ჩემი მშობლები მოხუცები არიან

ჩემი მშობლები მოხუცები არიან. ორივეს ასაკი, ერთად აღებული, 125 წელია 🙂 ამასთან მამა 10 წლითაა დედაზე უფროსი. აჰა, ეს პატარა მათემატიკური ამოცანაც თქვენ.

ჩემი მშობლები მოხუცები არიან და ძალიან უჭირთ ჩემი გაგება. უჭირთ გაიგონ რატომ მირჩევნია დროის უმეტესი ნაწილის არა სახლში, არამედ მეგობრებთან ერთად გატარება. უჭირთ გაიგონ რატომ მირჩევნია წიგნის კითხვა მათთან საუბარს და ა.შ. ყველაზე მეტად მაინც იმ ფაქტს ვერ ეგუებიან, რომ გავიზარდე და საკუთარი ცხოვრება მაქვს.

ჩემი მშობლები მოხუცები არიან და მე ვერაფრით ვუმხელ მათ, რომ საცხოვრებლად ცალკე გადასვლა აგერ უკვე ბევრი წელია მინდა. რომ მუშაობის დაწყებისას მთავარი მოტივი სწორედ ცალკე ცხოვრება იყო. რომ 3 წელი მხოლოდ მათ გამო ვჩერდებოდი სახლში და ვითმენდი პრობლემებს. რომ ახლა უკვე ყველაფერი დაგეგმილი მაქვს და მხოლოდ მათთან საბოლოო დალაპარაკებაღა დარჩა, რომ მოვკიდო ჩანთას ხელი და სახლიდან გავიქცე.

D:DCIM100DICAMDSCI3734.JPG

ჩემი მშობლები მოხუცები არიან და ეს ყველაფერი რომ ვუთხრა, დედა მეჩხუბება, მეტყვის, რომ მისი შვილი აღარ ვარ, წნევა აუწევს, ცუდად გახდება და მერე რამდენიმე თვით გამებუტება. მამას ცხოვრებაში მეორედ ექნება წნევა და ლოგინში ჩაწოლილი კედელს მიაშტერდება.

ჩემი მშობლები მოხუცები არიან და ვერაფრით ვუხსნი, რატომ მჭირდება ცალკე ცხოვრება 22 წლის გოგოს.

ჩემი მშობლები მოხუცები არიან და ძალიან მიყვარს ორივე, თუმცა საკუთარი თავი სანამ შემზიზღებია, სჯობს ავიბარგო

: )

Advertisements

6 thoughts on “ჩემი მშობლები მოხუცები არიან

  1. ეს უბრალოდ ასე მგონია შენი აკვიატებაა, ყველასგან გაქცევის სურვილი გაქვს რაღაც აკვიატებულად, ჩემი დაც ამ აზრითაა შებყრობილი. მემგონი გადაგივლის ნუ ნერვიულობ 😉

    Like

  2. ასაკს დიდი მნიშვნელობა არ აქვს “მშობელ-მოუდ” ერთვებათ, და ბევრი რამის გაგებაზე ასავსავებენ ხელებს
    კიდევ უფრო მოდნომებით ივიწყებენ, ჩვენხელები როგორები იყვნენ თვითნ, ან უარესი, შენ საწინააღმდეგოდ გიბრუნებენ

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s