Facebook მარაზმები, vol2

ამბავი #1: მე რამდენიმე კომპანიის social media manager ვარ, რაშიც facebook page-ის ადმინისტრატორობაც იგულისხმება. მივეჩვიე, რომ ხშირად მომდის ხოლმე მსგავსი შემოთავაზებები:

მეღიმება და ვაიგნორებ ხოლმე. რამდენიმე ფეიქ ექაუნთი და ფულის შოვნის მარტივი გზა იპოვეს. იღებენ მონაწილეობას სხვდასხვა კონკურსებში, “ილაიქებენ” ფოტოებს და იგებენ სხვდასხვა პრიზებს.

იმედია, არცერთი კომპანია არ წამოეგება მსგავს სატყუარაზე, ლაიქების ყიდვას ვგულისხმობ. თუმცა, სიმართლე გითხრათ, ამ ბოლო დროს ისეთი შემთხვევების მომსწრე გავხდი, იმედი ნაკლებად მაქვს, მაგრამ მაინც.

ამბავი #2: იქიდან გამომდინარე, რომ ხშირად მაგდებენ სხვადასხვა facebook group-ებში, უბრალოდ ნოტიფიკაციებს ვრთავ და გვიან შევდივარ ხოლმე. დღეს ერთ-ერთ გრუფში შევიხედე და რა დამხვდა: ბავშვები, ძირითადად 11 – 19 წლის ბავშვები, რომლებსაც Like-ების გაცვლა და ფეისბუქზე “ტანკლი ტუნკლი” სტილის page-ების ადმინისტრატორობა ცხოვრების მიზნად აქვთ ქცეული, მგონი. ამონარიდები ამ საინტერესო ჯგუფიდან:

მებადება კითხვა: 15 წლის გოგოს იმის მეტი საქმე არ აქვს, მთელი დღე facebook-ზე იჯდეს და რაღაც სულელურ ფეიჯზე 9gag-იდან გადმოქართულებული ფოტოები პოსტოს? (მენდეთ, ფეიჯზე დღეში 50 ფოტოს დადება არც ისე ცოტა დროს ითხოვს)

მთლიანად გადმორთული მათ ფეიჯზე: დედებო და მამებო, ბავშვებს შეუზღუდეთ facebook-ის და ზოგადად ინტერნეტთან ყოფნის ხანგრძლივობა.

ამ შტერ ბავშვებს საკუთარი ფულის ერთეულიც კი აქვთ:

საიტები ლაიქების მოსამატებლად? ეს რაღაც ახალია :)))

საინტერესო გაცვლა. დაუკვირდით ტექსტს :)))

ვათვალიერე ეს გრუფი და ერთი მარტივი  აზრი კიდევ უფრო გამიმყარდა: არასდროს ჩავატარებ კონკურსს Like-ებისთვის 🙂

თქვენ კი ბავშვებო, გირჩევდით სხვა რამით დაკავდეთ, ვიდრე ისეთი სისულელით, როგორიც “ტანკლი ტუნკლები” და “გვირილას კოცნებია”. იქნებ მერე მაინც გეშველოთ რამე 🙂

პატოვისცემით, მე!

