Love, Love, Love

არასდროს მჯეროდა ერთი ნახვით შეყვარების.

არ მჯერა “დავინახე, გულში ჩამივარადა, მუხლი მომეკვეთა” ფრაზების.

არ მჯერა ცალმხრივი სიყვარულის…

საერთოდაც, რა არის სიყვარული? რას ნიშნავს სიტყვა “მიყვარხარ” ? თავს ვერ გამოვიდებ, რომ ბევრი გამეგება ამ თემატიკაში. ჩემი გამოცდილება, ძირითადად, პოლიგამიით და Just გართობით შემოიფარგლება. ის, რასაც მე სიყვარულს ვეძახდი ადრე, აშკარად ვეღარ ჯდება ჩემს დღევანდელ კრიტერიუმებში. )) უბრალოდ გეტყვით, რას ნიშნავს ჩემთვის ეს სიტყვა. თქვენც ან დამეთანხმეთ, ან თქვენი აზრი გამიზიარეთ : )

ჩემთვის სიყვარული ერთად მოიცავს მეგობრობას, ნდობას, მუდმივად ამ ადამიანთან ყოფნის სურვილს, მონოგამიას, ერთგულებას, ამ ადამიანის იმედს, სიმშვიდის განცდას… როცა კარგად გრძნობ ამ ადამიანთან თავს, გეცინება მის სულელურ იუმორზე, შენთვის სიმშვიდის და დაცულობის გარანტიაა, გინდა კისერში ჩაუყო ცხვირი და ასე გეძინოს… მოკლედ, თქვენც კარგად მოგეხსენებათ 🙂

ცალმხრივ სიყვარულს რას ვერჩი? არც არაფერს. უბრალოდ, მგონია, რომ სიყვარული  რომ დაარქვა, ამისათვის მეორე ადამიანიც გჭირდება. ურთიერთობა, სადაც დისკომფორტს განიცდი და იტანჯები, ვერ იქნება სიყვარული.

ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ არსებობს ურთიერთობის განვითარების ეტაპები და ნელ-ნელა უნდა გაიაროთ თითოეული მათგანი. არა, რატომ ნელ-ნელა. ეტაპების მიმდევრობა და ერთიდან მეორეზე გადასვლის პერიოდი თითოეულ წყვილს განსხვავებული აქვს.

This slideshow requires JavaScript.

აგერ ჩემი დაკვირვებით შერჩეული ურთიერთობის განვითარების ეტაპები:

  • მეგობრობა/ნდობა
  • სექსი
  • სიყვარული
  • “ქორწინება”/ოჯახი

ზოგი სექსით იწყებს, მეგობრობით აგრძელებს და სიყვარულით აგვირგვინებს. ზოგისთვის  ჯერ სიყვარულია, მერე ქორწინება და ბოლოს სექსი. მეგობრობა/ნდობის ეტაპს კარგავენ და ამ შემთხვევაში ოჯახის დანგრევის საშიშროება ისეთივე დიდია, როგორც ჩინეთის კედელი.

მოკლედ, სულ სხვა რამის დაწერა მინდოდა და სხვაგან წავედი 😀 მინდოდა მომეყოლა როგორ მიყვარს, რა კარგად ვგრძნობ თავს და ა.შ. უბრალოდ გეტყვით, რომ სიყვარული ყველაზე კარგი გრძნობაა  როცა ერთ ადამიანს შეუძლია დაგავიწყოს ყველა პრობლემა, გაგაცინოს და იმედი გაგიჩინოს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. გასწავლოს ყველაფრის პოზიტიური მხრიდან დანახვა. მაშინ, როცა ბოლო რამდენიმე წელი აგრესიულ, ნეგატიურად გაქვს გატარებული.

მე მიყვარს და კარგად ვარ ^_^ დანარჩენ ყველაფერს კი ჯანდაბამდე გზა ჰქონია 😀

Advertisements

7 thoughts on “Love, Love, Love

  1. ბედნიერება სიყვარული კი არა წარმატებაა, კარიერული წარმატება, რასთანაც სიყვარული ახლოსაც ვერ მოვა, თუკი საერთოდ არსებობს ის.
    კისერში ცხვირის ჩაყოფას და საბნის გადმოხურებას რაც შეეხება, კარგად რომ დაფიქრდეთ, არც ისე მიმზიდველია და ყველა ამგვარი ურთიერთობა ან გარიგებაა, ან სიყალბე და თავის მოტყუება!

    Like

  2. vinmes shegidzliat damexmarot? imdeni ram trialebs chem tavshi vegar gavige swori da araswori romelia an rogor moviqce… yvelafris miuxedavad 1welia ukve ertad vart da verc warmogvidgenia ertmanetis gareshe yofna..magram sul vchxubobt,sul ukmayofilo var..titqos ar myofnis mastan gatarebuli dro..titqos ragacas maklebs..ragaceebi martlac gvaklia da… iqneb vinmem rcheva momcet 😦 😦 😦

    Like

    • ეკ, მუდმივი ჩხუბი და უკმაყოფილება არ არის სიყვარული.
      სიმშვიდე, სითბო, სტაბილურობა და ბედნიერებაა სიყვარული.

      ურთიერთობა, რომლიდანაც სიამოვნებას ვერ იღებ, არაა სიყვარული,. უბრალოდ დროის ამ ეტაპზე მოგწონს ეგ ადამიანი. მე გირჩევდი გააცნობიერო ეს ყველაფერი, საკუთარ თავზე იფიქრო და დაშორდე 🙂 აუცილებლად გამოჩნდება შენს ცხოვრებაშიც ადამიანი, რომელთან ჩახუტებისას მიხვდები, რომ შენი წინა გრძნობა უბრალოდ ვნება ან ცხოვრებისეული ექშენის ნაკლებობა იყო

      Like

  3. კისერში ცხვირს რომ ჩაუყოფ და ასე დაიძინებ, დილით რომ იღვიძებ და ისევ მის კისერში ძვრები, მერე ის იღვძებს და ნახევრადმძინარე საბანს გისწორებს, ჩემს გოგოს არ შესცივდესო, ესაა ბედნიერება ^_^

    Like

  4. აუჰ რა კარგია ^_^
    სტაბილურ ბედნიერებას გისურვებ ❤

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s