ბოროტები

ყოველთვის მიჭირს იმის დაჯერება, რომ არსებობენ სერიალიდან გადმოსული ადამიანები, სხვების ბედნიერება რომ აღიზიანებთ და მათ გაუბედურებაზე ზრუნავენ.

თურმე, არსებობენ!

ხლართავენ რაღაც უაზრო ინტრიგებს, იგონებენ ჭორებს და ავრცელებენ, ბუზისხელა ამბავს სპილოს ტოლად აქცევენ და ბოროტად ხითხითებენ…. სრულიად გაუგებარია ჩემთვის ეს “გასართობი”. რატომ უნდა მოგინდეს სხვის ცხოვრებაში ჩაჰყო ცხვირი? რატომ უნდა შეგშურდეს სხვისი ბედნიერების?

image

მიზეზის პოვნა მიჭირს. შემიძლია, მხოლოდ ვივარაუდო. ალბათ ამით საკუთარ უსახურ ცხოვრებას ემალებიან, საკუთარ პრობლემებს. რადგან საკუთარი ვერ აიწყვეს, სხვისასაც ემტერებიან. იქნებ უბრალოდ სარკეს ჰკითხოთ, მეგობრებო, თქვენ რატომ არ გაგიმართლათ? იქნებ სჯობს საკუთარ საქციელში იპოვოთ შეცდომა და მუდმივად სხვებს არ დააბრალოთ თქვენი “უბედურება”? იქნებ თქვენშია პრობლემა და სჯობს მის მოგვარებაზე იზრუნოთ, იმის მაგივრად, რომ სხვა შეაწუხოთ და სცადოთ, ისიც თქვენსავით უბედური იყოს 🙂

სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს.

მაგალითისთვის: ამასწინათ, ანნას ეწერა, არსებობენ ადამიანები, წყვილების დაშორება რომ უხარიათო და რამდენიმემ საკუთარი ხელით დაწერა: დიახ, მე ვარ მასეთი, მიხარიაო. რამდენმა არ აღიარა კიდევ. რატომ? რა არის იმაში სასიხარულო, რომ ვიღაც 2 ადამიანი თავს ცუდად გრძნობს?

Advertisements

3 thoughts on “ბოროტები

  1. 😀 “რა არის იმაში სასიხარულო, რომ ვიღაც 2 ადამიანი თავს ცუდად გრძნობს?” :DDDD
    რა გულუბრყვილო კითხვაა. მაგ დროს აცნობიერებენ რომ მარტო არ არიან “ჭაობში”.

    Like

  2. ეგ ადამიანები სერიალებიდან არ გადმოსულან… პირიქით – სერიალებში ზუსტად იმიტომ გაჩნდნენ, რომ მანამდე რეალურად არსებობდნენ.
    სამწუხაროდ..

    Liked by 1 person

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s