რა ხდება ახალი?

რა ხდება ახალი? ამას მეკითხებიან ყოველი “როგორ ხარ”-ის შემდეგ და აი, ვაღირსე ბლოგს პოსტი.

ყოველდღე, დღეში რამდენჯერმე ვაპირებ ამ პოსტის დაწერას და ყოველ დღე, დღეში რამდენჯერმე ვდებ. ხან დრო არ მაქვს, ხან წერის მუღამი, ხან აზრებს ვერ ვუყრი თავს და ასე…
BTW, რას ნიშნავს, როცა ერთი HR კომპანიის 4 თანამშრომელი გსტალკავს ლინკდინზე? სამსახური უნდა შემოგთავაზონ? სამწუხაროდ, გვიანია უკვე. ახალ ოფერებს აღარ განვიხილავ, რადგან უახლოესი 2 წელი აღარ ვაპირებ გურჯისტანში ცხოვრებას.

ჰო, აი ასე, მოკლედ და პირდაპირ. გიომ მასტერზე ჩააბარა, მე ბარგად მიყვები 😀 ბარგად რა, ცოლად.

ჰო, აი ასე, კიდევ უფრო მოკლედ: 1 კვირაში ქორწილი იგეგმება 😀

ყველაფერი ისე მოულოდნელად დაგვეცა თავზე, რომ დღემდე მიჭირს გააზრება. მექანიკურად ვაკეთებ რაღაცეებს და ჯერ კიდევ ვერ გავიაზრე, რომ აი, სულ მალე უნდა ავდგე და გადავბარგდე სადღაც შორს, ცივ ქვეყანაში (ეს ფაქტი ყველაზე მეტად მაშინებს, რაღა დაგიმალოთ. მძულს სიცივე). ვიზის საკითხის გარკვევას ველით და საბოლოოდ გვეცოდინება უკვე მივდივართ თუ არა. 90% ყველაფერი რიგზეა, მაგრამ რა იცი, რა მოუვლით თავში ამ ევროპელებს? 😀

ქორწილის შესახებ იმდენი იდეა გვქონდა იმდენი უარვყავით, რომ ჩამონათვალის გაკეთებაც კი მეზარება. ამ ეტაპზე მხოლოდ ხელმოწერის მოკრძალებულ ცერემონიაზე შევჩერდით. კაბას ანა მიკერავს ^^ ანა და ქეთო მეჯვარეების როლსაც მოირგებენ ქორწილში 😀 მოკლედ, მთელი ამბებია.

ესეც ასე, ფაქტები ჩამოვყარე. შემიძლია, ემოციურ მხარეზე გადავიდე.
აააააააააააა სრული დომხალია. მართლა! ყველა რაღაცას მეკითხება, ყველას რაღაც აინტერსებს, ყველა ცდილობს გაიგოს როდის/როგორ/რა/რატომ და ეს ამდენი კითხვა, შემოჭრა ჩემს პირად სივრცეში, სულ მაგიჟებს 😀 მერე გაბრაზებული მივდივარ და გიოსაც ვეჯუჯღუნები და ვართ ასე. ერთი-ორჯერ ლამის სულ გადავიფიქრეთ ყველაფერი, იმდენად დაგვღალა ამ სისულელეებმა. თუმცა იყოს, რას მიშლის ხელს ლამაზი ფოტოები? 😀

კარგი, იმაშიც გამოვტყდები, რომ იმდენად არაჩემებურ, უცხო რაღაცაში გავები, სადღაც სირცხვილის გრძნობაც კი მაქვს და მიტყდება ეს ყველაფერი 😀 მე საქორწილო კაბით? მაკიაჟით? გუშინ “ნიშნობა” გვქონდა, დამსწრე 5 კაცის ყურადღებამაც კი შემაწუხა და მერე რაღა იქნება 😀 არ მიყვარს ეს ეგოცენტრიზმი და ყურადღების ცენტრში ყოფნა. რა მინდოდა 😀

აქვე: IMG_1677

თუ მივიყვანეთ ბოლომდე საქმე, დანარჩენსაც გამცნობთ 😀

Advertisements

2 thoughts on “რა ხდება ახალი?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s