სისულელე, ანუ Human v 0.8

ჩემი ბლოგი სტუმართმოყვარეობით არ გამოირჩევა. ეს პირველი გესთ–პოსტია კნუტის ბლოგზე. იხილეთ პროგრამისტის თვალით დანახული ადამიანის ფორმირების პროცესი 🙂 ამ გენიალური გიკური შედევრის ავტორი: ჭრელა.

პრეისტორია: ღმერთს მოსწყინდა ამდენი გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება და გადაწყვიტა შეექმნა არსება, რომელიც თვითონ განვითარდებოდა და მომავალში ბევრ რამეში დაეხმარებოდა მას. დაავალა თავის ანგელოზებს ამ პროექტზე მუშაობა. თავდაჯერებული ანგელოზებიც დაჯდნენ და პირველი ვერსია უკვე რამდენიმე კვირაში იყო მზად. პირველმა ტესტირებამ წარუმატებლად ჩაირა, მიღებული ნივთი მიწას დაენარცხა, დაიშალა და მალე მთლიანად გაუჩინარდა. ანგელოზ-ინჟინრები მხოლოდ ახლა მიხვდნენ, რომ უბრალოდ წყალი ამ ამოცანის ამონახსნად არ გამოდგებოდა. სულ რამდენიმე დღეში უკვე ახალი ვერსია ჰქონდათ – წყალს ჭურჭელი მოუძებნეს, თუმცა  დიდად თვითგანვითარებადი არც ეს აღმოჩნდა. მესამე ვერსიას უკვე გადაგორებაც შეეძლო, თუმცა მისთვის ოდნავი სიმაღლეც კი დაუძლეველი ბარიერი იყო. ამიტომ მალევე მივიდნენ ფეხის დამატების იდეამდე. თავიდან ერთი ფეხი სცადეს, თუმცა არც ისე მყარი აღმოჩნდა, ორმა უკვე დადო გარკვეული შედეგი, სამი კიდევ უკეთესის იმედს იძლეოდა, თუმცა რადგან კლიენტის მოთხოვნებს 2-იც აკმაყოფილებდა, არავის უწვალია ზედმეტი. შედეგად, არსება უკვე გადაადგილდებოდა. ხელები? ნუ, მერე რა, რომ შეცდომით ფეხები თავიდან არასწორ ადგილზე მიაბეს, სამაგიეროდ, კლიენტს დამატებით ფიჩერად შეუფუთეს და ისიც უფრო ბედნიერი იყო ამის შედეგად.

e047a3742df8

გარეგნობა: მას შემდეგ, რაც პროტოტიპის რამდენიმე ტესტირებამ ფატალური შედეგი გამოიღო, მიხვდნენ, რომ საჭირო იყო სენსორების დამატება. შედეგად, ჩასვეს თვალი, ცხვირი, ყური. ზოგიერთი ორიც კი, რათა ფატალური შემთხვევების რიცხვი ნორმის ფარგლებს არ გასცდენოდა. ცხადია, ერთ ინჟინერ-ანგელოზს მოუვიდა აზრად თვალის უკან დამატებაც, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს სამართავი მოდულზე ზედმეტად დიდ დაწოლას გამოიწვევდა, არც ასეთი ძვირადღირებული პროდუქტია ადამიანი, რომ ეს მოდულიც საუკეთესო ჩაედოთ.

