C ჰეპატიტი – ალერსიანი მკვლელი

ტერმინი “ჰეპატიტი” გამოიყენება ღვიძლის დაზიანების ყველაზე ხშირი ფორმის აღსაწერად. ჰეპატიტი ნიშნავს ღვიძლის ანთებას, რომლის გამომწვევი მიზეზებიც შესაძლოა იყოს სხვადასხვა: ალკოჰოლის ჭარბი გამოყენება, გარკვეული მედიკამენტები, ტოქსინები (მაგ შხამიანი სოკო), ვირუსები.

C ჰეპატიტი გამოწვეულია ვირუსით, რომლის გადაცემა ხდება სისხლით და სხეულის სხვა სითხეებით. ქრონიკული C ჰეპატიტი არის ყველაზე ხშირი ღვიძლის ქრონიკული დაავადება, რის გამოც მსოფლიოში ყოველწლიურად იღუპება 8 000 დან 13 000-მდე ადამიანი.

C ჰეპატიტს მთელ მსოფლიოში “ალერსიან მკვლელსაც” უწოდებენ. იმის გამო, რომ დაავადება სიმპტომების გარეშე ვითარდება, ათი პაციენტიდან ცხრამ არც კი იცის, რომ C ჰეპატიტი აქვს.

ერთადერთი კვლევის მიხედვით, რომელიც შიდსის ცენტრმა 2008 წელს ჩაატარა, საქართველოში C ჰეპატიტი გამოკვლეულთა 6.7%-ს დაუდგინდა, რაც მსოფლიოში ანალოგიურ საშუალო მაჩვენებელს 2-ჯერ და მეტად აღემატება. თუ ქვეყნის მთელ მოსახლეობაში გავრცელება ასეთია, მაშინ, სავარაუდოდ C ჰეპატიტი საქართველოს 200 000-მდე მოქალაქეს უნდა ჰქონდეს. ეს კი შემაშფოთებელი ციფრია.

2011 წლის 28 ივლისს ჰეპატიტებთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს საზოგადოების ინფორმირებულობის დონის გამოკვლევის მიზნით გამოიკითხა 288 მოქალაქე. მათ რამდენიმე კითხვა დაუსვეს:

  • რა იცით C ჰეპატიტის შესახებ?
216–ს სმენია, 72–ს არ გაუგია არაფერი
  • იცით თუ არა ჰეპატიტის გადაცემის გზების შესახებ?
216–მა არ იცის, 72–ს სმენია რამდენიმე გზის შესახებ.
სინამდვილეში კი, ჩვენდა სამწუხაროდ, თითეული ჩვენგანი საფრთხის ქვეშაა და სრულიად შესაძლებელია. სალონში  მანიკურის კეთებისას მშვიდად მჯდომი C ჰეპატიტით დავირუსდეთ.როგორ ხდება C ვირუსით დაინფიცირება? – C ჰეპატიტის ვირუსი ვრცელდება ინფიცირებულ სისხლთან კონტაქტით.ხშირად ვირუსი სისხლის გადასხმით, არასტერილურ გარემოში ტატუირებით, მანიკურ-პედიკურით, ან დაუცველი სქესობრივი ურთიერთობით, სტომატოლოგიური კლინიკებში სტერილიზიციის ნორმების დაუცველობით გადადის. გავრცელების ამ გზებს შორის კი ყველაზე ხშირი სისხლის დონაციაა.ყველასთვის ცნობილი ვარსკვლავი,   პამელა ანდერსონი C ჰეპატიტით დაავადდა ტატუირების შედეგად.

გადაცემის სხვა გზები – კოცნით, ჩახუტებით, ცემინებით, ხველით, ყოველდღიური კონტაქტით, ერთმანეთის საკვების, წყლის, ჭურჭლის გამოყენებით ან სხვა კონტაქტით სისხლთან კონტაქტის გარეშე – C ვირუსი არ გადადის.

