Tbilisi Beer Fest – თბილისის ლუდის ფესტივალი

ლუდი – ალაო, სვია, წყალი… ნაკლებადალკოჰოლური სასმელი, რომელიც ჩემნაირ “მალალიტრაშკას” მაინც ათრობს. 😀
ოდნავ მომწარო გემო, მეგობრებთან ერთად დასალევი. კიდევ? თქვენ რა გახსენდებათ “ლუდის” გაგონებაზე?

ლუდის დიდი ფანატი არ ვარ. საერთოდ არ ვსვამდი რამდენიმე წლის წინ. მეგობრებმა ნელ-ნელა მიმაჩვიეს 🙂 თუმცა, დღემდე 1 კათხა ლუდი მყოფნის თრობის პირველ ეტაპზე გადასასვლელად 😀

მიუხედავად ამისა, Tbilisi Beer Fest-ზე მაინც ყოველ წელს დავდივარ. ფესტივალი ჩემთვის მხოლოდ ბევრი ლუდის დალევის საშუალება არაა. ვნახულობ ძალიან ბევრ ახალ თუ ძველ ნაცნობს, ვუსმენ უმეტესწილად სასიამოვნო მუსიკას, ვიღებ ფოტოებს, ვსვამ ცოტას, ვერთობი და ა.შ. წელს სასიამოვნო მუსიკა აშკარად გარანტირებულია, ისეთი ჯგუფები უკრავენ: მელოუ, სვანსიხი, ლაუდსფიქერსი, ზურგი… კიდევ რამდენიმე შემსრულებელია, უბრალოდ ისინი ჩემთვის ვერ ფავორიტობენ და აღარ შეგაწუხებთ 😀 ფესტივალის მთლიანი ლაინაფი ამ ბმულზე იხილეთ.

ფოტო შარშანდელი ბირფესტიდან –

  • ლუდის ფესტივალის ბლოგის კითხვისას დამემსხვრა მითი, რომ ლუდი კალორიულია და ასუქებს 😀
  • ბევრი მომხმარებელვით არ მეგონა, რომ სადმე ლუდის უფასო ფესტივალი არსებობს და რომ ოქტობერფესტზე ლუდს დიდძუძუებიანი გოგოები მხოლოდ ლამაზი თვალებისთვის არიგებდნენ. ასე რომ, მოეშვით წუწუნს. ლუდი უფასო არსად არაა 😀
  • არც ფესტივალზე ლუდის ფასი მაწუხებს. ბარში რომ შედიხართ და სვამთ, დავიჯერო, 1,5 ლარზე ნაკლებს იხდით? 🙂 + ამას მუსიკას უნდა მოუსმინოთ, გაერთოთ… and again: ნუ წუწუნებთ ხალხო! 😀
  • ზოგადად, ძალიან მომწონს ის ფაქტი, რომ ასეთი აქტიურია ფესტივალი სოც. ქსელებში. ფეისბუქზე, ვორდპრესზე, ტვიტერსა თუ ინსტაგრამზე.

ჩემი რჩევა იქნებოდა, არ გამოტოვოთ წლევანდელი ბირფესტი. ბევრი გათამაშება, კარგი მუსიკა, ლუდი, მეგობრები და გართობა იქნება :3

მე მივდივარ ლუდის ფესტივალზე, შენ? 😛

Advertisements

7 thoughts on “Tbilisi Beer Fest – თბილისის ლუდის ფესტივალი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s