ქალი: მას შემდეგ, რაც დამკვეთი დემო ვერსიით აღფრთოვანდა, გადაწყდა მისი უფრო ფართო მასშტაბიანი ტესტირება. აი აქ კი მიხვდნენ ანგელოზები, რომ ამდენი არსების ხელით თავიდან აწყობა კარგი იდეა არ იყო, თან დამკვეთიც რელიზისთვის თვითგანვითარებას ითხოვდა. მიუხედავად იმისა, რომ არქიტექტურულად ეს შესაძლებელი იყო, ინჟინრება იუარეს ქმნილებაზე ხელის შევლება (ძლივს მუშაობს, რამე არ დაემართოს, ამას მხოლოდ რამეს თუ გამოვასროლინებთო) და მოითხოვეს შეექმნათ ახალი, რომლის მოვალეობაშიც შევიდოდა გამრავლებაზე ზრუნვა. ბევრი ფიქრი არ დაუწყიათ, დრაფტებიდან ამოიღეს ერთი ძველი, განუხორციელები ვერსია და შექმნეს ქალი. ტესტირება აქაც წარუმატებლად დასრულდა თავიდან, ამდენი იმიტომ არ უწვალიათ ბოლოში ვაშლი დაეთმო ერთს მეორესთვის. შესაბამისად, ორივეს დაემატა ჰორმონები და ლტოლვა. ამ ეტაპზე წააწყდნენ ორ პრობლემას: ან ხდებოდა ქალში ნაყოფების კოლიზია, ან ერთი ნაყოფის მერე ქალი კარგავდა ფუნქციას. დიდი კამათის შემდეგ, გადაწყვიტეს რომ ამ ვერსიაში შეუძლებელი იყო მშობიარობის ივენთის დაჭერა. დაამატეს სპეციალური სენსორი, კოდური სახელით G-sensor, რომლის მოვალეობაშიც მშობიარობის მოვლენის დაფიქსირება შედიოდა. თუმცა, მალევე მიხვდნენ, რომ ბავშვი გარეთ სხვა გზითაც შეიძლება აღმოჩენილიყო, თან სენსორი უცხო სხეულს კარგად კი აფიქსირებდა, მაგრამ მის მიმართულებას ვერ ადგენდა. სენსორი ნამდვილად ძალიან მგრძნობიარე გამოუვიდათ, ახლაც ლეგენდები დადის მასზე. ბოლოს ჩაამატეს ქრონ-ჯობი, რომელიც თვეში ერთხელ ეშვება, ამოწმებს არის თუ არა ქალი ფეხმძიმედ და წინააღმდეგ შემთხვევაში უკეთებს რესტარტს მთელ სისტემას.აღნიშნულმა პოპულაციამ საკმაოდ ბევრ ტესტს გაუძლო, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ წარმოიშვა გადავსებები გარკვეულ რესურსებზე. შედეგად, საჭირო გახდა ლიმიტების დაწესება, ყველაზე მარტივი აღმოჩნდა გარვეული რენდომ დროის მერე არსების განადგურება. გამოსავალი ცხადია იდეალური არ არის, მაგრამ აშკარად საკმარისი უნდა აღმოჩენილიყო კლიენტისთვის „შესატენად“.

სიყვარული: ასევე აღმოჩნდა, რომ პოპულაციის მრავალფეროვნებისთვის, საჭირო იყო რაც შეიძლება მეტი განსხვავებული თაობის მიღება, ამ ეტაპზე კი ყველა მდედრი მხოლოდ ერთ კონკრეტულ მამრში ხედავდა მის გამნაყოფიერებელს და პირიქით. შესაბამისად შემოიღეს სიყვარულის ცნება. თავიდანვე უგენერირდებოდა ნებისმიერ ახალ არსებას, იმის უნიკალური მონაცემი, ვისკენაც გაუწევდა გული, თუმცა პოპულაციის ზრდამ გამოიწვია ის, რომ უმეტესობა ჩაკოდირებული წყვილები უბრალოდ ვერც კი ხვდებოდნენ ერთმანეთს და ძალიან იკლებდა ზრდის ტემპი. ამიტომ, უბრალოდ შეცვალეს კონკრეტულ მომენტში “ატეხვად”. შედეგად, გაიზარდა ალბათობა, რომ მსოფლიოს ერთ წერტილში ერთ დროს მოხვდება ორი ადამაინი, რომელსაც გახსნილი ექნება „გული“ და დაწყვილების გაცილებით მეტი შანსი ექნებოდა ყველას. აქ პრობლემა აღმოჩნდა მრავალი ნაკადის დროს, როცა გული ვერ ახერხებს დაკეტვას და კვლავ ღია რჩება. ეს პრობლემა დღემდე დამუშავების პროცესშია.

საბოლოოდ: მოკლედ, ადამიანმა უამავი ტესტირება გაიარა, ბევრი რამ გამოსწორდა, ბევრი ფუნქციონალიც შედარებით გაიმართა. თუმცა, მისი ნაწილის 80% ისევ იმ პირველი დემოდან შედგება, რომელიც უბრალოდ დაიშალა და აორთქლდა. მას შემდეგ ბევრი ეცადეს ინჟინერ-ანგელოზებმა და მინიმალური დანახარჯებით მიიღეს ეს. მათ მხოლოდ 25% დაამატეს პირვანდელ ვერსიას და ფაქტია ხელში მუშა პროდუქტი აქვთ, რომელიც ჯერ კიდევ ახერხებს მუშაობას, თუმცა როდის „გაასხამს“ შემქმნელებმაც არ იციან.