74 thoughts on “Facebook მარაზმები, vol2

  1. ჰმ… ასე მეც ვარ ერთ-ერთი გვერდის ადმინი რომელიც 1წლის წინ შევქმენი…. : )) ისე მართლაც მეტი საქმე არ მქონდა,თან არავინ იცოდა ვინ ვიყავი და ვწერდი,გულს ვაყოლებდი… ასე ნელ-ნელა ხალხი შემოემატა და მეც სულ უბრალოდ კვლავ ვაგრძელებდი წერას… არც არასდროს მითხოვია გვერდი მომიწონეთთქო და არც ისეთი ფოტო ან პოსტი დამიდია რაც გაზიარებას და მოწონებებს ითხოვდა… ვისაც უნდა მოიწონებს,ვისაც უნდა გააზიარებს და ვისაც უნდა სულ დაბლოკავს 🙂 ის გვერდი უბრალოდ ჩემია,მიყვარს და მორჩა თორემ ამით არც არაფერი გვემატება…. 🙂 თუნდაც ბლოგი.. რატომ ვაკეთებთ ბლოგს? ვინმესთვის? სულაც არა,ეს უბრალოდ ჩვენ გვინდა ასე და მორჩა… 🙂 რაც შეეხება ტანკლებს…არასდროს შემხვედრია ტანკლების Like-ებზე მათხოვრობა… 🙂 თან როგორც ვიცი არც ლაწირაკი ადმინები არ ჰყავს ;დ მოკლედ ან შენ ან მე რატო უნდა გვაწუხებდეს ვინ რა გვერდს შექმნის და ვინ რაში კარგავს დროს? მთავარია შენ არ ხარ უსაქმური და ამ პოსტს რომ წერდი ალბათ მაშინაც დიდ საქმეს აგვარებდი :** წარმატებები…

    Like

  2. knuti Social Media Manager i tu ragac varo da soc qselebis mamao da ertxel mainc chagewera google_shi “make money with facebook” an msgavsi praza 😀
    mainc facebook ze kopilxar mteli dge da rame damatebit xeirs mainc naxavdi da tan albad agarc gagichndeboda kitxva imisa tu rashi schirdebat facebook pagebs likebi 😀 :p

    Like

    • აქ კომენტარები ერთი აიპიდან? :))))) ჰმ, არც მაგ საქმიანობაში ვარგებულხარ, სამწუხაროდ 🙂

      Like

  3. მაგიტმაც დაყ@ევდნენ ასე გვარიანად
    ეს, ერთი, უშუალოდ, ლაიქებზე: https://fbcdn-sphotos-a.akamaihd.net/hphotos-ak-prn1/531272_448219148536410_558511422_n.jpg
    მეორე დაყ@ევებაზე: https://fbcdn-sphotos-a.akamaihd.net/hphotos-ak-prn1/563949_448068921884766_1242877412_n.jpg

    Like

  4. საერთოდ, არც ერთი მსგავსი გვერდი არა მაქვს დალაიქებული და არც ვინტერესდები, რას დებენ ფეისბუქზე. ზოგადად, ინტერნეტის პასიური მომხმარებელი ვარ. მაგრამმმ …
    “შენ ვინ ######, ტრუსიკს რომ იხდიო”_ დაახლოებით ეგეთი პოსტია. და კიდევ ძაღლი ძაღლის ტყავს რომ არ დახევს, ალბათ, მოგეხსენებათ. ასე, რომ ბლოგერები ბლოგერებს დაუჭერენ მხარს და ამ გვედების ადმინები, დანარჩენ ადმინებს. სოუ, ამ კამათს რა აზრი აქვს საერთოდ, არ მესმის ?!

    ჰო, გარდა ამისა, სხვა საქმე არა გაქვსო(?), რომ დასჭყავიხართ თავზე ამ გვერდის ადმინებს. დაანებეთ, კაცო, თავი. რაც უნდათ, ყველამ ის უნდა აკეთოს. რაც უნდა, ის უნდა წეროს და ა.შ. ( თან ყველაფერთან ერთად ამ პოსტის დაწერაც დიდი უსაქმურობის შედეგი მგონია.)
    პ.ს. ჰარიქა, თავისუფლება გვინდაო და რა თავისუფლებაზეა საუბარი, აგერ ერთმანეთს უკონტროლებენ და ჰიპოკრატიული ტონით დასჭყავიან თავზე, წადი სხვა საქმე არა გაქვსო … ბებიაჩემი აღარ ეუბნება თავის 15 წლის შვილიშვილს, ამას ასე და ასე რატომ აკეთებო .
    პ.ს.ს. ძალიან სასაცილოა დაახლოებით ასე ფორმულირებული წინადადებები :”მე ის ვარ, და შემიძლია გაგაკრიტიკო.”
    … ისე, სანამ სხვის “მარაზმებს მოთვლიდეთ”, საკუთარი თავით რომ დაგეწყოთ, არა ? :))

