩაფლავდა. ბოლომდე გაამართლებენ თავის საქციელს და აქეთ მოგაკერებენ ” შე გოიმოს” იარლიყს, თუ მათ “კრეატივს” ვერ ჩაწვდი
  7. იწყებენ რამე შეხვედრების, “აკადემიების”, “კრეატივ ფესტივალების” ჩატარებას. რამდენსაც დავესწარი არასდროს, არცერთხელ ახალი არაფერი გამიგია. so sad :/
  8. მათი მომსახურება რატომღაც ყოველთვის კატასტროფულად ძვირია. სულ რომ ერთი მაგიდიდან ჭიქის მეორეზე გადადგმას ითხოვდე, მაინც 😀
  9. ძირითადად ფასის გამო მათი მომსახურება “პრესტიჟულად” იქცა. რათა რაღაც კომპანიების ქერა პიარშიკებს ერთმანეთთან გადასაძახებელი ჰქონდეთ: “აუ მე კრეაწივ ჯგუფმა “ჩიჩიკორემ” გამიკეთა ეშ კლიპიიიი”

მოკლედ, დაღლილი კლიენტის გადმოსახედიდან შემომეწერა 😀

-_-

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s