კარგად, შენ?

ყველაზე ხშირად ნათქვამი ტყუილი?
– კარგად, შენ?

თქვენი არ ვიცი და მე ყველაზე ხშირად ამ ტყუილს ვამბობ : ) შეიძლება თვალიდან ცრემლს ვიწმენდდე იმ წუთას, როცა “როგორ ხარ”–ს მომწერთ/მეტყვით, მაგრამ მე მაინც გაგიღიმებთ პასუხად “კარგად, შენ?”

ვერავის მოახვევ თავზე შენს ცუდად ყოფნას. ვერც და არც უნდა მოახვიო. რა შუაშია ის ადამიანი შენს პრობლემებთან? : ) ამიტომ გაუღიმე და კიდევ ერთხელ მოატყუე “კარგად, შენ?”

Advertisements

10 thoughts on “კარგად, შენ?

  1. ამერიკაში რომ ვიყავი… აი ზუსტად ასეთი ფორმალობა იყო საუბრის დასაწყისში მოკითხვა. როგორც მითხრეს ვალდებულიც იყავი რომ გეპასუხა “კარგად, შენ?” იმიტომ რომ ეს უფრო ზრდილობის საქმე იყო ვიდრე შენი რეალური მდგომარეობის გაგების მცდელობა. იმიტომ რომ ადამიანს რომელიც გკითხულობდა, საკუთარი პრობლემებიც თავზე საყრელად ჰქონდა. და ის რომ შენ კბილი გტკიოდა, ან რაღაცაზე გენერვიულეობოდა, საერთოდ არ აინტერესებდა…
    რაღაც ამდაგვარია აქაც……
    ოღონდ მე ახალი პასუხი მოვიფიქრე 😀 და ერთი პერიოდი კარგად ვხალისობდი გარშემომყოფებზე.
    აი მაგალითად შემხვდა ნაცნობი და მეკითხება:
    – როგორ ხარ?
    რა თქმა უნდა, მოკლე პასუხს ელის და შემდეგ მორიგ კითხვაზე გადასვლას გეგმავს. მე კი თვალებში ვუყურებ და ძალიან სერიოზულად ვეუბნები:
    – ცუდად!
    – ვაიმე რა მოგივიდა? – (ყალბი) შეშფოთება ისმის მის ხმაში
    – სულ კარგად რომ ვიყო ავადმყოფი ხომ არ ვარ! – ხმამაღლა ვხარხარებ…. ის კი…. რბილად რომ ვთქვათ იმედგაცრუებულია :))))

    Like

  2. dzneli yofila turme awyoba, sakutar tavtan sakmis chawyoba, sityvis sityvaze ise dawyoba, rom arvic egrdzno chemi ganwyoba….: )

    Like

  3. ნუ ხო. გვიწევს ასე მოქცევა. თან მეორე მომენტიცაა. მაგალითად მე როცა ცუდად ვარ, ვინმეს რომ ვუთხრა და იმან მიპასუხოს: “მესმის შენიო” მაინც არ დავიჯერებ. ვფიქრობ, რომ არავის არ ესმის ჩვენი ცუდად ყოფნის მიზეზი. უბრალოდ ან გვამშვიდებენ ან მართლა გონიათ, რომ ესმით. თუმცა შანსი არაა, ერთ ადამიანს მეორის ტკივილი ბოლომდე ესმოდეს.

    Like

    • ჰმმ ვერ დაგეთანხმები, მე მგონია ხოლმე, რომ მესმის… და ვცდილობ დავეხმარო.
      ვისიც არ მესმის და ვისი კარგად თუ ცუდად ყოფნაც ჩემთვის სულერთია, არც ვკითხავ 🙂

      Like

  4. ტყუილი პასუხი კი არა კითხვაა.
    ზრდილობის გამო გეკითხებიან დ არა იმიტომ, რომ მართლა აინტერესებთ როგორ ხარ.

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s