გამარჯობა

გამარჯობა, მე კნუტი ვარ, მე შენ კარგად გიცნობ.

  • შენ ჩემი ყველაზე დიდი ქრაში ხარ ცხოვრების ამ ეტაპზე. ყველაფრის მიუხედავად, ვერაფრით გეშვები. შენ ერთი დიდი ბავშვი ხარ, რომელიც ჩემგან, თავად ბავშვისგან მოითხოვს ზრუნვას. მე ეს მაღიზიანებს და მაინც შენთან მინდა ყოფნა.  მერამდენედ გადავწყვიტე შენი დავიწყება, ნეტავ თავადვე შემეძლოს დათვლა. დღესაც გნახე, ჩაგეხუტე… ახლა სახლში მოვედი და ვფიქრობ, რომ არ იყავი ღირსი.
  • შენ ფაქტობრივად ჩემი თანამშრომელი ხარ, ყოველ დღე მწერ, რომ გინდა მნახო. ყოველ საღამოს ცდილობ, რომ სამსახურიდან სახლში წამიყვანო. მეც ყოველ საღამოს ვიგონებ ტყუილებს დედაჩემის ავადმყოფობაზე. რა ვქნა, ერთხელ ხომ ვცადეთ და არაფერი გამოგივიდა.
  • შენ ძალიან cute და ჭკვიანი ბიჭი ხარ. სწორედ ისეთი, ჩემს გერდით რომ უნდა იყოს, მე კი შენით ვერაფრით დავინტერესდი. სულ გესაუბრები, მაგრამ მაინც მიჭირს. შენ კარგად საუბრობ და უფრო კარგად წერ. რომ გნახულობ, მინდა ჩაგეხუტო. მაინც არაფერი გამოვა, სამწუხაროა.
  • შენც კიდევ ერთი კარგი ბიჭი ხარ. ხანდახან გხვდები, მოსაწყენ თემებზე ვსაუბრობთ და მერე სახლში მიგყავარ. ფაიფურის არ ვარ, ნუ გეშინია.
  • შენ ერთი ჩვეულებრივი, არაფრით გამოჩეული ბიჭი ხარ. ისეთი, არავის რომ დაამახსოვრდება. მე კი შენზე ჩავიციკლე ბოლო რამდენიმე თვე. თავიდან მეშინოდა, ახლაც რომ გხედავ, ენა მებმის და ვსველდები. სულ ვცდილობ, არსად შეგეჯახო. შენთან ურთიერთობისას ჩემი ყველა პრინციპი დავარღვიე, ყველაფერი ვცადე… სწორედ ისე იქცევი, როგორც ქერა გოგოები იმ ბიჭებთან ურთიერთობისას, ვინც მოსწონთ. მგონი, ცუდად დავამთავრებთ ამ კატა–თაგვობანას.
  • შენ ჩემი კურსელი ხარ. უნივერსიტეტში შემთხვევით შეხვედრისას მე გესალმები, გიღიმი და ვსაუბრობთ კიდეც. თავად ვერასდროს ახერხებ, მომესალმო. სამაგიეროდ, საღამოობით კი ყოველთვის შენ მწერ ფეისბუქზე, მე კი უპასუხოდ გტოვებ.
  • შენ ჩემი კლასელის ნათესავი ხარ და რატომღაც, აი უკვე ბევრი წელია მიმტკიცებ, რომ გიყვარვარ. უკვე მომბეზრდა.
  • შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ. ხანდახან მეგობარზე მეტიც… მე შენთან ყველაფერი მომწონს, ძილიც კი.
  • შენ ვიღაც ხარ, ჯერ არ გიცნობ, მაგრამ სახელი ვიცი… არაუშავს, დამელოდე,  მალე შენც გეტყვი გამარჯობას.

ეს პოსტი ალბათ მანქის პოსტის გვიანი გამოძახილია. რაღაცით ჰგავს, სხვა თემაა, მაგრამ მაინც.
იყოს, რას მიშლის 🙂

Advertisements

18 thoughts on “გამარჯობა

  1. გაუშვი უკვე ყველანი ჯანდაბაში? გავხალისდი წაკითხვის შემდეგ,მაგრამ მერე რომ დავფიქრდი ხასიეთი წამიხდა.ადამიანებმა გაიგონ რა უნდათ,კარგი იქნება მგონი:(

    Like

    • ვაიმე, ჰო 🙂 იმენა, შეუპოვარია 😀 ამდენი წლის მერეც კი 🙂 და კიდევ ერთი მასეთი შეუპოვარი აქტიური თაყვანისმცემელი მყავს, გამომრჩა აქ 😀

      Like

    • აქ გამოქვეყნება იმას ხომ არ ნიშნავს, რომ რეალურად ასეა 🙂 იქნებ, არცერთი არ არსებობს? :)))

      Like

  2. დეეძალე მესამეს! იტ***ურე მეხუთესთან! და ეგაა რა… ^_^ აქედან ორივე თუ არა, at least მეორე შეასრულე 😀

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s