ტურისტად საბერძნეთში

წინა პოსტში ვწერდი, დროს მოგზაურობიდან მოგზაურობამდე ვითვლი-მეთქი. 3 კვირაა საბერძნეთიდან დავბრუნდი და ახლაღა მოვახერხე დროისა და აზრებისთვის თავის მოყრა, რომ პოსტი დამეწერა თქვენთვის, საბერძნეთში მოგზაურობის მსურველთათვის.

თავიდან ვიფიქრე, რომ მხოლოდ ქვეყნის შესახებ მომეთხრო და აზრი გამეზიარებინა, მაგრამ ბოლოს გადავწყვიტე, რომ თითოეული ეტაპი განმეხილა (ვიზის ასაღები პროცედურებიდან ქვეყანაში დაბრუნებამდე).

  1. ვიზა

ამბობენ, რომ საბერძნეთის საელჩო ვიზებს ძალიან ძნელად გასცემს. ეს გასაკვირი არცაა, რადგან ჩვენი ქვეყნიდან მათთან ძალიან ბევრი მიემგზავრება და შემდეგ არალეგალად რჩება. რომ გამოიკვლიონ, რომელ ქვეყანაში უფრო მეტი ქართვეილ ცხოვრობს (საქართველოს შემდეგ), საბერძნეთი აუცილებლად ყველას მოუგებს, ჩემი აზრით.
შარშან საფრანგეთის საელჩომ (ჩემთვის დღემდე გაურკვეველი მიზეზით) უარი მითხრა ვიზაზე და ცოტა არ იყოს, ამის გამო მეშინოდა. თუმცა, დეიდაჩემმა (რომელიც აგერ უკვე 8 წელია საბერძნეთში ცხოვრობს, ჰყავს ბერძენი მეუღლე) მოწვევა გამოგვიგზავნა მე და ჩემს ბიძაშვილს და საბუთები აგერ უკვე მეორედ შევიტანე შენგენის ვიზაზე.
მოწვევას თავად საბერძნეთის (უფრო სწორად კი ევროკავშირის) მოქალაქე აკეთებს თავის ქვეყანაში. საჭიროა სპეციალური საბუთები ადგილობრივ მთავრობასთან შეთანხმებით… რაღაც განცხადივითაა, სადაც იწერება ახსნა-განმარტება, რატომ მიჰყავს თავისთან სხვა ქვეყნის მოქალაქე და ხარჯებს ანაზღაურებს თუ არა. ამ შეგროვილ საბუთებს გიგზავნით თქვენ ფოსტით, თქვენც საელჩოს მოთხოვნილ საბუთებს დაურთავთ და ისე წარადგენთ.

Folder icon ( 3d render) More Variations In My Portfolioსაელჩოში (მოწვევის გარდა) დაგჭირდებათ:

  • პასპორტი + ასლი
  • 2 ბიომეტრული ფოტო
  • ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან ბოლო 6 თვის (ინგლისურად)
  • ცნობა, სადაც ფიქსირდება რამდენი გაქვთ ანგარიშზე ამ წუთას თანხა (ინგლისურად) + ასლი
  • სამოგზაურო დაზღვევა (ინგლისურად, რამდენი დღითაც მიემგზავრებით, იმის შესაბამისად) + ასლი
  • ავიაბილეთების ჯავშანი
  • ცნობა სამსახურიდან (ან სასწავლებლიდან), რომ მუშაობთ ამ კომპანიაში ამა და ამ თარიღიდან, რაღაც თანამდებობაზე და თქვენი ანაზღაურება შეადგენს x ლარს + ასლი
  • ინგლისურად (ან ბერძნულად) შევსებული სავიზო განაცხადი + ასლი
  • მოსაკრებელი 35 ევრო (რომელიც უარის შემთხვევაშიც არ გიბრუნდებათ უკან).

თუ მოწვევის გარეშე მიდიხართ, დამატებით გჭირდებათ სასტუმროს ჯავშანი (+ასლი). თანხა ანგარიშზე რამდენი უნდა გედოთ, ზუსტად ვერავინ გეტყვით, მგონი. მაგრამ, მე მირჩიეს, რომ რა პერიოდის გატარებასაც აპირებთ იქ, თანხა 1 დღეზე 50 ევრო გაითვალისწინე, რომ უნდა იდოსო. არ ვიცი, ეს რამდენად მართალია :/

საბუთების შეგროვებამდე დარეკეთ საელჩოში და ჩაეწერეთ. ნომრები: 293 89 81;  294 12 241.
ზარი 3 ლარი ღირს. 1 ზარზე ორ ადამიანს არ ჩაგწერენ :)) იმედი არ გქონდეთ, რომ ქოლცენტრი რამეში დაგეხმარებათ. მათ მხოლოდ ადამიანების მიღებაზე ჩაწერა ავალიათ.

გასაუბრებაზე დაგიბარებენ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაბარებულ დროს მოხვდებით კონსულთან. რაღაც ცოცხალი რიგის მსგავსია. მიდიხარ 12-ზე და ნელ-ნელა იძახებენ ყველას. ოდესმე შენი რიგიც მოაწევს. საკონსულო ვაკეში მდებარეობს. შიგნით საშინელი სიტუაციაა. სიბინძურეა, ძველი შენობაა. სკამზე დაჯდომაც კი მეზიზღებოდა :/ მოკლედ, ერთი სული მქონდა, როდის გამოვაღწევდი. საუბარი მოკლეა, ძირითადი კითხვები: რატომ, ვისთან მიემგზავრებით. სად მუშაობთ და ა.შ. არაფერი განსაკუთრებული.