    Like

  5. კნუტ, ეს ყლეთა ჯოგი სად იშოვე კომენტარებში რომ იჩითება? :დ
    ახლა ვინმემ არ იკითხოს ყლე რატოაო :დ
    ტანკლი ტუნკლი და რაღაც მსგავსს რომ არქმევ ადამიანიფეიჯს შენც კი უნდა ხვდებოდე ყლე რომ ხარ :დ (ჩემი თქმის გარეშე)
    პ.ს ვინმეს პრეტენზიები ააქვს?
    თუ კი ჩემი ყლე ჩაიდს პირში და დავავიწყებ პრეტენზიებს :დ

    Like

      • კნუტი რო წერს სხვების სახელით მაგას რა გამოცნობა უნდა ქეთი :D:D:D:D:D ეგ თქვენი *ლეები გაიკეთეთ უკან კლავიატურის კაი ხალხო ; ))))) ისწავლეს წერა და ჭკუაზე არ არიან :D:D:D:D

        Like

      • BooB, ნწ, არ ვწერ მე არავის სახელით 🙂 თუ მარტივად დააკლიკებთ თემუჩინის სახელს, მის ბლოგზე გადახვალთ და მიხვდებით რომ არა, თემო თემოა, მე – მე ვარ 🙂

        Like

  6. ხო კაი პირდაპირ გეტყვი მაშინ ,კნუტები გყოლია და გააჩუქო უნდა სამივე და ერთი მომეცი მეე რა,მეც მეთქვა ეგრევე ეს გვერდში დგომა რა საჭირო იყო :დ

    Like

    • არ მყავს გასაჩუქებელი კნუტები 🙂 გასაჩუქებელი კი არა, ჩემთვისაც არ მყავს. btw, თუ მართლა გინდა, შემიძლია ვაჩუქებინო ვინმეს. მწერენ ხოლმე ფეიჯზე 🙂

      Like

  7. პირველ რიგში მოგესალმები შენ “კნურო” და ყველა აქ მყოფს … ერთადერთი, რაც თავში აზრად მომივიდა, ეს კითხვა იყო მინდა გკითხო
    შენ ვინ გეკითხება ვინ რას დადებს? არა, აგრესულობით არ მიიღო, მართლა ვინ გეკითხება უშუალოდ “ტანკლი ტუნკლებზე” გაქ ყურადღება გამახვილებული, რადგან ერთ-ერთი პოპულარული გვერდია და ცნობილი, გამორჩეული სახელითაც, ამიტომ გამახსოვრდებათ მხოლოდ “ტანკლები” რადგან სახელიც ყვირის, არაჩვეულებრივია, მე აქ ჩვენი გვერდის საქებად არ შემოვსულვარ, წავიკითხე და მინდა დაგეთანხმო რაღაცაში, არის გვერდები, ბევრი ლაიქით სადღაც 15,000 ან 20,000 და ჰყავთ 1, ან 2 ადმინისტრატორი, რომელბიც მთელ დღეს სოციალურ ქსელში ატარებენ საინტერესო ფოტოების ძებნაში, მაგაში მართალი ხარ, დღეში 60 ფოტო არ არის სწორი და ლაიქების მოთხოვნაც მარაზმია, რაც ძალიან მეზიზღება ! ორი გვერდი მაქვს, ერთი 20,500 მოწონებით და მეორე 32,000 ით, ორივე ძალიან აქტიურია, მაგრამ არასდროს არ მომითხოვია, ტანკლებს რას შეეხება 10 ადმინისტრატორი ჰყავს, თავისუფალ დროს შემოვდივართ და ვპოსტავთ, და რახან ამდენი ვართ, გვერდი სულ აქტიურია, მე თუ არ მცალია, ისინი პოსტავენ, მათ თუ არ ცალიათ მე, გეგონება 1 ან 2 ადმინი მთელი დღე იქ არისო, არადა არ არის ეგრე, მე ვმუშაობ კიდეც და გარკვეულ დროს ფეისბუქსაც ვუთმობ, ამიტომ ეს ის არ არის დეარ, რასაც შენ ფიქრობ ♥

