99 დღეობა

13 თებერვალს ანინას ახალი პროექტის Party-ზე ვიყავით. 99 დღეობა (როგორც ქეითმა უწოდა :D) City Time-ში ჩატარდა. ახალი კაფეა, მაჩაბელზე. საკმაოდ მყუდრო. მე მომწონს ^_^

99 დღე პირველი ვებ რეალითი შოუა, რომლის ავტორიც და მთვარი გმირიც ანინაა. ვინ არ იცით, გეტყვით, რომ პროექტი ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდაა, რომლის ფარგლებშიც ანინა დიეტობს, ვარჯიშობს, სწორად იკვებება…  მოკლედ, აკეთებს იმ ყველაფერს, რასაც მე არა 😐

იმედია, ოდესმე მექნება მოტივაცია და ვიქნები ისეთი მიზანდასახული, როგორც ანინა. პროექტი მარწმუნებს, რომ ყველაფრის მიღწევა ძალიან მარტივია, უბრალოდ უნდა მოინდომო და ცოტა იშრომო.

საღამომ ძალიან კარგად ჩაიარა. (სამწუხაროდ, ადრე მომიხდა წამოსვლა, გარკვეული მიზეზები გამო.) გათამაშდა პროექტის სპონსორების სხვადასხვა პრიზები ^_^ მაგალითად, სალონმა Hiarhaus 5 ვიზიტის ვაუჩერი გაათამაშა, ეკო ფუდმა საკუთარი პროდუქტების კალათი, ბოულინგ ცენტრალმა ბოულინგისა და ბილიარდის ვაუჩერები, მაღაზია “შანამ”  ჩანთა და სხვ. მე, როგორც ყველაზე უიღბლომ, რა თქმა უნდა, ვერაფერი მოვიგე 😀 სამაგიეროდ,  კარგად გავერთე ^_^
ჩვენს განწყობზე ზრუნავდნენ
1. პორნო პოეზია
2. რეზო&ბავშვები
3. დერვიშები
4.დათო გაბუნია–კარაოკე

იხილეთ საღამოს ამსახველი რამდენიმე ფოტო: 

კნუტი, ანნა, სიყვარულოვნა
ანნა, ყვავა, ანინაბლანკი, კნუტი, სიყვარულოვნა
4 ტიტველი კაცი
4 ტიტველი კაცი 😀
Advertisements

8 thoughts on “99 დღეობა

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s