რჩევა

როცა რაღაც მთავრდება, აუცილებლად იწყება ახალი. მე ასე ვთვლი, ყოველ შემთხვევაში.

თუმცა დამთავრებასაც ძალა უნდა. როცა რაღაც მთავრდება და ვატყობ, რომ ძალა არ შემწევს თავს მოვერიო, ძალისმიერ მეთოდებზე გადავდივარ მის “გასაქრობად”. სოციალური ქსელებიდან მისი წაშლა უბრალოდ ქაჯობად მიმაჩნია. ამიტომ ვცდილობ ხოლმე სხვა მეთოდებით “მივცე დავიწყებას” კონკრეტული პირი. ვეცდები, თქვენც გაგიზიაროთ  შეგუების პერიოდის საშუალებები 🙂

  1.  მშვიდად შეხვდით იმ ფაქტს, რომ რაღაც დასრულდა. ამიტომ უბრალოდ “ის” გადაიყვანეთ ისეთ ლისთში, სადაც თავადაც კი ვერ მიაგნებთ. თუ მანამდე facebook-ზე close friends ლისთში გყავდათ და მის ყველა აფდეითზე ნოტიფიკაციას იღებდით, ახლა მისი წაშლა მოგიწევთ ამ ლისთიდან 🙂
  2. შედით მის პროფილში და unsubscribe გააკეთეთ 🙂 არაა საჭირო news feed-ში გეჩეხებოდეთ მისი დადებული სიახლეები, ფოტოები და მუსიკა, თორემ ისევ დაიწყებთ ყველაფრის თქვენს თავზე მორგებას “აი, ის მუსიკა დააშეარა, მაშინ რომ ვუსმენდით. ე.ი. ჩემზე ფიქრობს…”  იმედები უნდა გაგიცრუოთ, Bullshit. მას უბრალოდ ეს მუსიკა უყვარს და არა თქვენთან დაკავშირებული მოგონებები.
  3. არც თავად დაიწყოთ ისეთი სიმღერების, ფოტოების, ტექსტების და ა.შ. დაშეარება, რაც თითქოს და “თქვენს თავს გაახსენებს”. another bullshit! მოეშვით წარსულზე გამოკიდებას! ვიცი, რომ თქვენც ჩემსავით გაგირბით ხელი facebook სერჩში მისი სახელის ჩაწერისკენ, მაგრამ Stop It! რა საჭიროა მისი კედლის თვალიერება? თუ აპირებთ, რომ მასზე ფიქრი შეწყვიტოთ, მის კედელსაც უნდა მოეშვათ 🙂
  4. მისი სახელი ტელეფონში ჩაანაცვლეთ მსგავსი ტექსტით “არ მისწერო” ან რაიმე მსგავსი. მე ვცადე და ნამდვილად ამართლებს 😀 ტელეფონს იღებ სმს–ს მისაწერად და ეს სახელი გრჩება ხელში, გახსენდება, რომ არ ღირს… და ისევ   თავს ანებებ…
  5. შეინახეთ ნივთები, რომელიც მას გახსენებთ (საჩუქრები, ბარათები, ფოტოები…)
  6. ეცადეთ, არ წახვიდეთ ისეთ ადგილას, სადაც მას შეეჩეხებით. ნუ, სცადეთ მაინც 🙂
  7. ნუ ჩავარდებით ჩემსავით ლოგინად და თავისუფალი დროის 90 %–ს ნუ გაატარებთ ძილში. უფრო მეტი ურთიერთობა მეგობრებთან.
  8. და ბოლოს: აუცილებლად დაიწყეთ ახალი ფლირტი 🙂

რაღაც ჟურნალ “სარკის” დონის რჩევები გამომივიდა მგონი, მაგრამ მე ვცდილობ ხოლმე ასე მოვიქცე, როცა მიჭირს…  ყველა ამართლებს 🙂 trust me!

Advertisements

29 thoughts on “რჩევა

  1. მე მსგავსი რამეების კეთება არ მჭირდება როცა გადავწყვეტ რომ მორჩება .უბრალოდ ის არ ამთავრებს არასდროს,.ბოლოს ეხლა 1 საათის წინ მომივიდა მისი მესიჯი,მეც ვუპასუხე.ხან არ ვპასუხობ:))მემგონი იმან უნდა წაიკითხოს ეს პოსტი:))

    Like

  2. გამარჯობა. მოვკარი თვალი ამ პოსტს და წავიკითხე,რადგან ყოველი პუნქტი რაც აქ წერია,მე უკვე გავაკეთე.მეგონა რომ ბოლოს მაინც ვერ შევასრულებდი,მაგრამ ესეც უკვე შევასრულე,და არა მარტო ერთთან,არამედ 2 ადამიანთან მაქვს ერთდროულად ფლირტი…3 წლიანი ურთიერთობა ეს ესაა დავასრულე,და ისეთი მიზეზით,რომ სულაც არ ვნანობ და არ მაკლია ის რომ დასრულდა და ის რომ ჩემთვის აღარ არსებობს! არ ვიცი,მე ძალიან რადიკალური ვარ.რომ გადავწყვეტ რომ არა,პრინციპში ეს ისე მალე ხდება,რომ ეს რომ წავიკითხე აქ,მივხვდი რომ თითოეული შესრულებული მაქვს და დავტოვე კომენტარი..

    Like

  3. 1. done! offline ლისთშიც კი ჩავაგდე -.-
    2. done
    3. done
    4. done (მაგრამ რამდენჯერაც “არ მივწეროთი” ვასათაურებ, მით უფრო ხშირად ვწერ :დდ)
    5. done
    6. ვცდილობ -.-
    7. ვცდილობ
    8. ვცდილობ

    მაინც არაფერი გამომივა :დდ
    იქნებ ხვალ დაბადების დღეც არ მივულოცო 😕

    Like

  4. კარგი რჩევებია რა გინდა ))
    სახელის შეცვლა მობილურში )) ჩემი მეთოდი )) ოღონდ მე უბრალიდ ოფიციალურად სახელი და გვარით ვცვლი და ნუ ეგეც საკმარისია ჩემთვის ))

    Like

    • მე ისედაც ყოველთვის ოფიციალური სახელითა და გვარით მიწერია ხოლმე 😀

      სახელის შეცვლა იმისთვისაა აუცილებელი, რომ გაგახსენდეს კრიტიკულ მომენტში და “არ მისწერო” : )

      Like

      • აუ მე არა, როცა “ჩემია” ეგრევე სხვა სახელით ვწერ ))

        Like

  5. სიცოცხლე რომ დამთავრდება რა დაიწყება თქვენი აზრით?

    Like

  6. როცა რაღაც მთავრდება, აუცილებლად იწყება ახალი.—ეს სიტყვები რომ არ არსებობდეს, მე რა მეშველებოდა. ძალიან მეხმარება 🙂

    Like

  7. მისი სახელი ტელეფონში ჩაანაცვლეთ მსგავსი ტექსტით “არ მისწერო” ან რაიმე მსგავსი. მე ვცადე და ნამდვილად ამართლებს ტელეფონს იღებ სმს–ს მისაწერად და ეს სახელი გრჩება ხელში, გახსენდება, რომ არ ღირს… და ისევ თავს ანებებ…
    : )))) ამას მეც ვიყენებ ხოლმე

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s