გათხოვილი ხართ?

ჩემდა სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ექიმებთან აქტიური შეხება მაქვს. დავრბივარ სხვადასხვა ექიმებთან, გამოკვლევებზე, ანალიზებზე, აფთიაქებში და ა.შ და ა.შ.

იცით, როგორ სვამენ ჩვენთან ექიმები შეკითხვას სექსუალური ცხოვრების შესახებ? “გათხოვილი ხართ?” ამ მარტივი ფრაზით ცდილობენ გაიგონ გაქვს თუ არა სექსი/ხარ თუ არა ქალიშვილი. თითქოსდა შეუძლებელი იყოს სექსი გათხოვების გარეშე -_- ამ დროს გაბრაზებულმა, მაგრამ მაინც ღიმმორეულმა უნდა უპასუხოთ, რომ “არა, გათხოვილი არ ვარ. მაგრამ თუ იმას გულისხმობთ მაქვს თუ არა სექსი, კი – თქვენზე მეტი”

თუმცა რა მიკვირს? ჩვენთან სექსი აკრძალული თემაა. გასათხოვარი გოგოსთვის წარმოუდგენელია ფაქტი “სექსი”. რას იტყვის ოჯახი? და ხალხი? და უბანი? ან ბიძაშვილის ცოლის მამიდაშვილის მეზობელი?

 

სექსი აკრძალულია იმ წყვილებისთვისაც, ვინც თუნდაც 3-4 წელი ერთად არიან. მთავარია, ქორწინების საბუთი დაიჭიროთ ხელში, შემდეგ უკვე გზა ხსნილია. არ აქვს მნიშვნელობა შემდგომ შეეწყობით თუ არა ერთმანეთს, მოგეწონებათ თუ არა თქვენი პარტნიორი. სექსი მხოლოდ საბუთიანი წყვილებისთვისაა დაშვებული! (უნდა ვაღიარო, რომ ძალიან მიკვირს იმ წყვილების, ვინც რამდენიმე წელია ერთად არიან, უყვართ ერთმანეთი, ერთად სძინავთ და ა.შ. მაგრამ სექსს მაინც ვერ ბედავენ. რა უბედურებაა ეს?)

გათხოვდით, ქალიშვილი აღარ ხართ და გამოთხოვდით? ნუ გიხარია, შენ მაინც არ გაქვს სექსის უფლება. ბოზად ჩაითვლები 😀

და კიდევ ერთხელ მიკვირს, რატომ არ ვრცელდება ეს ნებისმიერი იარლიყი მამაკაცებზე? რელიგიითაც კი ვერ “ვაპრავებ” ამ აზროვნებას. ქრისტიანობა მოსთქვამს, კაცმაც თავი შეინახოს ქორწილამდეო 😀

ჰოდა.. იმის თქმა მსურდა. Fuck you bitches, get a life 🙂 მოეშვით ჩემი ქალიშვილობის რკვევას და მერე ამრეზილ გამოხედვებს თქვენთვის არასასურველი პასუხის მიღებისას.

Advertisements

18 thoughts on “გათხოვილი ხართ?

  1. ეს მრავალნაცვეთი ფრაზა: ყველას თავისი ცხოვრება აქვს. მე ვეთანხმები ამ ყველაფერს არავის საქმე არ არის თქვენ ვის დაუწვებით და რა პოზაში, ქორწილამდე გექნებათ თუ მის შემდეგ! მაგრამ ქართულ მენტალიტეტს ვერ გავექცევით, მართალია ბევრი რამე არ მომწონს ჩვენს აცდენილ და არალოგიკურ მენტალიტეტში, მაგრამ რადგან ქართველი ვარ იძულებული ვარ ყურადღება მივაქციო ამ ყველაფერს და როგორც ჩემი წინაპარი ისე მოვიქცე. მე სულით პატიოსან ადამიანებს ვემხრობი და სულით პატიოსნება ხშირად ქალიშვილებს უფრო ახასიათებთ. :)))

    P.S აღგზნებულ ადამიანებს მივმართავ თქვენ როგორც გაგისწორდებათ ისე მოიქეცით

    Like

  2. ხო ამდენი იბაზრა მაგრამ მაინც დარწმუნებული ვარ რომ თვითონ ქალიშვილია საუბარი ადვილია შესრულება ძნელი :)) მაგრამ ერთი უნდა აღინიშნოს რომ ზოგს ქალიშვილობის დაკარგვა გგონია ყველასთან დაწოლა ვისთანაც ხელი მიუწვდება უსიყვარულო სექსის დედა შევეცი მე პირადად ! :))

    Like

  3. ვერ ვიტან საერთოდ ეგეთ კითხვებს, მნიშვნელობა არა აქვს ექიმი დამისვამს თუ ვინმე მეტიჩარა ცნობისმოყარე, ყველაზე სამწუხარო რაცაა ასეთ კითხვებს ბიჭები უსვამენ წუთის წინ გაცნობილ გოგოს.

    Like

  4. ჩემი დაქალის ისტორია გამახსენდა, როცა მე, ის და მისი შეყვარებული აფთიაქში შევედით, არ იცოდა რა სჭირდა და სიმპტომების გადმოლაგება დაიწყო, როგორც ჩანს იმ გოგომ დაასკვნა, რომ ორსულად უნდა ყოფილიყო და ეშმაკურად გახედა ჯერ ერთს, მერე მეორეს. და ეს გამომცდელი ფრაზა ,,გათხოვილი ხართ?”
    ამ შემთხვევაში კი იყო სასიამოვნო, მარა მაინც მარაზმია :))

    Like

  5. ერთადერთხელ შემხვდა ექიმი, რომელმაც მკითხა სექსუალური ცხოვრება რა ასაკში დაიწყეო, დანარჩენები ყველა მეკითხებოდა, როდის გათხოვდიო.

    Like

  6. ამაზე რამდენჯერ მიჩხუბია და მიკამათია და მიწუწუნია…. მე უფრო ის მაინტერესებს, ექიმს თავისი პროფესიიდან გამომდინარე, რა უფლება აქვს ამ ტიპის კითხვა დამისვას ვარ თუ არა გათხოვილი და ამრეზით მიყურის თუ გათხოვების გარეშე მაქვს სექსი და თან აღმზრდელობითი საუბრები დამიწყოს რომ ჯობია რაც შეიძება მალე გავთხოვდე, თორემ ვაითუ ამ კაცმა მიმატოვოს და მერე დავრჩები არაქალიშვილად და ვეღარასდროს გავთხოვდები.

    Like

    • სავარაუდოდ, არანაირი უფლება არ აქვს. და სამაგიეროდ, შენ გაქვს უფლება, თავზე დაახურო მსგავსი საუბრის წამოწყებისას :დ

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s