ქართული ლაიქომანია

სოციალური მედიის მნიშვნელობაზე საუბარი უკვე ზედმეტად მიმაჩნია ხოლმე, მაგრამ მაინც აღვნიშნავ, რომ მისი როლი და მნიშვნელობა მსოლფიოში უფრო და უფრო იზრდება, ფეხს იკიდებს და ფაქტობრივად, აღარაფერი ხდება სოციალურ მედიაში გაშუქების გარეშე. საქართველოშიც ნელ–ნელა გააქტიურდა და  სათვალავში ჩასაგდები გახდა.

პოლიტიკურმა ძალებმაც ყური მოჰკრეს სადღაც, ფეისბუქის ფეიჯის, ტვიტერის ექაუნთის ქონა აუცილებელია, ობამას ხომ არ ჩამოვრჩებითო და ერთი–მეორეს მიყოლებით გაიხსნა ფეისბუქზე სამინისტროებისა და კონკრეტული პოლიტიკოსების ფეიჯები.

გახსნას აქტივობა მოჰყვა, ლაიქების მატების მანია გაჩნდა, ლაიქებისა და აქტივობისთვის კი კონკურსებია საჭირო, სამწუხაროდ. თავდაპირველად სამთავრობო სექტორიდან ყველაზე აქტიური დავით ბაქრაძის ფეიჯი იყო, რომელმაც ონლაინ აქტივობები ოფლაინს მიაბა. ყველაზე აქტიურ წევრებისთვის თავად პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრები ეწყობოდა. შემდგომ კონკურსი ონლაინ პარლამენტის არჩევნები, რომელში გამარჯვებულიც პარლამენტის ნამდვილ თავმჯდომარესთან ერთად ატარებდა მთელ დღეს, ესწრებოდა შეხვედრებს და ა.შ. კარგი ინიციატივებია, ვერაფერს იტყვით,. მაგრამ შემდგომში ფეისბუქი პოლიტიკური სექტორისთვის ბრძოლის არენად იქცა, ლაიქები კი გამარჯვების გასაზომად.

მარაზმის მატება ამ ბოლო დროს უფრო შესამჩნევი გახდა. მოსწავლეები PM მიმოწერასა და “დამილაიქე, დამიშეარე” თხოვნებიდან რეალურ ბრძოლაში გადმოვიდნენ. ქუჩაში ფლაერებს არიგებენ “აქ შედი, 8989 სკოლა მოძებნე და დაალაიქე” ტექსტით. ან პირდაპირ სახლის კარზე გიკაკუნებენ, ან მაღაზიაში გადგებიან თავზე ლეპტოპით ხელში და გთხოვენ, შეხვიდე შენს Facebook ექაუნთზე, დაულაიქო განათლების სამინისტროს კონკურსში სკოლის ლოგო, რომ სამინისტრომ სკოლას “მომავლის კლასი” აჩუქოს.

თბილისი ცენტრალში ლეპტოპით მოსიარულე მოსწავლე
თბილისი ცენტრალში ლეპტოპით მოსიარულე მოსწავლე

ლეპტოპით მოსიარულე მოსწავლეებსა და დამრიგებლებს აიტანდა კაცი,  პოლიტიკური სექტორი დავალების მიცემაზე რომ არ გადასულიყო:  გააკეთეთ ფეისბუქი, დაიმატეთ ფრენდები, დაალაიქეთ სამინისტროების გვერდები და ა.შ. მსგავსი ფაქტების შესახებ უკვე არაერთი მეგობრის ვოლზე წავიკითხე ინფორმაცია.

სკოლის მოსწავლეების ინფორმატიკის კაბინეტებში ჩაყვანა და დავით ბაქრაძის ფეისბუქ ფეიჯის დალაიქებაზე უკვე ბევრჯერ დაიწერა. მსგავსი ინფორმაციის სადმე დაპოსტვის შემთხვევაში კი პოსტს უპასუხოდ შლიან. არ მესმის, რისთვის აგროვებენ ლაიქებს, ატარებენ კონკურსებს და ავალებენ სკოლის დირექტორებსა და მასწავლებელებს ამდენ მარაზმს, თუ სოციალურ მედიაში ასეთ მოღვაწეობას აპირებენ? ვინ დაუგეგმა ასეთი კამპანია სახელმწიფოს? ნუთუ იმ “ჭკვიან” ადამიანს იმის გათვალისწინება დაავიწყდა, რომ სოციალურ მედიაში ყველაფერი ძალიან სწრაფად ვრცელდება, ივსება და ზვავის სახეს იღებს? რატომ ჩათალეს, რომ მსგავსი ინფო უყურადღებოდ დარჩებოდა და ლაიქომანია მშვიდად ჩაივლიდა?

მიმართვა იმ ჭკვიან ადამიანს, ვინც მსგავსი კამპანია მოიფიქრა: სოციალური მედია ნამდვილად დიდი ძალაა, სწორად მიმხვდარხართ, მის სწორად გამოყენებას ბევრი დადებითი რამის მოტანა ძალუძს, მაგრამ იმის გათალისწინება კი დაგავიწყდათ, რომ არასწორად მართვის შემთხვევაში უფრო მეტი ზიანის მოტანა შეუძლია.

