გზაში

ახალი ბლოგი მაქვს – გზაში! რატომ? ქვემოთ მოგიყვებით.

რამდენიმე თვის წინ მე და გიომ ჩვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოგზაურობა დავიწყეთ. არა, ოჯახს და ქორწინებას არ ვგულისხმობ: ესტონეთში რომ გადმოვბარგდით, მაგაზე გესაუბრებით 😀

აქ გადმოსვლას სხვა პლიუს-მინუსებთან ერთად ყველაზე დიდი დადებითი ის აქვს, რომ მარტივად შეგვიძლია ავდგეთ და აქვე ახლოს ბევრ ქვეყანაში ვიმოგზაუროთ. ჰოდა, ჩვენც, ამ ორ ბოდიალის მოყვარულ ადამიანს, მეტი რა გვინდა? ავიკიდებთ ხოლმე ჩანთებს და დავდივართ აქეთ-იქით.

ლოგო (2).pngცოტა ხნის წინ ახალი ბლოგიც გავაკეთეთ – გზაში!

გზაში – არის ბლოგი მოგზაურობაზე, სადაც ჩვენს გამოცდილებას ვუზიარებთ სხვა ადამიანებს. სხვადასხვა ამბებს, რაც გზაში გადაგვხდება, ან საინტერესოდ მოგვეჩვენება, ყველაფერს აქ მოვუყრით თავს. იმ ინფორმაციასაც იპოვით, როგორ წახვიდეთ ამა თუ იმ ქვეყანაში, ან რა დაგიჯდებათ ეს ყველაფერი. მოკლედ, ბევრი საინტერესო ამბავი დაგხვდებათ ^_^

ძალიან გამიხარდება, თუ გადახვალთ, ჩაიკითხავთ და ბლოგის Facebook გვერდსაც მოიწონებთ. დარწმუნებული ვარ, მერე თავადვე მოგინდებათ სხვა პოსტების წაკითხვა და ინტერესეით დაელოდებით ახლებს ^_^

P.S. ინსტაგრამზეც (#gzashi) გვიპოვით, პინტერსტზეც (blogigzashi) და თვითერზეც (@BlogiGzashi), თუ დაინტერესდებით. შეგიძლიათ დაურთოთ #გზაში ან #gzashi თქვენს ფოტოებს :3

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s