ჩაიბარებს თუ არა ამ პროდუქტს ღმერთი? ვინ იცის, მითუმეტეს, რომ დეველოპმენტის ფაზა ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ალბათ ეს ტესტირებაც შეწყდება, ბევრი რამ დაიხვეწება და ისევ ახალ ტესტირებაზე წავა კაცობრიობა. საბოლოოდ კი შეიძლება ადამიანი in-house პროექტი იყოს, რომელსაც უბრალოდ გამოიყენებენ ნორმალური პროდუქტის შესაქმნელად და მერე თაროზე შემოდებენ. არც ისაა გამორიცხული, ანგელოზები ზედმეტად ზარმაცები აღმოჩენილიყვნენ, შეექმნათ ადამიანი და მისთვის დაევალებინათ საბოლოო შედეგის დადება. ანუ ჩვენვე უნდა შევქმნათ ის იდეალური არსება, რომელსაც ღმერთი ჩაიბარებს.
ლოცვა გავაძლიეროთ და ღმერთი გადაგვარჩენს? ზუსტად იმდენივე შანსი გვაქვს ამის, რამდენიც Internet Explorer-ს აქვს თქვენი defaultbrowser-ად გახდომის, როცა ნებისმიერი იტერაქციისას ამას გეხვეწებათ.
მე კი მგონია, რომ საბოლოოდ ამ პროექტს დაფინანსება შეუწყდება, ანგელოზები ღმერთს ვეღარ დააბოლებენ, ყველაფერი მარტივად დასრულდება. ღმერთი აიღებს რომელიმე open-source ქმნილებას, დახვეწს და მიიღებს იმ სათამაშოს, რომელიც მას სჭირდებოდა. მით უმეტეს. რომ ასეთი საქმეების ოსტატი სტივ ჯობსი უკვე მასთან არის.

Advertisements

6 thoughts on “სისულელე, ანუ Human v 0.8

  1. Zangala, ამ შემთხვევაში მე თქვენს მიმართ არავითარი პრეტენზია არ გამომითქვამს. მე იმას ვერ ვიგებ, რომ სტატიას ასწორებენ და შინაარსს არ კითხულობენ. რანაირად შეიძლება ადამიანმა შესწორება შეიტანოს სტატიაში და მის შინაარსს არ გაეცნოს? მას შემდეგ, რაც თქვენ შექმენით ეგ სტატია, 14 კაცმა შეიტანა ცვლილება და, დარწმუნებული ვარ, არცერთი არ დაინტერესდა შიგ რა ეწერა, იმიტომაც ვერ შეამჩნიეს შეცდომა. ეს არის რაც გულდასაწყვეტია, თორემ, თქვენი თქმისა არ იყოს, უშეცდომო არავინაა. ამით მე მინდა, რომ ტექნიკური საკითხები გადავიდეს შინააარსის შემდგომ პლანზე (დღეს ქართულ ვიკიპედიაში ეს პირიქითაა). სჭირდება მკითხველს უშინაარსო, ან დეფექტური სტატია, თუნდაც ის ტექნიკური თვალსაზრისით უზადოდ იყოს გაფორმებული? დამეთანხმებით, რომ არა.

    Like

  2. 1. ჭრელა, ერთი შეკითხვა მაქვს, კრონჯობში რომელიც თვეში ერთხელ ეშვება კვერცხუჯრედი იგულისხმე თუ მენსტრუაცია? ძალიან მნიშვნელოვანია სხვათაშორის რომელი იგულისხმე
    2. გამიკვირდა ჭრელას მიერ სტივ ჯობსის ასე პატივსაცემად მოხსენიება :)))

    Like

    • მემე მე არაადეკვატური მხოლოდ გოგელიას სიახლოვეს ვარ, რადგან სხვაგვარად შეუძლებელია 🙂 ვიცი ვინც არის ჯობსი და კეისრისას მივაგებ, განსაკუთრებით კუკის შემხედვარე 🙂
      არც ერთი და არც მეორე კონკრეტულად, მთელი სისტემის რესტარტი იგულისხმება მანდ 🙂

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s