ხშირად  C ჰეპატიტით დაავადებულები დისკრიმინაციის მსხვერპლნი ხდებიან. ინფორმაციის ნაკლებობა – ესაა მთავარი პრობლემა. ამის მთავარი მიზეზი ხშირ შემთხვევაში ტრადიციული მედიია.  რომელიც მიმართავს სტიგმა-დისკრიმინაციას, რათა საზოგადოებამ  C ჰეპატიტი განყენებულად, როგორ კონკრეტული  ჯგუფის პრობლემა, ისე აღიქვას. ხშირ შემთხვევაში C ჰეპატიტით დაავადებულები მალავენ ამ ფაქტს, რათა საზოგადოებისგან სტიგმა დისკრიმინაციას მოერიდონ, რადგან საზოგადოებაში გავრცელებული აზრით C ჰეპატიტი მხოლოდ ნარკომანებს შეიძლება აღმოაჩნდეთ. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ნარკოტიკების მომხარებელთა 68 %–ს აქვს C ჰეპატიტი, თუმცა, ეს მაინც არ უნდა აძლევდეს საფუძველს საზოგადოებას, რომ ყველა დაავადებული ნარკომანად შერაცხოს. ცალკე თემაა, ამ მხრივ ნარკოტიკების მომხარებელთა დისკრიმინაცია რომ ხდება, მაგრამ რადგან ეს პოსტი C ჰეპატიტს შეეხება და არა ნარკოტიკების მომხმარებლებს, ამ თემას გამოვტოვებ.

გამომდინარე იქიდან, რომ მედია დიდ გავლენას ახდენს საზოგადოებაზე, მისი როლი ნებისმიერ პრობლემაში ყოველთვის აქტუალურია, C ჰეპატიტის შემთხვევაშიც ასეა. ამიტომ, საზოგადოებრივი სტიგმა დისკრიმინაციიდან ერთ–ერთ მნიშვნელოვან გამოსავლად მიმაჩნია მედიის როლი, ინფორმაციის სწორი სახით მიწოდება საზოგადოებისთვის. ამისათვის აქტიური როლი უდნა შეასრულოს ინტერნეტ მედიამ და ბლოგებმაც, სწორედ ამას ემსახურება ჩემი პოსტიც. ახალგაზრდებმა თითქმის არაფერი იციან C ჰეპატიტის და მისი გადაცემის გზების შესახებ, რაც თავის მხრივ ქმნის საფრთხეს C ჰეპატიტის უფრო მეტად გავრცელებაზე ახალგაზრდებს შორის. აუცილებელია, საზოგადოებამ დაინახოს, რომ C ჰეპატიტი საშიში დაავადებაა, მაგრამ შესაძლებელია მკურნალობა, მისი დამარცხება და სახელმწიფოს როლიც მნიშვნელოვანია.

ჩემი რჩევები იქნებოდა:
  • ჩაიტაროთ გამოკვლევა
  • ყოველთვის დააკვირდეთ სტომატოლოგიურ კაბინეტებსა და სილამაზის სალონებში სტერილიზაციის დონეს. (ხშირ შემთხვევაში, სალონის სტერილიზატორი არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს)
  • ნუ მოექცევით C ჰეპატიტთ დაავადებულებს, როგრც საზოგადოებისგან გასარიყ ჯგუფს, გახსოვდეთ, რომ ეს დაავადება მხოლოდ სისხლთან კონტაქტით გადადის
Advertisements

13 thoughts on “C ჰეპატიტი – ალერსიანი მკვლელი

    • ზოგჯერ ადამიანი შეიძლება იყოს ვირუსის უბრალოდ მატარებელიც და ასევე მას ქონდეს გადამდები ინფექცია.თუ თქვენი მეუღლე უბრალოდ მატარებელია ალბათ საშიშც არაფერია მაგრამ ჯობია მაინც თავი დაიზღვიოთ და პროფილაქტიკის მიზნით მიბრძანდეთ ექიმთან თქვენს შვილებთან ერთად

