სექსი 3 ლარად! 100$-ის ნაცვლად

 შეიძინე 2 დღით ადრე მხოლოდ 3 ლარად სექსი ჩვენს პროფესიონალ მეძავთან, 100 $-ის ნაცვლად! აქცია მოქმედებს მხოლოდ 3 დან 4 საათამდე.
ხომ კარგად ჟღერს? მოდიხარ 2 დღით ადრე, იხდი მხოლოდ 3 ლარს და 3 საათზე გაქვს სექსი. არაჩვეულებრივი რეკლამაა. მაგრამ რომ მოხვალ, გეტყვიან, უკვე ყველა დღე დაჯავშნილია 3 საათზეო და შენც რაღას იზამ, გაბრუნდები უკან. სინამდვილეში კი არაფერიც არაა დაჯავშნილი. უბრალოდ, ეს სარეკლამო ფრაზაა და იმავე დღეს რომ სტანდარტულ ფასად ისარგებლო, თავისუფალი იქნება შენთვის 100$-იანი მეძავი.

სწორედ ასეთ მარკეტინგულ ხერხს მიმართავს “კინო რუსთაველი/ამირანის” ადმინისტრაცია. გეუბნებიან, რომ არსებობს ბუნებაში “ეკონომ ბილეთები”. თუ 2 დღით ადრე იყიდი, მესამე რიგში მხოლოდ 3 ლარს გადაიხდი ბილეთში. მაგრამ ამ 2 დღით ადრე მისულს გეუბნებიან, რომ ყველა ბილეთი აწ და მარადის მესამე რიგში უკვე გაყიდულია. არადა, იმავე დღეს, სტანდარტულ ფასად ჩვეულებრივ მოგყიდიან ე.წ. ეკონომ ბილეთების ადგილებს 🙂 არა, არ გატყუებთ, მართლა ასეა. მე რომ არ გადამხდენოდა, არც დავწერდი ბლოგზე.

 მოკლედ, მივედი სამშაბათ დღეს, მინდოდა ეკონომ ბილეთების ყიდვა ხუთშაბათისთვის, პარასკევისთვის, შაბათისთვის ან როდესმე, მაგრამ ბილეთების გამყიდველმა გოგონამ არაო, გაყიდულია უკვეო. რომ გამიხსნა ტაბლოზე დარბაზი, ეს მესამე რიგი განაცრისფრებული იყო მართლაც. მაგრამ არა ისეთ ნაცრიფსრად, როგორც გაყიდული ბილეთების შემთხვევაში. უფრო ღია ფერის იყო., მაგრამ დავიკიდე. ალბათ, სააქციო რიგი რომაა, ამიტომ არის სხვა ფერი – მეთქი. ხუთშაბათს ისევ მომიხდა კინოში გავლა და მე რომ სეანსი და რიგი მინდოდა, ჩემს წინ მდგომმა ბიჭმა ჩვერულებრივ იყიდა სტანდარტულ ფასად. გავცოფდი! ანუ, მე 2 დღით ადრე მითხრეს რომ გაყიდულია უკვეო, დაბალ ფასად რომ არ მეყიდა და ხუთშაბათს ჩვეულებრივ, სტანდარტულ ფასად გაყიდეს!

d28ac7b3b608

ბევრი მიზეზის გამო მე “კინო რუსთაველი/ამირანის” მადლობელი ვარ. მაგალითად, მათ Facebook page-ზე საკუთარი ტრაკით მოვიგე 3 თვიანი უფასო აბონიმენტი და ყველა ფილმზე ერთხელ წასვლის ბედნიერი უფლებით ვსარგებლობდი. ბევრჯერ ვყოფილვარ დახურულ ჩვენებებზე სხვადასხვა კომპანიების თუ საკუთრივ კინო რუსთაველის მიწვევით და სწორედ ამ მიზეზების გამო ვიკავდები ამდენ ხანს თავს, რომ ეს პოსტი არ დამეწერა, მაგრამ უკვე ყელში ამოვიდა რა!