მიმართვა იმ მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს, ვისაც ეს სისულელე დაავალეს: არ შექმნათ ყალბი ექაუნთები, ნუ აყვებით ამ სულელურ მოთხოვნებს,. მით უმეტეს, თქვენ, ბავშვებო. როგორც გოგიჩაიშვილი იტყოდა, ტეხავს… უბრალოდ, ტეხავს ხალხო… 😐

Advertisements

20 thoughts on “ქართული ლაიქომანია

  1. nu me 13 wlis var mara didi xania var daregistrirebuli facebookzee egeti ram mec dammartes adre ogond shemi skola ki ara ragac sxva skola damalaiqebiness
    mara simartle gitxrat me adre facebooks ver vitandi am bolo dros daviwye facebookshi shesvla sul weliwadnaxevari iqneba albat

    Like

  2. ,,ლაიქომანია” რაღაც ამოუცნობი თანამედროვე სენია… რამ გადარია ეს ხალხი… ამასწინათ ერთ პოსტს წავაწყდი სათაურით ,,,,100 ლაიქი (თუ 200 აღარ მახსოვს) -5 ლარი” ხალხმა უკვე ბიზნესის კეთება დაიწყო ლაიქებით…

    Like

  3. სკოლები? მარტო სკოლები? სხვა დაწესებულებები და სახელმწიფო სამსახურები არა? ამასწინათ სამსახურში ავწიე ერთი ამბავი, თავზე დამადგნენ, ერთ-ერთ სკოლაზე გინდათუარა დაალაიქეო. ზუსტად ასე გამოუვიდათ, თან იმას ამბობენ რომ ვალდებული ხარ თურმე ეს გააკეთო. ამოვიდა ბლინ ყელში რა! :/

    Like

    • რა ფაქტებიც ვნახე, იმაზე დავწერე. თუ სამსახურებშიც ხდება, მაგაზეც დავწეროთ :/ როგორ შეიძლება ასე 😐

      Like

  4. ყველაზე საშინელი გრძნობა, როცა ზიზღს და ირონიას ერთდროულად გრძნობ ჯერ ამ ავადმყოფი ხალხის, მერე საკუათარი თავის მიმართ, იმიტომ რომ მრავალი ფაქტორის გამო, იმათი ნაწილი ხარ ვინც ეს კომედია გაითამაშა:)

    Like

  5. ყველაზე საშინელი გრძნობა, როცა ზიზღს და ირონიას ერთდროულად გრძნობ ჯერ ამ ავადმყოფი ხალხის, ხოლო მერე საკუთარი თავის მიმართ, იმიტომ რომ შენდაუნებურად უამრავი ფაქტორის გამო იმათი ნაწილი ხარ ვინც ეს კომედია გაითამაშა:)

    Like

  6. ტეხავს… ძალიან ტეხავს. აი, უბრალოდ რომ ტეხავდეს, კიდევ ხო, მაგრამ აი უკვე ძალიან ტეხავს რა. არა, ცუდად კი არ გამიგოთ, ქართველები ხართ, მაგრამ ძალიან ტეხავს რა. ტეხავს, რადიო 105!

    Like

  7. ჩემს მესამე კლასელ შვილსაც თხოვეს შეექმნა ფეისბუქის ექაუნთი. სკოლა უნდა დავალაიქოთო და სადღაც გავიმარჯვოთო. ვიფრინე 🙂 ვინმე მასწავლებლის მსგავსი თუ მეტყვის რომ ეს აუცილებელია სკოლისთვის, იმას უკეთესად ვიფრენ.
    რომელ ჭკვიანს მოუვიდა თავში ბავშვისთვის ფეისბუქის ექაუნთის შექმნა დაევალებინა.
    უნდა გავარკვიო ხვალ ეგ ამბავი კარგად. მართლა სკოლის დასალიქებლად ჭირდებათ თუ რამე ფანატიკოსთა ორგანიზაციას ქმნიან 😦

    Like

    • რისთვისაც არ უნდა სჭირდებოდათ, არ შეძლება. 13 წლამდე ბავშვების დარეგისტრირება არ შეიძლება ფეისბუქზე, თავად ფეისბუქისვე წესებით.

      Like

  8. ზუსტად დღეს მთხოვეს გაჩერება :/ მეტი საქმე არ აქვთ ??? დგანან ამ ყინვაში და ლაიქებს მათხოვრობენ (მეტი რა დავარქვა, არ ვიცი) :/ ზოგჯერ მრცხვენია, ჩემი თაობის ბავშვები რომ ამას აკეთებენ ://

    Like

    • ჰო, ვერ ვხვდები ბავშვები რატომ არ აზროვნებენ. ვერ ხვდებიან, რომ საქმე მათ პირად ინფორმაციას ეხება?

      Like

    • ვიტყოდი, უბრალოდ პოლიტკორექტულობას ვიცავ 😐

      Like

      • მესმის 😐
        ნეტავ სულ ცოტა რეზონანსი მაინც მოჰყვეს ამ პოსტს და ვინმემ მაინც შეიგნოს რამე

        Like

  9. ასეთი სკოლის დირექტორები უნდა გადავაყენოთ და ციხეშიც ჩავსვათ თაღლითობისა და გაყალბებისათვის.

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s