Schengen_Visa-612x336

ჩაბარებული პასპორტის ასაღებად მისვლა დაახლოებით 10 დღეში მომიხდა (თუ გასაუბრებიდან რამდენიმე დღეში გაქვთ ფრენა, მალევე დაგიბრუნებენ პასპორტს. მე უბრალოდ არ მეჩქარებოდა). კვლავ ცოცხალი რიგი დამხვდა. მოკლედ, ეს საკითხი, საშინლად მოუწესრიგებელია ამ საელჩოში. უკან ლამაზი მწვანე ვიზით გამოვბრუნდი და სულ დამავიწყდა რიგში დგომისგან გამოწვეული დაღლილობა 😀

2. ვიზის ეტაპზე დაგჭირდებათ ავიაბილეთების ჯავშანი. არ დაგავიწყდეთ დარეკოთ GASA-ში :)) T: 2 09
არის პირდაპირი რეისები თბილისიდან ათენში Aegean Airlines-ით, ამ ეტაპზე მხოლოდ ორშაბათობით (ხუთშაბათსაც იყო ხოლმე ზაფხულის პერიოდში).  თუ არ გაწყობთ ეს დღე ფრენისთვის, მაშინ პეგასუსი ან თურქიში შეაჩიეთ. (ფასის მიხედვით ყველაზე ხელმისაწვდომი პეგასუსია ჩამოთვლილთაგან), ორივეს რეისი სტამბულის გავლით სრულდება.
ვიზის მიღების შემდეგ ჯავშანი გამოისყიდეთ და უკვე ავიაბილეთიც გაქვთ, გილოცავთ 🙂

მგონი, ძალიან გამიგრძელდა. შემდეგ პოსტში უკვე საბერძნეთზე მინდა მოგიყვეთ ❤

Advertisements

8 thoughts on “ტურისტად საბერძნეთში

  1. გამარჯობათ ხომარიცით როდესაც მეუღლე გიგზავნის მოწვევას საბერძნეთიდან, რა საბუთები უნდა შეიტანო თბილისის საბერძნეთის საელჩოში შესასვლისას? იქნებ დამეხმააროთ, მადლობა

    Like

  2. Reblogged this on გზაში and commented:

    პოსტში მოცემულია ინფორმაცია საბერძნეთის საელჩოს, ვიზისთვის საჭირო საბუთების და სხვა წვრილმანების შესახებ, რომელიც დაგეხმარებათ საბერძნეთში მოგზაურობის მსურველებს.

    Like

    • გამარჯობათ ხომარიცით როდესაც მეუღლე გიგზავნის მოწვევას საბერძნეთიდან, რა საბუთები უნდა შეიტანო თბილისის საბერძნეთის საელჩოში შესასვლისას? იქნებ დამეხმააროთ, მადლობა

      Like

  3. sashineleba xdeba yvelgan , konsulebs sashinel pirobebshi uwevt yopna.chemi ambavic araa gansxvavebuli ubralod italiiis sakonsulom gvitxra uari, saqme rashia muli romelic wasulia 8 welia ukve da shesabamisad moqalaqecaa italiis gamogzavna mowveva migviwvia me anu rdzali dzma da 5 wlis dzmisshvili, yvelanairi sabuti mowesrigebuli rasac itxoven da kide damamtkicebeli sabutebic rom chven namdvilad ukan vbrundebodit da iq darchenas ar vapirebdit mogvivida uari, meoredac shevitanet axla sidzisgan mogvivida mowveva da txovna mudaris werili rom gaveshvit, me da bavshvs isev uari meugle gaushves marto amjerad
    dasasveneblad wavida marto dagvtova colshvili ganadgurebuli ubralod konsultan maqvs kitxva , mainteresebs ucxo qveynis datvaliereba misi kulturis gacnoba da plius magas axloblebis naxva, cols da shvils datovdi da marto waxvidodi rogorc chveulebriv moqalaqes ise gekitxebit da ara rogorc tanamdebobis pirs. chagvmwarda mteli dasveneba chvenc da imatac. yvelaze dzalian guli imaze mtkiva rom iq damrchenebi chven ar viyavit xatze damepiceba. ase erti xelis mosmit dagvemxo tavze yvelaperi.iseti gul natkeni da ganadgurebuli var amas verasdros ver warmovidgendi tu ase mogveqceoda chveni usayvarlesi italiis saelcho,chemi bavshvobis auxdeneli ocneba.

    Like

  4. მე ძალიან დიდი ხნის წინ ვიყავი საბერძნეთში. ზუსტად ასე ნათესავის მოწვევით და არ დამავიწყდება საკონსულოს რიგში ტანჯვა-წამება და საერთოდ, საზიზღარი საკონსულოებია საქართველოში, ძალიან თავხედები და არათავაზიანი ხალხი მუშაობს. ახლა ეს პოსტი რომ წავიკითხე, ბევრი არაფერი შეცვლილა, არადა 10 წელი გავიდა უკვე იმის შემდეგ.

    სამაგიეროდ, ქართული საკონსულოები უცხო ქვეყნებში, რომლებთანაც მე მქონია საქმე, ძალიან კარგად მუშაობენ, ტელეფონსაც პასუხობენ, ი-მეილსაც და რომ მიხვალ, ეგაა ჭიქა ჩაის არ შემოგთავაზებენ, თორემ ისე სახლში გგონია თავი.

    Liked by 1 person

    • ალბათ კიდევ კარგა ხანს ვერ შეიცვლებიან. არც სურვილი აქვთ შეცვლის. საშინლად მოუწესრიგებელი აქვთ ყველას სისტემა და ტლყურს არ იბერტყავენ. ვერ ვხვდები, რატომ. სავიზო სისტემა კოდევ ბევრი წელი გვექნება და როდემდე უნდა გვტანჯონ? ტოჟე მნე ევროპა. ევროპული არაფერი ეტყობოდა ამ საელჩოს.

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s