უფლისციხის თავგადასავალი

ზაფხული ექსკურსიების/ლაშქრობების/შვებულებების და გართობის პერიოდია. ჩემი საზაფხულო გართობა სულ რამდენიმე დღიანი გასვლებით შემოიფარგლება, დროის უქონლობის გამო, სამწუხაროდ. ჰოდა, ერთ-ერთ მათგანზე მინდა მოგიყვეთ.

ყოფილხართ უფლისციხეში? ჰო, მეც ბავშვობაში და კარგად არ მახსენდებოდა:
1. მასწავლებელმა გიდობა მე დამავალა. უფლისციხის ისტორია უნდა მომეყოლა ბავშვებისთვის, რადგან იქ არ დაგვხვდებოდა არანაირი წარწერა/მინიშნებები და ა.შ.
2. ნაგავი ტყეში/მიწაზე – ბავშვობისდროინდელი ექსკურსიები გამახსენდა ამას წინათ: მასწავლებლები ფულს რომ აგვაგროვებინებდნენ, მერე სადმე “ახლოში” მივყავდით, რომელიმე ძეგლის/ეკლესიის/მონასტრის დასათვალიერებლად და მერე იქვე ტყეში სარბენად.

უფლისციხეშიც ზუსტად ასე აღმოვჩნდი პირველად. იმდენად უაზროდ და შთაბეჭდილების გარეშე წამოვედი იქიდან, რომ როცა 1 თვის წინ წასვლაზე შეთავაზება მივიღე, არც კი მახსოვდა, საერთოდ ვიყავი თუ არა ნამყოფი. როგორც ჩანს, უსაიმოვნო ექსკურსიები წამიშლია გონებიდან 😀

უფლისციხე — კლდეში ნაკვეთი ქალაქი, კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება და საქალაქო ცენტრი. მდებარეობს ქ. გორის აღმოსავლეთით, თბილისიდან ძალიან ახლოს, სულ რაღაც 2 საათის სავალზე.

ადრე არ ვიცი, ახლა კი მის კეთილმოწყობაზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტო ზრუნავს და საკმაოდ წარმატებითაც, მინდა აღვნიშნო. ადგილობრივი თუ უცხოელი ტურისტებისთვის ყველანაირი კომფორტია შექმნილი. 1 თვის წინ სწორედ ამ სააგენტოს ეგიდით ვიყავით რამდენიმე ბლოგერი კლდეში ნაკვეთ ქალაქში და სპეციალურად უფლისციხესთვის შექმნილი თამაშითაც გავერთეთ. გუნდებად გაყოფილები სხვადასხვა დაბრკოლებების დასაძლევად გავისარჯეთ. სამწუხაროდ, ჩემმა გუნდმა წარმატებას ვერ მიაღწია, მაგრამ თავი რომ არ დმაიზოგავს, ჩანს ალბათ ფოტოზე 🙂

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s