4 წელი

პოსტის დასაწერად შემოვედი. მინდოდა მეთქვა, რა მინდა 🙂 მაგრამ სხვა დროისთვის გადადება მომიწევს, მგონი, რადგან ვორდპრესმა მახარა, 4 წლის ანივერსერი გაქვს, გილოცავთო ❤

4 წელი. ჰმ. ბევრია, მგონი.

ამ 4 წელიწადში გავიზარდე, ბევრი დავკარგე, ბევრიც მოვიპოვე, ბევრიც მივატოვე, ბევრიც ვიტირე, ვიცინე კიდეც… მეგობრები შევიძინე, რამდენიმე დავკარგე კიდეც. მიყვარდა და ვუყვარდი. ახლაც მიყვარს და მეყვარება კიდეც.

მახსოვს პერიოდი, როცა სამსახურის ქონაზე ვწუწუნებდი. ოღონდ რამე ვიშოვო, ყველაფერ კარგად იქნება-მეთქი. გამომივიდა

მახსოვს პერიოდი, როცა 1 ადამიანს მივტიროდი. ოღონდ არ დავკარგო, არაფერი მაინტერესებს-მეთქი. თავად დავიკარგე

ის პერიოდიც მახსოვს, სწავლა რომ უმნიშვნელოვანესად მივიჩნე, დავიწყე და მერე მივატოვე.

ისიც, ჩანახატებს რომ ვწერდი. რა თქმა უნდა, სულელურს, არაფრის მომცემს, მაგრამ თქვენ კითხულობდით და მეუბნებოდით, არაუშავსო.

ისიც, ბლოგს ყოფილებთან საბრძოლველად რომ ვიყენებდი. რამდენიე მწარე სიტყვა და სამუდამოდ ტოვებდნენ ბრძოლის ველს.

თქვენ ისიც გემახსოვრებათ, როგორ ვინახავდი 1000-ობით SMS-ს 🙂

ხან რჩევებს გაძლევდით, ხანაც  გიბრაზდებოდით. ხანაც ჩემს ბიჭებზე გიყვებოდით. მადლობა, რომ მიტანდით ამდენ სისულელეს.

ასეა თუ ისე, მე მიყვარს ჩემი ბლოგი 🙂

Advertisements

7 thoughts on “4 წელი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s