  • ძვირი ბილეთები! – კი, ბილეთები ძალიან ძვირია. 10.50-12.50-ის ფარგლებში მოგიწევთ გადახდა, რომ 1 სეანსს დაესწროთ
  • ძვირი და უგემური პოპკორნი! – დიდი ხნის წინ გამზადებული, ცივი, უგემური პოპკორნი, რომელშიც მინიმუმ 3-4 ლარს იხდი, იგიევ პორციაში, როცა გარეთ 50 თეთრს გადაიხდიდი იგივე რაოდენობა უფრო გემრიელ პოპკორნში
  • ძვირი სასმელები! – 1 ლარის ღირებულების პეპსი სულ რაღაც 4 ლარად კინოში
  • ფასიანი 3D სათვალე! – კი, ინდივიდუალურია და ერთხელ უდნა იყიდო, მაგრამ ყოველ ჯერზე რომ გავიწყდება სახლიდან წამოღება, რადგან სპონტანურად დადიხარ იდეაში კინოში და არა დაგეგმილად. ყოფილიყო არჩევანი. მინდა უფასო ბანძს ავიღებ და მინდა ფასიანს ვიყიდი. რა მოხდებოდა?
  • უტუალეტობა! – რუსთაველში იყო საზიზღარი, სუნიანი, უბანძესი ტუალეტები და გააკეთეს იდეაში კარგი, მაგრამ სულ 3 კაბინიანი ტუალეტი. გეკითხებით: 3 კაბინა ეყოფა 5 დარბაზ ხალხს???
  • უპარკინგობა! – არ აქვს არცერთ შენობას საკუთარი პარკინგი. არც ამირანს, არც რუსთაველს. გიწევს სადღაც ჯანდაბაში გაჩერება და უარეს შემთხვევაში, სითი პარკი დაგაჯარიმებს
  • გახმოვანება! – ინგლისური სეანსები ორჯერ გვაქვსო, მთლიანად ფილმი რაც გადის კინოთეატრებში, მაგ დროის განმავლობაშიო. კვირაში ერთხელ ინგლისური სეანსების დღე დანიშნეთ, სჯობს. და ქართული გახმოვანება? ბავშვი თუ მულტფილმზე მიგყავთ, მოემზადეთ, რომ ყურებიდან სისხლი უნდა წამოგივიდეთ ფილმის ყურება/მოსმენისას. რას გადაეკიდეთ ამ კომედი შოუს? საზიზღრად ახმოვანებენ. დავიჯერო, 2 ნორმალური მსახიობი არ გვყავს საქართველოში, ვინც კარგად გაახმოვანებს ფილმებს?
  • მონოპოლია! – ყველაზე დიდი პრობლემა მონოპოლიაა. ეს არის სწორედ ის მიზეზი, რის გამოც მომხმარებელი ჰკიდიათ! სხვაგან ვერ წახვალ, რადგან ალტერნატივა არ არსებობს და შენც მიდიხარ ძვირი ბილეთების, უგემური პოპკორნის და ფასიანი სათვალის შესაძენად მათთან.

გამოსავალი? მომბაძეთ და აღარ იაროთ კინოში! მე ჩემი ჯიბიდან ამათ ფულს აღარ გადავუხდი.
მონოპოლისტი ღორები 😐

დიდი გოგო რომ გავიზრდები და ბევრი ფული მექნება, მერე კი აუცილებლად გავხსნი საკუთარ კინოთეატრს! ვოტ ტაკ

