ტალინში

უკვე 7 დღეა მე და გიო ტალინში ვცხოვრობთ. ჯერ კიდევ ადაპტაციის მომენტი გვაქვს: ერთმანეთთან, სახლთან, ქალაქთან, ქვეყანასთან, ხალხთან, წესებთან და ა.შ. ჯერ კიდევ პატარ-პატარა რაღაცეებს ვამჩნევთ და გვიკვირს: ფეხით მოსიარულეებს მანქანა გზას გვითმობს :O ანდა, სახლის მეპატრონე კონტრაქტში წერს, რომ შემოსვლისას ფეხზე გაიხდი და ფეხსაცმელს კორიდორში დატოვებ… o.O

სახლი, სადაც უნდა გვეცხოვრა
სახლი, სადაც უნდა გვეცხოვრა

ჩვენი პირველი ესტონური გამოცდილება არც ისე წარმატებული იყო. სახლის ძიება საკმაოდ რთული პროცესი აღმოჩნდა. არ სურდათ წინასწარ დაჯავშნა, მეორე დღესვე გავაქირავებთო და ა.შ. როგორც იქნა, წამოსვლამდე 1 დღით ადრე შევუთანდმით ერთ-ერთ მაკლერს, კონტრაქტიც გამოვაგზავნინეთ, ხელიც მოვაწერეთ. უნდა დაგვხვედროდა დიდი სახლი, დორმის ტიპის, 2 სართულიანი + გრაუნდ ფლორი. დიდი ოთახიც დავჯავშნეთ, რადგან ორნი ვართ და ვსიო, შაბათს ქუთაისიდან ვილნიუსში წყნარად გავფრინდით. ვილნიუსის ამბებს მერე ცალკე მოვყვები. ძალიან მომეწონა ეგ ქალაქიც.

ვილნიუსიდან ღამით ავტობუსით წამოვედით და დილის 7 საათზე ჩავაღწიეთ ტალინში, ავტობუსების გაჩერებაზე. მაშინვე მივხვდით, რომ ცივ ქვეყანაში ვართ 😀 მომიწია ზამთრის თბილი ბათინკები და სქელი ქურთუკი ამომეძრო ჩანთიდან. პირველი ნახევარი საათი გაჩერების ძებნაში გავატარეთ 😀 Google maps გვიჩვენებდა, რომ სადღაც 400 მეტრში უნდა ყოფილიყო გაჩერება, საიდანაც ქალაქის შიდა ავტობუსი სახლთან მიგვიყვანდა. ვურბინეთ წინ და უკან ამ სადგურს და ძლივს ვიპოვეთ გაჩერება 😀 თურმე ზუსტად 2 ფეხის ნაბიჯზე იყო ჩვენი ვილნიუსის ავტობუსიდან 😀

მივაღწიეთ სახლამდე და არ დაგვხვდა ის, რასაც ველოდით. სახლის გრაუნდ და მეორე სართულებზე მუშები დარბოდნენ, რემონტი მიდიოდა ისევ. ამის შესახებ ბროკერს არაფერი უთქვამს. ოთახი ვნახეთ ჩვენ მიერ დაჯავშNლი, ბარგი შევიტანეთ და ის ბროკერიც გამოჩნდა. უიო, ეს თქვენი ოთახი არააო, სხვას მივაქირავე, ხომ მოგწერეთო -_- და შეგვიყვანა ნახევარ ბეწო ოთახში, სადაც ნამდვილად ვერ დავეტედით, თან იგივე ფასად გვთავაზობს. მეილები ამოვუქექე, რომ არაფერი მოუწერია, ჩანთები ავიღეთ გაბრაზებულებმა და წამოვედით. თურმე, ევროპაშიც გადაგაგდებს ბროკერი და ბინის გამქირავებელი კონტრაქტის მიუხედავად. გაითვალისწინეთ 🙂

ჰოდა, მოვდივართ მე და გიორგი სადღაც ტყე-პარკში ამ ჩემოდნებით და გვეცინება სიტუაციაზე, რომ დავრჩით შუა ტალინში უსახლკაროდ მთელი “ოჯახი” 😀 ჰო, ახლა ხომ უკვე ოჯახი ვართ და 😀

