whole life crush

რა საინტერესოა, როგორ უფერულდებიან ადამიანები დროთა განმავლობაში. უფრო სწორად, ჩვენთვის უფერულდებიან.

What if there was no lie, Nothing wrong, nothing right. What if I got it wrong?

whole life crush გყოლიათ?

არ ვიცი, საერთოდ არსებობს თუ არა ასეთი გამოთქმა. მაგრამ რა ვუწოდო აბა შემთხვევას, როცა 12 წლიდან დღემდე მოგწონს ადამიანი? : ))

hm

ჩემი არსებობაც კი არ იცოდა, რა თქმა უნდა. მეც მხოლოდ შორიდან, “ტელევიზორში” მყავდა ნანახი : )) მერე საერთო ნაცნობებიც აღმოგვაჩნდნენ, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული. I don’t exist. როგორ არ მომწონებოდა: გაბურძგნული, აწოწილი, ლამაზი თითებითა და უხერხული ღიმილით. თითქოს რაღაც სცხვენიაო, სულ აქეთ-იქით იხედებოდა სიცილისას,  ვინმეს ეძებდა თავშესაფრად : ))

მერე ერთხელ შემთხვევით საკუთარ სოფელში გადავეყარე. ის თავის გზაზე მიდიოდა, მე – ჩემსაზე. სუნთქვა შემეკრა, ჩუმად გავიარე… არაფერი : )  I don’t exist

ჩემი გაოცება წარმოიდგინეთ, ერთხელაც ფეისბუქზე მისგან friend request რომ დამხვდა. რამდენიმე წამიანი ყოყმანის მერე დამატებას დავაჭირე და … fuck, he’s married 😐 ამის მერე არც არაფერი, რამდენიმე სიტყვა გავცვალეთ: რაღაც მკითხა, რაც აინტერესებდა და მორჩა. I don’t exist

წავშალე, თვალებში მეჩხირებოდა მისი ფერადი, ბედნიერი ფოტოები 😀

რამდენიმე თვის მერე ისევ დამიმატა.  I don’t exist – არც კი ვახსოვდი 😀 სამაგიეროდ, he was alone, separated თუ როგორცაა : )) and he wanted to flirt and etc

თქვენ როგორ მოიქცეოდით ჩემს ადგილას? გაგიხარდებოდათ, რომ აი, ამდენი წლის მერე შეგამჩნიათ/… თუ აჯობებდა ისევ whole life crush-ად დარჩენილიყო?

ალბათ ჯობდა… არ მინდა ესეც გაუფერულდეს… არადა, სწორედ აქეთ მიდის საქმე 🙂

What if there was no lie, Nothing wrong, nothing right. What if I got it wrong?

12 thoughts on “whole life crush

  1. მე უერთობას გავგრძელებდიი:)))) და ჩემსას ავისრულებდიი..რომ მერე წლების მერე არ მენანა რატომ არ გააკეტეოო :)) ასე რომ მიდი აისრულე ბავშვობის ცონებაა:))))))))))0

    Like

  2. whole life crushს სხვა მუღამი აქვს. არსებობს რაღაცეები, რაც ჯობია ასე დარჩეს, მაგრამ არ ვიცი…
    იმის თქმას, რატომ არ გავაკეთეო, გააკეთო და იქნებ, არც ინანო 🙂

    Like

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.