კნუტის პოსტი კნუტზე

გაიცანით ნილი! – ნელსონ სემუელ მანდელა

ნილი 2013 წლის 20 დეკემბრიდან შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში. სამსახურში secret santa-ს ვთამაშობდით. თამაშის წესები მარტივია: ყუთში იყრება ყველა თანამშრომლის სახელი/გვარი; იღებ 1 ფურცელს და ვინც შეგხვდება, მისი სანტა ხარ იმ წელს :)) უნდა აჩუქო რამე, გაუხალისო ახალი წლის დღეები. ოღონდ ჩუმად. არ უნდა იცოდეს, ვინ ხარ. ჩემმა სექრეთ სანტამ კი აი ასეთი ფუმფულა და საყვარელი კნუტი დამახვედრა სკამზე დასკუპებული ❤

1 თვისაც არ იყო სავარაუდოდ ჩემი კნუწიკი. ახლა უფრო გაიზარდა და მოღონიერდა. ძალიან თბილია, ფუმფულა, სითბოს და მოფერების მოყვარული.., მოკლედ, ჭეშმარიტი კატაა 😀
აი, მისი საყვარელი ადგილი ძილისთვის 😀 როგორც კი მუხლებზე ამოგახტება, მაშინვე მკერდისა და კისრისკენ მიცოცავს, რომ ჩათბუნდეს, ცხვირი ჩაყოს სადმე და დაიძინოს 😀

ახლა ავად გვყავს. მე და ქეთო რიგრიგობით ვუვლით და ვწამლობთ. თავს გვაცოდებს ხოლმე, როცა დაბანას ვუპირებთ. მერე იღლება, ბედს ეგუება და ნებდება 😀 ბანაობის მერე კი ზედ გვეკვრის და დასტრესილი იძინებს 😦

(განმარტება: ექიმმა დაუნიშნა ეს ბანაობები, სპეციალური წამლით და ა.შ. მკურნალობის შემადგენელი ნაწილია)

ჰოდა, ასე… კნუტს კნუტი ჰყავს ❤ მადლობა სანტას ❤

Advertisements

2 thoughts on “კნუტის პოსტი კნუტზე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s