    Like

    • და რას გაძლევთ ეგ? რისთვის გჭირდება? რა მიზანი აქვს ფოტოების დადებას? რატომ კარგავთ უაზროდ დროს – ეს ამიხსენით ვინმემ 🙂

      Like

      • თავისუფალ დროს ვერთობი, ფოტოებს კიდევ, რომლითაც მე ვხალისდები “ქველმოქმედების” პონტში სხვასაც ვუზიარებ, 1 გვერდზე ხდება ველა ამ ფოტოს განთავსება და კმაყოფილიც ვარ, მე არაფერს მკალებს 🙂

        Like

  8. :D:D:D:D კომენტარებში აშკარად დაგჩაგრეს ტანკლის ბავშვებმა კნუტ(ო) ,მარა მე მაინც შენს გვერდში ვარ :დდ :*

    Like

  9. მე ტანკლი ტუნკლი ტანკლები-ს ერთ-ერთი ადმინი ვარ. კარგად ნახეთ რა იპოსტება მაგ გვერდზე. სათქვენოდ რომ იყენებთ ყველაფერს, თვალები გაახილეთ. ალბათ ლაიქების დანიშნულებაც არ იცით. რაც მეტი ლაიქია იმდენი ადამიანი ხედავ ჩვენს მიერ დადებულ პოსტებს. იზიარებენ, ავრცელებენ და აკომენტარებენ. მე პირადად ისეთ თემებს ვდებ რომ საკმაო რაოდენობის ადამიანები აკომენტარებენ. მონაწილეობას იღებენ თითოეულ მოვლენაში. გამოხატავენ თავიანთ აზრს.
    თუ გაინტერესებთ დიდი სიამოვნებით მოგაწვდით დამადასტურებელ მასალებს. Knuti არ ვიცი ვინ ხარ და რა გინდა მაგრამ ის კი ვიცი რომ გიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. ეს შენი სტატია ამდენ რეაქციას და კომენტარებსაც კი არ გამოიწვევდა რომ არა ზემოთხსენებული გვერდის პოპულარობა. თუმცა ცუდია რომ მას ასე ცუდად და უსამართლოდ იყენებ… გირჩევ სხვა რამე მოიფიქრო 😉 თუ შენი სტატია სამართლიანად მიგაჩნია არ წაშალო ჩემი კომენტარები. დაე ნახოს ყველამ ჩემი უსამართლო კომენტარები…

    Like

    • რას დებთ? ფოტოებს? 🙂 ნაინგაგიდან გადმოქართულებულს? 🙂 ჩახუტებულ წყვილებს? 🙂 ქამონ რა. მეტი საქმე არ გაქვთ? არ სწავლობთ? არ მუშაობთ? რაშ კარგავთ დროს, გამკვირვებია.

      მე არ ვიცი ლაიქების და პტა-ს მნიშნეოლობა :))) ბავშვო, თავში რა მიწერია დაუკვირდი? “მე რამდენიმე კომპანიის social media manager ვარ, რაშიც facebook page-ის ადმინისტრატორობაც იგულისხმება.” დასკვნის გამოტანა შენთვის მომინდია.

      არაფერს ვშლი, დონთ ვორი 🙂 განსხვავებული აზრიც მისაღებია.