მართალია ეს ფოტო ვილნიუსშია გადაღებული, მაგრამ ზუსტად ასახავს დაღლილობას :D სახიდან წამოსულები პარკში რომ დავეყარეთ ჩემოდნებიანად და მე მეძინა კიდეც ცოტა ხანი :D
მართალია ეს ფოტო ვილნიუსშია გადაღებული, მაგრამ ზუსტად ასე, სახლიდან წამოსულები პარკში დავეყარეთ ჩემოდნებიანად და მე მეძინა კიდეც ცოტა ხანი 😀

რაღაც პატარა კაფეში შევიყუჟეთ, სადაც ვაიფაი ჰქონდათ უფასო და დავიწყეთ ისევ ბინის ძებნა. Facebook-ზე გიოს ნაცნობს მივწერეთ თან, რომელიც ტალინში ცხოვრობს უკვე რამდენიმე წელია და მოვუყევით რაც დაგვემართა. სწორედ ამ კეთილმა ადამიანებმა შეგვიფარეს, სანამ ახალ ბინას ვიპოვიდით. :/

IMG_20150828_102625
დიდი სელფის სარკეც მაქვს ^_^

ახლა უკვე ყველაფერი კარგადაა, დავბინავდით. ძალიან მყუდრო სახლი გვაქვს, სადაც, კიდევ 3 ადამიანს დავიტოვებთ, რო რამე 😀 ამიტომ თუ აქეთ წამოსვლას გადაწყვეტთ, შეგვეხმიანეთ და ღამით დასარჩენი ნამდვილად გექნებათ 😀

ქალაქის დათვალიერება კარგად ვერ მოვახერხეთ. მხოლოდ ერთხელ გავედით ცენტრში და მაშინაც სულ რამდენიმე ქუჩაზე გავისეირნეთ. თან ტელეფონებიც დაგვიჯდა, ფოტოებს ვერ  ვიღებდით, დავიღალე კიდეც და მალე უკან გამოვრბუნდით. რაც დავათვალიერეთ, ყველაფერი მომეწონა. ძალიან ლამაზი არქიტექტურაა. იმედია, მერე საინტერესო მუზეუმებსაც მივაგნებ ^_^

IMG_20150828_001457

IMG_20150826_164043
სტუდენტური ლანჩი

გიოს უნივერსიტეტსაც ვემსტუმრეთ. Facebook-ზე სტატუსიც მეწერა, მაგრამ უნდა განვმეორდე: აქ შევეჩეხე ცხოვრებაში პირველად დისკრიმინაციას 😀 მოდიოდნენ სხვადასხვა ადამიანები, მიღიმოდნენ, მეკითხებოდნენ რომელ ფაკულტეტზე ვარ, საიდან ვარ და რომ იგებდნენ, არ ვარ სტუდენტი, ეგრევე დამშვიდობების გარეშე ცივად მშორდებოდნენ 😀  უნივერსიტეტი ძალიან დიდია, ბევრი კორპუსი აქვს და კიდევ უფრო მეტი დორმი 😀 სამწუხაროდ, იქ ადგილი არ შეგვხვდა. ეზო უმწვანესია, გარშემო ტყე აკრავს ფაქტობრივად უნივერსიტეტს.

ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი
უნივერრსიტეტის ეზო, ყველაზე ცუდი ნაწილია ეს. რაც ფანჯრიდან ჩანდა, გადავიღე უბრალოდ :E

ზოგადად, აქ ძალიან ბევრი სიმწვანე დამხვდა, ბევრი ხე და ეს მხიბლავს ყველაზე მეტად. სულ პარკებია, კორპუსებს შორისაც კი უამრავი ხეა, ტყე გეგონება. დღეს ვგეგმავ ჰამაკი, რომელიც საქართველოდან ჩამოვათრიე, გავიტანო აქვე კორპუსის უკანა ეზოში გავკიდო ხეებს შორის, წავიღო წიგნი (რომელიც სულ 3 ცალი მაქვს ქართული და ვიზოგავ :D), წავიფარო პლედი და დავტკბე სიმშვიდით ^_^

ერთადერთი, რისიც მართლა მეშინია, აქაური სიცივეა :/ უკვე გრილა. თოვლს მგონი ნოემბერში ველით. მე კი ვერ ვიტან სიცივეს, მძულს 😦 სადარბაზოს და სახლის ორმაგ კარებს რომ ვხედავ, მახსენდება, რომ მალე უნდა გავიყინო და წინასწარ გული მისკდება. ასე, რომ, თუ ერთხელაც თბილისში მიპოვით დათქმულ დროზე ადრე, ე.ი. ესტონურმა სიცივემ გამომაქცია 😀

Advertisements

3 thoughts on “ტალინში

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s