Advertisements

18 thoughts on “სექსი 3 ლარად! 100$-ის ნაცვლად

  1. პოპ კორნი, სასმელები, მონოპოლია, ბილეთების ფასი – გეთანხმები.
    სათვალე მე არც უფასო მომწონდა და არც ფასიანი საერთოდ მომხრე ვარ რომ არა 3D ვერსიებიც გაუშვან ფილმების რადგან არანაირი პლიუსი არაა ეგ 3D ჩემთვის.
    ტუალეტში მე რამდენჯერაც შევედი ხალხმრავლობა არ ყოფილა და რავი. პარკინგი მთელი ქალაქის გულისტკივილია, ტროტუარებიც მანქანებით როა გაჭედილი და ვერ გაგივლია ტროტუარზეც ყურსასმენით იმის შიშით რო მანქანამ არ დაგარტყას.(ეგ ცოტა გავაზვიადე 😉 )
    გახმოვანებას რაც შეეხება მაგათ ხმებსაა ხალხის ყური მიჩვეული და. მაგიტომაც ახმოვანებიებენ მათ. ზოგს შეილება მოსწონდეს ზოგს არა.
    ეკონომ ბილეთებს რაც შეეხება გაგიმარტივებ საქმეს შედი biletebi.ge-ზე გაიარე ავტორიზაცია შეარჩიე სეანსი და ნახე არის თუ არა დარჩენილი ბილეთებიმაგ სეანსზე ეკონომ რიგში. მე და ჩემი მეჰობრები ასე დავდივართ როცა ეკონომ ბილეთს ყიდულობ თავისთავად გამოდის რომ დაგეგმილი სეანსია და სათვალეც არ უნდა დაგავიწყდეს.
    ორიგინალი გახმოვანებით მართლაც რომ ყოველ კვირა იყოს კაი იქნებოდა.
    ასევე ჩემ უკმაყოფილებას გამოვთქვამდი ხმის მიმართ, საუბრისას ხმადაბალია და ეფექტებისას ისეთი ხმაურიანია რომ ყურს მტკენს, ხელებს ვიფარებ ყურზე რომ არ გავღიზიანდე მაგრამ 100წუთი მასე ხო არ ვიქნები 😀

    Liked by 1 person

  2. მართალი ხარ. პოპკორნი ადრე ძალიან გემრიელი ჰქონდათ, ახლა გააფუჭეს. ამირანში ჯერ კიდევ ნორმალურია, მაგრამ რუსთაველში – საშინელება.
    ამ ყველაფერს დავამატებდი იმ ფაქტსაც, რომ ადრე მსოფლიო პრემიერებს არ ჩამორჩებოდნენ ხოლმე ხშირად და ბევრ კარგ ფილმს უშვებდნენ. ახლა არჩევანიც უკვე მწირი გახდა და ფილმებიც ძალიან დაგვიანებით გამოდის. არადა, ბილეთები გააძვირეს.
    მონოპოლიის ბრალია ეგ ყველაფერი. სხვა სად წახვალ? ისევ მაგათთან უნდა მიხვიდე.

    Like

  3. არასდროს უთქვამთ ჩემთვის არ გვაქვს ეკონომ ბილეთიო :/ და პოპკორნი კიდე უგემრიელესია

    Like

  4. საკუთრივ კინოჩვენების უხარისხობა დაგავიწყდა. არ ვიცი ნახმარი ლენთები ჩამოაქვთ თუ ვადაგასული აპრატურით აჩვენებენ. სახლში 13 ინჩიან ნოუთბუქზე მეტ სიამოვნებას ვღებულობ, ვიდრე მანდ.

    Like

    • მართალი ხარ. ჰობიტის მეორე სერიას რომ ვუყურე, თვალებიდან სისხლი მდიოდა, იმენა.
      ფერები საერთოდ არ იყო. სიმუქეს ვუყურებდი მთელი 3 საათი 🙂 სახლში ჩვეულებრივ ლეპტოპზე უფრო ფერადი და ბედნიერება იყო ელფების ყურება 🙂

      Like

      • სრულად გეთანხმებით 😀 😀 მართლაც ცუდი ჩვენებაა. ეგ აპარატურის ბრალიცაა და იმ “ეკრანის” (ფარდის) გამოც. უნდა იყოს კაი თეთრი ფერის და ერთი პერიოდი თითქოს ჭუჭყიანი იყო ნაცრისფერი.. მსოფლიოში IMAX კონოთეატრები იხსნება უმაგრეს ციფრულ ხარისხში. აი მანდაა მაგარი ჩვენება მარა აქ ასეთს თუ გახსნიან ფასიც იქნება… და ისე პარკინგის პრობლემა მარტო მანდ კი არა მთელ ქალაქშია. ახალ შენობებს რომ ააშენებენ ენანებათ დაბლა სართული პარკინგს დაუთმონ. და საკუთარი კინოთეატრის გახსნა კაი იდეაა. მოდი ინვესტირება მოვახდინოთ და მერე მოგება ჩვენში გავყოთ ))) შენობის პრობლემა არაა. მაქ უკვე 😛

        Like

  5. ახლა თბილისი მოლშიც გაიხსნება დარბაზი და მერე ნახეთ მონოპოლია სახლში დარჩენილი სათვალეები 😀 არაფერი ეშველება Suckართველოს.

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s