      Like

      • ტანკლის ადმინებს მგონი აქვთ უფლება რაც უნდათ ის დადონ. მე კი წამოდი და განახებ რა პოსტებიც მაქვს დადებული. ეგ მიმართვა-> ბავშვო არაესთეტიურია. მითუმეტეს 22 წლის ვარ, ჩამოყალიბებული აზროვნებით და შეხედულებებით. ცუდია რომ საუბარიც არ შეგიძლია. მე გელაპარაკები როგორც ადამიანს. შენ კი. ბავშვიო. ბავშვი რომც ვიყო მნიშვნელობა აქვს მაგას? მერწმუნე ბევრი ბავშვია ისეთი რომელიც ჩემზე, შენზე და კიდევ უამრავ ზრდასრულ ადამიანზე კარგად აზროვნებს და მეტყველებს. შენ თვითონ განა რამდენი წლის ხარ? იმედია სიმართლეს დაწერ.

        Like

      • 21- ის 🙂 მით უარესი, თუ დიდი ხარ იმ ასაკობრივ ჯგუფზე, რაც პოსტში მოვიხსენია, რადგან ამ ასაკის ბიჭს უფრო სხვა ინტერესები და საქმე უნდა ჰქონდეს, ვიდრე “ტანკლი ტუნკლებზე” ფოტოების, რომანწიკული სისულელეების და ა.შ. 🙂 გადავხედე უკვე რასაც დებ, ნუ ღელავ, იმიტომაც გწერ ამას, რასაც გწერ 🙂

        საქმე არ გაქვს? არ სწავლობ? არ მუშაობ? რაში კარგავ დროს.

        Like

      • ჩემს საქმიანობას კი აქ ნაღდად არ მოვფენ ნათელს. შენ მართლა არ იცი ვინ ვარ, რა ვარ, რას ვსაქმიანობ. შენ 1 საქმე გაქვს, მე კი რამდენიმე და იმაზე უკეთესად ვაკეთებ ვიდრე შენ. პირად შეურაცხყოფაზე ნუ გადმოდიხარ. არავის არაფერს ვუმტკიცებ. შენ მითუმეტეს არაფერს აგიხსნი. რადგან ადამიანურადაც კი არ მელაპარაკები, შეურაცხყოფაზე გადმოდიხარ სოც. მედია მენეჯერო. “კნუტო”. რაც შეეხება ჩემს სისულელე პოსტებს და ლექსებს სიყვარულთან დაკავშირებით, შენ თუ სისულელედ მიგაჩნია ის სიტყვები რაც იქ წერია ეგ შენი პრობლემაა და არა ჩემი. მაგ სიტყვებს დანახვა და გაგება უნდა. და მთავარი- დაფასება! ეს კი ბევრს არ შეუძლია. უფრო სწორად ძალიან ბევრს.

        Like

  10. ამ თემის დამწერი აშკარად ანტიპროპაგანდას ეწევა. ჯერ ეტყობა რომ გონებაჩამორჩენილია, რადგან იმას ვერ ხვდება რომ არავინ კითხავს ჩემს გვერდზე მე რას ვიზამ. ეს ჩემი საკუთრებაა. მერე მეორე- ინფორმაცია არასწორია. ან წარმოადგინე დამადასტურებელი დოკუმენტები, ან კიდევ გაჩუმდი და შენს ტყავში დაეტიე.
    მეტი საქმე არ გქონდა ამ სტატიას რომ წერდი? ალბათ მოცლილი ხარ. მაინც ვერ მივხვდი რა გინდა. იტნკლი-ტუნკლე სანამ გაიზრდები.

    Like

    • ამ თემის ავტორი სოც. მედია მენეჯერია, რომელმაც ყველაზე უკეთ იცის ფბ-ს, და ზოგადად სხვა სოც, ქსელების გამოყენება 🙂

      რა დამადასტურებელი დოკუმენტებიღა გინდა შე მართლა გონებაჩამორჩენილო, ამდენი სქრინშოთი რისთვის დევს? :დ

