მეგობრებზე

ყოველდღე ვაპირებ რამის დაწერას და ყოველდღე სხვა რამეს ვარჩევ ხოლმე, რომ გავაკეთო და დრო არ დავხარჯო ამაში, მაგრამ გუშინ შუა ქუჩაში რომ თვალები ცრემლებით ამევსო, მაშინ მივხვდი, რომ დიახ, ეს ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელზეც უნდა მოვყვე.

ციფრული სამყაროს ეპოქაში მანძილს და დისტანციას აღარ აქვს ის დატვირთვა, როგორც ადრე. არ გიწევს თვეობით ელოდო წერილს, რომელსაც ან მოიტანს მტრედი და ან ვერა. საყვარელი ადამიანების სანახავადაც არ გიწევს ცხრა მთისა და ცხრა ზღვის გადალახვა. ჩართავ სკაიპს და ბრახ! მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მყოფ მეგობარს ისე ნახავ და ესაუბრები, თითქოს გვერდით გეჯდეს იმ წუთას. დიახ, ასეა, თუმცა ეს მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი ჩემნაირი ნაკლებკონტაქტური ადამიანისთვისაც კი.

ძალიან მიყვარს გიო. ის არის ჩემთვის ქმარიც, შეყვარებულიც და საუკეთესო მეგობარიც, მაგრამ არის მომენტები, როდესაც გვერდით უბრალოდ გოგო მეგობარი გჭირდება. გოგო, რომელსაც შეგიძლია ეჭორაო სისულელეებზე, ისაუბრო ყველანაირ გოგოურ თემაზე, წახვიდე მასთან ერთად სადმე საცეკვაოდ, იმღერო კარაოკე მიუხედავად იმისა, რომ არცერთს არ გიწყობთ ხმა ხელს და ა.შ. ამაში კი ციფრული სამყაროს მიღწევები დღესდღეობით ვერ მეხმარება. black-and-white-friend-girl-girls-laughing-Favim.com-126151

მე ტალინში ვარ და თავს მარტო არ ვგრძნობ. ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო ეტაპია ახლა და თავს იმდენად ბედნიერად ვგრძნობ, ხანდახან მეშინია კიდეც. თუმცა მაქვს მომენტები, როცა ბარიდან გამოსული წუწუნს ვიწყებ, რადგან იმ წუთას მინდა გვერდით იყოს ჩემი მეგობარი, გოგო, რომელსაც უკან შევაბრუნებ საცეკვაოდ.

ქეთო, ანა, ნათია – მენატრებით -_-

ცხოვრების ამ ეტაპზე რამდენიმე ადამიანი მაკლია სრული ბედნიერებისთვის, მაგრამ აბა რა არის ამ ქვეყნად სრულყოფილი? ჰოდა, მეც ვზივარ აქ, ვწერ და ვწუწუნებ, როგორ მჭირდება მეგობრები გვერდით. 🙂

708017

Advertisements

One thought on “მეგობრებზე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s