      Like

  1. 3 წლის წინ 2009-ში მეც C-ს დიაგნოზი დამისვეს, როდესაც თავდაცვის სამინისტროს მიერ ამერიკის უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებში გასაგზავნად შერჩეული ბიჭები გორის სამხედრო ჰოსპიტალში წაგვიყვანეს სხვადასხვა გამოკვლევების ჩასატარებლად…
    მახსოვს ძალიან ბევრი ჩემი კონკურენტი გამოკლვევების საწყის ეტაპზევე დაიწუნეს ზოგი ბრტყელტერფიანობის, ზოგი მხედველობის პრობლემის გამო და ა.შ. მოკლედ სიხარულისგან ჭკუაზე არ ვიყავი, რადგან დარჩენილ ხალხში თითქმის გარანტირებული მქონდა გამარჯვება. დღის ბოლოს, როცა თავი უკვე უალტერნატივო ლიდერად მიმაჩნდა მოვიდა სისხლის ანალიზის პასუხბიც და ექიმმა მახარა თქვენ C ჰეპატიტი აღმოგაჩნდათო. იმ ქალის სიტყვები დღესაც მახსოვს, რადგან 1 წუთში დამემსხვრა(ჯერ არ შემდგარი) კარიერა და რამდენიმეწლიანი გეგმა საოცნებო უნივერსიტეტში სწავლისა+ დიაგნოზმა საერთოდ შოკში ჩამაგდო (ბევრისგან განსხვავებით მცირე წარმოდგენა მაინც მქონდა ჰეპატიტზე, პამელას ამბავიც ვიცოდი :D)
    ვაღიარებ, რომ მანამდე საზოგადოებრივი სტიგმებით სერიოზულად ვიყავი ზომბირებული და ყველა ჰეპატიტიანი და შიდსიანი ადამიანის ტანჯვა სამართლიანად მიმაჩნდა, რადგან ეს დაავადებები მხოლოდ მათი ცხვორების წესის თავმდები და ლოგიკური შედეგი მეგონა. როგორც აღმოჩნდა მწარედ ვცდებოდი, მაგრამ სამაგიეროდ კარგი გაკვეთილიც მივიღე. მივხვდი, რომ არ შეიძლება ხალხის კატეგორიებად დაყოფა, სტიგმატიზაცია და მათ მიმართ ისეთი დამოკიდებულების ქონა, როგორიც მქონდა….
    საბედნიეროდ დღეს ც ჰეპატიტის განკურნება შესაძლებელია. არსებობს ვირუსის რამდენიმე გენოტიპი. თითოეული მათგანი თერაპიის სხვადასხვა ინტენსივობის და ხანგრძლივობის შემთხვევაში განკურნებას ექვემდებარება (თუმცა გადამწყვეტი ფაქტორია მკურნალობის დროულად დაწება). სამწუხაროდ მკურნალობა უძვირესია. ჩემს გენოტიპს 6 თვიანი კურსით მკურნალობენ, რაც დაახლოებით 16 ათასი ლარი დამიჯდა (ყოველკვირეული ნემსები+სისხლის პერიოდული ანალიზები ვირუსის რაოდენობის გასაზომად და ა.შ). მკურნალობის დასრულების შემდგომ 6 თვიანი ინტერვალებით ვიზომავ სისხლში ვირუსის რაოდენობას, რომელიც სტაბილურ ნიშნულზეა (below detectable level).
    C ჰეპატიტის კიდევ მოევლება, მაგრამ არსებობს B ჰეპატიტიც, რომლითაც გარწმუნებ ადამიანების არანაკლები რაოდენობაა დაავადებული. B გაცილებით უფრო ვერაგი და გადამდებია+ არ იკურნება.
    თავის დაცვა შეგიძლიათ მხოლოდ დროული ვაქცინაციით. თუ აცრილი არ ხართ, დროზე აიცერით, თორემ დიდი შანსია სტომატოლოგთან, პარიკმახერთან ან ქირურგიული მანიპულაციის შედეგად დაჯილდოვდეთ ამ დაავადებით.

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s