      Like

      • სოც. მედია მენეჯერი. ეს სიტყვები გამიშიფრე. შენთვის ეს თანამდებობაა? ფბ. ში ხარ 24 საათი, ეძებ გვერდებს რომ შენი სტატია მოამზადო ფულის საშოვნელად. თავი მეფე გგონია? გგონია რომ ყველა და ყველაფერი შეგიძლია გააკრიტიკო? რომ შენ როგორც გინდა ისე უნდა იყოს? დამიჯერე შენ “სოც. მედია მენეჯერი” კი არა ერთი სუსტი ნებისყოფის ადამიანი ხარ, რომელმაც ერთ მშვენიერ დილას გაბრაზებულმა გაიღვიძა და ყურადღების გადატანა მოინდომა ზუსტად ამით რაც გააკეთე. ის კი ცხადია რომ შენ უფრო მეტ ხანს ატარებფბ ში და (რადგან სოც.მედია მენეჯერი ვარო ამბობ ) სხვა სოციალურ ქსელებში, ვიდრე ჩვენი გვერდის ყველა ადმინი ერთად 🙂 წადი სხვა საქმე მოძებნე. მეგობრული რჩევაა. ის კი გაითვალისწინე. ტანკლის დაახლოებით 10-15 ადმინი ყავს, რომლებიც თავისუფალი დროს შემოდიან და პოსტავენ. შენ კი თავისუფალი დროც კი არ გაქვს 🙂 სულ აქ ხარ. წადი გაეცალე აქაურობას. მეტი დრო დაუთმე რეალურ ცხოვრებას. დამიჯერე ჩემი სიტყვები გაგახსენდება. მაგის დროც მოვა. 😉

        Like

      • ბავშვო, წადი, თავი მოიკალი 🙂

        ა, ჰო, მართლა, მე ფულს მიხდიან ფეისბუქ ფეიჯების ადმინისტრატორობაში 😉

        Like

      • ეგ არის შენი პასუხი ჩემს სიტყვებზე? მიგიმწყვდიეს კუთხეში და ახლა იკაწრები? ” წადი ბავშვო თავი მოიკალი” <— ესე? 🙂 ბიჭი ვარ და მეტი პასუხისმგებლობა მაქვს სხვის მიმართ. რაღა უნდა გითხრა.
        რაც შეეხება შენს საქმიანობას, ვიცი რომ ფულს გიხდიან მაგაში. სხვანაირად თავს არ მოიკლავდი სხვისი უმიზეზოდ გაკრიტიკებით და შეურაცხყოფით.
        შენ სოც. მედია მენეჯერი ხარ და არა კრიტიკოსი. თუმცა კრიტიკოსობიდანაც კი შორს ხარ.
        ჩემი ყველა კომენტარი შენს უფროსობას ანახე და დამერწმუნე ხვალ შენს თანამდებობაზე მე დამნიშნავენ 😉

        Like

      • არა, სხვის კრიტიკაში არ მიხდიან, დონთ ვორი, სოუშალ მედია ვიგულისხმე 🙂 პ.ს. კრიტიკოსი არა, ბლოგერი ვარ 🙂 და ვწუხვარ, რომ შენ ამ ორის სხვაობა არ იცი.

        რაც შეეხება “თავის მოკვლას უბრალოდ მეზარება უკვე ყველა კომენტარზე პასუხის გაცემა, არც მცალია. ვმუშაობ პარალელურად. არც იმ ბლოგერთა კატეგორიიდან ვარ, ყველა კომენტარს რომ პასუხს სცემენ ხოპლმე, რანკის გასაზრდელად. ამიტომ, მისაღებია შენი აზრი, გავიგეთ რომ ფოტოებს დადება მნიშვნელოვანი საქმეა, დროის კარგვად ღირს, ტანკლი ტუნკლი არაჩვეულებრივი გვერდია.

