31

დღეს 31 დეკემბერია, 2013 წელი.

მე უკვე 5 წელია ბლოგი მაქვს. 22 წელია ვარსებობ და აქედან 4 თვეა დამოუკიდებლად ვცხოვრობ.

9 თვეა მიყვარს, 10 დღეა კატა მყავს და მესამე წელია ჩემი საუკეთესო მეგობარი მენატრება.

ეს ისე, ჰაილაითები ამოგიკრიფეთ ჩემი ცხოვრებიდან 🙂

Photo By აჩი.ოკ

ახალი წელი 22 საათზე ნაკლებში დადგება. მე კი ისიც არ ვიცი, რას ვაპირებ. როგორ, რატომ და სად.  თუმცა, ის ნამდვილად ვიცი, რომ 2013 ყველაზე კარგი წელი გახლდათ ჩემი მწირი, 22 წლის ცხოვრებიდან. მიზეზები:

 

  • ვიპოვე love of my life
  • გადავედი ცალკე საცხოვრებლად, რითაც ძალზედ მნიშვნელოვანი პუნქწიკი შევასრულე TO DO LIST-ში
  • სამსახურის მხრივ განსაკუთრებული ცვლილებები არ მქონია, მაგრამ კიდევ უფრო შემიყვარდა ჩემი სამუშაო ❤ და მიყვარს ჩემი თანამშრომლები ^_^
  • დავიწყე მუშაობა ერთ პატარა კომპანიაში, მაგრამ მივხვდი, რომ როცა ხელ-ფეხს მიბოჭავენ, ვერ ვმუშაობ და მზიზღდება ყველაფერი. ამიტომ, დავანებე კიდეც
  • პირველად გავედი საქართველოს ფარგლებს გარეთ – ვიმოგზაურე სტამბულში
  • ვიყავი ჩაინავუმენის და დიფ ფარფლის კონცერტებზე
  • სამჯერ ვიყავი ყაზბეგში
  • დავიწყე ცოცვა, მაგრამ მერე დავკომპლექსდი და მივატოვე
  • ძალიან ჩავკვდი ბლოგის მხრივ, მაგრამ დღეს საბოლოოდ გადავწყვიტე მივხედო ჩემს პირმშოს
  • მივიღე უარი საფრანგეთის ვიზაზე და შესაბამისად, ვერ წავედი ჩემი ელეს სანახავად. თუმცა, ვიზაზე უარი რომ არ მიმეღო, გიო აღარ იქნებოდა ჩემთან. დილემაა: ელესთან წასვლაზე უარი უნდა მწყინდეს თუ ის მიხაროდეს, რომ ამ უარის შედეგად გიო მყავს?

ელე გახსოვთ? ადრეც ვწერდი მასზე. აგერ უკვე 3 წელია არ მინახავს. დღეს მისი დაბადების დღეა და კიდევ უფრო მენატრება. არაუშავს, მომავალ წელს მაინც…

2014?  მნიშვნელოვანი მოთხოვნები არ მაქვს. ანდა, თუ მაქვს, აქ დაწერად არ ღირს 🙂 თქვენმა წელმა როგორ ჩაიარა?

Advertisements

6 thoughts on “31

  1. საბოლოო ჯამში, მაინც კარგი წელი იყო. ნუ თუ არ ჩავთვლით ვიზის არმოცემას. ხოდა ახლა უკვე აქ გილოცავ. გისურვებ, რომ ეს წელი იყოს უკეთესი და ბევრად საინტერესო, ვიდრე 2013 იყო. Good luck. 🙂

    Like

    • მადლობა, ფაო :* შენც სულ ბედნიერი ყოფილიყავი და 2014 ყველა განვლილ წელზე უკეთესი ყოფილიყოს

      Like

  2. მეგონა, რომ 2013-მა წელმა ჩაიარა ძალიან კარგად, მაგრამ დღეს e-mail-ზე მივიღე შარშან ამ დროს ჩემ მიერ დაწერილი წერილი და მივხვდი, რომ მაშინ უფრო ბედნიერი ვიყავი.

    პოსტს რაც შეეხება მომწონს ❤ რაღაც დოზით ვიგრძენი ახალი წელი, რომელსაც ვერ ვგრძნობდი(როგორც უმეტესობა:3)

    Like

    • მე ზუსტად ვიცი, რომ წელს ბევრად ბედნიერი ვარ ❤

      მადლობა. ბედნიერ 2014 წელს გისურვებ 🙂

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s