სტამბულში

დროს როგორ ითვლით?
დაღამებიდან გათენებამდე?
თვიდან თვემდე?
შემოდგომიდან შემოდგომამდე?

ჩემთვის დროის ციკლი ასე მიდის: მოგზაურობიდან მოგზაურობამდე.
შემდეგ თრიფამდე დარჩენილია 18 დღე!
ვერ დავიკვეხნი, რომ ბევრგან ვიყავი, ბევრი რამ ვნახე და გამოვცადე. არა, მხოლოდ სტამბული მოვინახულე ორჯერ. სულ რაღაც ორჯერ გავცდი საქართველოს საზღვარს, ოთხჯერ ვიფრინე, ორჯერ დავბრუნდი…
სტამბული იმდენად გასაოცარი ქალაქია, ერთი წლის განმავლობაში მეორედაც მომინდა ჩავსულიყავი და ხელახლა შემომევლო ყველაფერი.
ბოლო მოგზაურობა ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად დაიგეგმა. რა სჯობს რამდენიმე დღიან დასვენებას ყველანაირი მოვალეობის და გადარბენების გარეშე? როცა მხოლოდ ერთმანეთს და იმ ქალაქს ეკუთვნით, სადაც იმყოფებით…
დამერწმუნეთ, რომ ვერც ვერაფერი.

ხედი სტამბულზე, ტოპკაპის სასახლიდან

მოგზაურობის შემდგომ დაწერილ პოსტებში ყველა განსხვავებულად აღწერს განცდილ შეგრძნებებს. მე ჩემებურად მოგიყვებით.

ერთი რამ ვიცი დანამდვილებით: მე მიყვარს ფრენა, მიყვარს ქვეყნიდან გაქცევა, მიყვარს სტამბული და ყველაზე მეტად, მიყვარს ჩემი თანამგზავრი.

სტამბული ფერადი, სუნელების და ჩილიმის სუნით გაჟღენთილი, ევროპულ-აზიური კულტურების თანხვედრის, კატების ქალაქია!
(თავადვე მიკვირს, მაგრამ 1 წინადადებაში ჩავტიე სტამბულის თითქმის ყველა ეპითეტი, როგორც ამკობენ ხოლმე. 😀 )

სულ 2 ან 3 ადამიანი მეგულება ნაცნობთა ფართო წრიდან, ვინც სტამბულში იყო და იქაურობა არ მოეწონა.
რამ უნდა მოგხიბლოს სტამბულში? უნდა შეამჩნიო პატარა, ლამაზი ბედნიერებები:

  • როგორი ლამაზია გულჰანეს პარკში ფერადი ყვავილებით “დახატული” რაღაც ფიგურები.. ამ პარკის მშვენიერებით და ზომით უნდა შეიგრძნო კონსტანტინოპოლის სიდიადე, რადგან “გულჰანე” სულთნის სასახლის ბაღს წარმოადგენდა ადრე. ახლა კი სტამბულის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ლამაზი პარკია.
  • უნდა მოგხიბლოს ტოპკაპის (სულთნის სასახლე) სიდიადემ და ექსპონატების სიმრავლემ
  • სულეიმანიას (მეჩეთი) ზომამ, შესრულების სინატიფემ და სიმშვიდემ, რაც იქ ყოფნის წუთებში გავსებს
  • როგორ არის მოზაიკები აწყობილი სრულიად ხელით და რამხელა შრომაა ჩადებული თითო პატარა სურათში
  • სტამბულში ბევრი ხალხია: ადგილობრივები, ტურისტები, შენ…  ისტიკლალი არის ბევრი ხალხის თავშეყრის ადგილი.  და სწორედ ბევრი სხვადასხვანაირი და უცნაური ადამიანი უნდა მოგეწონოს მანდ
  • ვიღაც ჩადრით და ვიღაც მწვანე თმით რომ დადის – აი ეს კონტრასტი. გეი ფრაიდის მხარდასაჭერად გამოსული ბავშვიანი, მუსულმანი გოგო Because LOVE knows no limits!
  • ხალხის ერთსულოვნებამ უნდა მოგხიბლოს და გაგახსენდეს, როგორ იცავდნენ სტამბულელები 1 პატარა პარკს დანგრევისგან. როგორ ახერხებდნენ უზარმაზარი აქციების ორგანიზებას ჩვეულებრივი მოქალაქეები, ყოველგვარი პოლიტიკური საფუძველის გარეშე
  • უნდა მოგეწონოს შენს თვალწინ დაწურული, უგემრიელესი ფორთოხლის წვენი, რომელსაც სულ რაღაც 1 ლირად იყიდი
  • ან ქუჩის მუსიკოსები, რომლებიც მეტალიკას უკრავენ ვიოლინოზე
  • ისტიკლალზე მდებარე წიგნების მაღაზიის მეპატრონე, რომელიც ოლივანდერს ჰგავს (პერსონაჟი “ჰარი პოტერიდან”)
  • პატარა ჩიხებში მოწყობილი კაფეები, სადაც ნარგილეს ეწევიან…
  • თურქული ტკბილელულის გემომ და სუნელების სიფერადემ უნდა მოგხიბლოს
  • Kiss in Taksim Square

 სხვაობები უნდა დაინახო ქართულ და თურქულ ამბებს შორის და სწორედ ამით იქნება შენი მოგზაურობა შთაბეჭდავი ❤

This slideshow requires JavaScript.

სტამბულს არ ეძახიან “სიყვარულის ქალაქს”. მაგრამ თუ აქ თქვენს საყვარელ ადამიანთან ერთად ჩამოხვალთ, არ დაგავიწყდეთ ფამუქის “უმანკოების მუზეუემის წაკითხვა” და მერე ამ მუზეუმში გავლა.  თვალწინ უნდა გაგიცოცხლდეს ფუსუნის და ქემალის სიყვარულის ამბავი და მოგინდეს შენც ასე დაუნანებლად, უანგაროდ გიყვარდეს მთელი ცხოვრება ერთი ადამიანი.
სწორედ ამ მუზეუმში გადაღებული ფოტოთი მინდა დავასრულო პოსტი

უმანკოების მუზეუმი "ბედნიერება უბრალოდ საყვარელი ადამიანის გვერდით ყოფნაა"
უმანკოების მუზეუმი “ბედნიერება უბრალოდ საყვარელი ადამიანის გვერდით ყოფნაა”

“ბედნიერება უბრალოდ საყვარელი ადამიანის გვერდით ყოფნაა”
დავამატებდი
travel quote

Advertisements

5 thoughts on “სტამბულში

  1. ხალხის ერთსულოვნებამ უნდა მოგხიბლოს და გაგახსენდეს, როგორ იცავდნენ სტამბულელები 1 პატარა პარკს დანგრევისგან. როგორ ახერხებდნენ უზარმაზარი აქციების ორგანიზებას ჩვეულებრივი მოქალაქეები, ყოველგვარი პოლიტიკური საფუძველის გარეშე

    მინიმუმ იქაური მწვანეები და პოლიტიკური აქტივისტები არ დაგეთანხმებოდნენ 😀

    Like

    • ჰმ. მე ასეთი ინფორმაცია მაქვს 🙂 სწორედ ამ აქციების დროს ვიყავი სტამბულში შარშან და თავად თურქები რასაც მეუბნებოდნენ, ის დავწერე აქაც. შეცდომაში შემიყვანეს ვითომ?

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s