        ისეთი არაჩვეულებრივად მოცლილი ხარ, რომ კი, გჭირდება საქმის გამონახვა. 🙂 თუმცა, ვეჭვობ ფოტოების შეარის მეტი რამე შეძლო 🙂

        Like

  11. და შენივე ბლოგს თუ გადაიკითხავ ნახავ რომ ტანკლი ტუნკლი არ ითხოვს ადმინებს და არც 11-19 წლის ლაწირაკები ყავს გვერდზე ადმინებად 😉 როცა რაღაცას წერ უნდა დაასაბუთო 🙂

    Like

    • მაგალითადაა მოყვანილი ეგ ფეიჯი, როგორც სისულელის და მარაქზმის გამოხატულება 🙂 სახელიდან გამომდინარე.

      რაზე გაქვს პრეტენზია? რამე ღირებულს წარმოადგენს შენი აზრით “ტანკლი ტუნკლი”? რისთვის არსებობს, ეგ მითხარი რა 🙂

      Like

      • ეგ არაა შენი საქმე რატომ და რისთვის არსებობს 🙂 ყოველ შემთხვევაში სხვა გვერდებისგან განსხვავებით არ იყო საზოგადოებაზე გავლილი როცა შეიქმნა მაშინ…

        Like

      • აუ, მოდი მოკლედ გეტყვი: ყლეობაა ეგ ფეიჯი 😀
        დავიღალე ასე მიმოვლით და ზრდილობიანი ახსნებით 😀

        Like

  12. გაბრაზდე შენც ახლა არავის გადაუღუნო რა 😉 გეტყობა არ ხარ შენ მომხმარებელი თორე მაგას არ დაწერდი 😉 შენ იმაზე წერე გირჩევნია წმინდანების სახელებით რო აკეთებენ გვერდებს და იმით მათხოვრობენ ლაიქებზე 😉 კლავიატურის კაი ხალხს კიდე მე ნაკლებად ვყვები, სიტყვების რახარუხი ყველას შეუძლია როცა სახლში ზის 🙂

    Like

    • ჰო, ეგ კარგი გამახსენე, მაგასაც ჩავამატებ ამ პოსტში 🙂 გამომრჩა.

      არავისთვის გადაღუნვას არ ვაპირებ, მშვიდად იყავი : ) არა,არ ვარ და არც ვიქნები ისეთი ფეიჯის მომხმარებელი, რომელიც უაზრო ფოტოებს აშაეარებს და სპამერობს 🙂 სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სახელი “ტანკლი ტუნკლი” რომ ჰქვია, მაგიტომაც კი არ ვიქნები მაგ გვერდის მომხმარებელი 🙂

      Like

      • როცა კნუტი გქვია ტანკლი ტუნკლიზე პრეტენზია არ უნდა გქონდეს წესით 😉 რატომ ჰქვია გვერდს ეგ სახელი ეგ შენი საქმე არაა 🙂 არც სპამერობს ეს გვერდი და არც ლაიქებზე მათხოვრობს 😉 თუ არ ხარ გვერდის მომხმარებელი წესით არ უნდა იხსენიებდე ამ გვერდს როცა აზრზე არ ხარ არაფრის 😉

        Like

  13. უი, კნუტ, შენ გგონია იმ გვერდს რომ ვალაიქებ და ვაკომენტარებ, ესე იგი მოსყიდული ვარ? ლოოოლ, აჰ არა.. მომწონს და ვალაიქებ ხოლმე ^^
    ახლა კი სერიოზულად დავფიქრდი : (

    Like

    • არა, არ მგონია ასე. ნებისმიერს შეუძლია გააკეთოს გვერდი, იმაიმუნოს, ფოტოები დადოს, ეგ კი არაა პრობლემა ქეთ. არამედ ის, რომ 13–15 წლის ბავშვებისთვის “სხვა საქმე არ შეიძლება” დღეში 60 ფოტო უდან ატვირთოს თურმე ტანკლი ტუნკლებზე.

      Like

      • საიდან გაქვს ეგ ინფორმაცია კნუტი? შარზე ხარ ახლა. პრინციპში ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოს

        Like

      • იმ გრუფის მიმოწერიდან მაქვს ინფორმაცია. სქრინშოთებს ვერ ამჩნევ თუ მართლა დებილი ხარ?

