cheating is wrong

სკოლაში ყოველი გაკვეთილი იწყებოდა ფრაზით “დავალება გადამაწერინე რა”. მერე ჩემი ჯუჯღუნი: “მოდი აგიხსნი და ისე დაგაწერინებ”. მერე მცდელობები, როგორმე შემეგნებინებინა თანაკლასელისთვის კვადრატული განტოლების ამოხსნის წესი და უშედეგო მცდელობის ბოლოს რვეულის ფრიალი მისი მისამართით: “აჰა, გადაწერე”. მოთმინება არ მყოფნიდა ხოლმე, როცა მოსწავლის ტვინის ნაცვლად ყრუ კედელს ვაწყდებოდი 🙂

უნივერსიტეტშიც იგივე სიტუაცია. თუმცა დავალებები ნელ–ნელა რეფერატებმა და კაზუსების ამოხსნამ ჩაანაცვლა. მცდელობები და შედეგი კი ზუსტად იგივენაირი მქონდა.

ასე ეჩვევიან იოლ ცხოვრებას მომავალი ლუზერები და ამაში ყველაზე დიდი დანაშაული ჩვენ მიგვიძღვის – იმ კლასელებსა და ჯგუფელებს, დათვურ სამსახურს რომ ვუწევდით, მზა დავალებას ვაწერინებდით, რეფერატს ვაძლევდით გადასაკოპირებლად და სიტყვა–სიტყვით ვკარნახობდით მსგავს თემებს.

არადა, არის რაღაცეები, რაც ადამიანმა თავად უნდა გააკეთო. მაგალითად, დაწერო საშინაო დავალება სკოლის ასაკში, რეფერატი უნივერსიტეტში, სივი სამსახურისთვის და სამოტივაციო ტრენინგისთვის. როცა რომელიმე ამათგანის გაკეთებას დაიკიდებ, მერე გაგიჭირდება სხვა, მომავალი დავალებების შესრულება. შესაბამისად, დამოუკიდებლობის მოპოვება და თუნდაც, სამუშაოს შოვნა.

ჩვენ კი დათვურ სამსახურს ვუწევთ. იცით მერე რა ხდება? იზრდებიან ეს ლუზერები და ნებისმიერი მარტივი დავალების შესასრულებლად ისევ სხვებს მიადგებიან ხოლმე დასახმარებლად:

  • “აუ, ტოლსტოის ბიოგრაფია სად ვიპოვო?” – გუგლში ბლიად, გუგლში. “აუ მომიძებნე, რააა”
  • “აუ სივი რომ გამაკეთებინე გუშინ, ვეღარ ვიპოვე და ახალი გამიკეთე რა” 
  • “აუ, სამოტივაციო დამიწერე, რა”

როცა ცდილობ, რომ დაეხმარო, გეზი მისცე, უხსნი რა/როგორ უნდა გააკეთოს, ის გეგრუზება და ფიქრობს, რატომ აკარგვინებ ამდენ დროს, როცა მარტივად შეგიძლია შენ თვითონ დაუწერო/უპოვო ინფორმაცია. რატომ უნდა მიუთითო და ასწავლო, შენ რა მასზე მაგარი როჟა ხარ? გგონია, თავად ვერ გააკეთებდა?

როცა დავალებას არ აწერინებ სკოლაში/უნივერსიტეტში – შენ ხარ ცუდი, ბოღმა და შკოლნიკი. გოგო, რომელსაც ურჩევნია 1 საათი ლექცია ჩაგიტაროს/გამეცადინოს, ვიდრე მზა გადაგაწერინოს. რაც უფრო მეტს ცდილობ დახმარებას, მით უფრო ცუდი გამოდიხარ შენ.

რა ლოგიკაა ეს

ვნანობ, ყველა გადაწერილ დავალებას.

იძი ნახუით, ჩემი ბრალია ასეთებად რომ გაიზარდეთ.

Advertisements

9 thoughts on “cheating is wrong

  1. მაცოფებს ასეთი უპასუხისმგებლო ხალხი.
    სამოტივაციოებს არ ვუწერ. ვამისამართებ ჩემს ბლოგზე და თუ ძალიან შემეხვეწება, შეიძლება გადავხედო და შემდეგ შევუსწორო
    თუ დავუწერ – მაშჲნ კეთილი ინებოს და გადაიხადოს. განათლება ბიზნესია 🙂 XXI საუკუნის ბიზნესი 🙂
    ნელა-ნელა ვისწავლე უარის თქმა იმიტომ, რომ შევამჩნიე – სხვების დახმარებაში საკუთარი საქმეები უკან მრჩებოდა. ეგოისტობა გაცილებით მომგებიანია ვიდრე ალტრუისტობა. 🙂

    Like

  2. ჩემ კლასში საერთოდ სასწაული ხდებოდა: მე თემებს ვწერდი რამდენიმე პარტიად: ხუთოსნებისთვის, ოთხოსნებისთვის და სამოსნებისთვის :დ მართლა დათვურ სამსახურს ვუწევდი, მაგრამ არაფრით შემეძლო უარის თქმა

    Like

      • იმიტომ, რომ აზრი არა აქვს მოსწავლეების თავიდან აღზრდას, ასე მგონია. თან მე ვიყავი გაქანებული ხუთოსანი, თითით საჩვენებელი, ასე ვთქვათ :დ ალბათ წარმოგიდგენია, რა აგრესიულები გახდებოდნენ ჩემს მიმართ, უარი რომ მეთქვა. მეც გავხდებოდი მათ ადგილას აგრესიული და ათას იარლიყს მივაწებებდი, ვინც უარს მეტყოდა დახმარებაზე. ასეთ პატარა ასაკში ძალიან ჭირს რაღაცეების სწორად გაგება

        Like

      • მეც ხუთოსანი და თითით საჩვენებელი ვიყავი, მაგრამ მეკიდა რას მომაწებებდნენ 🙂 აგრესიული ისედაც ვიყავი მათ თვალში 😀 ჰჰოდა ასე, იშვიათად ვაკეთებდი ამას და ახლა ვფიქრობ, რომ არც არასდროს უნდა გამეკეთებინა 🙂

        Like

  3. ცხოვრება თევზაობაა.
    ადამიანები მდინარის ნაპირთან დგანან გადაკიდებული ანკესებით და ელიან თევზს.
    არიან ადამიანები, რომლებიც არ დგანან ანკესებით, მაგრამ ისინიც ელიან თევზს, ოღონდ დაჭერილს.
    ამ ადამიანებმა, რომლებმაც არ ისურვეს თევზის ჭერის სწავლა, რასაც სჭირდება დრო, ნებისყოფა, ცდა და შრომა, გამოიგონეს მარტივი გზა: თევზისმჭერი ადამიანების შეფასება დაიწყეს ნეგატიური ტერმინებით, რათა ამ გზით მათთვის თევზი დაესტყუათ.

    Like

  4. same here :)) მესმის შენი, უბრალოდ ჯობია დავიკიდოთ ყველა ეგეთი ადამიანი, ისინი თავის თავს თვითონვე მიხედავენ. გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ რომ ყველას გადაგვიწერია დავალება 😀

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s