        Like

  14. აუ ეს ბავშვები ნახეთ რა დღეში არიან..კი ვიცოდი ლაიქომანიით რომ იყვნენ დაავადებული მაგრამ ამ პოსტმა გამაოცა….
    “4 ლაიქის მოსამატებელი საიტი, 4 ლაიქის სანაცვლოდ…”
    ტვინის დეგრადირება და გამო*ლევება…..
    მიხარია ჩემი და ასეთი რომ არ არის ….
    უშველეთ მშობლებო თქვენს შვილებს, მარტო ერთი ადგილიდან გამოძრომით არ შემოიფარგლება შვილის აღზრდა

    Like

  15. რატო(მ) არ მქონდა დალაიქებული, არადა აშკარად წაკიტხული მაქვს და გეთანხმები! 😉

    Like

  16. ატანა აღარ მაქვს ამ დებილი ბავშვების. რამდენი ნაგავი ფეიჯი გააკეთეს ცუდად ვარ რა. ლაიქებზე ასე დახამება როგორ შეიძლება :|||||||||||

    Like

  17. ბავშვობაში მე თუ წრეში ბურთს ვთამაშობდი ან კალათბურთს, ესენი ლაიქებით თაშობენ და ირთობენ თავს. ახალგაზრდობა გვიზომბდება ხალხნო 😦

    თუ მოგეწონათ ჩემი კომენტარი – Share
    თუ ყლეზე გკიდიათ ეგ თაობა – Like

    Like

  18. ტანკი ტუნკლის ცუდად ვინც ეხება მომწეროს PM 🙂 როცა არ იცი გვერდზე რა ხდება ტრაკი არ უნდა ათამაშო.

    Like

    • რა ხდება, ათიათასი ლაიქი ვინმეს სიცოცხლეს გადაარჩენს?:დ
      “როცა არ იცი გვერდზე რა ხდება” – გვერდზე ხდება ყლეობა ;დ

      Like

  19. ნეტა ყველამ დავარეპორტოთ ასეთი სპამი გვერდები. 😐 მოუნდათ აქ ბარტერული გაცვლები ლაწირაკებს… 😀 😀

    Like

  20. რა დღეშია ახალგაზრდობა… ეს რა ჭირი გვჭირს ჩემი… ამასწინათ ერთ-ერთ ტექნიკის მაღაზიაში შევესწარი: ახალგაზრდა დედაშვილი აპირებს კომპიუტერის განვადებით ყიდვას.ხოდა გამყიდველი უწევს კონსულტაციას,უხსნის კომპის მონაცემებს და ა.შ. ცოტა ხანში დედა ეკითხება გამყიდველს: მე და ჩემი გოგო ერთდროულად რომ შევიდეთ ფეისბუქზე ისეთი მონაცემების მინდაო 😛 კინაღამ ამოვყირავდი ადგილზე 🙂

    Like

  21. რა მაინტერესებს: ე.ი როცა ალაიქებ ხომ გამოდის რომ “კითხულობ” გვერდს არა? ფსევდო ლაიქი რა ფეხებად უნდათ გამარკვიეთ რა? თუ 10 000 ლაიქი მაქვს და მაინც 15 ადამიანი ხედავს დადებულ ნიუსს, აი ეგ ვერ გავიგე რა პონტში უნდათ :ფიქრიანი:

    Like

    • პირველ ამბავთან დაკავშირებით კითხულობ, ჰო?
      ეგ უბრალოდ “ცუდი” და გაუთვითცნობიერებელი მენეჯერების ბრალია, რომლებსაც ფბ ფეიჯი ლაიქების დასაგროვებელი რარაც ჰგონიათ მხოლოდ 🙂 ვინ რას კითხულობს და გწერს, ის ჰკიდიათ ხოლმე ძირითადად :))

      Like

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.